| ქალი და მამაკაცი |

კარგი მხედველობის საიდუმლოებები
კარგი მხედველობის საიდუმლოებები
წიგნები, ტელევიზორი, კომპიუტერი... – ჩვენი თვალები სერიოზულ დატვირთვას განიცდიან. სამწუხაროდ, მხედველობა მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც გაუარესებას იწყებს. მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად მთავარია მცირედი ცვლილებების დროულად შენიშვნა, ვინაიდან თვალების ბანალური დაღლილობის მიღმა შეიძლება სერიოზული პრობლემები იმალებოდეს.
ჯიბლიბო
ჯიბლიბო ყველა ასაკში შეიძლება გაჩნდეს. ქუთუთოს გარკვეულ არეში თავს იჩენს სიწითლე, ქავილი და შეშუპება. 2–3 დღის შემდეგ ტრავმირებულ ადგილზე ყვითელი წერტილი ჩნდება და ჩირქგროვა ვითარდება. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი ტკივილი, შეიძლება ტემპერატურის მომატებაც. მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ შეიძლება. არ გაიკეთოთ სველი საფენები, არ შეიძლება ჯიბლიბოს გამოჭყლეტა – შეიძლება ინფექცია სწრაფად განვითარდეს. ჯიბლიბო იოლი დაავადება არ არის. არასწორი მკურნალობის დროს შეიძლება მძიმე გართულება – მენინგიტი განვითარდეს.
რჩევა: ჯიბლიბოს ადგილობრივი მშრალი სითბო "უყვარს". კვერცხი ნაჭუჭიანად მოხარშეთ, ხელსახოცში გაახვიეთ და ჯიბლიბოზე დაიდეთ. აუტანელი ქავილი შეწყდება და ექიმთან წასვლას მშვიდად შეძლებთ. ის ჩირქგროვას გაკვეთს ან ანტიბიოტიკს წაუსვამს, ან კიდევ სასარგებლო რჩევებს მოგცემთ.
ჯიბლიბოს გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, იმუნიტეტი გაიმაგრეთ. რაციონში ხშირად ჩართეთ ქორფა ხილი და ბოსტნეული. მეტი იმოძრავეთ. მოკლედ, ორგანიზმი ტონუსში გქონდეთ.
კონიუნქტივიტი
ამ დაავადებას ვირუსები, ბაქტერიები და ალერგენები იწვევს. შედეგი: ქუთუთოებისა და თვალის კაკლის ლორწოვანი გარსის ანთება. ახასიათებს მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა. კონიუნქტივიტი გადამდები დაავადებაა. მისი სიმპტომებია: თვალების წვა, თვალის კაკლისა და ქუთუთოების სიწითლე, შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი, რის გამოც დილით წამწამები შეწებებულია. თავისთავად კონიუნქტივიტი მხედველობაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ, თუ რქოვანაზე გადავიდა და მისი ანთება გამოიწვია, მაშინ მხედველობა ქვეითდება.
როგორ მოვიქცეთ? პირველივე სიმპტომების გაჩენისას დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ. მხოლოდ მას შეუძლია დაადგინოს, რომელმა ვირუსმა, ბაქტერიამ ან ალერგენმა გამოიწვია დაავადება და შესატყვისი მკურნალობა დაგინიშნოთ.
რჩევა: სასწრაფო შემთხვევაში დროებით დაგეხმარებათ ხალხური მედიცინის საშუალება. 1 სუფრის კოვზ კორდისკბილას 2 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 1 საათი დადგით. გამოიყენეთ თვალების დასაბანად.
გლაუკომა
მეტად საშიში დაავადებაა. თუ არ უმკურნალებთ, მხედველობის ნერვის სრული ატროფიის გამო, შეიძლება სრული ან ნაწილობრივი სიბრმავე მოჰყვეს. ამიტომ ოფთალმოლოგები 35 წლის ზევით ქალებსა და მამაკაცებს მოუწოდებენ, ყოველ 6 თვეში ექიმთან თვალშიგა წნევა აუცილებლად შეიმოწმონ, რათა გლაუკომის აღმოცენება თავიდან აიცილონ. მისი დამახასიათებელი ნიშანია თვალშიგა წნევის მომატება. ის იწვევს მხედველობის სიმახვილის შესამჩნევ გაუარესებას, მხედველობის ველის შევიწროებას და ზოგჯერ თავის ტვინის მხედველობითი ნერვის ატროფიას. დასაწყისში ადამიანი თვალებში, თავში ყრუ ტკივილს, ქუთუთოს სიმძიმეს, თვალში უცხო სხეულის არსებობას (თუმცა ასეთი არაფერია), მხედველობის პერიოდულად დაბინდვას