| ქალი და მამაკაცი |

აკა მორჩილაძის შემოქმედება ძალიან დიდია ქართულ მწერლობაში

ჟურნალი "გუმბათი" კიდევ ერთ ახალ პროექტს სთავაზობს საზოგადოებას. ამჯერად მკითხველს, ჟურნალთან ერთად, თანამედროვე ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის ნაწარმოების წაკითხვა შეეძლება. იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ჩვენი საზოგადოება პროექტის შესახებ, ჩვენი გამოკითხვიდან შეიტყობთ.
რეზო ესაძე:
– ბატონო რეზო, რას ფიქრობთ "გუმბათის" ახალ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ჟურნალთან ერთად ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის ნაწარმოები გაიყიდება?
– ვფიქრობ, კარგი პროექტი იქნება.
– რამდენად მოგწონთ მისი შემოქმედება?
– აკა მორჩილაძის შემოქმედება ძალიან დიდია ქართულ მწერლობაში.
– რამდენად მისაღებია თქვენთვის წიგნის ფასი, 3 ლარი?
– პირადად ჩემთვის ძვირი არაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ბევრი წარმომადგენლისთვის ეს შეიძლება ერთი კვირის სამყოფი თანხა იყოს.
სოსო ლაღიძე:
– ბატონო სოსო, რამდენად მისაღებია თქვენთვის "გუმბათის" ახალი პროექტი?
– პროექტი ძალიან მომწონს. აკა ძალიან საინტერესო პიროვნება და მწერალია. მე მახსოვს მისი გადაცემაც, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. გადაცემიდან გამომდინარე, ძალიან მომწონს მისი საუბარი. ვფიქრობ, პროექტი დღევანდელი საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო შეთავაზებაა.
ლაშა ბუღაძე:
– რას ფიქრობთ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც აკა მორჩილაძის წიგნი ჟურნალ "გუმბათთან" ერთად გამოვა?
– პროექტი, თავისთავად, ძალიან კარგია. უცხოეთში აპრობირებული ფორმაა და კარგია, ქართულმა ჟურნალ–გაზეთებმაც რომ აიტაცეს იგი. ამ ფორმით ორმაგი კავშირი მყარდება. ლიტერატურა ეხმარება მედიას და, პირიქით, მედია – ლიტერატურას. საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა ხშირად ისიც არ იცის, თუ რა წიგნი გამოდის, არამც თუ წაიკითხოს ის. მედიის საშუალებით კი, წიგნი მივა საზოგადოებამდე. აკა ლიტერატურის მოვლენაა, ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე ვამბობ ამას. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართულ მწერლობაში. ის იყო პირველი, რომელმაც ქართულ საზოგადოებას წიგნის კითხვა და ყიდვა გაახსენა. ბევრის მომცველია მისი შემოქმედება, დაწყებული "გასეირნება ყარაბაღში", მისი ნებისმიერი ნაწარმოების წაკითხვისას, საქართველოს ისტორიის დეტალებს ეცნობი. ეცნობი იმ ადამიანების ისტორიას, რომლებმაც წიგნის დაწერის პერიოდის საქართველოში იცხოვრეს.
თემო კილაძე:
– ბატონო თემო, მოგწონთ "გუმბათის" ახალი პროექტი?
– ძალიან კარგი პროექტია, მომწონს.
– რამდენად ეცნობით თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებას?
– სამწუხაროდ, ნაკლებად ვახერხებ.
დათო ანდღულაძე:
– ბატონო დავით, ჟურნალ "გუმბათის" პროექტის მიხედვით, მკითხველს შეუძლია აკა მორჩილაძის შემოქმედებას გაეცნოს. რას გვეტყვით ბატონი აკას შემოქმედებაზე?
– აკა, ერთ–ერთი საუკეთესოა თანამედროვე მწერლების ტალღაში. ძალიან კარგი პროექტია.
– მწერლის რომელი ნაწარმოები მოგწონთ ყველაზე მეტად?
– რომელიც მე დავდგი.
– "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები", რატომ?
– იმიტომ, რომ მე დავდგი. ბევრი რამე მაქვს მასთან საერთო – ის დრო, ის პერიოდი, როცა ახმეტელის თეატრს ვაშენებდით. რა ვიცი, ეს პირადულია... და მინდა ისიც გაგიმხილოთ, რომ კიდევ ვაპირებ აკას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლების დადგმას.
თეონა მჭედლიძე ჟურნალი გუმბათი N 25

კავშირი ტეგთან: აკა მორჩილაძე
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 