asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2012-01-12 18:55:53



– მარხვის დროს პირის ღრუში მიჩნდება სტომატიტი, რაც საკმაოდ მტკივნეულია. რამ გამოიწვია და როგორ ვიმკურნალო?

– როგორც ჩანს, მარხვის პერიოდში თქვენი ორგანიზმი მინერალებისა და ვიტამინების შიმშილს განიცდის, რაც ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს. სტომატიტის დროს პირის ღრუში გამოივლეთ სუსტი შაბიანი წყალი. მარხვის პერიოდში ყოველდღე ერთი კოვზი თაფლი მიიღეთ, თუ ალერგიული არ ხართ. თაფლი პირის ღრუში ცოტა ხანს დააყოვნეთ და ისე მიირთვით.

– ჩემმა ახლობელმა გაიკეთა სისხლის საერთო ანალიზი და "როე" აქვს მომატებული. ეს სიმსივნეზე მიუთითებს?

– წარმოუდგენელია, რომ სისხლში ედს–ის, იგივე "როეს" მომატებით დადგინდეს, ორგანიზმში მიმდინარეობს თუ არა მძიმე სიმსივნური პროცესები. ედს–ის მომატება შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესითაც იყოს გამოწვეული. გირჩევთ, სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაიტაროთ.

– უ ვიტამინი დაორსულებას ხელს უწყობს?

– აღნიშნული ვიტამინი უფრო ხშირად ორსულობის შესანარჩუნებლად გამოიყენება. მხოლოდ მისი მიღებით დაორსულება არ მოხერხდება.

– ვარ ორსულად, დამიდგინეს ჟილბერის სინდრომი. საშიშია? ძალიან ყვითელი ფერი მაქვს.

– ჟილბერის სინდრომი არის სისხლში ბილურიბინის სიჭარბე, რაც კანის გაყვითლებით ვლინდება. თქვენს შემთხვევაში ის შეიძლება ორსულობით იყოს გამოწვეული. ნაყოფი როცა იზრდება, აწვება სანაღვლე გზებს, ღვიძლს, სისხლში შეიმჩნევა თავისუფალი ბილურიბინის სიჭარბე. ფეხმძიმობის დროს განსაკუთრებული მკურნალობა არ ინიშნება, მშობიარობის შემდეგ კი მდგომარეობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე გამოსწორდება. გირჩევთ, მიმართოთ ჰეპატოლოგს და დაადგინოთ, ჟილბერის სინდრომი ორსულობით არის გამოწვეული თუ თანდაყოლილია, რომელიც ხშირად 20 წლის ასაკამდე არ ვლინდება.

– ვარ გაუთხოვარი ქალი. მაქვს მაღალი წნევა. მენსტრუალური ციკლი შემიმცირდა. გინეკოლოგმა მითხრა, კლიმაქსის წინა პერიოდიაო. მირჩიეს მაწვნის მიღება, რომელშიც გარეულია დაკეპილი ქინძი. როგორ მოვიქცე?

– გირჩევთ, პირველ რიგში, გაარკვეთ, რა იწვევს წნევის მატებას. ჰიპერტონია ხშირად თირკმლის, გულის, სისხლძარღვების პრობლემით არის გამოწვეული და, რა თქმა უნდა, წნევის მატება შეიძლება კლიმაქსურმა ჩივილებმაც გამოიწვიოს, რადგან ორგანიზმში მიმდინარეობს მკვეთრი ჰორმონალური ცვლილებები. ჰიპერტონიის მკურნალობა მაწონში შერეული ქინძით ნამდვილად არ მოგცემთ სასურველ შედეგს. უმჯობესია, თუ გინეკოლოგის დანიშნულებით იმკურნალებით. ჰორმონალური ბალანსის დარეგულირებით წნევის მატების პრობლემაც მოგიგვარდებათ.

– მაინტერესებს, არჩენს თუ არა გამონაყარს თეთრი თიხა და შეიძლება თუ არა მისი ყოველდღიური გამოყენება.

