asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2011-12-09 23:55:41



– რა არის ჰელიკობაქტერია და რა ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის?

– ჰელიკობაქტერია გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებების გამომწვევია. მისი აღმოჩენისთანავე სპეციალისტები ანტიბიოტიკებს ნიშნავენ. მცირედმა უზუსტობამ შეიძლება მძიმე შედეგი მოიტანოს. ჰელიკობაქტერიების არსებობისას დაავადება შემდეგ ეტაპებად ვითარდება: გასტრიტი, ეროზიული გასტრიტი და ბოლოს – წყლული, რომელიც შემდგომში შეიძლება უფრო გართულდეს და მძიმე შედეგით დასრულდეს. თუმცა ხშირად ასე არ ხდება. დაავადების აღმავლობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ორგანიზმი ჰელიკობაქტერიას ვერ უმკლავდება წყლულამდე მიდის. ამ დროს დაუშვებელია მოწევა, ცხარე, მწვავე საკვები, სმა და ზოგადად არასწორი ცხოვრების რეჟიმი. ჰელიკობაქტერიის არსებობისას საჭიროა მისი დროული გამოვლენა და სწორი მკურნალობა. აუცილებელია სპეციალისტის მიერ დანიშნული დიეტით კვება.

– ხშირად მაქვს სტომატიტი და რას მირჩევთ?

– სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. იგი სხვადასხვა სახისაა და შესაბამისად, მისი გამოწვევი მიზეზებიც სხვადასხვაა. თუმცა გამწვავებისას, ყველა შემთხვევაში, იმუნური სისტემა არის დაქვეითებული. პირის ღრუში შეწითლებული უბანი იოდინოლით დაიმუშავეთ დღეში რამდენჯერმე. ურიგო არ იქნება ალერგოლოგის კონსულტაციაც. ხშირი და გართულებული სტომატიტის მიმართ ზერელე დამოკიდებულება არ შეიძლება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა და ერთ–ერთი შეიძლება ინფექციაც იყოს.

– ვარ 25 წლის, მარცხენა მხარეს მტკივა ზურგი, ტკივილი გადადის იღლიასა და ძუძუზე. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

– აუცილებელია კარდიოლოგისა და ნევროპათოლოგის კონსულტაცია. ტკივილის მიზეზი შეიძლება ვეგეტონევროზია, მაგრამ გამოკვლევა და სწორი მკურნალობის ჩატარებაა საჭირო.

– ხშირად მიშუპდება ღრძილები. ტკივილები არ მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში?

– უმჯობესია, სტომატოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია, რადგან სწორი დიაგნოსტირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ დაკვირვებას, თუ როგორი არის ღრძილების ფერი შეშუპების მომენტში და შეშუპება რა დოზით ხდება. გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზიც. სახლის პირობებში გამოივლეთ მუხის ქერქის ნაყენი. მუხის ქერქის შეძენა შეგიძლიათ ფიტოაფთიაქებში და ინსტრუქციის მიხედვით დაამზადეთ ნაყენი.

– შესაძლებელია თუ არა დაფეხმძიმება მენსტრუაციის დამთავრებიდან მეორე დღეს?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა მენსტრუაციის დამთავრების მეორე დღეს ოვულაცია ხშირად არ ხდება.

– ვარ 23 კვირის ორსული. წნევა მაქვს მაღალი. ექიმმა ნიფედიპინი დამინიშნა. დღეში რამდენჯერ შეიძლება მივიღო?

– ნიფედიპინი არა მარტო წნევის მაჩვენებელს დაგირეგულირებთ, არამედ მოგიხსნით საშვილოსნოს ტონუსსაც. მიიღეთ დღეში სამჯერ. გირჩევთ, ერთი აბი ჩაიდოთ ენის ქვეშ. ასე უფრო სწრაფად მიიღებთ შედეგს.

– ნანემსარი გამიწითლდა და გამიმაგრდა. რას მირჩევთ?

