| ქალი და მამაკაცი |

მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი
12
კარი ნანამ გაუღო.
– ვა, ნანა, კიდე აქა ხარ?
– აქა ვარ, ჯერ შოკიდან ვერ გამოვსულვარ. რა იყო ის თავდასხმა, რა გვიქნეს, ა?
– უარესებიც ხდება. დედა სახლშია?
– კი.
– კიდე ის კაბა აცვია?
– არა. ახლა სადაცაა, პატარძალი მოვა და გავატან. უკვე მოვუმთავრე.
– ნუკა, – დაიძახა დოდომ.
– ა!
– ა კი არა, ბატონო.
– რა გინდა, დედა?
– მაჩვენე, ბებიაშენმა რომ ბეჭედი გაჩუქა.
– უი, მართლა. მოიცა, სად დავდე?
ნუკა სამზარეულოში გავიდა. ნანული ბებია ბლინების ცომს ასხამდა გახურებულ ტაფაზე.
– ბებო, სად არის ჩემი ბეჭედი?
– რომელი, ბებო?
– შენ რომ მაჩუქე.
– მე რა ვიცი, ნუკა, ხომ გეკეთა თითზე?
– მერე მოვიხსენი და ფუტლიარში ჩავდე ისევ.
– მერე?
– მერე სადღაც აქ დავდე. აი, ნახე.
ნუკამ ყუთი გახსნა.
– ვაიმე, ბეჭედი სადაა? დე, სადაა ჩემი ბეჭედი?
– მე მეკითხები, გოგო? ახლა არ გთხოვე, მაჩვენე–მეთქი?
– ხო, მარა აქ მარტო ფუტლიარია, ბეჭედი სადაა?
– ახლა არ გადამრიო. ბებიაშენს გინდა ტვინში სისხლი ჩაექცეს?
– ბებო, შენ არ ინერვიულო, სადმე აქ იქნება, ახლავე ვიპოვი.
ნუკამ სახლი გადაქექა.
– ნანა, გასწი შენი საქორწილო კაბა, ამის ქვეშ ხომ არ არის?
– ჩემი რომ იყოს ეს კაბა, რა მიჭირდა.
– ნუ გეშინია, შენც გათხოვდები. ჩვენი ინგლისურის მასწავლებელი ახლა გათხოვდა, მგონი, შენხელა იყო.
– გათხოვებას რა აზრი აქვს, თორემ...
– აბა რასა აქვს აზრი?
– ვის გაყვები, იმას. კაცების ნახევარი ახლა ან იმპოტენტია, ან ნარკომანი, ან ლოთი, ან პედარასტი. უი, მართლა, მამაშენმა დარეკა, – გაახსენდა ნანას.
– რაო?
– არ ვიცი, დედაშენი ელაპარაკა.
– დე, რაო მამამ?
– რაო და... ვაიმე, ნუკა, თმას რა უქენი?
დოდომ ლოყაზე წაირტყა ხელი. ნანაც შემოტრიალდა.
– ვაიმეეე....
– რა ვაიმე? ცუდია?
– ცუდია კი არა, საშინელებაა.
– რას ამბობ, სალონში ვიყავი და ბოლო მოდა რაც არის, ის შემჭერით–მეთქი.
– მერე ესაა ბოლო მოდა?
– ხო. ტატუს პრიჩოსკაა.
– იმ ლესბიანკის?
– აბა, რა ქნან გოგოებმა, ნანა დეიდა? უკაცრავად, ნანაჩკა. იმათაც შენსავით ვერ იპოვეს კაცი და ასე გადაწყვიტეს.
– კაი, კაი, ყველამ იცის, რომ ეს მაგათ ფულის გულისთვის გააკეთეს. ლესბიანკობა მოიგონეს და ეგ არის.
– იქნებ მოიგონო შენც და მერე შენით, იცი, რამდენი კაცი დაინტერესდება?
– შენ რა იცი, კაცები რითი ინტერესდებიან და რით არა? – დოდომ ნუკას თმაზე მოქაჩა.
– ვიცი, დედა. პატარა აღარ ვარ. შენ ის თქვი, ბეჭედზე რა ვქნათ?
– ვინმემ ხომ არ მოგპარა?
– აუ, ნაღდად იმათ წაიღეს, სპეცრაზმელებმა.
კარზე ზარი დარეკეს. ნუკა გასაღებად წავიდა.
– ჯერ იკითხე, ვინ არის, პირდაპირ არ გააღო.
– ნუ გეშინიათ. ვინ არის? ააა... ნანა, შენი პატარძალია, მგონი.
– გაუღე მერე.
ნუკამ კარი გააღო. ოც წლამდე გოგო და ოცდაათს გადაცილებული მამაკაცი ზღურბლთან იდგნენ.
– ნანა თქვენთანაა?
– დიახ, მობრძანდით.
– ნინო, მე დაბლა დაგელოდები, – უთხრა მამაკაცმა და კიბეზე დაეშვა.
