asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

აკა მორჩილაძის 10 ტომეულის პირველი ტომი გამოვიდა
ძველი გულებისა და ხმლისა
აკა მორჩილაძის 10 ტომეულის პირველი ტომი გამოვიდა

2011-06-14 11:35:27



გამოვიდა აკა მორჩილაძის 10 ტომეულის პირველი ტომი _ "ძველი გულებისა და ხმლისა”.

წიგნი იყიდება ჟურნალ ”გუმბათთან” ერთად. მისი ფასი ჟურნალთან ერთად 3 ლარია, ჟურნალის გარეშე _ 6 ლარი.

აკა მორჩილაძის 10 ტომეულს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს. ათივე ტომი ჟურნალ ”გუმბათთან” ერთად გაიყიდება. ყოველი ტომი 2 კვირაში ერთხელ გამოვა.

რომანი ”ძველი გულებისა და ხმლისა” მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ცხოვრებას აღწერა. რომანში მოქმედება ძალიან დინამიურად ვითარდება. მძაფრ და საინტერესო სიუჟეტთან ერთად აკა მორჩილაძე მკითხველს იმდროინდელი საქართველოს ყოფის უამრავ დეტალს აცნობს.

ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი _ ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: აკა მორჩილაძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online