asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2011-12-16 13:26:22



– მაქვს მშრალი სახის კანი, მირჩიეთ რამე ნიღაბი ან კრემი. ვარ 40 წლის.

– მშრალი კანის დროს საუკეთესო შედეგს მოგცემთ, თუ ყოველდღიურად სახეზე არაჟანს დაიდებთ და 15–20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანთ. შემდეგ წაისვით კრემი, რომელიც უშუალოდ მშრალი კანისთვის იქნება განკუთვნილი.

– საკეისრო კვეთის შემდეგ დამრჩა მუცელი. დაახლოებით 4–5 თვის ორსულივით. როგორ უნდა მოვიშორო?

– მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში მუცელმა მოცულობაში თვითონ უნდა მოიკლოს, ბუნებრივია, არ უნდა მიამატოთ ზედმეტი ცხიმები მუცლის მიდამოებში, ეცადეთ წონაში არ მოიმატოთ. საყურადღებო ერთი წლის შემდეგ არის. არ არსებობს პრეპარატი, რომლითაც მოდუნებულ მუცლის კუნთს პირვანდელ სახეს დაუბრუნებთ. ეცადეთ გააკეთოთ მუცლის ვარჯიშები. არ მიიღოთ არაჟანი და ცხოველური ცხიმით გაჯერებული საკვები, რათა წონაში მომატებისას ცხიმის დიდი ნაწილი მოდუნებული მუცლის კუნთის გარშემო არ განლაგდეს.

– ვარ 17 წლის. სახეზე მაქვს გამონაყარი, რომელიც მერე ლაქებად მრჩება. არსებობს თუ არა წამალი, რომელიც ლაქებს გამიქრობს?

– არსებობს სხვადასხვა მალამოები და გელები, მაგრამ, პირველ რიგში, დერმატოლოგს უნდა მიმართოთ, რომ გაირკვეს, თუ რა სახის გამონაყარი გაქვთ. თქვენი ასაკიდან გამომდინარე, ეს უკვე არ უნდა იყოს ასაკობრივი. ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასმაა საჭირო.

– ფეხძიმობის ტესტი აფიქსირებს თუ არა გარეორსულობას?

– გარეორსულობის და ფიზიოლოგიური ფეხმძიმობის დროსაც ტესტი დადებით შედეგს აფიქსირებს, რადგან ორივე შემთხვევაში შარდში ჰორმონი ქორიონალური გონადოტროპინი მომატებულია. საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება აღნიშნულ ჰორმონზე, რომლის პასუხიც თითქმის უტყუარია გარეორსულობის გამოსარიცხად.

– ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არ ხდება ოვულაცია. რა პრეპარატით შეიძლება მკურნალობა?

– ოვულაცია ქალის ორგანიზმში ერთ–ერთი რთული პროცესია, რომლის დადგომა–არდადგომა უამრავ ცვლილებაზე მიუთითებს. ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როცა ერთი რომელიმე პრეპარატის მიღებით სასურველ შედეგს მიიღებთ. აუცილებლად მოგიწევთ განმეორებითი კვლევების ჩატარება და მკურნალობა, რომ თქვენთვის სასურველი შედეგი მიიღოთ.

– მყავს 13 წლის ბიჭი, რომელსაც დაებერა ძუძუსთავები. რას მირჩევთ. რომელ ექიმს მივმართო?

– თქვენი შვილის ასაკში მსგავსი შემთხვევები არსებობს, რაც მოზარდის ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება. რომ არ გამოგეპაროთ მის ორგანიზმში მიმდინარე მკვეთრი ცვლილება, გირჩევთ, ბავშვი ანდროლოგთან მიიყვანოთ.

– როგორ მოვიშორო ტრიქომონა?

– ტრიქომონის დროს აუცილებელია როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი პრეპარატების მიღება. ამიტომ მიმართეთ ექიმს. გასათვალისწინებელია ხომ არ გაქვთ სოკოც, რომელიც ტრიქომონასთან ერთად ყოველთვის არსებობს და საჭიროა კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.

