asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დათო მაღრაძის "ჯაკომო პონტი" ნეაპოლში
პრეზენტაცია
დათო მაღრაძის "ჯაკომო პონტი" ნეაპოლში

2011-11-13 10:00:00



  დღეს, 13 ნოემბერს, ნეაპოლში დათო მაღრაძის პოეზიის საღამო გაიმართება. პოეტი თავის წიგნს "ჯაკომო პონტი"-ს წარადგენს. რომლის წინასაიტყვაობა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ეკუთვნის.

დათო მაღრაძემ "ჯაკომო პონტი"-ს პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ სამეფო უბნის თეატრში გამართა

როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა წიგნზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომელშიც მითოლოგიური წერილებია გამოყენებული.

„ჯეიმს ჯოისს აქვს ასეთი პოემა „ჯაკომო ჯოისი", რაც არის ჯაკომო კაზანოვასა და ჯეიმს ჯოისის ინტელექტის ერთგვარი დაპირისპირება. დიდი კავშირი არ არის ჩემს ნაწერსა და იმ გენიალურ კაცის ნამუშევარს შორის, მაგრამ უბრალოდ სათაური გაქვს. „ჯაკომო პონტი" გვარ-სახელივით არის და თან პონტია. ბოლო ერთი წლის მანძილზე განცდილი და ნაფიქრი, სადაც ჩადგმულია წერილები ჰერაკლეს, პრომეთეს, აქილევსისა და ოდისევსის წერილები, რომლებიც მითოლოგიური სამყაროდან არის. მთლიანად პოემას კლასიკური ლექსის ქარგა აქვს", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" მაღრაძემ.
პოემა ბევრი თავისგან შედგება, რომლებსაც თავისი სათაური აქვს. წიგნში ერთ-ერთი ყველაზე პატარა თავია „წუთისოფელი", სადაც მხოლოდ ერთი ფრაზაა „მამის სახლიდან მამის სახლისკენ".

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნეაპოლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online