


| ქალი და მამაკაცი |







ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. ცნობილი იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო ლიტერატურული კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს. როგორც მან გამოცემა The Paris Review-თან ინტერვიუში აღნიშნა, ფიქრობს, რომ მისი ახალი რომანი "პრაღის სასაფლაო" ბოლო ნამუშევარი იქნება. "როცა რომანს ვწერ, ვფიქრობ, რომ ის ჩემი ბოლო ნაწარმოებია. რომანი ბავშვივითაა, უნდა იზრუნო მასზე, გაზარდო, ჯერ სიარულს იწყებს, მერე ლაპარაკს. ორ თვეში უკვე 80 წლის ვხვდები და ალბათ ვეღარ შევძლებ კიდევ ერთი რომანის დაწერას", - აცხადებს ეკო. მისი მეექვსე, ჯერჯერობით ბოლო რომანი ოქტომბრის ბოლოს იტალიაში გამოიცა. 500-გვერდიანი ფოლიანტი იტალიისთვის გიგანტური ტირაჟით, 200 000 ეგზემპლარად დაიბეჭდა. მთელს მსოფლიოში კი ის მილიონობით გაიყიდა. რომანის მთავარ გმირს, მიზანთროპსა და ფალსიფიკატორ სიმონ სიმონინის ერთნაირად სძულს ყველე ეროვნების, რასისა და რელიგიის ადამიანი. ის ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ჯაშუშია და პლაგიატის წყალობით უამრავ წიგნს გამოსცემს. ეკომ მისი საქმიანობა სკანდალური საიტის, "ვიკილიქსის" პროექტს შეადარა. პერსონაჟებს შორისაა ზიგმუნდ ფროიდი და ლეო ტაქსილი. პრაღის სასაფლაო კი ის ადგილია, სადაც ებრაელი რაბინი, ბიონ ბეცალელია დაკრძალული. ლეგენდის თანახმად, რაბინმა ებრაელი ხალხის დასაცავად გოლიათი გოლემი შექმნა. წელს უმბერტო ეკო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტთა შორის მოხვდა. უმბერტო ეკოს, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსს, უამრავი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. არის ფილოსოფოსი და ისტორიკოსი. უმბერტო ეკო ( 5 იანვარი, 1932, ალესანდრია, იტალია), იტალიელი კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. გახმაურებული ბესტსელერის "ვარდის სახელის" ავტორია.


|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"










"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი
რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 




































































































































































