| ქალი და მამაკაცი |

ვის ეყინება ხელ–ფეხი
ვის ეყინება ხელ–ფეხი
შუა საუკუნეების ინგლისის კანონმდებლობის ერთ–ერთი მუხლით, ცოლ–ქმარს განქორწინების უფლება ეძლეოდა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს ცივი კიდურები ჰქონდა. ეს ნაკლი თავისი სერიოზულობით ცოლქმრულ ღალატს უტოლდებოდა.
სტატისტიკის მიხედვით, სუსტი სქესის ყოველი მესამე წარმომადგენელი მცივანაა. მამაკაცებს შორის ასეთი "მიმოზები" იშვიათად გვხვდებიან, ვინაიდან მათში თერმორეგულაციის სისტემა ბუნების მიერ უკეთესადაა მოწყობილი.
რატომ გვეყინება ხელ–ფეხი და როგორ ავიმაღლოთ ჩვენი "ყინვაგამძლეობა"?
თუ ყინვაში ხანგრძლივად ყოფნისას ხელები და ფეხები გეყინებათ, ხოლო შენობაში სწრაფად გითბებათ – ეს ნორმალურია. სიცივეში კიდურები სპეციალურად იკუმშება, რათა შინაგან ორგანოებს რაც შეიძლება მეტი სისხლი მიეწოდოს. ამგვარად სისხლძარღვები ორგანიზმს გადაციებისგან იცავს და სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას ეხმარება.
ხელები – ცივი, გული – ცხელი
და მაინც, სიცივის მიმართ ამტანობა ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ერთი ყინვაში ორსაათიან გასეირნებას ადვილად იტანს, მეორე – გაზაფხულის გრილ სიოზე ხელ–ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და სახლში მისული დიდხანს ვერ თბება. ასეთ ადამიანებს კიდურები თბილ ამინდშიც ხშირად გაყინული აქვთ. ამ მოვლენის მიზეზი თერმორეგულაციის მექანიზმის მუშაობის დარღვევაა და ყველაზე ხშირად სისხლძარღვების პათოლოგიებთანაა დაკავშირებული. ვინაიდან ტერფები და ხელის თითები პერიფერიებზე იმყოფება, სისხლძარღვების ცუდად მუშაობისას, მათ სისხლის საჭირო რაოდენობა, უბრალოდ არ მიეწოდებათ.
მიზეზები
სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევ დაავადებებს შორის გვხვდება გულ–სისხლძარღვთა სისტემაში უთანხმოება, ვეგეტატურ–სისხლძარღვოვანი დისტონია, ნერვული მოშლილობები, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ჰიპოტონია (დაბალი წნევა) და ათეროსკლეროზი.
გაყინულ კიდურებში, განსაკუთრებით თითებში, ძლიერი ტკივილის მიზეზი ე.წ. რეინოს დაავადება გახლავთ. მიუხედავად სერიოზული სამედიცინო სახელწოდებისა, ეს დარღვევა, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ საჭიროებს, სამაგიეროდ ბევრ პრობლემაზე მიგვანიშნებს. დაავადების პროვოცირებას ახდენს ვეგეტატური ნერვული სისტემის მომატებული აქტივობა, შემაერთებელ ქსოვილთან პრობლემები და ადამიანის მეტისმეტი ემოციურობა.
ცივ ამინდში (არამარტო ზამთარში) ამ დაავადებით შეწუხებულებს, ზომიერი ტემპერატურის დროსაც კი, ხელ–ფეხი ეყინებათ. დასაწყისში თითები თეთრდება, შემდეგ ლურჯდება, ხოლო გათბობის შემდეგ წითლდება და სივდება. ასე რომ, ადამიანები ორჯერ იტანჯებიან: ჯერ, როცა ხელ–ფეხი ეყინებათ და შემდეგ, როდესაც თბებიან. სისხლის მიმოქცევის აღდგენას თითებში ხშირად ტკივილი ახლავს.
ცივი და ხშირად ოფლიანი კიდურები ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებს. ფარისებური ჯირკვალი ძალიან მცირე რაოდენობით ჰორმონებს გამოიმუშავებს, რის გამოც ორგანიზმი გასათბობად საჭირო ენერგიას ვერ იღებს. თუ მცივანობასთან ერთად ხშირად განიცდით უღონობას, თვლემას, წონაში იკლებთ (კარგი მადის მიუხედავად), ამჩნევთ, რომ მეხსიერება გღალატობთ, ფარისებური ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი გაიკეთეთ.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ხელებისა და ფეხების სიცივე შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი იყოს. ამ შესაძლებელი მიზეზის გამოსარიცხად რკინაზე სისხლის ანალიზი გაიკეთეთ.
