| ქალი და მამაკაცი |

კვლევის ის ტიპი, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ, საუკუნეების წინ დამკვიდრდა საქართველოში. მას თურმე, არც მეტი, არც ნაკლები, მედიცინის დედად წოდებული მედეა იზიარებდა და იყენებდა პრაქტიკაში. თუმცა, გავიდა წლები და მას ისე უყურებენ, როგორც ახლად ჩამოყალიბებულ სახეობას. იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს კვლევის არსი და რა დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება მკურნალობის ეს ფორმა, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
გვესაუბრება ექიმი ლია თვალავაძე.
- ქალბატონო ლია, რამდენი წელია, რაც საქართველოში კვლევის ის ტიპი დამკვიდრდა, რომელსაც თქვენ იყენებთ?
- საქართველოში თითქმის ოცი წელია, რაც მკურნალობის ეს უძველესი მეთოდი გაიხსენეს. მე კი უკვე ათი წელია, ამ სფეროში ვმუშაობ.
- რაში მდგომარეობს კვლევის არსი?
- კვლევა გულისხმობს ორი ტიპის მეთოდს. ესენია: ფუნქციონალური და სუჯუკის მეთოდები. ეს მეთოდები გამოიყენება ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონალური მდგომარეობის, პათოლოგიური კერების დადგენისა და ლოკალიზებისთვის.
- საკმაოდ ძნელია უცხო მეთოდების ნდობა, საქმე ხომ ჯანმრთელობას ეხება?
- სუჯუკი ძალიან ძველი მეთოდია. კოლხი მედეა საქვეყნოდ იყო ცნობილი თავისი მიღწევებით. კოლხი მედეას შემდეგ, სუჯუკი საქართველოში დავიწყებას მიეცა და დასამარდა. ახლა კი, ისევ დაიწყო აღდგენა, რაც ძალიან კარგია - ხდება როგორც ეფექტური მეთოდების ხელახალი დამკვიდრება, ასევე ძველი ტრადიციების გახსენებაც.
- თქვენს პრაქტიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ტრადიციული ხერხით და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ყველასათვის ცნობილი პრეპარატებით პაციენტი ვერ განკურნებულა და თქვენ გამოგიჯანმრთელებიათ?
- ყოფილა შემთხვევა, რომ რთული კვლევის მეთოდებით ვერ დადგენილა ავადმყოფის პათოლოგიური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები, ჩვენთან კი მიგვიგნია. სუჯოკის მეთოდი რთული დაავადებების მკურნალობის დაჩქარებაში ძალიან გვეხმარება. ამ მეთოდით შესაძლებელია გაცილებით სწრაფად მოხდეს ავადმყოფის განკურნება და რაც ყველაზე მთავარია, მეთოდი ძალიან ეფექტურია.
- რა სახის პრეპარატებს იყენებთ?
- უფრო მეტად მცენარეების შემცველ პრეპარატებს ვიყენებთ. წამლები მზადდება როგორც საქართველოში - აქაურ მცენარეებზე, ამასთანავე საზღვარგარეთაც.
- ძირითადად, რა სახის დაავადებებთან გიწევთ ბრძოლა?
- ბოლო დროს თითქმის ყველა დაავადების რიცხვმა იმატა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ალერგიული და ენდოკრინოლოგიური დაავადებების გავრცელება.
- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მათი ასე გააქტიურება?
- პირველ რიგში, ეკოლოგიურმა დაბინძურებამ და რადიაციის დონის მომატებამ, თუმცა, მასზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას.
- ხშირია შემთხვევა, განსაკუთრებით კი მოზარდებში, რომ არასწორი დიეტის გამო ვითარდება ანემია, ბულემია და მსგავსი ტიპის დაავადებები. რას ურჩევდით ამ მოზარდებს?
- არასწორი კვების რეჟიმით თუ არასწორი დიეტებით, მთლიანად ირღვევა მოზარდის ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა, რომელიც გადადის ღრმა ორგანულ ცვლილებებში. არის შემთხვევები, როცა ფსიქიკურ აშლილობამდეც მიდიან ახალგაზრდები. ვითარდება ჰორმონალური და სხვა სახის დარღვევები. ასეთ მოზარდებს ვურჩევ, ექიმის გარეშე, არასდროს დაიწყონ დიეტა და მით უმეტეს, შიმშილი. პირველ რიგში, საჭიროა გამოკვლევის ჩატარება. შემდეგ, შესაბამისი მკურნალობა და შესაფერისი კვებითი რეჟიმის დაცვა.
- აწ უკვე დამკვიდრებულ მკურნალობის პროცესებისგან თქვენი კვლევები და პრეპარატები რით განსხვავდება?
- შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, მკურნალობის ჩვენეული მეთოდი ეკონომიურია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სუჯუკის მეთოდით დაავადების დადგენა და ლოკალიზება უფრო დროულია ვიდრე ნებისმიერი სხვა მეთოდის მეშვეობით. ამიტომაც, საერთო ჯამში, გაცილებით უფრო ეკონომიური გამოდის.
- იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობა აკონტროლოს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა?
- უმჯობესია, ყოველ ექვს თვეში გაიაროს კონსულტაცია, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს სრული გამოკვლევისთვის.
- რამდენად ექცევა საქართველოში ჯანმრთელობას ყურადღება, ბევრი ადამიანი გაკითხავთ პერიოდული გამოკვლევის მიზნით?
- საქართველოში პროფილაქტიკური მედიცინა ახლა იწყებს აღორძინებას. ადამიანები თანდათან აცნობიერებენ, რომ უმჯობესია თანხა გაიღო იმისთვის, რომ ავად არ გახდე, ვიდრე იმისთვის, რომ ავადმყოფობას გავუმკლავდეთ და მკურნალობის ათასნაირი კურსი გავიაროთ.
- ბოლოს, მოდით რამდენიმე სასარგებლო რჩევა მივცეთ ჩვენს მკითხველს. წლის ამ სეზონზე, ჭარბი წონა საზიარო პრობლემა ხდება ხოლმე. რას გვირჩევთ მასთან საბრძოლველად?
- პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაიტარეთ. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე. სწორად იკვებეთ და არ დაიტანჯოთ თავი ყურმოკრული დიეტებით. ეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროთ და ჭარბი წონაც არ შეგაწუხებთ. რაც მთავარია, გაეცით ბევრი სითბო და სიყვარული, შეიყვარეთ ადამიანები და სიცოცხლე და უკან ორმაგად მოგიბრუნდებათ. ნამდვილად ჯანმრთელები და ბედნიერები იქნებით.
თეონა მჭედლიძე

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს












ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 






















































