– პირველ რიგში, დაიფინეთ ფურაცილინში ან რივანოლში დასველებული საფენი. ასევე კარგია, თუ დაიფენთ კომბოსტოს ფოთოლს. შეგიძლიათ კომბოსტოს ფოთოლს მაწონი წაუსვათ და ისე დაიფინოთ.

– რა დაავადებაა ჰერპესი და რამდენი სახისაა?

– ჰერპესი ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევა ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსი. ჰერპესის ვირუსით, პრაქტიკულად, ყველა მოზრდილი ასაკის ადამიანია ინფიცირებული, თუმცა ყველაში დაავადებას არ იწვევს. არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ვირუსი, მაგრამ ჰერპესი, როგორც ასეთი, არასდროს დამართნიათ. ამ ყველაფერს იმუნური სისტემა აკონტროლებს, თუმცა ვისაც ემართება, ეს არ ნიშნავს, რომ მათ იმუნიტეტის სერიოზული დაავადება აქვთ. არსებობს ადამიანის ჰერპესის ჯგუფის ვირუსები. მასში ერთიანდება რვა წარმომადგენელი. ადამიანის ჰერპესვირუსებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია | ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი და || ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი. ||| ტიპის ჰერპესვირუსით ინფიცირება იწვევს ორ დამოუკიდებელ დაავადებას – ჩუტყვავილასა და სარტყლისებრ ლიქენს ანუ სარტყლისებრ სირსველას. |V ტიპის ჰერპესვირუსი ანუ ებშტეინ–ბარის ვირუსი შესაძლოა ინფექციური მონონუკლეოზისა და ენის ვირუსული ლეიკოპლაკიის მიზეზად იქცეს. V ტიპის ჰერპესვირუსი – ციტომეგალოვირუსული ინფექციის მიზეზია. V| ტიპის ჰერპესვირუსი, უახლესი მონაცემებით, ადრეული ასაკის ბავშვებში უეცარ ეგზანთემას იწვევს, ხოლო ზრდასრულებში – ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ყველაზე გავრცელებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ კანისა და ლორწოვანის მარტივი ჰერპესი. ძალიან ბევრმა ადამიანმა მის შესახებ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, ჰქონია ტუჩზე, ცხვირის არეში, რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს ან გაციებას, ან ნერვიულობას, ან გადაძაბვას. შეიძლება არაფერსაც არ ემთხვეოდეს, მაგრამ პერიოდულად მაინც გამოვლინდეს. ჰერპესი ქრონიკული ინფექციაა, პერიოდული გამწვავებებით. დაავადების გამწვავება ხდება იმუნიტეტის დაქვეითების დროს. მარტივი ჰერპესი, ჩვეულებრივ, იწყება ტკივილით ნერვების გასწვრივ, ტემპერატურის აწევით, შეწითლებული კანის ფონზე ჩნდება წვრილი ბუშტუკები, რომლებიც ჯგუფ–ჯგუფად არის განლაგებული დაზიანებული ნერვის გასწვრივ. 6–8 დღეში ბუშტუკები შრება და ქერქად იქცევა. ტკივილი შესაძლოა გამონაყარის გაქრობის შემდეგაც გაგრძელდეს. ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად, რეკომენდებულია ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. ავადმყოფი უნდა ერიდოს გაციებას, თბილად ჩაიცვას. აკრძალულია წყლის პროცედურები.

– მყავს 24 წლის ბიჭი. ხშირად ეყინება ტერფები. რას მირჩევთ?

– ტერფების გაყინვა ხშირია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც. ერთი შეხედვით, ეს არანაირ დაავადებას არ უკავშირდება, თუ არ ვლინდება რომელიმე მკვეთრად გამოხატული პათოლოგია. მოზარდებში ხშირად მიმართავენ ზამთრის ფეხსაცმელში ქაღალდის ჩაფენას (უმჯობესია, გაზეთის ქაღალდი), რაც სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ზრდასრულ ადამიანს უმჯობესია ეცვას მატყლის ძაფით ნაქსოვი წინდა, რომელიც ბუნებრივი საშუალებაა და სითბოს შენარჩუნებისათვის საუკეთესო საშუალებაა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online