asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გობრონ აგარელს სევდა თან სდევდა
დღეს პოეტის დაბადების დღეა
გობრონ აგარელს სევდა თან სდევდა

2011-11-30 10:55:12



სევდა უხდება პოეტს. ალბათ, მის გარეშე ლექსსაც ვერ დაწერდა. არც ის იყო გამონაკლისი. დღეს გობრონ აგარელის (ციცქიშვილის) დაბადების დღეა. 1899 წლის 30 ნოემბერს დაიბადა დაბა სურამში. დედა სანდომიანი ქალი იყო, ანა ჩუბინიძე, ხოლო მამა _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ქრისტეფორე ციცქიშვილი. გობრონ აგარელმა სულ სხვა ელფერი შეჰმატა ქართულ სიმბოლისტურ პოეზიას. მის ლექსში არის სულიერი სიფაქიზე, არისტოკრატული დახვეწილობა, მელანქოლია, ნაღველი, განუმეორებელი რიტმი, მდიდრული რითმა _ ყველაფერი ის, რაც იზიდავს მომზადებულ მკითხველს, რომელიც ბოლომდე შედის პოეტის სამყაროში და იქ დიდხანს სურს დარჩენა. გალაკტიონი, ტერენტი გრანელი და მისნაირნი იყვნენ გობრონის მეგობრები. ისინი უბრალოებით გამოირჩეოდნენ; არც ბოჰემა იყო მათთვის უცხო. სხვა განზომილებაში ცხოვრობდნენ, თითქოს არც იდგნენ მიწაზე მყარად და ალბათ, არც იყო საჭირო, რადგან მათი პოეზია ზეცასთან არის წილნაყარი. გობრონ აგარელმა რვა ენა იცოდა, თარგმნიდა, განუწყვეტლად წერდა, იყო ბრწყინვალე ენათმეცნიერი, ყოველნაირად განსწავლულს ცოცხალ ენციკლოპედიას ეძახდნენ. პოეტები იშვიათად იბადებიან და მერე განაცვიფრებენ ჩვეულებრივებს, თუმცა არც ისინი ყოფილან ჩვეულებრივნი, რადგან ჩასწვდნენ ერთი შეხედვით მიუწვდომელი სულის სიმებს. ნამდვილ პოეტს ხომ ნამდვილი მკითხველი სჭირდება, რომლის გარეშე მარტოსულად დარჩება მარად, ისედაც სევდის მუდმივი მატარებელი... ნაღვლიან შემოდგომაზე მოვიდა და შემოდგომაზევე დატოვა აქაურობა _ 1951 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა, შეუერთდა მანამდე წასულ პოეტებს, რომელთაც დავიწყება არ უწერიათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დაბადების დღე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online