| ქალი და მამაკაცი |

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
როცა ამსტერდამის აეროპორტში დავდგი ფეხი, მაშინ მივხვდი, ლევანი მიყვარდა და გამახსენდა, დღეს ვერის ბაღში ხუთ საათზე უნდა შევხვედროდი, წარმოვიდგინე, როგორ ინერვიულებდა, დიდხანს დამიცდიდა, მთელ კოლოფ სიგარეტს მოწევდა და წარამარა დამირეკავდა. ამაღამ თვალს არ მოხუჭავს, დილიდან იმის შეტყობინებას შეეცდება, ლელა მოულოდნელად სად გაუჩინარდაო.
ამსტერდამის გაღაჟღაჟებულ და ფერადი რეკლამებით აჭრელებულ ქუჩებს თავს და ბოლოს ვერ გაუგებდი, ირგვლივ უჩვეულო სიცოცხლე ჩქეფდა, მე კი ფიქრებით თბილისში ვიყავი და, როცა ტაქსი სასტუმროს წინ გაჩერდა, ხათუნამ მაშინ გამომაფხიზლა, მოვედითო.
დავბინავდით, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, ვიდრე ჰოლანდიაში დავყოფდი, ლევანს არ დავურეკავდი, თავის მართლებას ვერ დავიწყებდი. თითქოს ტაიმაუტი ავიღე, საკუთარ თავს განმუხტვისა და დაფიქრების საშუალება მივეცი – ქვეცნობიერად ვგრძნობდი, ყველაფერი მშვიდად, აუღელვებლად უნდა შემეფასებინა, ამეწონ–დამეწონა და ისეთი გადაწყვეტილება მიმეღო, რაც სანანებლად არ გამიხდებოდა.
დედაჩემის გახსენებამ უჩვეულო სინანული მომგვარა, მისი თბილი, ალერსიანი თვალები წარმოვიდგინე და უსაზღვრო მადლიერებით ავივსე.
იმ საღამოს კაფეში ვივახშმეთ, ნამდვილ ჰოლანდიურ ყველს გემო გავუსინჯეთ, იქაურ ჰიტებს მოვუსმინეთ, უცხო ატმოსფეროთი გავლაღდით და სასტუმროს ნომერში მშვიდად მოვისვენეთ.
მეორე დღეს ამსტერდამის ღირსშესანიშნავი ადგილები დავათვალიერეთ, სისადავითა და დახვეწილი გემოვნებით ნაგებ შენობებში ჰოლანდიელი ხალხის კულტურასა და ტრადიციას ამოიკითხავდი. ადამიანებს მშვიდი, უზრუნველი გამომეტყველება ჰქონდათ, მათი ბუნებისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისება მათ ჩაცმულობაში შეიმჩნეოდა. ქუჩაში თითქმის არავინ ლაპარაკობდა, იფიქრებდით, განგებას ამ ხალხისთვის ხმის ამოღების უფლება წაურთმევიაო.
ყოველ ნაბიჯზე თავისუფლება ბატონობდა, ადამიანებს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ბოროტებასა და სიკეთეზე წარმოდგენა არ ჰქონდათ, ზნეობასა და უზნეობას ერთმანეთისგან არავინ ასხვავებდა, დღევანდელობით არსებობდნენ და მომავალს აუღელვებლად უყურებდნენ. ღამით, როცა ქალაქის ქუჩები რეკლამებით აჭრელდებოდა და განათებული შადრევნებით აშხუილდებოდა, ეს აუღელვებლობა ყველაზე მეტად იგრძნობოდა: კაფეებსა თუ გასართობ კლუბებში თავისუფლად ეწეოდნენ ჰაშიშს, სკვერებსა და ბაღებში შეყუჟული წყვილები ურცხვად მრუშობდნენ, აქა–იქ დაწყვილებულ გოგონებსაც ნახავდით, ერთმანეთს მონატრებულებივით რომ ეხვეოდნენ – თითქოს ვერავის ამჩნევდნენ, რასაც მოისურვებდნენ, იმას აკეთებდნენ, ვიდრე ცოცხალები ვართ, ცხოვრებით დავტკბეთო.
სასტუმროს ნომერში გვიან დავბრუნდით, უჩვეულო შთაბეჭდილებებით გაბრუებულებს დიდხანს არ დაგვეძინა. "აქაურები თითქოს ჩვეულებრივები არიან და თავისუფლებას ასახიერებენ, ადამიანური ურთიერთობები, განურჩევლად სქესისა, სექსუალურობამდე დაუყვანიათ და სინამდვილეში ჭეშმარიტი სიყვარულის ფასი არ იციან... თავაშვებულობა და მორალი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ!.." – სინანულით ჩავილაპარაკე, მომეჩვენა, თითქოს მოვხუცდი და შიშმა ამიტანა, ვიგრძენი, ჩემი მოძველებული აზროვნებით ამ ქვეყნისთვის უცხო ვიყავი – წუხილით ამოვიოხრე და კედლისკენ გადავბრუნდი.
ხათუნას ხმა არ გაუღია. მისი მშვიდი და უშფოთველი ფშვინვა დიდხანს მესმოდა.