გრძნობს. ზოგჯერ თვალების წინ ცისარტყელას რგოლები ჩნდება. ერთი ან რამდენიმე ასეთი სიმპტომის გაჩენისას, ექიმთან მისვლას ნუ გადადებთ. რაც უფრო ადრე მიმართავთ ოფთალმოლოგს დასახმარებლად, გამოჯანმრთელების შანსი მით უფრო დიდია. ერთადერთი, რაც შეიძლება ექიმთან მისვლამდე გააკეთოთ, ეს არის რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ. თუ შემდეგ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდება, სპეციალურ წვეთებს, ი ჯგუფის ვიტამინებსა და სისხლძარღვების გამაფართოებელს დაგინიშნავენ. გახსოვდეთ, რომელი პრეპარატი გამოდგება, ამას არა კეთილი მეზობელი, არამედ ოფთალმოლოგი განსაზღვრავს.
რჩევა: გლაუკომით დაავადებულთათვის უკუნაჩვენებია მძიმე ფიზიკური შრომა, ღამის ცვლაში მუშაობა, არანორმირებული სამუშაო დღე. კითხვა, წერა, კერვა, ქსოვა, ტელევიზორის ცქერა მხოლოდ კარგად განათებულ შენობაში შეიძლება. აგრეთვე არ შეიძლება მუქი სათვალის ტარება (თვალები რომ არ დაიძაბოს). კაშკაშა მზეზე აუცილებლად მწვანე სათვალე გაიკეთეთ. მათ სპეციალურად გლაუკომით დაავადებულთათვის ამზადებენ.
თუ ცრემლი არასაკმარისია
მხედველობითი დატვირთვის დროს სწრაფად იღლებით, პერიოდულად წვა, თვალებში "სილის" შეგრძნება ჩნდება? თქვენ "მშრალი თვალის" სინდრომი გაქვთ. ეს ოფისის თანამშრომლების ტიპური პრობლემაა. დადგენილია, კომპიუტერთან დიდი დროის გატარებისას თვალებს იშვიათად ვახამხამებთ. ეს ნიშნავს, რომ მათ იშვიათად ვასველებთ – აქედანაა უსიამოვნო შეგრძნება. თუმცა კონტაქტურ ლინზებს, უხარისხო კოსმეტიკას, კონდიციონერს და ზოგიერთი წამლის მიღებასაც შეუძლია თვალებში დისკომფორტის შეგრძნების გამოწვევა.
რჩევა: სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ თვალის წვეთები, მაზი, ცრემლის ხელოვნური ანალოგები და ა.შ. მაგრამ სანამ რომელიმეს გამოიყენებთ, ჯერ საკონსულტაციოდ ოფთალმოლოგს მიმართეთ. გარდა ამისა, კომპიუტერთან მუშაობისას ეკრანთან ძალიან ახლოს არ დაჯდეთ. აუცილებელია ყოველ საათში ადგეთ და თვალებისთვის სპეციალური სავარჯიშოები შეასრულოთ. თუ სამუშაო ადგილიდან ადგომას ვერ ახერხებთ, თვალები მაინც მოაცილეთ ეკრანს და შორს გაიხედეთ.
ვარჯიში თვალებისთვის
თვალებს დატვირთვა რომ აარიდოთ, სასურველია, დღის განმავლობაში, ყოველ საათში, შემდეგი მხედველობითი ვარჯიშები შეასრულოთ:
თვალები უცებ დახუჭეთ, შემდეგ სწრაფად გაახილეთ. 5–10–ჯერ გაიმეორეთ.
თავი უმოძრაოდ გქონდეთ. ზევით აიხედეთ, წრიული მოძრაობები ჯერ საათის ისრის, შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით გააკეთეთ. 5–6–ჯერ გაიმეორეთ.
თავის გაუნძრევლად, იცქირეთ ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ. სავარჯიშო 5–6–ჯერ გაიმეორეთ.
ნახევრადმოხრილი მარჯვენა ხელი გვერდზე წაიღეთ. შემდეგ ამ ხელის საჩვენებელი თითი მარჯვნივ და მარცხნივ ნელა ამოძრავეთ თან თვალი გააყოლეთ (თავი არ ამოძრაოთ). სავარჯიშო 10–ჯერ გაიმეორეთ.
მინი ტესტი
კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ 4 საათს ატარებთ?
დღის ბოლოს თვალების დაღლას, სიმძიმეს გრძნობთ?
საგნების ცქერისას თვალებს ჭუტავთ?
ქაღალდებთან ან მონიტორთან მუშაობისას თავის ტკივილს ხშირად გრძნობთ?
თვალებში "სილის" შეგრძნება გაგიჩნდათ?
თუ თუნდაც 2 კითხვას დადებითად უპასუხეთ, ოფთალმოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ. გახსოვდეთ, მხედველობის გაფუჭება ადვილია, აღდგენა – რთული.
მოამზადა აზა გაგოშიძემ

სიახლეები

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს

ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 