– კარგი. მე მალე ჩამოვალ.
გოგონა შემოვიდა და ნუკამ დიდ ოთახში შეიყვანა.
– მოდი, ნინო, გენაცვალე. აი, შენი კაბაც მზადაა, – ნანამ ტახტზე გადაფენილი კაბა მოწიწებით აიღო.
– აუ, რა კარგია.
– ხო მაგარი ვარ?
– აუ, ქალბატონო ნანა, ძაან.
– აი, მიდი იმ ოთახში, გაიხადე და ჩაიცვი. კედებიც თანა გაქვს?
– კი.
ნინომ ჩანთიდან წითელი კედები ამოიღო.
– ნუკა, შეყევი რა, არ მოერიდოს.
ნინო საძინებელში შევიდა. ნუკა შეყვა.
13
– გაიხადე, მე არ შემოგხედავ, – ნუკამ ფანჯარაში გაიხედა. ნინომ ზედატანი ზანტად გაიხადა.
– არ მერიდება. უბრალოდ, ამ კაბის ჩაცმის ხალისი არა მაქვს. ჩაუცმელად რომ წავიღო, რა იქნება?
– გაგიჟდი? რამე ხაია რომ ქონდეს, მერე?
– ქონდეს და ქონდეს.
ნუკამ ნახევრად გახდილ ნინოს შეხედა, რომელიც სარკის წინ, პუფზე იჯდა და სარკეში მოწყენილი უყურებდა საკუთარ თავს. ამ დროს მობილურმა დარეკა. ნინომ უპასუხა.
– ჰო... არა... არ შემიძლია. ახლა სადა ვარ? სადა და მკერავთან... რა რატო? არ იცი, რატო? კაბა უნდა წამოვიღო... ის სად არის და დაბლა, მანქანაში მელოდება... არა, არ შემიძლია... რატო და ქმარია უკვე. ნუ, კაი, საქმრო... რა ვქნა? მითხარი ერთი, რა ვქნა? ხომ იცი, რომ ახლა უკვე გვიანია? ხვალ ქორწილი მაქვს. თავი გამანებე. ვსიო, წავედი. მკერავი მელოდება, კაბა უნდა მოვიზომო.
ნინომ ტელეფონი გაბრაზებით გათიშა და ჩანთაში ჩააგდო. მერე ისევ კაბას შეხედა.
– არ გინდა გათხოვება? – ჰკითხა ნუკამ.
– როგორ არ მინდა.
– აბა, რატომ არ იცვამ?
– იმაზე არ მინდა, ვიზეც ვთხოვდები.
– მაშინ რატომ თხოვდები?
– რატო და... ჯანდაბა. არ ვიცი. სხვას ვუხდი სამაგიეროს. აი, რატომაც.
ნუკამ დაუსტვინა.
– დებილი ვარ, არა?
– არა, მაგრამ...
– კი, ნამდვილი დებილი ვარ.
– ახლა ვინ დაგირეკა, იმან?
– ჰო. რომ გაიგო ჩემი გათხოვება, გაგიჟდა. ახლა მეხვეწება და ტანზე იხევს.
– მანამდე არ იხევდა?
– არა. მანამდე მაწვალებდა. ახლა კიდე ფეხმძიმედ ვარ და რა ვქნა?
– ვისგან ხარ ფეხმძიმედ?
– ვინც დამირეკა.
– მერე შენმა საქმრომ იცის?
– იმას გონია, რომ იმისგან ვარ.
– და ამან იცის, რომ ამისგან ხარ?
– კი. მაგიტომაც იგლიჯავს. სიგარეტი გაქვს?
– კი. აჰა, აიღე.
ნინომ მოუკიდა.
– რამდენი წლის ხარ?
– ცხრამეტის. შენ?
– მე დღეს ვხდები თექვსმეტის.
– ესე იგი, დაბადების დღე გაქვს.
– ჰო.
– ეჰ, კაი ასაკია.
ისევ დარეკა ტელეფონმა. ნინომ უპასუხა.
– ჰო, ნუგზარ, მალე ჩამოვალ, კი, რაღაცაა გადასაკეთებელი და ცოტა დრო დაგვჭირდება. ასე, ოცი წუთი, ალბათ.
ნინომ ისევ გათიშა ტელეფონი.
– ისე, ეგ ნუგზარია თუ ვიღაცა, მაგრა არ შეგეფერება. შენ მაღალი, გამხდარი და ლამაზი ხარ. ის დაბალი, ჩასუქებული და ღიპიანია. თუ სამაგიეროს გადახდა გინდოდა, ცოტა უკეთესი ვერ იპოვე?
– სად იყო ამორჩევის დრო. თანაც სადაცაა, მუცელი დამეტყობა. ისე, ხასიათით არ არის ცუდი ბიჭი.
– რა პროფესიისაა?
– მამამისი რომელიღაც ბაზრობის დირექტორია და თვითონაც მოადგილედ მუშაობს.
