| ქალი და მამაკაცი |

ჩვენს ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსით დასნებოვნების შემთხვევებმა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო. მიმდინარე სეზონზე ღორისა თუ ფრინველის გრიპის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, გაჩნდა ახალი შტამის ვირუსი H3N2. ამ ტიპის ვირუსისგან განკურნება გაცილებით მარტივია, ვიდრე ზემოაღნიშნულისგან. დაავადების რისკ-ჯგუფს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან - მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები და მოხუცები. მედიკოსების თქმით, გრიპის ვირუსით დაავადებულს 5 ჯანმრთელი ადამიანის დასნებოვნება შეუძლია. ამიტომაც, რეკომენდებულია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოვერიდოთ საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანებს, დავიცვათ ჰიგიენის წესები და ვიზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპისა თუ სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევები, გასულ წლებთან შედარებით, მკვეთრად დაბალია. ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სეზონზე გრიპით დავირუსების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კი, შარშანდელთან შედარებით, უმნიშვნელოა რაოდენობაა.
გიორგი კანდელაკი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე:
- ვირუსული ინფექციების შემთხვევები, შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად ნაკლებია. ლაბორატორიულად მხოლოდ ორი შემთხვევაა დადასტურებული. შარშან კი რამდენიმე ასეული ფაქტი დაფიქსირდა. არც ღორის გრიპის საშიშროებაა და არც ფრინველის. თუ ვინმეს ეშინია, რომ გრიპის ვირუსით არ დაავადდეს, შეუძლია გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტაროს.
- აცრები ყველა ასაკის მოქალაქისთვის უფასოა?
- გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის ფასიანია და ის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში კეთდება. პაციენტს თავადაც შეუძლია იყიდოს აფთიაქში გრიპის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვაქცინა.
როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან და რამდენად რეკომენდებულია დავირუსების შემთხვევაში თვითმკურნალობა, ამ კითხვებზე ექიმი-პედიატრი გიული ხახვიაშვილი გვიპასუხებს.
გიული ხახვიაშვილი:
- გრიპი საკმაოდ რთული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს, თუმცა, გართულების შემთხვევაში, გრიპი შესაძლოა პნევმონიაში, ფილტვების ანთებაში გადაიზარდოს. ამდენად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, გრიპის ვირუსით დასნებოვნების დროს, ექიმთან დროულად ვიზიტს. განსაკუთრებით, თუ ეს ეხება მცირეწლოვან, ჩვილ ბავშვებს.
- რამდენად რეკომენდებულია გრიპის დროს თვითმკურნალობა?
- თვითმკურნალობა, რა თქმა უნდა, რეკომენდებული არ არის. ბავშვების შემთხვევაში ანტიბიოტიკის თვითნებურად დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გრიპის დროს ანტიბიოტიკი საერთოდ არ მოქმედებს. სამაგიეროდ, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ანტივირუსული პრეპარატები. რაც უფრო მალე ჩაერთვება მკურნალობის პროცესში, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდება პაციენტი. გრიპის პრევენციისთვის არსებობს პროფილაქტიკური აცრები. თითო ვაქცინა 30 ლარი ღირს და ადამიანს ის წელიწადში ერთხელ უკეთდება.
- როგორ შეიძლება დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან?
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ადამიანებთან ურთიერთობისას უნდა დაიცვათ ერთმეტრიანი დისტანცია მაინც, სასურველია ვატაროთ ნიღაბი. სამედიცინო ნიღაბი ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა გამოცვალოთ და არამარტო პირზე, ცხვირზეც უნდა აიფაროთ. ნიღაბი ცხვირზე, მასზე არსებული სამაგრით უნდა მოირგოთ. აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხშირად ხელების დაბანა. ნუ გადაკოცნით ახლობლებსა და ნაცნობებს, რადგან ჰაერწვეთოვანი გზით ვირუსის გადაცემის რისკი დიდია. ხველისა თუ დაცემინების დროს, პირზე უნდა აიფაროთ ქაღალდის ცხვირსახოცი ან სახელო. ხშირად უნდა გაანიავოთ ოთახი. თავის ტკივილი, სისუსტე, მაღალი ტემპერატურა - ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უმჯობესია სახლში დარჩეთ და იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატები მიიღოთ.
- H3N2, ამ შტამის ვირუსის შემთხვევა საქართველოში ზამთრის სეზონზე ორჯერ დაფიქსირდა. რამდენად რთულია ეს ვირუსი და საერთო ხომ არ აქვს ე.წ. ღორის გრიპთან?
- N1N1 ვირუსული შტამისგან განსხვავებით, ზემოხსენებული შტამი ნაკლებად საშიშია და მისი მკურნალობაც, შესაბამისად, მარტივია. ამ ვირუსს გართულებები ნაკლებად მოსდევს. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ციება, ოფლიანობა, ხველა, ზოგ შემთხვევაში, ღებინებაც კი. ზოგადად, სეზონური გრიპი სხვადასხვა სახის შტამისგან არის გამოწვეული და ყოველწლიურად ამ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინები იქმნება.
- რას ურჩევდით მკითხველს, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ოჯახურ პირობებში რა შეგვიძლია მოვამზადოთ?
- ძლიერი იმუნიტეტი განპირობებულია ჯანსაღი კვებით. ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ბოსტნეული, ხილი, ხორცისა და რძის ნაწარმი. რაც უფრო ჯანსაღ საკვებს მიიღებთ, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება გრიპის ვირუსით დასნებოვნების. ასევე არსებობს იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტებიც.
თამარ როსტიაშვილი

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს












ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 


