დღე და ღამე ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგავდა, რომ არ მოგეწყინა, ამსტერდამული ცხოვრების ფერხულში უნდა ჩაბმულიყავი.
მალე ყველაფერი მომბეზრდა და სამშობლოში დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი. თბილისში დავრეკე და დედაჩემს ველაპარაკე, შესანიშნავად ვგრძნობ თავს–მეთქი, მოჩვენებითი კმაყოფილებით დავამშვიდე.
– ევროპაში ხომ არ გააგრძელებდი სწავლას?! – მკითხა ნასიამოვნებმა.
– არ ვიცი, ჩამოვალ და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ! – იმედი აღარ გავუცრუე.
– ჩამოსვლაც არ დაგჭირდება, ყველაფერს აქედან მოგიგვარებ, ბერლინში გაემგზავრები და...
– კარგი, რა, დედა... – მობეზრებით შევაწყვეტინე და ბიძაჩემის ამბავი ვკითხე.
– ყველანი კარგად ვართ, შვილო!.. – მიხვდა, სხვა რამეზე უნდა ელაპარაკა, – ბათუმელმა კალემ დაგირეკა, ევროპაში მივემგზავრები და ლელას დავუკავშირდებიო, შენი კოორდინატები მთხოვა... – დამნაშავესავით დასძინა და ჩემს პასუხს დაელოდა.
ნერვები მომეშალა, მაგრამ თავი შევიკავე, არაფერი ვუთხარი, ოჯახის მეგობრები მოვიკითხე და ინეზასთან ხუმრობით დავაბარე, აფსუს, ჩემ გვერდით რომ არ არის, თორემ ჰოლანდიელ კაცს დავაჯახებდი–მეთქი, ბოლოს ამსტერდამული, საკუთარი თვალით დანახული ფაქტებიც მივაყოლე და ცოტათი გავამხიარულე.
ჩვენს სასტუმროში ერთი თბილისელი გოგონა ცხოვრობდა, თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობო, ამაყად გვითხრა, მეგობრული და კეთილი ჩანდა, ასმათი ერქვა, ცნობილი რეჟისორის ფილმში შეყვარებულის როლის თამაშზე ოცნებობდა. იმ დილით კარზე მოგვიკაკუნა, ნომერში შემოცქრიალდა, აღტაცებას ვერ ფარავდა, სულმოუთქმელად გვახარა: "ამსტერდამში ერთი თბილისელი ახალგაზრდა მოღვაწეობს, გადასარევი ბიჭია, უკვე რამდენიმე ფილმში გადაიღეს და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ", ბოლოს დასძინა: "ძლივს დავუკავშირდი, გაუხარდა, ჩემთვის დრო გამონახა, საღამოსთვის შეხვედრა დამითქვა და გადავწყვიტე, თქვენც წაგიყვანოთ". მხრები ავიჩეჩეთ, ერთმანეთს გადავხედეთ, ისე დავიფასეთ თავი, თითქოს ძუძუმწოვარა ბავშვები გვყავდა მოსავლელი. ასმათმა თავისი მაინც გაიტანა და შეხვედრაზე წასასვლელად შეგვაფუცხუნა.
ჩვეულებრივ კაფეში ვისხედით. თბილისელ მსახიობს მერაბი ერქვა, ხოლო მის ჰოლანდიელ მეგობარს – ფრედი. ქართველი ვაჟი თვალშისაცემ გარეგნობასთან ერთად დახვეწილი მანერებითა და ძალდაუტანებელი მეტყველებით გამოირჩეოდა – ერთი შეხედვითაც შეატყობდით, არსად დაიკარგებოდა. ფრედს ყმაწვილბიჭურად ეჭირა თავი – ცისფერ თვალებს ისე ნაბავდა, ნარკოტიკით გაბრუებული გეგონებოდა. გრძელი, ქერა თმა შუაზე გაეყო და ერთმანეთში გადაწნული ბოლოები ფერადი ბაფთით შეეკრა. უინტერესოდ გვიყურებდა, თითქოს ვერც გვამჩნევდა და არც ჩვენ არ ვგრძნობდით იმ ქალურ უხერხულობას, მამაკაცის წინაშე რომ დაგეუფლება. კარგად დავაკვირდი და ჰოლანდიელის გარეგნობაში მდედრისთვის დამახასიათებელი თვისებები აღმოვაჩინე, დედაკაცივით ლმობიერი და დამყოლი ჩანდა. ამ დროს ასმათი გადმოიხარა და ჩემს ორჭოფობას ბოლო მოუღო: "მერაბის ბოიფრენდია, ეს ამბავი თბილისშიც იციან!" – მიჩურჩულა და ფრედს თანაგრძნობით გაუღიმა. არაფერი შევიმჩნიე, ბარმენთან მისულ მერაბს უკმაყოფილოდ გავხედე. მობრუნებულმა თვალი შემასწრო, თითქოს რაღაც იგუმანა, შემწყნარებლურად გამიღიმა და მაგიდას მოუახლოვდა. ფრედი თვალს არ აშორებდა, უჩვეულო მზრუნველობით უცქერდა. როცა მერაბი გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი მოხვია, თვალებში საოცარი სითბო ჩაუდგა და ტუჩებზე ნეტარი ღიმილი გაუკრთა. "ფრედი ჩემი მეგობარია, ძალიან მდიდარია და სამსახიობო სამყაროშიც დიდი გავლენა აქვს!" – თითქოს თავი იმართლა მერაბმა და ჰოლანდიელის ხელს თბილად დასწვდა. ფრედს თვალები აემღვრა, დაბნეულად გაგვიღიმა, "მეგობარს" ვნებიანად მიაჩერდა და ჰოლანდიურ ენაზე რაღაც უთხრა.
გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, ყველაფერი შემზიზღდა, შერისხულივით ავდექი, "უნდა დამირეკონ" – ზერელედ მოვიბოდიშე და იქაურობას გავეცალე. სასტუმროს ჰოლი სწრაფად გავიარე და ვიდრე ლიფტის ღილაკს თითს დავაჭერდი, უკნიდან შვეიცარის ხმამ შემაყოვნა, "მადამ!" და ტელეფონისკენ მიმითითა.
– კალე ვარ, მადრიდიდან გირეკავ, ხვალ ამსტერდამში ვიქნები!.. – ისე მომესმა, თითქოს თბილისში ვიყავი და ვიღაც გვერდითა კორპუსიდან მირეკავდა.
– სადაც გენებოს, იქ იყავი, მე თავი დამანებე! – მობეზრებით მივუგე, ყურმილი დავკიდე და ისე გამოვბრუნდი, გაოცებული შვეიცარისთვის მადლობაც არ მითქვამს.
თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, დაუყოვნებლივ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი: თითქოს საშიშროება მემუქრებოდა, ბოროტება სიყვარულში მეცილებოდა, ლევანი უნდა გადამერჩინა, დედამიწაზე გაბატონებული უზნეობისგან მეხსნა, როგორმე უნდა მიმესწრო – მეჩვენებოდა, თითქოს ბიბლიური ევა ვიყავი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვას თავგამოდებით ვესწრაფოდი.
ბარგი რამდენიმე წუთში ჩავალაგე, ტაქსი გამოვიძახე, ხათუნას ბარათი დავუტოვე, მოვუბოდიშე, დანარჩენს მერე აგიხსნი–მეთქი, დავუბარე და აეროპორტში გავქანდი. ვიდრე ხათუნა მაგიდიდან წერილს აიღებდა, წაიკითხავდა და გაოცებისგან პირს დააღებდა, მე უკვე ჰაერში ვიქნებოდი და მალე ქართულ მიწაზე ფეხს დავადგამდი. თვითმფრინავის სალონი მგზავრებით გავსებულიყო, მათ სახეებს გადავხედე და იგივე გრძნობა დამეუფლა, რისთვისაც ამსტერდამიდან გამოვიქეცი, თითქოს არაფერი შეცვლილიყო – უხამსობა და გარყვნილება თვითმფრინავის საშუალებით ერთი ქვეყნიდან მეორეში შეუფერხებლად გადადიოდა და ბოიფრენდები და კიკინებიანი ალფონსები მალე ჩემს ქალაქშიც მომრავლდებოდნენ... "სიყვარული გადაარჩინე!" – იდუმალი ხმა ჩამძახოდა და ისევ ღმერთთან სიახლოვეს ვგრძნობდი, ყველაფრისთვის პატიებას ვთხოვდი, მარცვლისოდენა დედამიწას გონების თვალით დავცქეროდი და მხოლოდ ლევანს ვხედავდი: მოუთმენლად მელოდებოდა და მთელი არსებით ვუყვარდი!..
18
ვერის ბაღში ორ საათზე მეტხანს დავყავი. მოუსვენრად ვწრიალებდი, ლელა არ ჩანდა და არც მპასუხობდა, მოგვიანებით, დედამისმა აიღო ყურმილი და ისეთი ნიშნის მოგებით შემეხმიანა, ტელეფონი ცივად გავთიშე. ის ღამე თეთრად გავათენე, ასე გულგრილად რატომ მომექცა–მეთქი, ვნერვიულობდი. მეორე დღეს, როგორც იქნა, მისი ჰოლანდიაში გამგზავრების შესახებ შევიტყვე და ამან სულ გადამრია, ვიღაც ბათუმელი კალეს შესახებ ადრეც ვიცოდი, ეჭვმა დამრია, ერთად გაემგზავრნენ–მეთქი. ჰოლანდიაში წასვლაც გადავწყვიტე, მერე გადავიფიქრე, უსახსრობას ვინ ჩიოდა, უცხო მხარეში როგორ მეძებნა!..
დარდმა და ბოღმამ შემიპყრო.
