| ქალი და მამაკაცი |

ნოდარ დუმბაძე ჩემი ნათლიაც იყო და მეგობარიც
პაატა ბარათაშვილი: "თეთრ ბაირაღებში" რომ როსტომ ამილახვარია, ის კაცი მამაჩემია"
ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ, როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა ("მზიანი ღამე").
"ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს". დადებითი შეფასებები მისთვის არავის ენანება, მეტიც, ქვეყნად არ მეგულება ადამიანი, "მზიანი გულის მწერალზე" აუგის თქმა რომ შეეძლოს. ჟურნალი "გუმბათი" მის ერთ–ერთ ნათლულს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეტრის მსახიობს, ბატონ პაატა ბარათაშვილს ესტუმრა. მსახიობმა დიდი სიყვარულით გაიხსენა ნათლია და მასზე ბევრი საინტერესო ისტორიაც გვიამბო.
– ბატონო პაატა, როგორ მოხდა თქვენი და ნოდარ დუმბაძის ნათელმირონით დაკავშირება?
– ნოდარი და მამაჩემი, როსტომ ბარათაშვილი, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მეორე სამამულო ომის პერიოდში და მას შემდეგ, დაახლოებით 10 წელი მათ ერთმანეთი არ ენახათ. მერე კი, როცა ორივემ უნივერსიტეტში ჩააბარა, თავიდან შეხვდნენ. მამაჩემი ფიზიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა, ნოდარი, თუ არ ვცდები, ჟურნალისტიკაზე. თავიდან დაძმაკაცდნენ. 1954 წელს, როცა მამაჩემს უკვე ცოლ–შვილი ჰყავდა და მე წლინახევრის ვიყავი, მამაჩემი და ნოდარი შეხვდნენ ერთმანეთს და წავიდნენ რესტორანში. მათთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იყო, მათი მესამე მეგობარი (ალბათ, სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ რასაც წერდა, თავის თავზე, თავის ისტორიებს, რეალურ ამბებს წერდა). იმ რესტორანში ჩხუბი მოხდა. ერთმანეთთან უთანხმოება მოუვიდათ ქურდებსა და ყოფილ ქურდებს. შუაში ამათი მაგიდა იდგა. ნასროლი ბოთლი მოხვდა მათ მესამე ძმაკაცს, რის გამოც მათაც მოუწიათ ჩხუბში ჩართვა, თუმცა, მათ მეგობარს ბოთლით თავი დაუზიანდა და მისი გარეთ გაყვანა მოუხდათ. მანამ, სანამ ნოდარი და მამაჩემი მეგობარს ასულიერებდნენ, რესტორანში მკვლელობა მოხდა.
– "თეთრი ბაირაღების" სიუჟეტს მიჰყვებით?
– კი, ასეა. რესტორანში მყოფთაგან ყველა გაიქცა და საკმაო ფულიც ჩაყარეს, რომ მკვლელის ვინაობა არავის დაესახელებინა. ადგილზე მისულ მილიციას არავინ დახვდა, ამიტომ ახლო მახლო ტერიტორიაზე შეუდგნენ ჩხუბის მონაწილეების ძებნას. ეძებდნენ ყველას, ვისაც კი ოდნავ ნაჩხუბარის იერი ექნებოდა. ამ დროს წააწყდნენ მამაჩემსა და ნოდარს, რომლებიც მესამე კაცს ასულიერებდნენ. "თეთრ ბაირაღებში" არის ასეთი პერსონაჟი როსტომ ამილახვარი, რომელიც თავის თავზე იღებს დანაშაულს. ის კაცი სწორედ მამაჩემია. მამაჩემმა დაიბრალა მკვლელობა იმის გამო, რომ დანარჩენი ორი ადამიანი მაინც ყოფილიყო თავისუფალი. ნოდარი იჯდა 6 თვე, მამაჩემი – 7 წელი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მათი ძალიან ღრმა და სუფთა მეგობრობა კვლავ გაგრძელდა. სწორედ მაშინ მომნათლა მე. მაშინ პირველ კლასში ვიყავი. მამა ჰყვებოდა ხოლმე, როცა თავიდან ორივენი ერთად ისხდნენ საკანში, ნოდარი ჩაცუცქული ყოფილა და მამაჩემი ბოლთას სცემდა, აქეთ–იქეთ დადიოდა, თურმე, მოუსვენრად. ნოდარს უთქვამს: როსტომ, დაჯექი, მაინც ზიხარო. იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა და არც ერთ სიტუაციაში არ კარგავდა. მამაჩემმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება დაენგრა. "თეთრი ბაირაღების" დაწერით კი, ნოდარმა მამაჩემს, ფაქტობრივად, რეაბილიტაცია გაუკეთა. წიგნის არც ერთი პერსონაჟი არაა გამოგონილი. ლიმონაც, გოგოლიც – მართლა არსებობდნენ ყველანი. გოგოლს უთქვამს ნოდარისთვის, ხულიგანი რომ ვიყავი, კი ვიცოდი, მაგრამ ახლა ასე საქვეყნოდ თუ გამომაჭენებდი, არ მეგონაო.
