asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ხურმა – მხოლოდ სარგებელი!
ხურმა – მხოლოდ სარგებელი!
ხურმა – მხოლოდ სარგებელი!

2011-12-16 13:26:22



ხურმა თითქმის ყველგან ხარობს, ევროპაშიც და აზიაშიც. მისი შემადგენლობა იმდენად მდიდარია, რომ მუდმივად უნდა იყოს ჩვენს სუფრაზე. ის საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა, ხსნის სტრესს, აუმჯობესებს გუნება–განწყობას და არაჩვეულებრივია დაღლილობისა და აპათიის წინააღმდეგ.

ეს ხილი პრაქტიკულად ყველა იმ მინერალსა თუ ვიტამინს შეიცავს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მაგნიუმი, იოდი, ა, ცე, ბე ჯგუფის ვიტამინები, რკინა, ბეტა–კაროტინი... ასევე ხურმა ათეროსკლეროზის კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა.

ხურმა აუცილებელია ორსულობის პერიოდში, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, რომელიც გულისთვისაა საჭირო. ეს ხილი ეფექტურად უმკლავდება შეშუპებას და არეგულირებს წნევას, ორგანიზმიდან ნელ–ნელა გამოაქვს ზედმეტი სითხე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თითქმის ყოველ მეორე ორსულს ექიმები რკინის შემცველ პრეპარატებს უნიშნავენ, ამ მხრივაც ხურმას ბადალი არ აქვს.

ხურმა ანტიოქსიდანტიცაა. შეიცავს ა ვიტამინს, რომელიც განსაკუთრებით სჭირდება კანს, თვალებს, იმუნურ სისტემას.

გაციებისა და ინფექციების დროს მწიფე ხურმისგან წვენი გამოწურეთ (ერთი ხურმისგან დაახლოებით 3 ს.კ. წვენი გამოდის), გააზავეთ იმავე რაოდენობის თბილი წყლით და დალიეთ.

მიჩნეულია, რომ ხურმაში არსებული ნივთიერებების დახმარებით შესაძლებელია სტაფილოკოკის ჩხირის წინააღმდეგ ბრძოლა.

ხურმა შეუცვლელია დიეტოლოგიაში. ის კლავს შიმშილის გრძნობას, ოღონდ ზომიერების დაცვა აუცილებელია. დღეში დასაშვებია 2–3 ცალი ნაყოფის ჭამა. მათ, ვისაც დიაბეტი ან კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აწუხებთ, ხურმასთან მიმართებაში უნდა იფრთხილონ.

ნარინჯისფერი კოსმეტიკა

ხურმა არამარტო ჯანმრთელობას გვინარჩუნებს, არამედ ეფექტური კოსმეტოლოგიცაა. მისი ნიღბები კანს ატენიანებს, აღმოფხვრის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: მწიფე ხურმის ნაყოფის წვენს დაუმატეთ ერთი ცალი კვერცხის გული, კარგად აურიეთ, სახეზე წაისვით და 30 წუთი გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ვიტამინიზირებული ნიღაბი (ყველა ტიპის კანისათვის): მშრალი საფუარი, ხურმის წვენი, ზეითუნის ზეთი კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ ნახევარი საათი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კანს აბსოლუტურად ყველა საჭირო ნივთიერებით უზრუნველყოფს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online