asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ დავეხმაროთ ნაავადმყოფარ ბავშვს
როგორ დავეხმაროთ ნაავადმყოფარ ბავშვს
როგორ დავეხმაროთ ნაავადმყოფარ ბავშვს

2012-01-21 16:46:56



სიცხე, სურდო, ხველა – ეს საკმარისი სიმპტომებია იმისათვის, რომ დედიკო მიხვდეს, ბავშვი ავადაა. ბუნებრივია, ავადმყოფობის პერიოდი რთულია პატარასთვისაც და მშობლისთვისაც, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ავადმყოფობის შემდგომი პერიოდი, როცა ბავშვის ორგანიზმი დასუსტებულია. ნაავადმყოფარ ორგანიზმს განსაკუთრებული დახმარება სჭირდება რეაბილიტაციისათვის.

თითქოს პატარას აღარც სიცხე აქვს, აღარც ცხვირიდან გამონადენი, იშვიათად ახველებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც სუსტადაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი ჯერ სრულად არ არის გამოჯანმრთელებული. რთულია იმ პერიოდის ზუსტად დასახელება, რომელიც პატარას ორგანიზმს ამისთვის სჭირდება. ეს დაკავშირებულია იმუნურ სისტემასთან, დაავადების სიძლიერესთან.

ნებისმიერ მშობელს სურს, შვილი ხშირი ავადმყოფობისგან დაიცვას, მაგრამ ცოტამ თუ იცის, კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარებაა ამ შემთხვევაში ეფექტური.

რითი დავიწყოთ რეაბილიტაცია

ახალნაავადმყოფარ ბავშვს გარეგნულად ავადმყოფობის ნაკვალევი ემჩნევა – ფერმკრთალია, გაღიზიანებული, დასუსტებული, მომატებული აქვს ოფლიანობა, უჩივის უმადობას. ასეთ დროს მისი შინაგანი ორგანოები და სისტემები შედარებით ცუდად მუშაობენ, განსაკუთრებით საკვების მომნელებელი სისტემა. იმის გამო, რომ საკვები სათანადოდ ვერ გადამუშავდება, ხშირად ვითარდება დისბაქტერიოზი, გართულებულია ნერვული სისტემის მუშაობის პროცესიც, რის გამოც ბავშვი აღგზნებულია და სწრაფად იღლება.

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის გადატანის შემდგომ ბავშვს აუცილებლად სჭირდება აქტიური, მაგრამ მარტივი დღის რეჟიმი, რაც ნიშნავს: მსუბუქ კვებას, დასვენებისთვის მეტ დროს, ნეგატიური ემოციების მინიმუმამდე დაყვანას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, სუფთა ჰაერზე სეირნობას, იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვიტამინების მიღებას.

როგორც მსუბუქი, ისე საშუალო ფორმის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით ავადმყოფობის შემდგომ ბავშვის ორგანიზმს საშულოდ 10–14 დღე სჭირდება რეაბილიტაციისათვის, ხოლო თუ პატარამ ბრონქიტი ან პნევმონია გადაიტანა – ბევრად უფრო მეტი, შესაძლოა თვეც კი.

კვება ავადმყოფობის შემდეგ

გამოჯანმრთელების პირველ დღეებში სასურველია ბავშვის დასუსტებული ორგანიზმი სითხის ნაკლებობის შესავსებად დიდი რაოდენობით სითხით დატვირთოთ. სამკურნალო მცენარეული და მწვანე ჩაი, კომპოტი კარგი დამხმარე საშუალებაა ამ პერიოდში. რაც შეეხება კაკაოს და გაზიან სასმელებს, უმჯობესია, თუ მათი მიცემისგან თავს შეიკავებთ. სითხის მიღება საჭიროა ხშირად და მცირე რაოდენობით.

ჩვეულებრივ, პატარები დღეში 4–5–ჯერ ჭამენ, ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში საჭიროა 6–7–ჯერ აჭამოთ, ოღონდ ულუფების რაოდენობა უნდა შეამციროთ. საკვები უნდა იყოს მსუბუქი და იოლად მოსანელებელი, რათა კუჭ–ნაწლავი არ გააღიზიანოს.

შემწვარ–მოხრაკულები, ზედმეტად ცხიმიანი, საფუარიანი ცომით მომზადებული საკონდიტრო ნაწარმი, შაქარი დროებით უნდა შეზღუდოთ. ჯობია, ბავშვის რაციონი რძის პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით გაამდიდროთ. არც ხორციანი კერძებით გადატვირთოთ. რა თქმა უნდა, ცილები პატარას ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ ზომიერი რაოდენობით. კარგია ხაჭოს, ნაკლებად ცხიმიანი ყველის მიღება.

განსაკუთრებით სასარგებლოა ამ პერიოდში ყველანაირი ბოსტნეული, გარდა ბარდასი, ლობიოსა და ხახვის. ბურღულეულიდან იოლად მოსანელებელია წიწიბურა, შვრია.

კვერცხი, ზღვის პროდუქტები, ციტრუსები, თაფლი, თხილი, შოკოლადი ალერგიული საკვებია და ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში მათგან თავის შეკავება ჯობია.

ვიტამინები

ორგანიზმს მუდმივად სჭირდება ვიტამინებით მომარაგება, მაგრამ ავადმყოფობის შემდგომი ეტაპი ამ კუთხით განსაკუთრებით აქტუალურია. გამოჯანმრთელების პროცესში ბავშვის ორგანიზმს განსაკუთრებულად სჭირდება ბე ჯგუფისა და ცე ვიტამინები. ასევე მნიშვნელოვანია მიკრო და მაკროელემენტები, რომელთაც თქვენს შვილს პედიატრი შეურჩევს.

გაკაჟება

ხშირია შემთხვევები, როცა ახალნაავადმყოფარი პატარა მალევე ისევ ავად ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, შვილი პატარაობიდანვე გააკაჟოთ. ეს ეტაპობრივად უნდა განახორციელოთ, ერთბაშად გაკაჟება ყოვლად დაუშვებელია.

გაკაჟებისთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება კონტრასტული შხაპია. გამოჯანმრთელების პროცესში ძალიან კარგია ყოველდღიურად აბაზანის მიღება. გაცილებით ეფექტური იქნება, თუ შვილს ყოველდღიურად ზღვის მარილიან სავლებს გამოავლებთ ყელში და ცხვირს გამოურეცხავთ. ამ და მსგავსი პროცედურების დახმარებით თქვენი შვილი ბევრად უფრო სწრაფად გამოჯანმთელდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online