– იმ დროს, როცა თქვენ მოინათლეთ, რეჟიმის გამო, ნათლობა, ალბათ, არ იყო ნებადართული.
– იცით, რა არის? ძალიან შავად ხატავენ იმ პერიოდის სიტუაციას. პარტიის წევრებიც კი აკეთებდნენ ამას, ოღონდ შედარებით ჩუმად და მალულად. არც მთლად ისე წვიმს, როგორც ქუხსო, ამბობენ და სწორიცაა. აბსოლუტურად ყველა ინათლებოდა იმ პერიოდში. მახსოვს, მაშინ მეც უკვე მონათლული მყავდა ბავშვები. მე პარტიის წევრი არ ვიყავი, მქონდა სრულიად თავისუფალი პროფესია – მსახიობობა და, სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებდა, ვინ რას იტყოდა. აღდგომის დღესასწაულზე კომკავშირლები იდგნენ ეკლესიასთან, აკვირდებოდნენ და იწერდნენ, თუ ვინ შედიოდა ტაძარში. აღდგომის ერთ–ერთ დღესასწაულზე მეც, რა თქმა უნდა, არავის მოვრიდებივარ და მივედი (იმ პერიოდში ჩვენ ვითამაშეთ ერთ–ერთი უძლიერესი სპექტაკლი "ახალგაზრდა გვარდიის სახელით", რომლის თამაშის შემდეგაც ყველას რაღაც კომკავშირის სიგელები დაგვირიგეს). ეკლესიიდან გამოსულებს დაგვხვდნენ და გაყოლა გვთხოვეს. მიგვიყვანეს რომელიღაც ოთახში, რომელშიც ჟიული შარტავა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი ისხდნენ. ეკლესიაში მისვლისთვის კომკავშირიდან გაგდებით დამემუქრნენ, მე კი თავგამოდებით ვუმტკიცებდი, ამას ვერ შეძლებთ–მეთქი. ძალიან ბევრი წვალებისა და საუბრის შემდეგ, ბოლოს გამოვუტყდი და ვუთხარი, რომ კომკავშირელი არ ვიყავი და შესაბამისად, ჩემს გაგდებასაც ვერ მოახერხებდნენ. მახსოვს, ნოდართან ერთ–ერთი ფუნქციონერის შვილი მივიდა. ბატონი ნოდარი ძალიან მორწმუნე იყო და კვერცხები წითლად შეეღება. ცრუმორწმუნე ხართ, ბატონო ნოდარო? აღშფოთდა ფუნქციონერის შვილი. ცრუმორწმუნე მამაშენიაო, უპასუხა ნოდარმა, მე მორწმუნე გახლავართო.
– თქვენ როგორ დაახასიათებთ თქვენს ნათლიას, ბატონ ნოდარს?
– მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვთქვა. ეს იყო სიკეთით, სიყვარულით, სათნოებით, იუმორით სავსე კაცი. მახსოვს, ერთხელ რაღაცის საკითხავად მივედი, საუბრისას ვიღაცამ დაურეკა და მოიკითხა, მან კი უპასუხა: როგორ ვიქნები, წნევა ბორია პაიჭაძესავით დამირბის აქეთ–იქეთო. საოცარი ენის პატრონი გახლდათ. იმ პერიოდში, რომელზეც ახლა გიამბობთ, ჯინსები ახალი შემოსული იყო, რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი ჯინსის გამოდიოდა: შარვალი, პერანგი, პიჯაკი, ფეხსაცმელიც კი. კბილის ექიმთან იჯდა ბატონი ნოდარი და სტომატოლოგს უკითხავს, რა გადაგაკრათ კბილზე ზემოდანო, ნოდარმა კი უპასუხა, თურმე, ჯინსებიო. უსაზღვროდ კეთილი და თბილი იყო.
– რას გაიხსენებდით თქვენი ურთიერთობიდან ისეთს, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
– 1978 წელს მე გამიკეთეს ძალიან რთული ოპერაცია მოსკოვში. როცა საქართველოში დავბრუნდი, მისი ყურადღება და მზრუნველობა მახსოვს. რაც მთავარია, ყველას ეგონა, რომ ერთადერთი ვიყავი, ვისთანაც ნოდარს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის მართალი. ყველას უშურველად უნაწილებდა თავის საოცარ ენერგიასა და კეთილგანწობას. ყოველთვის ცდილობდა, ვინმეს დახმარებოდა, როგორღაც ხელი შეეწყო. გარდაცვალების წინაც კი (მაშინ თვითმფრინავის ამბები ახალი მომხდარი იყო), ბატონ ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა ახალგაზრდების შეწყალება – მათ ამბავს საფლავში ნუ ჩამატანო...
– მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეულად რომელიმე გიყვართ?
– "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". ეს ჩემი აზრია მხოლოდ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს უბრალოდ ნაწარმოები კი არა, ფანტასიკა, შედევრია. ყველაფერი ძალიან მიყვარს მისი, მაგრამ ეს განსაკუთრებით. მასში ყველაფერია, უმაღლესი დონის მხატვრული ნაწარმოებია. ადრე გიგა ლორთქიფანიძემ მასზე სპექტაკლიც დადგა. წიგნს რომ ვკითხულობ, როდესაც ბებიის სიტყვებთან მივალ, ყოველთვის სესილიას ხმა ჩამესმის ყურში; როცა ილიკოს ტექსტს ვკითხულობ, მესმის ჟორჟოლიანის ხმა; როდესაც ილარიონის ტექსტს ვკითხულობ, მესმის ტყაბლაძის ხმა (მიუხედავად იმისა, რომ მან კინოში ითამაშა და არა სპექტაკლში). ეს ნაწარმოები გამორჩეულად სხვაა, უზარმაზარი სითბო და სიყვარულია ჩადებული მასში.
– საყვარელი პერსონაჟი გყავთ (არა მხოლოდ ამ ნაწარმოებში)?
– ბებია. ნოდარმა დაწერა ისეთი ნაწარმოები და სესილიამ გააკეთა ისე, რომ ის ყველას ბებიად იქცა. როგორც ზემოთ ვახსენე, გიგა ლორთქიფანიძემ დადგა ეს სპექტაკლი და ერთხელ გვიყვება, რომ ვიღაც ჩეხი დასწრებია სპექტაკლს, მერე კი სესილიაზე უთქვამს, ეს ხომ ჩემი ბებია არისო. დუმბაძის ბებია ჩეხის ბებიაც კი იყო.
– მის ერთ–ერთ მოთხრობაში "თემურ–ლენგი" ასეთი რამ წერია: "რუსი პოეტი ჩამოვიდა პირადი და სახელმწიფო საქმეების ჩემთან მოსაგვარებლადო". რამდენად ერეოდა ბატონი ნოდარი პოლიტიკურ საქმიანობაში?