გვანცა მოსვენებას არ მაძლევდა, დამინახავდა თუ არა, "შეყვარებულმა მიგატოვა?!" – გამომწვევი ღიმილით მეკითხებოდა და თვალებში მაკვირდებოდა, მართლა თუ მიატოვაო; "ჩემს მიტოვებას ვერ გაბედავს!" – ხუმრობით ვეტყოდი და ლაპარაკს გავურბოდი, თითქოს ვიღაც მომდევდა. "არა, არა, ნამდვილად მიგატოვა!" – კისკისით დამადევნებდა. ეტყობოდა, წინათგრძნობა არ ღალატობდა, თორემ ლელას საქციელს სხვაგვარად ვერც შეაფასებდი, "ალბათ, მდიდარმა საქმრომ გადაიბირა!" – მწარედ ვფიქრობდი და შეურაცხყოფისგან მოთმინებას ვკარგავდი – სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდაც მისი ხმა მომესმინა... ზოგჯერ კარადას გამოვაღებდი, ამიკოს ნაჩუქარ "ბერეტას" ხელში ვათამაშებდი, გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, თავი რომ მოვიკლა, ნეტავ თუ ინაღვლებს–მეთქი. მერე ჯიუტად ვასკვნიდი, ვიდრე ცოცხლობდა, მეც უნდა მეცოცხლა, თუნდაც ხელი ეკრა და დასაღუპავად გავეწირე – ეგოისტური წარმოსახვით ვერთობოდი: თითქოს ცხოვრებაზე ხელს ჩავიქნევდი, გავლოთდებოდი, ლელა ამ მდგომარეობაში მნახავდა და გული მოუკვდებოდა, ან მევლუდივით დავხეიბრდებოდი, ეტლით გამსეირნებელი არავინ მეყოლებოდა და ზოგჯერ მასთან ერთად სიკვდილს ვნატრობდი, ისეთ რამეს ჩავიდენდი, ქვეყანას გავაკვირვებდი, ნახე, როგორ ჰყვარებიაო!..
არსებობა ჯოჯოხეთად მექცა, დრო მომბეზრდა და ქვეყანა, რომელიც ლელას მაშორებდა, სასტიკად მეზიზღებოდა.
ქალაქში უაზროდ დავეხეტებოდი.
ერთხელ ამიკოს მივაკითხე, ვაჟიშვილს იქცევდა, ქეთი მაღაზიაში წავიდა, მალე მობრუნდებაო. "რაღაც ვერ ვარ გუნებაზე, თავს ცუდად ვგრძნობ, ბოლო დროს გეროინზე დავჯექი და ლომკა მკლავს!" – გაწამებული გამომეტყველებით გამენდო და სინანულით დასძინა: "ამის პატრონი ასეთ დღეში უნდა ვიყო?..". ბავშვს ლოყაზე აკოცა, თითქოს სინანულით მოუბოდიშა. ამ დროს ქუჩიდან ვიღაცამ შემოსძახა: "რას შვები, არ მოდიხარ!". ბავშვს ისევ მოეფერა, "ნახევარ საათში ფილარმონიასთან დამხვდი!" – იმ ვიღაცას გაეპასუხა და დამნაშავესავით მომაჩერდა, მრავლისმეტყველი ღიმილი გაუკრთა – "ასეთების ხელში რას გადააგდებ... ზოგჯერ სახლიდან გარეთ არ გავდივარ, ყველას თავს ვარიდებ, ეშმაკებივით შემომიჩნდებიან და საღერღელს ამიშლიან!..". ბიჭუნა მუხლზე დაისვა და ყასიდად შემომხედა. "ისე, წამალი ყველა პრობლემას ხსნის, ხელახლა დავიბადეო, გაფიქრებინებს... არ გირჩევ, მაგრამ თუ გაკეთება გინდა, წამოდი!.." – ხმაში უჩვეულო თანაგრძნობა გაერია. საკუთარ თავს ყოყმანი შევატყვე, არც თანხმობა მითქვამს და არც უარი, ერთი გაფიქრება, რატომაც არ უნდა გავიკეთო, გულს გადავაყოლებ–მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ლელას უკმაყოფილო თვალები წარმოვიდგინე და ცდუნებას ვძლიე: "არ მინდა, ამიკო..." – გადაჭრით ვთქვი და პატარას ლოყაზე ვუჩქმიტე. "ბედნიერი კაცი ხარ, ლევან!" – კმაყოფილებით მომიგო. ამასობაში ქეთიც მოვიდა, თბილად მომესალმა, სანოვაგით სავსე პარკი სამზარეულოში გაიტანა და ბავშვთან დაბრუნდა, "უნდა წახვიდე?" – რაღაცნაირი სინანულით იკითხა და თვალებში შიში ჩაუდგა; "მალე დავბრუნდები!" – მშვიდად მიუგო ამიკომ და მაისური გადაიცვა.
ქუჩაში ერთად გამოვედით, ამიკო ფილარმონიისკენ გაუყვა, მე – ჩემი ძველი უბნისკენ.
