asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2012-01-15 20:49:58



– 12 დღეა გადამიცდა ციკლი, ტესტის პასუხი უარყოფითია, შეიძლება ტესტი ცდებოდეს? ვიმკურნალე ციტომეგალოვირუსზე და ჰერპესზე, მილების გამტარობა არ გამომიკვლევია, სხვა დანარჩენი ნორმაში მაქვს, შეიძლება ფეხმძიმედ დავრჩე?

– ბუნებრივია, ფეხმძიმედ დარჩენა შესაძლებელია, მაგრამ ტესტი თითქმის არ ცდება. ერთი კვირის განმავლობაში მენსტრუაცია თუ კიდევ არ წამოგივიდათ, ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაიტარეთ.

– თავის დასაცავად რომელი აბი გამოვიყენო?

– ვერც ერთი ექიმი ვერ დაგინიშნავთ ზეპირად წამალს, თუ არ ეცოდინება თქვენი მდგომარეობა. ამიტომ, გირჩევთ, გინეკოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია.

– მაინტერესებს, სახლის პირობებში როგორ გავითეთრო კბილები ან რომელ პასტას გვირჩევთ.

– ბუნებრივია, კბილის პასტის რჩევის უფლება არ გვაქვს. თუმცა, მათეთრებელ პასტებს თვითონ ეტიკეტზე აქვთ მითითებული. სახლის პირობებში შეგიძლიათ საჭმელ სოდაში მცირე რაოდენობით სუფრის მარილი შეურიოთ და ისე გაიხეხოთ, ოღონდ არა ყოველდღიურად.

– სწორი ნაწლავის გარეთ მაქვს ჭიების ფუთფუთის შეგრძნება. ხშირად ვგრძნობ ძლიერ ქავილსაც და მაქვს კანის წვის შეგრძნება. მირჩიეთ რამე.

– პირველ რიგში, საჭიროა გამოკვლევა პარაზიტებზე. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს მახვილას, რომელიც თეთრი ფერის საკმაოდ წვრილი ჭიაა. მისი მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში, გირჩევთ, გაიკეთოთ ნივრის წყლის ოყნა, 2–3 კბილი ნიორი გასრისეთ, დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, შეაგრილეთ კარგად და გაიკეთეთ ოყნა. ნიორწყალი არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი ანუ ნიორის სუნი და გემო ოდნავ უნდა იგრძნობოდეს. შემდეგ ყოველი კუჭის მოქმედების მერე საპნით დაიბანეთ და სწორი ნაწლავის გარეთ გაიკეთეთ მშრალი ბამბის პატარა ტამპონი. ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ ბამბის ტამპონი გამოცვალეთ. ამ პროცედურას დაახლოებით 21 დღე სჭირდება. შვებას აუცილებლად იგრძნობთ. ბუნებრივია, გამოკვლევის ჩატარებას კიდევ ერთხელ გირჩევთ.

– როგორ დავიწიო პოთრომბინი?

– პოთრომბინის ინდექსი დამოუკიდებლად არ იწევს, იგი რომელიმე დაავადებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია. ამიტომ გირჩევთ, ექიმს მიმართოთ და გამოიკვლიოთ. პოთრომბინის დასაწევად აპრობირებული მეთოდია მჟავე საკვების მიღება.

– აღმომაჩნდა ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია. ვიმკურნალე მასტოდიონით. ახლა ისევ მაქვს ტკივილები მარჯვენა მკერდში. ისევ მასტოდიონი მივიღო? მაინტერესებს, რამდენ თვეში ერთხელ შეიძლება გავიკეთო მამოგრაფია.

– პირველ რიგში, გაიკეთეთ მკერდის ექოსკოპია, თუ შეიცვალა მდგომარეობა. შემდეგ აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს და ისე მიიღეთ პრეპარატი. ტკივილი ყოველთვის მდგომარეობის გაუარესების მაჩვენებელი არ არის. მამოგრაფიის გაკეთების აუცილებლობა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექვს თვეში ერთხელ ექოსკოპია ჩაიტარეთ.