– საქმე ისაა, რომ ნოდარი იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ნოდარი და მისი მსგავსები ამგვარ თანამდებობს იყენებდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ ქვეყნისთვის რამე სასარგებლო მოეტანათ. მწერალთა კავშირისთვის რამე გაეკეთებინათ, გამოეტყუათ რაღაც რუსეთისთვის და ქართველ ხალახს თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც დახმარებოდნენ. დაფინანსებისა და ბიუჯეტის ამბები ჩვენ არ გვეხებოდა, ყველაფერი ზემოდან წყდებოდა. მას შემდეგ, რაც სერგო ზაქარიაძემ ითამაშა ჯარისკაცის მამა, საქართველოში ჩამოვიდა ბრეჟნევი. სერგო ზაქარიაძემ აიღო და ჩაიცვა ჯარისკაცის მამის ტანსაცმელი, გაიკეთა გრიმი და საღამოზე ბრეჟნევს სწორედ ჯარისკაცის მამის სიტყვებით მიმართა. ვიღაცებმა ის გააკრიტიკეს და ქმედება დაუწუნეს, თუმცა, იცით, რატომ მოიქცა ასე ბატონი სერგო? იმ დროს მსახიობები ძალიან ცუდ დღეში იყვნენ – მინიმალური ანაზღაურება ჰქონდათ. სერგომ ამით მიაღწია იმას, რომ უმაღლესი კატეგორიის ხელფასები დაენიშნა რუსთაველის თეატრის დასს. ოდითგანვე მოგვდგამს ის ტრადიცია, რომ ერთეული ადამიანები თავს წირავდნენ, რომ ხალხისა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გაეკეთებინათ. ასეთი იყო ნოდარიც. როგორ გგონიათ, მზე და მთვარე ამოსდიოდა იმათზე, ვისთანაც მუშაობდა? დუმბაძე და მისი მეგობრები საღად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ, სულ სხვაგვარად უყურებდნენ და აფასებდნენ ვითარებას და იმაზე იყვნენ გაფაციცებულნი, როგორღაც რამე სასიკეთო გამოეტყუათ რუსეთისთვის. მათ ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. მათ ერთგვარად გასწირეს თავიანთი პიროვნული მე და თავიანთი სახელი ამგვარი საქმეებისთვის. ნოდარი შეერთებული შტატებიდან რომ ჩამოვიდა, შთაბეჭდილებები აღწერა "ოდისევსის დაბრუნებაში". იმ პერიოდში ამის დაწერა და გამოშვება არც კი იცით რამხელა რისკი იყო. ერთ ადგილას წერს, რომ ამერიკაში, ავტობუსიდან თუ საიდანღაც პატარა ბავშვები გამოლაგდნენ, დაეწყვნენ და ჰიმნის სიმღერა დაიწყესო. სიცილი ამივარდა და თუ მიხვდებით, რატომო, კითხულობს. უცებ წარმოვიდგინე ჩემი ქვეყანა, რომელშიც ამავე ასაკის ბავშვები შეიკრიბებოდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნს შეასრულებდნენო. ეს მისთვის ძალიან წარმოუდგენელი იყო და წერდა კიდეც, ხმამაღლა ამბობდა.
– გრძნობდით რამე პრივილეგიას ან შედარებით უპირატესობას მასთან პირადი ნაცნობობით, ან ნათელმირონობით?
– ჩემთვის ის ნათლიაც იყო და მეგობარიც. ამ ურთიერთობაში ყველაფერს დაინახავდით. ერთი კი იყო, რომ ძალიან ხშირად მიტრაბახია ამით. ამას წინათაც რაღაც სუფრაზე მოვხვდი, ვიღაცამ ეს თქვა, ვიღაცამ ის თქვა და კარგით, რა გააწყალეთ გული, ნათლია მყავდა იმისთანა, უკეთესი რომ არ შეიძლება–მეთქი. ვინო და დუმბაძე–მეთქი. ყველა დამეთანხმა. გურიაში თუ მოვხვდები, იქ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პატივიცემასა და სიყვარულს იჩენენ ჩემ მიმართ.
