asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ხალხური მეთოდები მეტეორიზმის წინააღმდეგ
რა მოვუხერხოთ უადგილო აირებს
ხალხური მეთოდები მეტეორიზმის წინააღმდეგ

2012-01-28 15:19:46



მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა) ბევრ უსიამოვნებას გვაყენებს. მისი აღმოცენების მიზეზი სხვადასხვაა. შეგახსენებთ, პირველ რიგში, ჭამის დროს ყოველი ლუკმის ჩაყლაპვის შემდეგ კუჭში შეიძლება 2–3 მლ ჰაერი მოხვდეს. თუ ადამიანი სწრაფად, ფეხზე და გზადაგზა ჭამს, ამავდროულად ბევრს ლაპარაკობს, ჰაერის რაოდენობა იზრდება, რაც მეტეორიზმს იწვევს. სხვადასხვა მონაცემებით, ნაწლავებში არსებული აირების მოცულობის ნახევარი ჭამის დროს შთანთქმული ჰაერის წილზე მოდის.

ზოგჯერ მუცლის შებერილობა თავისებური რეაქციაა სტრესზე. ემოციური გადატვირთვა ნაწლავების გლუვი კუნთების სპაზმს იწვევს და პერისტალტიკას (ნაწლავების კედლების რიტმული შეკუმშვა–გაფართოება) ანელებს.

მეტეორიზმის გამოწვევა ზოგიერთ პროდუქტსაც შეუძლია. აირების წარმოქმნაში ჩემპიონია ბარდა, ლობიო, ცერცვი. ამიტომ შეძლებისდაგვარად რაციონიდან გამორიცხეთ პარკოსნები, კომბოსტო, ისპანახი, მჟაუნა, ყურძენი, ტკბილი ვაშლი, ჟოლო, ხურტკმელი, შავი პური, ქიშმიში, ლუდი. ბოსტნეული არა – უმი, არამედ მოშუშული ან მოხარშული მიირთვით. ასეთივე წესით მოამზადეთ ხორცი, ფრინველი, თევზი. ჭამეთ მცირე ულუფებით, ნუ აურევთ ხორცს (თევზს) პურთან, ხილთან, რძესთან, კვერცხთან, ხაჭოსთან. უმჯობესია, რძე კეფირით ან მაწვნით შეცვალოთ. მაძღრისად ნუ შეჭამთ. გახსოვდეთ: სუფრიდან მსუბუქი შიმშილის გრძნობით უნდა ადგეთ. დანაყრების შეგრძნება ტრაპეზიდან 20–30 წუთის შემდეგ დგება.

მეტეორიზმის შეტევის სწრაფად მოხსნას ეხმარება აქტიური ნახშირი (2–3 აბი დააქუცმაცეთ და წყალი დაასხით).

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ.

დილით, უზმოზე, მრავალძარღვას თესლები ჭამეთ. ღამით წყალი დაასხით, დილისკენ სქელი მასა წარმოიქმნება. მისი მიღება რეკომენდებულია 10 დღე.

საჭმელში სანელებლის სახით მცირე რაოდენობით დაფქული ავშანის ბალახი დაუმატეთ.

კამის თესლები (1 ჩაის კოვზი თესლი 1 ჭიქა წყალზე) 15 წუთი ადუღეთ და თითო ჭიქა ნახარში დილით, საუზმის წინ და დღის განმავლობაში ცხელი მიიღეთ.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილა, კამის თესლები, კვლიავი, ფარსმანდუკი, ვალერიანი. 1 სუფრის კოვზ გამხმარ დაქუცმაცებულ ნედლეულს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, წყლის აბაზანაზე 20 წუთი გააცხელეთ, 2 საათი დადგით, გაწურეთ. დღეში 4–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 1/4 ჭიქა მიიღეთ. კურსი 10 დღე (5 დღის შემდეგ კურსი გაიმეორეთ).

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online