თქვენი ყინვაგამძლეობის შერყევა ასევე შეუძლია მავნე ჩვევებს. როგორც ცნობილია, ნიკოტინი სისხლძარღვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამიტომ მწეველებს არამწეველებზე მეტად სცივათ.
7 რჩევა მცივანებს
თუ თქვენი მცივანობა გულის ან სისხლძარღვების დაავადებებთან, ასევე ენდოკრინულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, პირველ რიგში, ძირითად დაავადებას უნდა უმკურნალოთ. თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აღმოგაჩნდათ, სიცივის მიმართ გამძლეობის ამაღლება დამოუკიდებლად შეგიძლიათ.
1. შეუდექით სისხლძარღვების წვრთნას. ამაში იუგლისხმება დილაობით კონტრასტული შხაპით გაკაჟება, ხოლო ძილის წინ ზღვის მარილის დამამშვიდებელი აბაზანა.
2. სამოსი და ფეხსაცმელი სწორად შეარჩიეთ. უარი თქვით შემოჭერილ, ვიწრო სამოსზე, ქამრებსა და ბალთებზე, რომლებიც სისხლის მიმოქცევას არღვევს. ამავე პრინციპით არ შეიძლება ვიწრო ბეჭდისა და სამაჯურის ტარება. ფეხსაცმელი, შესაძლებლობის მიხედვით, ასევე ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს. კარგია სითბოს დამჭერი შალის ან ნაბდის თბილი ღაბაშის ჩაფენა. ქრომოთერაპევტები (ექიმები, რომლებიც დაავადებებს ფერებით მკურნალობენ) ყველას, ვისაც კიდურები მუდამ ეყინებათ, ურჩევენ, წითელი ფერის წინდები და ხელთათმანები (უმჯობესია ცალთითა, ვინაიდან მათში თითები ერთად უფრო თბილად არის) ატარონ, ხოლო ლურჯი ფერისას – მოერიდონ. როგორც ცნობილია, ლურჯი ფერი აგრილებს.
3. მიიღეთ სპეციალური პრეპარატები, რომლებიც პერიფერიულ სისხლით მომარაგებას აუმჯობესებენ, ასევე ფ, ს, უ და ზზ ვიტამინები (სისხლძარღვების კედლებს ამაგრებენ).
4. შეცვალეთ რაციონი. ჭამეთ მეტი წითელი და ლურჯ–იისფერი შეფერილობის (კარგად მოქმედებენ სისხლძარღვებზე) ხილი და ბოსტნეული, წიწიბურა (მდიდარია რუტინით და ზ ვიტამინით, კედლებსა და კაპილარებს ამაგრებს), რუხი პური (შეიცავს ბევრ თუთიას, ასევე აუცილებელია სისხლძარღვებისთვის). სასარგებლოა ციტრუსოვნები, ვაშლი, გარგარი. ხშირად მიირთვით ცხიმიანი თევზი, სიმინდის, სოიას ან ქუნჯუტის ზეთი.
5. მაგარ ჩაიზე, ყავაზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარი თქვით.
6. არ შეიძლება მოყინული ადგილის ხელით, მით უფრო სპირტით, დაზელა. თბილი აბაზანა მიიღეთ და ცხელი ჩაი დალიეთ.
7. აიღეთ 1 ჭიქა კამის თესლები, 2 სუფრის კოვზი დაფქული გამხმარი ვალერიანის ფესვები და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ნარევს 2 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით და ერთი დღე და ღამე დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ და დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 სუფრის კოვზი მიიღეთ (სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს).
სპეციალური სავარჯიშოები
1. საღამოს, ძილის წინ კარგია ხელ–ფეხის აქტიური მასაჟი.
2. შეასრულეთ სავარჯიშო, რომელიც ქარის წისქვილს მოგვაგონებს: მკლავები გაშალეთ და ბეჭის სახსარში (60–70 ბრუნი წუთში), ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს ამოძრავეთ.
3. ფეხებს ძლიერ ეხმარება ყველასთვის ცნობილი "ველოსიპედი" (3–5 წუთი).
4. ხელებისა და ფეხებისთვის სასარგებლოა კონტრასტული აბაზანა: 1 წუთი ცხელ წყალში, შემდეგ 5–7 წამი – ცივში.
ყველაფერი ეს ხელ–ფეხის სისხლით მომარაგებას მარტივად და სწრაფად აღადგენს.
მოამზადა აზა გაგოშიძემ

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 