მას შემდეგ, რაც ვერაზე საცხოვრებლად გადავედი, ბევრი ნაცნობი შევიძინე და დავუმეგობრდი. კიაზო ბიაძემ მოტოციკლის ტარებაში დამაოსტატა და ყველა მის ძმაკაცთანაც დამაახლოვა. გავლენიან ოჯახიშვილებთან მეგობრობდა და კარგ წრეში ტრიალებდა. ქალაქის მერის ვაჟი, ტატოც გამაცნო. მოწყენილს რომ მხედავდნენ, ცხვირი ნუ ჩამოგიშვიაო, მსაყვედურობდნენ და გასართობად მპატიჟებდნენ. დიდხანს ვერც კაფე–ბარში ვძლებდი და ვერც კაზინოში, ცალკე მათიც მეუხერხულებოდა და რაღაცას ვიმიზეზებდი, წასასვლელი ვარ, გადაუდებელი საქმე მაქვს–მეთქი.
ორბელიანის ბაღთან ბაჩოს გადავეყარე, მოწყენილი მეჩვენა, "ალბათ შეყვარებულთან უსიამოვნება აქვს!" – გავიფიქრე და მისგან გაქცევა მომინდა, ამას თავისი სადარდებელიც ეყოფა–მეთქი. სამების წინ დათოს მოვკარი თვალი, პირჯვარს იწერდა, თითქოს ღმერთს შველას ევედრებოდა. ჩემი დანახვა გაუხარდა, სად დაიკარგეო, ღიმილით მისაყვედურა. "შენი ამბავი როგორ მიდის?" – მიხვდა, სტუდენტ გოგონასთან შეხვედრებს ვგულისხმობდი. სინანულით ჩაეღიმა, ფიქრიანად შემომხედა, ცოტა იყოყმანა და დამნაშავესავით გამენდო: "აბორტი გავაკეთებინე... აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, თავის გზაზე გავუშვა თუ შევინარჩუნო, ვგრძნობ, უმისობა გამიჭირდება, შეჩვეული ვარ!..". სახეზე სინანულთან ერთად წუხილი გამოეხატა. "რომ შეირთო?" – მოულოდნელად ვკითხე და თვალებში მივაჩერდი. ერთხანს ხმა არ გაიღო, თითქოს ჩემს წინადადებას წონიდა. "არა, ჩემამდე სხვას ეკუთვნოდა და ამას ვერასოდეს მოვინელებ, ვერ ვაპატიებ და ყოველთვის გავაწამებ!.." – ისე მომიგო, მივხვდი, ამ საკითხზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი.
ნარიმანთან გახურებული ქეიფი მიდიოდა. ორი ძმაკაცი აქეთ–იქიდან მოესვა და ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებდა. ტომა სმენაზე იდგა, ქმარს თვალებში შესციცინებდა. მასპინძელი ხმაურით შემეგება, სადღეგრძელო შეწყვიტა, სასმისი ჩემკენ გამოიშვირა და საზეიმო ხმით გამოაცხადა: "ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!". მაგიდის წევრებმა მხარი აუბეს, მიიჩოჩ–მოიჩოჩეს და მაგიდასთან დამსვეს. მხიარული განწყობა მსწრაფლ გადმომედო, ღვინის დალევაც მომინდა და მჭევრმეტყველების ხასიათზეც დავდექი – რამდენიმე ჭიქა ზედიზედ გამოვცალე. მერე ნარიმანმა წმინდა გრძნობის სადღეგრძელო წარმოთქვა – ამქვეყნად მასავით სიყვარულს ვერავინ შეამკობდა, გულის დარდი ჩააქსოვა და თვალზე ცრემლი მოადგა. დავდუმდით. ტომამ ამოიხვნეშა, მივიწყებული კაეშანი კვლავ დამეუფლა და ლელა გამახსენდა, "არა, არ გავლოთდები!" – უკმაყოფილოდ გავიფიქრე, ჭიქა უხმოდ დავცალე და გვერდზე მივდგი.
ქეიფი ისევ განახლდა, ბევრი მიჩიჩინეს, მაგრამ დალევაზე ვერ დამითანხმეს, თავი დამანებეს, სუფრის დატოვებას ხომ არ ვაიძულებთო. მე თითქოს წასასვლელი არ მქონდა, ნარიმანის გარემოცვაში ყოფნა ყველაფერს მერჩია, მას და მის ძმაკაცებს სიამოვნებით ვუსმენდი, იმათი ასაკიც შემშურდა და გამოცდილებაც, მინდოდა, მათი ხნის ვყოფილიყავი, მარცხისა და გამარჯვების ფასი მცოდნოდა.
გვიან დავიშალეთ.
ნარიმანს ვერ მივატოვებდი, მისი ხასიათი კარგად ვიცოდი, საწყალ ტომას არ მოასვენებდა, გარეთ გამოვიდოდა და სუფრას გაშლიდა, მეზობლებს მოუხმობდა, უნდა მოგესიყვარულოთო. მე ხათრს ვერ მიტეხდა და მეპუებოდა. შენ თუ მეტყვი, დავიძინებ კი არა – მოვკვდებიო, ჩაილუღლუღებდა.
