| ქალი და მამაკაცი |

გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
– განსაზღვრულია თუ არა, როდის უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი?
– ტესტის ჩატარება შეგიძლიათ მენსტრუალური ციკლის გადაცდენის მეორე დღესვე. სასურველია იყოს დილის შარდი, თუმცა არსებობს ძალიან მგრძნობიარე ტესტი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ციკლის გადაცდენამდე 2–3 დღით ადრე და დღის ნებისმიერ მომენტში.
– ვარ 14 წლის, მენსტრუაცია მიცდება სამი თვით, მაქვს ასევე თეთრად გამონადენი. როგორ ვიმკურნალო?
– პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ თეთრად გამონადენი მენსტრუალური ციკლის დარღვევას არ გამოიწვევდა. გამონადენი გამოწვეულია ანთებითი პროცესით. უნდა ჩაიტაროთ ნაცხის გამოკვლევა, რადგან გამონადენის მიზეზი ხშირად სოკოა და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მენსტრუაციის არასტაბილურობას, მას ჰორმონალური დარღვევა იწვევს, მაგრამ, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება მკვეთრი ჩარევები არ იყოს საჭირო. აუცილებლად, მიმართეთ გინეკოლოგს, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ჰორმონალურ გამოკვლევას ჩაგიტარებთ. მკურნალობა უნდა დაინიშნოს ზუსტი, რათა შემდგომში გართულებები არ ახლდეს.
– მუცლის ზედა ნაწილში ისინჯება თიაქარი. რამდენად საჭიროა ამ დროს თიაქრის ოპერაცია. მუცლის სიდიდესთან აქვს თუ არა კავშირი?
– სასურველია, ნებისმიერი ზომის თიაქრის დროს დროულად ჩატარდეს ოპერაცია.
– ვარ გათხოვილი, შვილი არ მყავს. ფოლიკული სკდება, ენდომეტრიუმიც ნორმალური მაქვს. ტემპერატურა ვერ ავიწიე. ექიმის დანიშნულებით ვსვამ უტროჟესტანს.
– უტროჟესტანი ჰორმონ პროგესტერონის ნაკლებობის დროს ინიშნება, ეს უკანასკნელი კი ჩანასახის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებისთვის არის საჭირო. თუ ტემპერატურა მაღლა არ იწევს, ეს ნიშანია, რომ ფოლიკული არ სკდება, მაგრამ არის იშვიათი შემთხვევები, როცა ფოლიკული სკდება, ტემპერატურა კი ისევ დაბალია. თუ ექოსკოპიურად დაგიდგინდათ, რომ ფოლიკული სკდება, მაშინ პრობლემის მოგვარება სხვა ჰორმონების შემოწმებით უნდა დაიწყოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უტროჟესტანის მიღებისას შეიძლება ფეხმძიმობა არ დადგეს.
– ციკლის დროს მტკივა მარჯვენა საკვერცხე. საშიში ხომ არ არის და რა გავაკეთო?
– ციკლის დროს ტკივილი ბუნებრივია. ძლიერი ტკივილის დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გადაიღეთ ექოსკოპია, თუ დაფიქსირდა ფუნქციური ცვლილება, გინეკოლოგს მიმართეთ.
– ვარ 35 წლის. ბოლო პერიოდში წონაში ძალიან მოვიმატე. მაინტერესებს, რა იწვევს სიმსუქნეს და რამდენად საშიშია?
– სამედიცინო ენაზე თუ გეტყვით, სიმსუქნე არის ცხიმოვანი და ენერგეტიკული ბალანსის დროს განვითარებული დაავადება. ხოლო, თუ ყველასთვის გასაგებად ვიტყვით, ადამიანის მიერ მიღებული კალორიები აჭარბებს მათ წვას. ამის შედეგად, ორგანიზმში გროვდება ცხიმი, რაც, შესაბამისად, სიმსუქნეს იწვევს. სიმსუქნის მიზეზი, ძირითად შემთხვევაში, არის არასწორი კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ან ენდოკრინული დარღვევები. ქალთა უმეტესობისათვის სიმსუქნის პრობლემა აქტუალური ხდება მშობიარობის შემდეგ. ორსულობის პერიოდში ქალის ნივთიერებათა ცვლა გადადის ენერგიის დაგროვების რეჟიმში. მაგრამ ამაში გასაკვირი არავისთვის არაფერი უნდა იყოს. გასაკვირი და საგანგაშო ის არის, რომ ცვლითი პროცესები ლაქტაციის შემდეგაც დაგროვების ხასიათს ატარებს და ხდება ცხიმოვანი ქსოვილების მატება.რა თქმა უნდა, სიმსუქნე არის საშიში დაავადება, ზოგ შემთხვევაში მეტისმეტად საშიშიც კი. იგი შეიძლება იქცეს შაქრიანი დიაბეტის, ქოლესტერინის მომატების, ჰიპერტონიული დაავადების, გულის უკმარისობის, უნაყოფობის და უამრავი სხვა დაავადების მიზეზად. ასთმიანი ადამიანისთვის, ისევე როგორც ჩიყვით დაავადებულთათვის, სასტიკად არ შეიძლება სიმსუქნე, რადგანაც იგი ამძიმებს ისედაც რთულ დაავადებებს. ასევე, მსუქან ადამიანს შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას მშობიარობის დროს, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ნაყოფზეც.
– ხშირად მაქვს სტომატიტი და რას მირჩევთ?
– სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. იგი სხვადასხვა სახისაა და, შესაბამისად, მისი გამოწვევი მიზეზებიც სხვადასხვაა. თუმცა მის გამწვავებისას, ყველა შემთხვევაში, იმუნური სისტემა არის დაქვეითებული. პირის ღრუში დაავადებული, შეწითლებული უბანი იოდინოლით დაიმუშავეთ დღეში რამდენჯერმე. ურიგო არ იქნება ალერგოლოგის კონსულტაციაც. ხშირი და გართულებული სტომატიტის მიმართ ზერელე დამოკიდებულება არ შეიძლება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მისი გამომწვევი მიზეზი სხადასხვაა და ერთ–ერთი შეიძლება ინფექციაც იყოს.
– დავიკელი 15 კილო. თავს სუსტად ვგრძნობ. მაინტერესებს როგორ ვიკვებო, რომ წონა შევინარჩუნო და თან ორგანიზმი არ დამისუსტდეს?
– იდეალურია კვირაში ერთი კილოს დაკლება. დიეტის შემდეგ ისევ ნელ–ნელა უნდა აღადგინოთ თქვენი კვების რაციონი და არა – ერთბაშად. ჭამეთ დღეში 4–5–ჯერ, მაგრამ ცოტ–ცოტა. უფრო დეტალური რჩევებისათვის უმჯობესი იქნება მიმართოთ ექიმს.
– ვარ 23 წლის, ოდნავი გადაღლისას მტკივა ქვემო კიდურები. დიდხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია. ვის მივმართო?
– აუცილებლად მიმართეთ ანგიოლოგს, სისხლძარღვების სპეციალისტს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარებთ შესაბამის ანალიზებს.
– როცა ქალი ფრიგიდულია, როგორ უნდა მოიქცეს. არსებობს გამოსავალი?
– მიმართეთ სექსოლოგს.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 