asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქალთა უმეტესობას მენოპაუზა გართულებების გარეშე გადააქვს
ქალთა უმეტესობას მენოპაუზა გართულებების გარეშე გადააქვს
ქალთა უმეტესობას მენოპაუზა გართულებების გარეშე გადააქვს

2012-01-23 16:31:34



ალბათ, ყველა ქალისთვის კარგად არის ცნობილი თვეში ერთხელ იმ არასასიამოვნო ნიშნებისა და ჩივილების არსებობა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია წინამენსტრუალურ სინდრომთან. მისთვის დამახასიათებელი საკმაოდ მრავალი ჩივილიდან, ზოგიერთი შედარებით ადვილი გადასატანია, მაგრამ არის ისეთებიც, რომელთა მოთმენა იოლი სულაც არ არის.

მიუხედავად ამისა, ქალთა უმრავლესობა საჭიროდ არ თვლის, მიმართოს ექიმს, ამიტომ მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯება. დღემდე წინამენსტრუალური ჩივილი ბოლომდე შესწავლილი არ არის. აღნიშნული ჩივილები თავს იჩენს მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ან ათი დღით ადრე და უკვალოდ ქრება ციკლის დადგომისთანავე ან მისი დასრულების შემდეგ.

დამახასიათებელი ნიშნები

ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, აღგზნებადობა, სისუსტე, აგრესიულობა. ვეგეტოენდოკრინული დარღვევების შემთხვევაში, თავის ტკივილები, მომატებული მადა, აჩქარებული პულსი, უჰაერობა, თავბრუსხვევა. ასევე, თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პერიოდში ორგანიზმში სითხის შეკავებასთან. ესენია: წონის მომატების შეგრძნება, სარძევე ჯირკვლების სიმაგრე, დაჭიმულობა, მუცლის შებერილობა, სიფერმკრთალე, სისუსტე, ქავილი, გაძლიერებული ყნოსვა, ოფლიანობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრად უფრო რთული შემთხვევებიც არსებობს. მაგალითად, ე.წ. კრიზების განვითარება, რომელსაც ხშირად ახლავს არტერიული წნევის მომატება, გულის რიტმის მკვეთრი აჩქარება, შიშიანობა, დათრგუნული მდგომარეობა. შეიძლება თავი იჩინოს ტემპერატურის მატებამ და ძილიანობამაც. წინამენსტრუალური სინდრომი განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობს 16-19 და 25-34 წლის წლებში. ამ პერიოდში მანდილოსანთა დიდ ნაწილს წინამენსტრუალური სინდრომის ნერვულ-ფსიქიკური ფორმა აღენიშნება.

როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

სპეციალისტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ წინამენსტრუალური სინდრომის განვითარება დამოკიდებულია ქალის ჰორმონებზე - ესტროგენებსა და ჰესტაგენებზე. ბიოქიმიური პროცესები, რომლებიც აღნიშნული ჰორმონების ზემოქმედებით მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში, საკმაოდ რთულად ექვემდებარება მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნულ გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს. ამდენად, ქალმა კიდევ ბევრი რამ უნდა იცოდეს და შეასრულოს. პირველ რიგში, მდგომარეობის შესამსუბუქებლად საჭიროა თავის ხელში აყვანა, რადგან წარმატებული მკურნალობა მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.

აწარმოეთ მენსტრუალური ციკლის კალენდარი

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწორად იყოს შერჩეული მკურნალობის კურსი. ეს მარტივი გასაკეთებელია, საკმარისია, კალენდარში აღნიშნოთ უსიამოვნო სინდრომების გაჩენისა და დასრულების თარიღი. საჭიროა კალენდარი რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოოთ. ეს ინფორმაცია იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სპეციალისტმა ზუსტად დასვას დიაგნოზი და სწორად შეარჩიოს მკურნალობის კურსი. შესაძლოა, ასეთ დროს საჭირო გახდეს თერაპევტის, კარდიოლოგისა და ენდოკრინოლოგის ჩარევაც.

დაიცავით დიეტა

ეცადეთ, ამ პერიოდში მეტი ვიტამინები დალიოთ და უჯრედისით მდიდარი საკვები მიირთვათ. ოღონდ, ისეთები, რომლებიც შეიცავენ ა, ც და ბ ჯგუფის ვიტამინებს, ასევე მიკრო და მაკრო ელემენტებსაც. რაციონში უნდა აკონტროლოთ ცილებისა და ცხიმების რაოდენობა, ეცადეთ, ამ პერიოდში უფრო მეტად მიიღოთ თევზეული, სოიოს პროდუქტები, ბევრი ბოსტნეული. აღნიშნული ვიტამინებით ძალიან მდიდარია ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბოლოკი, კარგია მწვანე ჯიშის ვაშლის ჭამაც, რომელიც გამორჩეულად მდიდარია კალიუმით, რკინითა და თუთიით. თამამად შეგიძლიათ მიირთვათ გარგარი, კივი და შავი ქლიავი. რაც შეეხება ალკოჰოლს, საკონდიტრო ნაწარმს, ტკბილ სასმელებს, შოკოლადსა და კოფეინის შემცველ სასმელებს, უმჯობესია, მათი მიღებისგან თავი შეიკავოთ. თუ ტკბილის მირთმევის სურვილი გაგიჩნდებათ, კარგია თაფლი. წინამენსტრუალურ პერიოდში შეზღუდეთ რძის პროდუქტებისა და ხორციანი კერძების რაოდენობა.

