| ქალი და მამაკაცი |

ბავშვს 5 წლამდე გლანდებს ნუ ამოჭრით
რისთვის არის საჭირო ნუშურა ჯირკვლები
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ნუშურა ჯირკვლების (გლანდების) ამოჭრის ოპერაცია საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ უამრავი კვლევით ბევრი მნიშვნელოვანი რამ დამტკიცდა. აღმოჩნდა, რომ უპრიანია ამ პროცესის გარკვეული დროით გადადება, მკურნალობა და ნუშურა ჯირკვლების შენარჩუნება. თანამედროვე ექიმები სულ უფრო იშვიათად მიმართავენ რადიკალურ ზომებს. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული არგუმენტებითაა გამყარებული, რომელთა შესახებ მშობლების ინფორმირება აუცილებელია.
ბევრი მშობელი დღესაც დარწმუნებულია, რომ ადენოიდები და პოლიპები პატარების ხშირი ავადმყოფობის მიზეზია და რაც უფრო ადრიანად მოხდება მათი ამოჭრა, მით უკეთესი. ასეთ დროს დედიკოები ნაკლებად ფიქრობენ იმის შესახებ, რომ ბუნება ტყუილუბრალოდ არაფრით გვასაჩუქრებს.
ნუშურა ჯირკვალი ხალხში გლანდების სახელითაა ცნობილი. ისინი საკუთარ თავზე იღებენ პირველ დარტყმას, რომელსაც ორგანიზმს ინფექციები და ვირუსები აყენებენ, არ აძლევენ მათ გამრავლების საშუალებას. ხშირად არის შემთხვევები, როცა ნუშურა ჯირკვლებს არ აქვთ საკმარისი ძალა, ორგანიზმი დაიცვან. ეს მაშინ ხდება, როდესაც ბავშვს აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი.
პრობლემური ცხვირი – როგორც წესი, ადენოიდების და გლანდების პრობლემა აქტუალურია 3–7 წლის ასაკში. ეს გასაგებიცაა, ამ დროს პატარების უმრავლესობა საბავშვო ბაღში დადის, თანატოლებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ, ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ. შედეგად ხდება როგორც ნუშურა ჯირკვლების, ისე პოლიპების მნიშვნელოვანი მომატება ზომაში.
ადენოიდების ანთებითი პროცესი ბავშვისათვის ბევრი არასასიამოვნო ჩივილის მიზეზია. მუდმივად გართულებული ცხვირით სუნთქვა, ხვრინვა, სმენის დაქვეითება, ხველა, ოტიტი. ასეთ პატარებს უჭირთ ყურადღების კონცენტრირება, დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა. ამიტომაა მნიშვნელოვანი მკურნალობის დროულად დაწყება. მეთოდები მრავალფეროვანია და მას ექიმი განსაზღვრავს.
ამოვჭრათ თუ არა
ადენოიდების ამოჭრა–არამოჭრის საკითხს ბავშვის მდგომარეობის სირთულე განსაზღვრავს. არ არის რეკომენდებული ადენოიდების ამოჭრა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში (ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის ჩატარების კატეგორიული აუცილებლობა არ არსებობს).
რაც შეეხება ოპერაციის მეთოდებს, არსებობს ორი მეთოდი – ადგილობრივი და ზოგადი ნარკოზით. პირველი, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, უფრო სახიფათოდ ითვლება, რადგან ოპერაციის შედეგად შეიძლება ბავშვის ძლიერი ტრავმირება მოხდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოპერაცია პანაცეა არ არის და სრულიად შესაძლებელია, ადენოიდები კვლავ გაიზარდოს, ანუ რეციდივის რისკი არსებობს და ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
როგორც წესი, პატარებს არამხოლოდ ნუშურა ჯირკვლები აქვთ ზომაში გადიდებული, არამედ პოლიპებიც, ამიტომ ხშირად ეს ორი ოპერაცია (ადენოიდების და გლანდების) ერთდროულად ტარდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც ხდება ადენოიდების ამოჭრა, ნუშურა ჯირკვლები კი თავისთავად იკლებს ზომაში და ბავშვს პრობლემებს აღარ უქმნის.
პრაქტიკულად ნუშურა ჯირკვლებსა და პოლიპებს ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვთ – ეს არის დამცველი ჭიშკარი, რომელიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისათვის. სწორედ ამიტომ თანამედროვე ექიმები მხოლოდ რადიკალურ შემთხვევებში იღებენ მათი ამოჭრის გადაწყვეტილებას.
მათი ამოჭრა გარდაუვალი მაშინ ხდება, როცა ნუშურა ჯირკვლები და პოლიპები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას. ინფიცირებულ ადენოიდებს შეუძლიათ ანგინის პროვოცირება, გულის, თირკმლების, რევმატიზმის, პიელონეფრიტის და სხვა სერიოზული დაავადებების გამოწვევა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭირო აღარ არის ბევრი ფიქრი, ამოვჭრათ თუ არა გლანდები.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 