მე და ტომა ჩუმად ვისხედით, ნარიმანის მონოტონური ფშვინვა გარკვევით გვესმოდა. ბოლოს დაღლილ ქალს ღამე მშვიდობისა ვუსურვე და წასასვლელად წამოვიმართე; "ცოტა ხანს დარჩი!.." – რუსული აქცენტით მთხოვა მან და თვალებში მუდარა გამოეხატა – დადუმდა, სინანულით გაიქნია თავი და იატაკს ნაღვლიანად დააჩერდა.
– იცი, ნარიმანმა რატომ შემირთო?.. – კარგა ხნის შემდეგ დაარღვია დუმილი და ქვემოდან გამომხედა, თითქოს ისეთი საიდუმლო უნდა გაენდო, რისი თქმაც მთელი ცხოვრება უნდოდა, მაგრამ ღირსეული მსმენელი ვერ გამონახა, ჩემს თვალებში კი თანაგრძნობა ამოიკითხა, თითქოს აღსარებისთვის განეწყო, – ომსკში დავიბადე... მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ადრეულ ასაკში დავობლდი და სიღარიბეში ვიზრდებოდი... დედაჩემი შიმშილს გაექცა და სხვაზე გათხოვდა... იმ კაცს ჩემზე უფროსი ვაჟიშვილი ჰყავდა, ერთ ლოგინში ვწვებოდით და სოკოსთვისაც ერთად დავეხეტებოდით ტყეში; თოთხმეტი წლის როცა გავხდი, იმ ვაჟმა ვეღარ მოითმინა და ცივ ზამთრის ღამეს გამაუპატიურა, მერე ეს ამბავი მის თანატოლებში შეგნებულად დაიტრაბახა და რამდენიმე ბიჭთან საქმეც დამაჭერინა... იქაურობა ორი წლის შემდეგ დავტოვე, ქალაქიდან ქალაქში ხეტიალს დავეჩვიე... ხან ერთ კაცთან ვმრუშობდი და ხან მეორესთან, ვინც პატივს მცემდა, ჩამაცმევდა და მაჭმევდა, მისი მორჩილი ვიყავი... ყველას ვემსახურებოდი, განურჩევლად ასაკისა და ეროვნებისა. ბოლოს ერთ ქართველ ჯარისკაცს გადავეყარე, რაღაცნაირად მომხიბლა და საქართველოში წამომიყვანა, რა ენაღვლებოდა, თურმე ძმაკაცებში თავისმოსაწონებლად მოიქცა ასე, ნახეთ, რუსეთში რა ქალებთან ვერთობოდიო. ერთხანს აღმა–დაღმა მატარა, იქეიფა და ილაღობა, ჟინი რომ მოიკლა, მერე ვიღაც მანქანის ხელოსანს შემატოვა და უგზო–უკვლოდ გაქრა. გარეგნულად კარგი ვიყავი, – ტომამ სინანულით ამოიოხრა, თითქოს წარსული გამოიტირა, ნარიმანს ყური მიუგდო, არ გაიღვიძოსო და კვლავ განაგრძო, – ჩემი თავის ფასი ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მამაკაცები გულგრილად გვერდს ვერ მივლიდნენ, ამას აშკარად ვგრძნობდი და შეძლებისამებრ ვსარგებლობდი... მომწონდა, თითს რომ დამიქნევდნენ და მრავლისმეტყველად გამიღიმებდნენ... ასე დავეჩვიე თავისუფალ ცხოვრებას, სხვაგვარად ვერ წარმომედგინა, დღეს რომ პავლესთან ვატარებდი დროს, ხვალ პეტრესთან მიხდებოდა კისკისი. ერთხელ ფულიანი კაცი გამაცნეს... ამ კაცმა მეგობრებთან ერთად რესტორანში წამიყვანა და გულწრფელად გამენდო: "შენგან არაფერი გვინდა, ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ და ფულსაც გადაგიხდით, მხოლოდ ერთ კაცს ეჟვანი უნდა შეაბა, ქალს სათოფეზე არ იკარებს, როგორმე უნდა მოარჯულო, მოათვინიერო, სითბო არ მოაკლო!"; გამეცინა, "მე უარს არ მეტყვის!.." – ამაყად ვთქვი და უკარება კაცით დავინტერესდი. "ერთი რუსი გოგონა უყვარდა, მშობლები წინააღმდეგი წავიდნენ და სამუდამოდ ჩამოაშორეს, მას შემდეგ ქალს ვერ უხსენებ, გულაცრუებულია და სიყვარულზე – ხელჩაქნეული, არადა კაცის ბუნება თავისას ითხოვს!" – ამიხსნეს და დარბაზში შემოსულ ახოვან მამაკაცს ხელი დაუქნიეს, აქეთ მოდიო, მე კი თვალით მანიშნეს, სწორედ ეს არისო. დავაკვირდი, მჭმუნვარე გამომეტყველება ჰქონდა, მეკობრე გეგონებოდა, ჯერ ასე არავინ მომწონებია. გამაცნეს, ეს ჩვენი ძმაკაცი ნარიმანიაო. ზედ არ შევხედე, განგებ მოვიქეცი ასე, ჩემით დაინტერესდეს–მეთქი. მერე ნელ–ნელა დავუტკბი და მახეში გაბმას შევეცადე. სახემოქუფრული მომჩერებოდა, თითქოს ეს–ესაა ჭექა–ქუხილს დამატეხდა თავზე, გეგონებოდა, ვიღაცაზე შური უნდა ეძია და ჩემს თანამზრახველობაზე ფიქრობდა, თანაც