| ქალი და მამაკაცი |

"ცრუ ახლომხედველობის თავიდან ასაცილებლად, სრულყოფილი ძილი და კვება აუცილებელი პირობაა"
ზურაბ მაისურაძე: "ცრუ ახლომხედველობის თავიდან ასაცილებლად, სრულყოფილი ძილი და კვება აუცილებელი პირობაა"
ცრუ ახლომხედველობა - დაავადება, რომელიც ექიმთან მიმართვიანობით პირველ ადგილზეა. რას გულისხმობს აღნიშნული დაავადება, რა იწვევს მას, როგორია მისი სიმპტომები და როგორ დავიზღვიოთ თავი მისგან, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. ჟურნალ "გუმბათის" მიერ დასმულ კითხვებს, პასუხი მედიცინის დოქტორმა, ოფთალმოლოგმა, ბატონმა ზურაბ მაისურაძემ გასცა.
- რა არის ცრუ ახლომხედველობა?
- ვიდრე ამ შეკითხვაზე მოკლედ გაგცემდეთ პასუხს, უნდა განვმარტო ზოგი ტერმინი, რაც შემდგომ შესაძლებელს გახდის უფრო მოკლედ და ნათლად გამოვხატო სათქმელი. თვალის ოპტიკური აპარატი არის ურთულესი შუქმტეხი ოპტიკური ბიოსისტემა, რომლის დანიშნულებაა ბადურა გარსზე წარმოსახოს გარემოსა და ობიექტის ნამდვილი, მკაფიო და შემცირებული გამოსახულება. თვალი თავისი ქმედებით წააგავს ფოტოაპარატს, რომელშიც ბროლი და გუგა ასრულებს ობიექტივის როლს, ბადურა კი შუქმგრძნობიარე ფირფიტის. თვალის ოპტიკური აპარატის გადამტეხუნარიანობა დიოპრიებში გამოიხატება. იგი ლინზის ან ოპტიკური სისტემის გადამტეხი ძალის საზომი ერთეულია. ფიზიკურ ოპტიკაში ოპტიკური სისტემის გარდამტეხ ძალას რეფსაქციას უწოდებენ. იმდენად, რამდენადაც თვალის ოპტიკური კონსტანტები მოქმედების მექანიზმში ძალზედ რთული და ინდივიდუალურია, სარგებლობენ სქემატური თვალის მუშაობისა და კონსტანტების პრინციპით. თვალის უნარს, შეასუსტოს ან გააძლიეროს რეფრაქცია, რათა მკაფიოდ დაინახოს თვალიდან სხვადასხვა მანძილზე დაშორებული საგნები აკომოდაცია ეწოდება. აკომოდაციის მოქმედების მექანიზმს თვალში აქვს მრავალი თეორია, ყველა თეორია ხსნის ამთვალის მუშაობის ოპტიკურ პრინციპს, მაგრამ არასრულფასოვნად. თეორიები ერთმანეთს არ გამორიცხავენ, უფრო მეტიც, ერთმანეთს სრულყოფენ. ახლა კი ვეცდები, პასუხი გავცე კითხვას, რა არის ცრუ ახლომხედველობა? იმისთვის, რომ ნორმალურმა თვალმა (ემიტროპმა) დააფიქსიროს ახლომდებარე საგნებიდან მომდინარე სხივები, საჭიროა, ბროლის სიმრუდის შეცვლა 3,0 დიოპრიით. ამგვარად, ეს დაძაბულობა თვალის ცილუარულ კუნთებში ნარჩუნდება ხანგრძლივად, გარკვეული პირობების შემთხვევაში: დიდხანს კითხვა, არასაკმარისი განათება, კომპიუტერთან მუშაობა, ფიზიკური დასუსტება, ზოგადი დაავადებები: ჩიყვი, ინტოქსიკაციები, და ასე შემდეგ.
- რა სიმპტომებით ხასიათდება ცრუ ახლომხედველობა?
- ცრუ ახლომხედველობას ახასიათებს შედეგი სიმპტომატიკა: მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, უძილობა, ძილიანობა, ემოციურობა, გაღიზიანება.
- რას გვირჩევთ დაავადების თავიდან ასაცილებლად?
- პირველ რიგში, შრომითი ჰიგიენის დაცვას. კომპიუტერთან მუშაობა უნდა იყოს რეგლამენტირებული დღეში 2 საათით. ყოველ ნახევარ საათში შეისვენეთ 10-15 წუთით, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ასევე, ფიზიკური აქტივობა, სრულყოფილი ძილი და კვება აუცილებელი პირობაა.
- რა პრობლემები შეიძლება შეექმნას იმ ადამიანს, რომელიც ვერ ან არ დაიცავს შრომითი ჰიგიენის წესებს?
- მოგახსენებთ, რომ ბიოორგანიზმებს აქვთ ადაპტაციის უნარი. შეუძლიათ შეეგუონ იმ პირობებს, რომლებსაც სთავაზობს შექმნილი გარემოება და თვალიც პასუხობს ამ გამოწვევას. დაძაბულობის მოხსნას ახერხებს იმით, რომ ცვლის თავის ოპტიკურ-ანატომიურ პარამეტრებს, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ მიოპიისკენ ანუ ჩამოყალიბდება ახლომხედველობა. იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული ჰიგიენის პირობების დაცვა ვერ უზრუნველყოფს კომფორტს, მიმართეთ ექიმს, რათა ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა, რომელიც დაეყრდნობა მინიმალური თერაპიის პრინციპებს და თანამედროვე აპარატურის გამოყენებას.
თეონა სირბილაძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 