| ქალი და მამაკაცი |

რას გვამცნობს ორგანიზმის შინაგანი სიგნალები

ყურებში ხმაური, თვალების წინ შავი წერტილები, სლოკინი, კრუნჩხვები... უსაფრთხოა თუ საშიშია ეს სიმპტომები?
გულისცემა
ერთ–ერთი ყველაზე ხშირი სიგნალი, რომელსაც ორგანიზმი გვიგზავნის, გახშირებული გულისცემაა, თუმცა ბევრ შემთხვევაში ის არა რომელიმე დაავადების, არამედ არასწორი ცხოვრების წესის, სტრესებისა და ხანგრძლივი გადატვირთვის შედეგად აღმოცენდება. კარდიოლოგების მტკიცებით, გულის მუშაობაში დროდადრო შეფერხებას ჯანმრთელ ადამიანთა 80% განიცდის. ასაკის მატებასთან ერთად ის ადამიანს სულ უფრო ხშირად აწუხებს, რაც გულის კუნთის ბუნებრივ დაბერებასთანაა დაკავშირებული.
სასწრაფოდ ექიმთან! თუ გულის მუშაობაში უთანხმოება ხშირად ხდება, ექიმს აუცილებლად მიმართეთ. გასინჯვისა და დამატებითი გამოკვლევის შემდეგ, სპეციალისტები გულ–სისხლძარღვთა, ფარისებური ჯირკვლის მუშაობაში დარღვევებისა და დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებიან.
ხმაური ყურში
მოერიდეთ ხმამაღალ ბგერებს. ყურში ხმაური და ჟღარუნი შეიძლება გაჩნდეს, მაგალითად, ხმამაღალი მუსიკის მოსმენის შემდეგ. მიზეზი ე.წ. აკუსტიკური ტრავმა – სმენის ორგანოს დროებითი დაზიანებაა. სხვა დამნაშავეები ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ან ხანგრძლივი ფრენაა (წნევის დაცემა დაფის აპკის ძლიერ რხევას იწვევს). ასეთ შემთხვევებში ყურებში ხმაური, როგორც წესი, ექიმის დახმარებას არ საჭიროებს და რამდენიმე საათის შემდეგ თავისით გადის.
სასწრაფოდ ექიმთან! თუ ყურებში ხმაური ორ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ან თან ახლავს თავბრუ, ტკივილი, სმენის დაქვეითება, ოტორინოლარინგოლოგს მიმართეთ. აუცილებელია გამოირიცხოს შუა და შიგა ყურის პათოლოგიები. თუ ყურებში ხმაურს ერწყმის თვალების წინ შავი წერტილები, საკონსულტაციოდ თერაპევტს მიმართეთ და არტერიული წნევა შეამოწმეთ. ასეთი მდგომარეობა ხშირია არტერიული ჰიპერტონიის დროს.
ფეხების დაბუჟება
მუშაობის დროს ხშირად შეისვენეთ. თქვენთვის ალბათ ნაცნობია მოუხერხებელ პოზაში ხანგრძლივად ჯდომის პერიოდში ხელსა თუ ფეხში აღმოცენებული ეს უსიამოვნო შეგრძნება. საბედნიეროდ, დაბუჟება გადის, როგორც კი სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღდგება. სისხლი რომ არ შეგუბდეს, სამუშაო ადგილიდან ხშირად წამოდექით, ცოტა გაიარეთ ან წაივარჯიშეთ.
სასწრაფოდ ექიმთან! უხილავი მიზეზების გარეშე ტერფების ხშირად დაბუჟება ნევროლოგის კონსულტაციას საჭიროებს. ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის წელის განყოფილების ოსტეოქონდროზმა, მალებშუა დისკების თიაქრის გართულებამ. თუ რენტგენოგრაფია პათოლოგიურ ცვლილებებს არ აჩვენებს, ენდოკრინოლოგს მიმართეთ, რათა შაქრიანი დიაბეტი გამოირიცხოს.
შავი წერტილები თვალების წინ
თვალები უნდა დაასვენოთ. თუ თვალების წინ შავი წერტილები უძილო ღამის ან კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ გაჩნდა, ნუ შეშფოთდებით. ამ შემთხვევაში მათ მინისმაგვარი სხეულის (თვალის ობიექტივის ჟელესმაგვარი შემადგენლობა) ცვლილება იწვევს. მინისებურ სხეულში ასაკის მატებასთან ერთად წარმოიქმნება მცირე გამკვრივებები, რომლებიც თვალის ბროლის უკან დაცურავენ და ბადურაზე ჩრდილს აფენენ. ამასთან სუბიექტურად ვხედავთ მუქი ლაქების სახით დაბურვას, რომლებიც თვალების მოძრაობის შედეგად ერთმანეთში ირევა. შავი წერტილები ასევე შეიძლება გაჩნდეს ძლიერი დაძაბვის, მაგალითად, სიმძიმის აწევის დროს. ეს დაკავშირებულია შიგა ქალის ან შიგა თვალის წნევასთან.
სასწრაფოდ ექიმთან! თვალების წინ შავი წერტილები ხშირად ჩნდება? ოფთალმოლოგს მიმართეთ. ასე შეიძლება გამოვლინდეს ბადურას დაწყებული აშრევება, რომელსაც რაც შეიძლება ადრე უნდა უმკურნალოთ. თუ თვალების წინ შავ წერტილებს თან ერთვის ყურებში ჟღარუნი, ეს შეიძლება შიგა ქალის პათოლოგიაზე მიუთითებდეს. ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც, თუ თავის ან თვალების ტრავმის შემდეგ შავი წერტილები გაჩნდა.
ფეხის გაკავება
ეცადეთ, ვიტამინების დეფიციტი აღმოფხვრათ. კრუნჩხვა (კუნთების უეცარი შეკუმშვა) შეიძლება გამოწვეული იყოს ქრონიკული დაღლით, გამოუძინებლობით, მეტისმეტი ფიზიკური დატვირთვით და მოუხერხებელ პოზაში ხანგრძლივად ყოფნით. მაგრამ ყველაზე გავრცელებული მიზეზი ორგანიზმში მაგნიუმის, კალციუმისა და ვ ვიტამინის ნაკლებობაა. ხშირად მიიღეთ რძის პროდუქტები, ყველი, თხილეული, წიწიბურას ფაფა, პარკოსნები, ჭარხალი, ქიშმიში და გარგარის ჩირი.
სასწრაფოდ ექიმთან! მუდმივი კურნჩხვები შეიძლება სიმპტომი იყოს სისხლძარღვოვანი დაავადებების, როგორიცაა ათეროსკლეროზი, ქრონიკული ვენური უკმარისობა.
სლოკინი
სლოკინის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სტრესი, არარეგულარული კვება, ზედმეტის ჭამა, სითხის დიდი მოცულობის მიღების გამო კუჭის გაწელვა და გადაციებაა. ასეთი სლოკინი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისგან გასათავისუფლებლად უბრალოდ საჭიროა, ყურადღება სხვა საქმეზე გადაიტანოთ. მაგალითად, თბილი ჩაი პატარა ყლუპებით დალიეთ, პურის პატარა ნაჭერი ჭამეთ, სუნთქვითი ვარჯიში შეასრულეთ ან ენის გასატეხი წარმოთქვით.
სასაწრაფოდ ექიმთან! თუ სლოკინი სამ საათზე მეტ ხანს გრძელდება და მისი შეტევები კვირაში რამდენჯერმე გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს ან გასტროენტეროლოგს. საქმე ისაა, რომ ხშირად ხანგრძლივი სლოკინი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მრავალი დაავადების სიმპტომია.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 