| ქალი და მამაკაცი |

როგორ ვიცხოვროთ შაკიკთან ერთად
როგორ ვიცხოვროთ შაკიკთან ერთად
ბევრი ადამიანი შაკიკის შეტევას უბრალო თავის ტკივილად მიიჩნევს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მაგრამ ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით უვნებელი დაავადების უგულებელყოფა არ ღირს.
შაკიკი დაავადებაა და ბანალური თავის ტკივილი მისი მხოლოდ ერთ–ერთი სიმპტომია. ჩვეულებრივ, შაკიკის აღმოცენება განპირობებულია სისხლძარღვოვანი ტონუსის რეგულაციის სისტემის მემკვიდრეობითი დარღვევით. შეტევა ვითარდება ტვინის სისხლძარღვებში სისხლის არათანაბრად განაწილების გამო და ჩვეულებრივი თავის ტკივილისგან სრულიად განსხვავებული შეფერილობა აქვს.
ყველაზე ხშირად შაკიკის პროვოცირებას ახდენს სტრესები და უეცარი ემოციური განცდები. თუ ეს ფარულად ხდება, ე.ი. შეტევა არა სტრესის მომენტში, არამედ 15–20 წუთის შემდეგ აღმოცენდება. ასევე არსებობს მეორეხარისხოვანი ფაქტორების მთელი მასა, რომლებსაც შეტევის გამოწვევა შეუძლიათ. მაგალითად, გამოუძინებლობა, ან პირიქით, ზედმეტი ძილი, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ძლიერი ბგერითი და სინათლისმიერი გაღიზიანება, კვებაში ხანგრძლივი შესვენებები, ყაბზობა და ა.შ. ვინც შაკიკით იტანჯება, პირველ რიგში, უნდა შეზღუდოს თირამინის შემცველი პროდუქტებისა (კაკაო, შოკოლადი, ყველი, რძის პროდუქტები, კვერცხი, პომიდორი, ნიახური, ციტრუსები) და ასევე ცხოველური ცხიმების გამოყენება. ხოლო მაგნიუმით მდიდარი საკვები (ქატო, ნიგოზი, გარგრის ჩირი და სხვა) მაგიდაზე საკმარისი რაოდენობით უნდა იდოს.
ალკოჰოლური სასმელები რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენეთ, პირველ რიგში, ეს ეხება წითელ ღვინოს. შეძლებისდაგვარად მოწევაზე უარი თქვით. ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს რეგულარული და დოზირებული. სავარჯიშოებით არაქათის გამოცლა არ ღირს. მაგრამ გონივრული მინიმალური აქტივობა (კვირაში 4–ჯერ სიარული არანაკლებ 45 წუთისა) აუცილებელია. ასევე ზომიერ მიდგომას მოითხოვს ძილი. დაიცავით ოქროს შუალედი – 8 საათი იძინეთ. მოერიდეთ კამათს, კონფლიქტებს, მწვავე თემებზე დისკუსიებსა და სტრესულ სიტუაციებს.
და კიდევ, რაც უფრო ადრე მიმართავთ ნევროლოგს, მით უკეთესი. ექიმთან მიღებაზე ზუსტად უნდა აღწეროთ ყველა შეგრძნება, რაც შეტევის დროს გეუფლებათ. ეს აუცილებელია, ვინაიდან შაკიკით შეწუხებულ ადამიანებს, შეტევის შორის მონაკვეთებში, როგორც წესი, "ყველაფერი ნორმალურად" აქვთ.
გახსოვდეთ, შაკიკის შეტევის პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნლობა აქვს თანმხლები დაავადებების, განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტონიის დროულად მკურნალობას. ეცადეთ, უარი თქვათ ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენებაზე.
მინიმუმამდე დაიყვანეთ კაშკაშა სინათლის წყაროს (კომპიუტერი, ტელევიზორი), მკვეთრი არომატებისა (მათ შორის პარფიუმერიის) და ხმაურის ზემოქმედება.
მოამზადა აზა გაგოშიძემ

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 