მერყეობდა, ვებრალებოდი და ქვეცნობიერად მაფრთხილებდა, იცოდე, ცეცხლს ეთამაშებიო. ხანდახან იდუმალი შიში მიპყრობდა, უკან მაინც ვერ ვიხევდი, მისი ძმაკაცების წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მიცემულ პირობას ვერ დავარღვევდი... ვნების აღმძვრელ თამაშს ჯიუტად განვაგრძობდი, გამომწვევად ვიქცეოდი, შიშველ ადგილებს ურცხვად ვაჩენდი და მაცდუნებლად ვკეკლუცობდი. ბოლოს მაგიდაზე ავედი და ციგნურად ვიცეკვე. ნარიმანი ფიქრიანად მომჩერებოდა, თითქოს გონებაში რაღაცას წონიდა – ჩემში სწორედ იმ ქალს უჭვრეტდა, ვისაც დიდი ხანია ეძებდა. მოულოდნელად ფეხზე ადგა და შუა ქეიფიდან წამომიყვანა, მთელი ღამე ჩემ გვერდით გაატარა, დილით კი კატეგორიულად გამომიცხადა, დღეის შემდეგ ამ ჭერქვეშ იცხოვრებ და წარსულს სამუდამოდ გამოეთხოვებიო. სიცილი ამიტყდა, ეს კაცი ხომ არ გაგიჟდა–მეთქი, მაგრამ, წარბები რომ მოჭმუხნა და – "ვერ გაიგე?!", – მკაცრად მკითხა. კურდღელივით გავინაბე და ჩუმად ავტირდი. ნარიმანზე თორმეტი წლით უფროსი ვარ, რას ვიფიქრებდი, ჩემთან ცხოვრებას თუ მოისურვებდა!.. რამდენიმე დღე დავრჩები, ჟინს მოიკლავს და ყველაფერი გაუვლის–მეთქი – ვიფიქრე და ცოტათი დავმშვიდდი. მის ძმაკაცებთან ჩვეული სითამამით ვიქცეოდი, ვკეკლუცობდი, ყველა მათგანს გაარშიყების უფლებას ვაძლევდი. რომელიც ანკესზე წამოვაგე და ჩემთან დროის გატარება ვაფიქრებინე, ნარიმანმა სასტიკად გააფრთხილა, ამ ქალს ზედმეტი არ აკადროო, მე კი სიკვდილით დამემუქრა, ცუდი არ შეგნიშნო, თორემ მოუსავლეთში გაგისტუმრებო. ბოლოს ყველანი შეკრიბა და ხმამაღლა გამოუცხადა: "ტომა ჩემი ცოლია და დღეიდან ისე მოექეცით, როგორც თქვენს რძალს!". სახეზე ამოუცნობი, შურისძიებით დამტკბარი ღიმილი დასთამაშებდა და სახტად დარჩენილ მეგობრებს უჩვეულო კმაყოფილებით მისჩერებოდა. ისინი აშკარად ფიქრობდნენ, ეს კაცი ალბათ ჭკუიდან შეიშალაო. საგონებელში ჩავვარდი, საბოლოოდ დავრწმუნდი, ნარიმანი არ ხუმრობდა და თავის მეუღლედ მთვლიდა. ავდექი და სახლიდან გავიპარე, ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი: მამაკაცებთან ქეიფი, გართობა და დროსტარება ყოველდღიურ საქმედ გავიხადე. მომძებნა, ვიღაცის საწოლიდან წამომაგდო, სახლში წამომიყვანა და ისე მაგრად მცემა, ერთი კვირა ფეხზე არ დავმდგარვარ... გვერდიდან არ მშორდებოდა, მივლიდა, ჭრილობებზე საფენებს მადებდა, მაპატიეო, გულწრფელი სინანულით მეჩურჩულებოდა... – ქალმა შეისვენა, ნარიმანის ფშვინვას ისევ მიუგდო ყური, სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა, – განა არ მომწონდა? ან ნორმალური, მოსვენებული ცხოვრება არ მენატრებოდა? უბრალოდ, მისი ღირსი არ ვიყავი და ამიტომაც გავურბოდი, მას კი ვერაფრით ვარწმუნებდი. არა, სწორედ ჩემთვის ხარ გაჩენილი, ღმერთმა შენი თავი შემთხვევით არ გამომიგზავნაო. ვიცოდი, ჩემგან შვილი არ ეყოლებოდა, მებრალებოდა – მალე დავბერდები, ახალგაზრდა კაცმა გარყვნილ ქალს თავი რად უნდა მანაცვალო–მეთქი... მისი გაუხარელი სიყვარულის ამბავი გვიან შევიტყვე და ყველაფერს მივხვდი... – ტომამ დარდიანად ამოიოხრა და გამომცდელად მომაჩერდა, – თავი შემაფარა!.. – სინანულით გამოცრა, – ეს კი არ მტანჯავს, სხვა რამ მაწუხებს, – თვალებში შემატყო, რა აწუხებდა, ნამდვილად არ ვიცოდი, – მე კი გამომასწორა, მაგრამ თვითონ მძიმე მისია იტვირთა. თითქოს შვილივითაც მიყვარს. მისთვის დედაც ვარ და ცოლიც. რომ მოვკვდები, უჩემოდ რა ეშველება?.. – ქალი ატირდა, – მან თითქოს სიყვარულზე შური იძია და მისი ტანჯვის მონაწილე გამხადა. რას მერჩოდა?.. – ქვითინებდა ქალი და თითებს შორის აცახცახებულ სიგარეტს საფერფლეში სრესდა.