– მაინტერესებს ჩასახვის საწინააღმდეგო წამალი რომელი მივიღო? მოქმედებს თუ არა და რამე ცუდს ხომ არ გამოიწვევს?

– სწორად შერჩეული ანუ ექიმთან შეთანხმებით, თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებული წამალი უკუშედეგს არ გამოიწვევს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იქნეს დაცული ინსტრუაქციაში მითითებული გაფრთხილებები. ჩასახვის საწინააღმდეგო ძალიან ეფექტური პრეპარატები არსებობს, მაგრამ მათი ზეპირად რჩევა დაუშვებელია.

– ხშირად მაქვს თავბრუსხვევა, სიცხე 37–37,3, მიოფლიანლება ხელისგულები, მიხშირდება გულისცემა. რისი ბრალია?

– აუცილებლად ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი, თქვენი სიმპტომების შეიძლება იმუნური სისტემის დაქვეითებაც იყოს. ამიტომ საჭიროა დროული გამოკვლევა.

– ფეხის რამდენიმე ფრჩხილზე მაქვს სოკოს სიმპტომები. ანალიზმა სოკო არ აჩვენა. როგორ ვიმკურნალო?

– ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვს. უნდა მიიღოთ როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი პრეპარატები. დღეს აფთიაქებში ანტიმიკოზური უამრავი საშუალება არის, მაგრამ ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ მხოლოდ რამდენიმე წამალი არის მოწოდებული. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, თუ საჭირო იქნება, გაიკეთეთ ფრჩხილის ანაფხეკის ლაბორატორიული კვლევა და მკურნალობა ისე ჩაიტარეთ. შეიძლება არასწორად დანიშნული პრეპარატის მიღება ხანგრძლივად მოგიწიოთ, მაგრამ შედეგი არ ჰქონდეს.

– ბოლო დროს დამეწყო თავბრუსხვევა და ყურში შუილი. მაქვს ჩიყვი, შეიძლება ეს ჩიყვიდან მომდინარეობდეს. ვიმკურნალე ნევროპათოლოგთან, მაგრამ უშედეგოდ.

– გირჩევთ იმკურნალოთ ენდოკრინოლოგთან, რადგან შეიძლება პრობლემა ჩიყვისგან მომდინარეობდეს, მისი მკურნალობა კი ენდოკრინოლოგის პრეროგატივა უფროა, ვიდრე ნევროპათოლოგის.

– ვარ 41 წლის. ფეხის ქუსლები გამიუხეშდა, თითებზე კანი მექერცლება და ფეხებზე ვენები მაქვს გამოსული. როგორ მოვიქცე ან ვის მივმართო?

– ფეხის ქუსლების გაუხეშება და კანის აქერცვლა შეიძლება ავიტამინოზით იყოს გამოწვეული, მაგრამ სოკოვანი დაავადება რომ არ გამოგეპაროთ, მიმართეთ დემატოლოგს რაც შეეხება ვენებს, ამ შემთხვევაში პრობლემას მხოლოდ ანგიოლოგის ჩარევით მოაგვარებთ.

– ფეხმძიმობის შემდეგ მკერდი ძალიან დაბლა დამეწია, რა გავაკეთო, რომ ისევ ძველი ფორმა დაუბრუნდეს?

– მკერდის ფორმის შეცვლა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციით შეიძლება.

– ორი თვეა სისტემატურად მაქვს მაღალი წნევა, ამ დროს მარცხენა ხელ–ფეხში ძალა მეცლება, გულის არეში ვგრძნობ ტკივილს. რა შეიძლება იყოს?

– მაღალი წნევის დროს აღნიშნული სიმპტომები ბუნებრივია. უნდა მიმართოთ კარდიოლოგს და ჩაიტაროთ გამოკვლევა. საჭიროა სწორი მკურნალობის ჩატარება. თვითნებურად მიღებული პრეპარატები და ერთჯერადად, მყისიერად წნევის დაწევა დიდ შედეგს არ მოგცემთ. საჭიროა გულის კარდიოგრამის გადაღებაც, ექიმი თუ საჭიროდ ჩათვლის, შეიძლება თირკმლების გამოკვლევაც დაგჭირდეთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online