| ქალი და მამაკაცი |

გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
– ვარ 14 წლის, მენსტრუაცია მიცდება სამი თვით, მაქვს ასევე თეთრი გამონადენი. როგორ ვიმკურნალო?
– პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ თეთრი გამონადენი მენსტრუალური ციკლის დარღვევას არ გამოიწვევდა. გამონადენი გამოწვეულია ანთებითი პროცესით, უნდა ჩაიტაროთ ნაცხის გამოკვლევა, რადგან გამონადენის მიზეზი ხშირად სოკოა და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მენსტრუაციის არასტაბილურობას, მას ჰორმონალური დარღვევა იწვევს, მაგრამ, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება მკვეთრი ჩარევები არ იყოს საჭირო. აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ჰორმონალურ გამოკვლევას ჩაგიტარებთ. მკურნალობა უნდა დაინიშნოს ზუსტი, რათა შემდგომში გართულებები არ იყოს.
– პულსი ხშირად მაქვს აჩქარებული. მაქვს ნერვული აშლილობაც. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
– აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს, რადგან მიზეზი, სავარაუდოდ, ვეგეტონევროზია.
– ჩემს 12 წლის გოგონას აქვს იღლიაში უმნიშვნელო ღინღლი და არაბავშვური ოფლის სუნი. რითი შეიძლება იყოს გამოწვეული და ვის მივმართოთ?
– მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს. შეიძლება ჰორმონალური დისბალანსით იყოს გამოწვეული.
– მაქვს კისტა. შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში დაფეხმძიმება?
– აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. კისტა არსებობს სხვადასხვაგვარი. ეს დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, აგებულებაზე. არსებობს კისტა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწოვება, მაგრამ დერმოიდული კისტის შემთხვევაში ხშირად ოპერაციული ჩარევაა საჭირო. გამოკვლევის გარეშე არ გირჩევთ დაფეხმძიმებას.
– მუცელში მესინჯება თიაქარი. რამდენად საჭიროა ამ დროს თიაქრის ოპერაცია. მუცლის სიდიდესთან აქვს თუ არა კავშირი?
– სასურველია, ნებისმიერი ზომის თიაქრის დროს დროულად ჩატარდეს ოპერაცია.
– ვიღებდი ანტიბიოტიკებს, მერე შევამჩნიე, რომ კანზე მქონდა გამონაყარი და თავს ცუდად ვგრძნობდი. წამლის მიღება ორი დღეა, შევწყვიტე, მინდა ისევ გავაგრძელო, მაგრამ მეშინია. თუ შეგიძლიათ, მითხრათ, რა ნიშნები აქვს მედიკამენტურ ალერგიას?
– მედიკამენტური ალერგია დღეისათვის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ალერგიულ დაავადებებს შორის. ფარმაციაში საკმაოდ ძლიერი ანტიბიოტიკები არის მიღებული, გაფართოვდა მათი მოქმედება და შესაბამისად, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიბიოტიკების მიღების პარალელურად თითქმის ყოველთვის ინიშნება ანტიალერგიული პრეპარატები, რომლებიც მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და შეიძლება მოსალოდნელი მძიმე ალერგიული რეაქციაც მნიშვნელოვნად შეამციროს. მედიკამენტური ალერგიის გამოვლინება მრავალნაირია: ახასიათებს ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქული ასთმა, მძიმე შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსური შოკი და ტემპერატურამაც მოიმატოს. თუ ოდნავ მაინც შეამჩნიეთ ალერგიული ნიშნები, სასწრაფოდ შეწყვიტეთ წამლის მიღება და მიმართეთ ალერგოლოგს. მედიკამენტური ალერგია ეს ის შემთხვევაა, როცა თვითნებურად, ექიმის გარეშე ანტიალერგიული პრეპარატების მიღებაც კატეგორიულად დაუშვებელია.
– ვარ გათხოვილი, შვილი არ მყავს. ფოლიკული სკდება, ენდომეტრიუმიც ნორმალური მაქვს. ტემპერატურა ვერ ავიწიე. ექიმის დანიშნულებით ვსვამ უტროჟესტანს.
– უტროჟესტანი ჰორმონ პროგესტერონის ნაკლებობის დროს ინიშნება, ეს უკანასკნელი კი ჩანასახის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებისთვის არის საჭირო. თუ ტემპერატურა მაღლა არ იწევს, ნიშანია, რომ ფოლიკული არ სკდება. არის იშვიათი შემთხვევები, როცა ფოლიკული სკდება, მაგრამ ტემპერატურა ისევ დაბალია. თუ ექოსკოპიურად დაგიდგინდათ, რომ ფოლიკული სკდება, მაშინ პრობლემის მოგვარება სხვა ჰორმონების შემოწმებით უნდა დაიწყოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უტროჟესტანის მიღებისას შეიძლება ფეხმძიმობა არ დადგეს.
– ციკლის დროს მტკივა მარჯვენა საკვერცხე. საშიში ხომ არ არის და რა გავაკეთო?
– ციკლის დროს ტკივილი ბუნებრივია. ძლიერი ტკივილის დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გადაიღეთ ექოსკოპია, თუ დაფიქსირდა ფუნქციური ცვლილება, გინეკოლოგს მიმართეთ.
– ვარ 35 წლის მამაკაცი. ერთი კვირის განმავლობაში მქონდა დაბალი სიცხე. ვიღებდი გაციების საწინააღმდეგო აბებს. სიცხემ დამიწია, ახლა მხოლოდ საღამოთი მაქვს 37,2–37,5 გრადუსი. შეიძლება, რომ ფილტვების ანთება მქონდეს და სახლის პირობებში როგორ ვიმკურნალო?
– შეიძლება გქონდეთ პნევმონია ანუ ფილტვების ანთება. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, დამოუკიდებლად პნევმონიის დიაგნოზს ვერ დასვამთ, მით უმეტეს, ვერ იმკურნალებთ. სახლის პირობებში პნევმონიის მკურნალობა შეიძლება, ოღონდ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკებით და ვიტამინოთერაპიით. პნევმონიისთვის დამახასიათებელია ხველა, ნებისმიერი სიძლიერით, ანუ შეიძლება იყოს სუსტიც. ასევე საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება. გირჩევთ, მდგომარეობა არ დაიმძიმოთ და ექიმს დროულად მიმართოთ.
– ჩემს შვილი 5 წლისაა და ხშირად უსკდება ტუჩის კუთხეები. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
– ტუჩის კუთხეებში პატარა ნაპრალების გაჩენა ძირითადად ვიტამინების ნაკლებობით, კერძოდ კი, ბე ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობით შეიძლება იყოს გამოწვეული.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 