ავდექი, მივუახლოვდი, თავზე ვაკოცე, თანაგრძნობით დავაჩერდი და მშვიდად ვუთხარი – ნარიმანმა დაკარგული სიყვარულის სანაცვლოდ შეგიყვარა!.. – და გარეთ გამოვედი, ფურცელაძის ქუჩაზე წუთიერად შევყოვნდი, ორბელიანის ბაღისკენ გავიხედე, – სიბნელეში ლუიზას სილუეტს მოვკარი თვალი, ტროტუარზე თავშეყრილ, მაწანწალა ძაღლებს პურის ნატეხებს უყრიდა.
ქალაქი თვლემდა, მოკრიალებულ ცაზე მთვარე ეკიდა, შვიდი დათვის თანავარსკვლავედის აღმოსავლეთით ჩემი და ლელას ამოჩემებული ვარსკვლავი კაშკაშებდა – ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს იმ ვარსკვლავს შორეთიდან ლელაც შესცქეროდა და ჩემთვის სიყვარულს უგზავნიდა.
ტანსაცმელი არ გამიხდია, დივანზე ისე მივწექი, წინდაწინ ვგრძნობდი, მთელი ღამე ვერ მოვისვენებდი და მართლაც გამთენიისას ჩამეძინა – უცნაური სიზმარი ვნახე: თითქოს ზღვასთან ვიდექი, აბობოქრებული ტალღები ნაპირს ეხეთქებოდა და შხუილით ფეხებში მაწყდებოდა, არც ვსველდებოდი და არც არაფრის მეშინოდა, სტიქიის მომაჯადოებელი იდუმალებით ვტკბებოდი. ამ დროს ვეებერთელა ტალღა გამოჩნდა, მთასავით ამოიზიდა, პირდაპირ ჩემკენ მოირწეოდა და ვეშაპივით პირდაღებული გადაყლაპვას მიქადდა, გარდაუვალ დაღუპვას მამცნობდა. უცებ ყველაფერი ჩაწყნარდა, ტალღამ ვნება დაიცხრო, სიბობოქრე ალაგმა და ფეხებზე უმწეოდ მომელამუნა. ამ დროს წყლიდან ლელას სილუეტი ამოცურდა, თითქოს დამცხრალმა ტალღამ შობაო, სისველე კი არ ეტყობოდა, ღიმილით მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და სწორედ ამ იდუმალმა გრძნობამ გამომაღვიძა, სინანულით ამოვიოხრე, არარეალურ სამყაროში დაბრუნება ვინატრე და იმედგაცრუებული ჭერს მივაჩერდი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი გაოგნებული, კარის ჭრიალმა გამომაფხიზლა, მომეჩვენა, თითქოს ზღურბლზე ლელამ გადმოაბიჯა, გვერდზე მიდგა, კედელს მიეყრდნო, სამგზავრო ჩანთა იატაკისკენ ჩააცურა, "მოვედი, ლევან!" – ჩურჩულით თქვა და ღონემიხდილი მომაჩერდა, ხელი გამომიწოდა და ლოყაზე ცრემლი მარგალიტივით დაეკიდა.
თავი სიზმარში მეგონა, მონუსხული მივჩერებოდი, ავდექი, მივუახლოვდი და ხელზე შევეხე. დავრწმუნდი, რეალურ სამყაროში ვიყავი და ბედნიერებისგან თვალები დავხუჭე. ვიგრძენი, ლელამაც იგივე გაიმეორა. ჯერ ჩვენი სუნთქვა შეერწყა ერთმანეთს – მერე სხეულის თითოეული ნაკვთი, სიყვარულით თავბრუდახვეულები უმწეოდ ვჩურჩულებდით, თითქოს ვბოდავდით, მთვარეულებივით ვირხეოდით, ერთმანეთს ვკოცნიდით, საოცარი სინაზით ვსუნთქავდით... სულიერი აღმაფრენის განცდა გველოდა, უსასრულობის შეგრძნება ყველა ტკივილს დაგვიამებდა და გონების წამლეკავ ჰარმონიას გვაზიარებდა...
ბედნიერები ვიყავით – უზომოდ ბედნიერები, ამქვეყნიური ეჭვისგან თავდახსნილები სიყვარულის ზღვაში ვცურავდით...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 