დაიცავით დღის რეჟიმი

ქრონიკული უძილობა, პასიური ცხოვრების წესი, კომპიუტერთან მთელი დღის გატარება არ არის რეკომენდებული. ამ პერიოდში ძალიან კარგია, თუ დილაობით ირბენთ, ივარჯიშებთ. უკეთესია, დილა კონტრასტული შხაპით დაიწყოთ.

არომათერაპია

მისი წყალობით მკვეთრად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობილება, დამშვიდდებით, უფრო მხნედ იქნებით. ამ ყველაფერს კი მანდარინის ზეთი და მწვანე ჩაის აბაზანები უზრუნველყოფენ.

ფიტოთერაპია

მენსტრუალური ციკლის დადგომამდე ან წინამენსტრუალური სინდრომის გამოჩენამდე ათი დღით ადრე სასურველია, მიიღოთ დამამშვიდებელი მცენარეების ნაყენი. ყველა სიკეთესთან ერთად, ისინი შარდის გამოყოფასაც აძლიერებენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნა, გვირილა და მელისას ფოთლები. ეს საშუალებები მდგომარეობას აშკარად გაგიუმჯობესებთ. თუ ჩვენ მიერ მოწოდებულ რჩევებს შეასრულებთ, დაიცავთ შესაბამის რეჟიმს, სწორად შეარჩევთ რაციონს, დაგვერწმუნეთ, წინამენსტრუალური სინდრომი აუტანელი და დამთრგუნველი ნამდვილად არ იქნება.

ახალგაზრდა (20 წლის) ქალი სულაც არ ფიქრობს მენოპაუზაზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი "დაპროგრამება" სწორედ ამ ასაკში ხდება.

მენოპაუზა ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც გარკვეულ ასაკში ყველა ქალში მიმდინარეობს. მაგრამ, ამა თუ იმ მიზეზის გამო, შეიძლება პათოლოგიურად წარიმართოს. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მემკვიდრეობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეკოლოგია, ქალის სასქესო ორგანოებზე ოპერაციული ჩარევა. მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს მშობიარობის რაოდენობას, აბორტებსა და მუცლის მოშლას.

მენოპაუზა პერიოდია, რომელსაც ქალის ჰორმონების - ესტროგენების გამომუშავების სრულიად შეწყვეტა ახასიათებს. ჰორმონალური გარდაქმნა ორგანიზმში მენსტრუაციის შეწყვეტამდე 10-15 წლით ადრე იწყება. ქალებში ეს პერიოდი 44-დან 55 წლამდე ასაკში დგება. თუ კლიმაქსი თქვენს ახლობლებში 45 წლამდე ან 55 წლის შემდეგ (და გვიან) დაიწყო, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ გინეკოლოგს. გვიანი მენოპაუზა შეიძლება სიმსივნის განვითარებას მოწმობდეს, თუმცა, ნაადრევ მენოპაუზაშიც კარგი არაფერია. საკვერცხეები სასქესო ჰორმონების გამომუშავებას ამცირებენ და დაბერება იწყება, თანაც, არა მხოლოდ გარეგანი. სუსტდება გული და ნერვები, ძვლებიდან ქრება კალციუმი.

პოსტმენოპაუზის პერიოდი ქალებში, ჩვეულებრივ, 4-6 წელი გრძელდება და ამ დროის განმავლობაში საკვერცხეების ფუნქცია სრულიად წყდება.

გამოვლინება და შესაძლო გართულებანი

მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია. ზოგს არანაირი სიმპტომი, გარდა მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტისა, არ აღენიშნება. ქალთა უმრავლესობას კი კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს, რომელთა უმეტესობა დროთა განმავლობაში სუსტდება. ასეთებია: სხეულის პერიოდული წამოხურება, ღამით ოფლიანობა, ადვილად დაღლილობა, ემოციური ფონის ცვლილება, შესაძლებელია სახესა და სხეულზე თმის მოჭარბებული ზრდა. დისკომფორტი და ხანდახან სახსრებში ტკივილი, თავის ტკივილი, გულის ფრიალი - სწრაფი ან არარეგულარული გულის ცემა, კანისა და სასქესო ორგანოთა ქავილი.

ქალთა უმეტესობას მენოპაუზა გართულებების გარეშე გადააქვს. მაგრამ მრავალი მიზეზის გამო, შესაძლებელია მისი გართულებაც. ეს ვლინდება მომატებული აგზნებადობით, სტრესის მიმართ მიდრეკილებით, ნერვოზულობით, წნევის მნიშვნელოვნად მომატებით. ასევე, ზედმეტი კილოგრამებით. გარდა ამისა, შენიშნულია ნივთიერებათა სხვა სახის ცვლის დარღვევები, ნერვულ-ფსიქიკური ცვლილებები.

კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ბევრი დარღვევა გადაიზრდება უფრო საშიშ დაავადებებში, როგორიცაა: ჰიპერტონიული დაავადება, ინსულტი, გულის იშემიური დაავადება, გულის კუნთის ინფარქტი. 55 წლის ზევით შეიძლება შარდგამომყოფი სისტემის მხრივ დარღვევები შეინიშნოს. ამ პერიოდში ბევრ ქალში ოსტეოპოროზი გვხვდება.

თეონა სირბილაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online