– მინდა შევეხო თქვენს პროფესიასაც, მსახიობი ხართ...
– კი, თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. ჩემ დროს იქ სულ 150 კაცი სწავლობდა. მეტი არცაა საჭირო, მე თუ მკითხავთ, ისიც ბევრი იყო. დღევანდელ წარმოდგენებს რომ ვუყურებ, ცუდად ვხდები, ბავშვებს ნორმალური პედაგოგი აღარ ჰყავთ. მე რომ ჩავაბარე, მახსოვს, თემურ ჩხეიძემ მითხრა, რა ბედნიერი ხარ, არც კი იცი, ვისთან მოხვდი ჯგუფში, თუმანიშვილის მოწაფე ხარო. მაშინ, სიმართლე გითხრათ, ვერც ვაფასებდი ამას. მერე ვფიქრობდით, რომ მთელი ცხოვრება ბატონ მიშასთან ერთად ვიქნებოდით, ეს ჩვეულებრივი ამბავი გვეგონა. ცოტა გვიან მივხვდით, რა დაიკარგა. ჩემ დროს პედაგოგები იყვნენ: მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, დოდო ალექსიძე, შალვა გაწერელია, თემურ ჩხეიძე. დღეს რომ ვეკითხები, ვისი მოწაფე ხარ–მეთქი, ისეთ სახელსა და გვარს მეუბნებიან, არც კი ვიცი, ვინ არის. მეცოდებიან ეს ბავშვები, რომლებიც ამთავრებენ ამ უნივერსიტეტს. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არ არის ხელოვნება. ხელოვნება უფრო სხვა რამეა.
– ინსტიტუტის შემდეგ რამდენად აქტიურად დაიწყეთ თქვენი პროფესიული საქმიანობა? მაშინ რა შესაძლებლობები იყო?
– ძალიან აქტიურად, იმიტომ, რომ ჩვენ, ამ მხრივ, ბედმა გაგვიღიმა. ბატონმა მიშამ ჩვენთან ერთად გახსნა თუმანიშვილის თეატრი. მაშინ კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" არსებობდა კინომსახიობთა სახელოსნო (მიშას არ უნდოდა თეატრის დარქმევა). ეროსი მანჯგალაძეს სთხოვა დირექტორობა და ეროსიმ უპასუხა: მოვალ, მხოლოდ ერთი პირობით, მე "საპოჟნიკი" კი არ ვარ, სახელოსნოში რომ ვიმუშაო, თეატრს თეატრი დაარქვიო და ბატონი მიშა ასეც მოიქცა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ეროსის დამსახურებით მოხდა. მერე, ბატონი მიშა გარდაიცვალა, თუმცა, მოახერხა ის, რომ, მათ, ვინც მასთან ერთად მუშაობდა, საქმე ასწავლა. შეიძლება ხეზე ასვლა ყველამ არ იცის, მაგრამ საქმე ყველამ იცის. ნამდვილი ოსტატები არიან.
– ბატონო პაატა, მსახიობთა და მასწავლებელთა ერთგვარი შედარება უკვე გააკეთეთ, თვითონ მაყურებელზე, თეატრალური ცხოვრების მონაწილე საზოდაგოებაზე რას იტყვით?
– დღეს ვდგამთ სპექტაკლებს, რომლებიც ადრეც იდგმებოდა ჩვენს თეატრში. ელემენტარულ განსხვავებას გეტყვით: აი, იმ რეპლიკებზე, რომლებზეც ადრე დარბაზი სიცილით იხოცებოდა, დღეს არავინ იცინის, მარტივი მიზეზის გამო – არ იციან რაზეა საუბარი. დღეს, სამწუხაროდ, წიგნი ბევრად ნაკლებად უყვართ. მთავარი განსხვავება ესაა.
"ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე ("მარადისობის კანონი").
"უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს ("თეთრი ბაირაღები").
თეონა სირბილაძე ჟურნალი გუმბათი N 25

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 