– ყველაზე სასარგებლო არის ცისფერი თიხა, იგი გაცილებით მდიდარია მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. თიხას ძირითადად ნიღბების სახით იყენებენ. წმენდს ფორებს, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გამონაყარი შეიძლება შეგიმციროთ, მაგრამ მის ყოველდღიურ გამოყენებას არ გირჩევთ. კანის ცხიმიანობა შეიძლება ჰორმონალური ცვლილებებით იყოს გამოწვეული, ამიტომ ამ მხრივაც გაამახვილეთ ყურადღება და იმკურნალეთ.

– ეფექტურია თუ არა გახდომისათვის თაფლის მასაჟები და ფიზიოთერაპიული პროცედურები?

– სიმსუქნის მკურნალობისას ეფექტურია სეგმენტური მასაჟი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჩანართების შემცირებას სხეულის ცალკეულ უბნებში და ასტიმულირებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის სისტემას. მასაჟის ეფექტს ზრდის სამკურნალო ფიზკულტურა, დიეტა და წყლის პროცედურები. ასევე, თბილისში ძალზე პოპულარულია თაფლით მასაჟი, რადგან თაფლში არსებული სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კანიდან შეიწოვება და დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. იგი სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს, აღადგენს კანს და კვებავს მას ინტენსიურად. თაფლით მასაჟის დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები და კანი იღებს ჯანსაღ შესახედაობას. ამ ტიპის პროცედურები 15–ჯერ მაინც უნდა ჩატარდეს დღეგამოშვებით, რომ შედეგი შესამჩნევი იყოს ყველასათვის.

– ქალბატონს უცხელდება ხერხემალი. რითი შეიძლება იყოს გამოწვეული და როგორ ვუმკურნალოთ?

– ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ძვალ–სახსარში მიმდინარე მარილოვანი ცვლილებებით და ანთებითი პროცესით. ექიმის კონსულტაციის გარეშე რომელიმე მალამოს გამოყენებას არ გირჩევთ, ზეპირად მხოლოდ იმის რჩევა შეიძლება, რომ ძილის დროს ქალბატონი ზურგზე არ უნდა დაწვეს.

– მაქვს ქრონიკული ბრონქული ასთმა. შეიძლება თუ არა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აზითრომიცინის მიღება?

– აზითრომიცინი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც კარგი ამტანობით ხასიათდება. თუ გნებავთ, რომ გვერდითი მოვლენები არ გამოიწვიოს, მიიღეთ ექიმის კონტროლით. საჭიროების შემთხვევაში წელიწადში 2–ჯერ მიღება დასაშვებია.

– რა ასაკიდან ინიშნება დიანე?

– დიანე ჰორმონალური პრეპარატია, ამიტომ მისი დანიშვნა მკაცრად კონტროლირებადია და დანიშვნა მხოლოდ მკურნალ ექიმს შეუძლია. არსებობენ გოგონები, რომელთა ჰორმონალური მომწიფება ძალიან ადრეულ, 9 წლის ასაკში იწყება. ამ პერიოდში კი შეიძლება მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყოს მოზარდის ორგანიზმში და საჭირო გახდეს ჰორმონალური თერაპიის ჩართვა, რომ მოზარდის ორგანიზმი სწორად განვითარდეს.

– თვალების ირგვლივ ჩამუქებული მაქვს, ოფლიანობა არ მაწუხებს, მაგრამ იდაყვები და მკერდის კანი ჩამუქებული მაქვს, რას მირჩევთ?

– თვალების ირგვლივ ჩამუქება ზოგჯერ დაავადების მაჩვენებელი არ არის, რაც შეეხება იდაყვებისა და კანის სხვა უბნების ჩამუქებას, იგი ხშირად ენდოკრინოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. მიმართეთ კანის ექიმს და თუ საჭიროდ ჩათვლის იგი, მიმართეთ ენდოკრინოლოგსაც.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online