– მასტოპათია სიმსივნეა?

– მასტოპათია სიმსივნე ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი გართულების თავიდან ასაცილებლად დროული მკურნალობაა საჭირო.

– თვალის ქუთუთოზე მაქვს გამონაყარი და მექავება. რას მირჩევთ?

– თვალის ქუთუთოზე გამონაყარს ფრთხილად მიდგომა სჭირდება, რადგან ქუთუთოს ქვეშ თითქმის არ არის ცხიმოვანი უჯრედები. გამონაყარი შეიძლება ალერგიულია, არ არის გამორიცხული, სოკოვანი დაავადების დასაწყისი იყოს. ზეპირად რჩევის მოცემა არასწორია, რადგან ქუთუთოზე გამონაყარს და ქავილს ზოგჯერ წამწამების დაავადებაც იწვევს. გირჩევთ, მიმართოთ კვალიფიციურ ოფთალმოლოგს. სახლის პირობებში განკურნება წარმოუდგენელია.

– ფეხმძიმობის შემდეგ მკერდი ძალიან დაბლა დამეწია, რა გავაკეთო, რომ ისევ ძველი ფორმა დაუბრუნდეს?

– მკერდის ფორმის შეცვლა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციით შეიძლება.

– ახალი გათხოვილი ვარ და მაქვს თეთრად შლა. რას მირჩევთ?

– აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ ნაცხის ანალიზი. ექიმთან მისვლამდე გირჩევთ, რომ ჰიგიენური პროცესებისთვის გამოიყენეთ სპეციალური ჰიგიენური საშუალება, რომელიც აფთიაქში უნდა შეიძინოთ.

– ფეხის თითზე ფრჩხილი ჩაბრუნებული მაქვს. როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში?

– პირველ რიგში, რამდენადაც შეძლებთ, ცხელი წყლის აბაზანა გაიკეთეთ 10–15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ეცადეთ, რომ მაკრატლით ძალიან ნელა ოდნავ გადასწიოთ შესიებული უბანი. ამოიწმინდეთ წყალბადის ზეჟანგით ("პერეკისით"), დაიფინეთ რივანოლის ან ფურაცილინის საფენი. უმი კომბოსტოს ფოთოლზე წაუსვით თაფლი, დაიფინეთ მტკივან ფრჩხილზე და შეიხვიეთ. ეს არის საშუალება დაჩირქებული უბნის გასასუფთავებლად. დილით ისევ გაიკეთეთ იგივე პროცედურები და ასე რამდენჯერმე. თან ეცადეთ, რომ თან შემოსაზღვროთ მტკივანი უბანი და ნელ–ნელა გადასწიოთ. თაფლი და კომბოსტო ამაშიც დაგეხმარებათ. ფრჩხილის ჩაბრუნებას ვერც ერთი მალამო ვერ უშველის, თუ ფრჩხილი ძირიდან არ ამოიჭრება. ამიტომ ერთ–ერთი პროცედურის დროს შეეცადეთ, რომ ეს შეძლოთ. შემდეგ კი დაიფინეთ რივანოლში დასველებული საფენი და თითი შეიხვიეთ.

– რა ასაკიდან უნდა მიმართოს ქალიშვილმა გინეკოლოგს, რომ თავი დაიზღვიოს მომავალი პრობლემებისგან?

– სასურველია, მენსტრუაციის წამოსვილს შემდეგ ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგს მიმართოს, რომელიც გოგონას შემდგომ განვითარებას დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ჩაერევა.

– გარეორსულობის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამჟამად ვიყენებ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, ფარმატექსს. რამდენად სანდო და უსაფრთხოა იგი?

– ფარმატექსს თუ ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენებთ, საუკეთესო საშუალებაა თავის დასაცავად. თუ მასში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული არ ხართ, უსაფრთხოა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online