– ააა, იასნია. ფულიანია.
– თან მაგარი.
ისევ ტელეფონმა დარეკა. ნინომ ნომერს დახედა და კარგა ხანს იყოყმანა, აეღო თუ არა.
– ისაა?
– ჰო, რა ვქნა, აღარ ვიცი.
– რაო, რა მინდაო?
– დაანებე იმას თავი და წამოდიო, – ნინომ ღრმა ნაფაზი დაარტყა.
– სულ წამოდიო?
– ჰო, ცოლად მოგიყვანო.
ნინომ ტელეფონი გათიშა და ნუკას ჰკითხა:
– შენ რა გქვია?
– ნუკა.
– ჰოდა, რა ვქნა ნუკა, აღარ ვიცი.
– რა უნდა ქნა? ახალგაზრდა გოგო ხარ. რატომ იფუჭებ მომავალს? მაგალითად, ჩემთვის ფული მთავარი არ არის. მე, პირიქით, ეს ფულიანი ტიპები სულ არ მევასება.
– არც მე, მაგრამ რა ვქნა? ხალხი უკვე დაპატიჟებულია. ხუთასკაციან ქორწილს აკეთებენ.
– ხალხი როგორც მოვა, ისე წავა. დაიკიდე. გაყევი იმას, ვინც გიყვარს. და, ბოლოს და ბოლოს, ვინც ბავშვის მამაა.
– მერე ესენი? ჩემები?
– გადაუვლით. ცოტას იდარდებენ და მორჩა.
ტელეფონმა ისევ დარეკა.
– ვაიმე, ნუკა, რა ვქნა?
– რა და, ჩვენი სადარბაზო სკვაზნოია. ორი შემოსასვლელი აქვს. დაიბარე ის შენი შეყვარებული ეზოს მხრიდან და დაგაზე. ეს კიდე გელოდოს.
ნინომ ტელეფონი აიღო და ნერვიულად რამდენჯერმე თმაზე გადაისვა ხელი.
– ჰო, კარგი, თანახმა ვარ, ოღონდ ახლავე უნდა მოხვიდე. ის ქუჩის მხრიდან მელოდება, სადარბაზო სკვაზნოია, შენ ეზოდან მოდი და წამოვალ. ვაიმე, მაგრა მეშინია, ამას რას ვაკეთებ! ჰო, ოღონდ ჩქარა, თორე ეგ მალე ამომადგება. კარგი. კარგი.
ნინომ ყურმილი დაკიდა და ისევ მაისური ჩაიცვა.
– გოგოებო, რას შვრებით ამდენ ხანს? – ნანამ კარში შემოყო თავი, – ვაიმე, ნინო, შენ ჯერ არც გაგიხდია?
– მოიცათ, რა, ქალბატონო ნანა, ერთი წუთით.
– ცოტა დააჩქარე, ნინო. ყავა მოგიდუღო?
– კი, თუ შეიძლება.
ნანამ კარი მოხურა. ნინო ადგა და ნუკას შეხედა.
– ამ კაბას რა ვუყო?
– რა უნდა უყო, წაიღე.
– არა, სირცხვილია, ფულს ის იხდის. ძაან ნაგლობა გამომდის უკვე.
– აუ, არადა რა კაბაა, – ნუკამ კაბას გადაუსვა ხელი.
– დღეს ხოა შენი დაბადების დღე?
– მერე?
– მერე შენი იყოს, გჩუქნი და საღამოს ჩაიცვი. ხომ იხდი?
– კი, კაფე არმსტრონგში.
– ჰო და, აჰა, აი, ეს კედებიც ჩემგან.
– ვაიმე, გაგიჟდი, ნინო?
– რას ამბობ, შენ ისეთი საქმე გამიკეთე, კედს კი არა, ბინას გიყიდდი, ფული რომ მქონდეს.
ნინომ ფანჯრიდან გადაიხედა.
– მოვიდა. ვსიო, მე წავედი.
ნინომ ჩანთას დაავლო ხელი და გავარდა. ნუკა გაეკიდა და სადარბაზოს კარი გაუღო.
– ვაიმე, ეს ჩემი საქმრო რო ამოვა?
– ნუ გეშინია, მე მოვუვლი.
ნინომ ნუკას ლოყაზე აკოცა და კიბე ჩაირბინა. ნუკამ კარი დახურა, მერე საძინებელში შევიდა და ფანჯრიდან გადაიხედა. დაინახა, როგორ ჩაჯდა ნინო თეთრ მანქანაში, რომელიც აწყვეტილი გავარდა.
14
ნანა ყავის ჭიქით შემოვიდა ოთახში.
– ნინო სად წავიდა?
– რა ვი, წავიდა, უცებ დაურეკეს.
– მერე კაბა?
– არაფერი უთქვამს.
– არც ის თქვა, როდის მოვალო?
– არა.
– კედებიც აქ დაუტოვებია. რა ხალხია, მოკლედ, ვერაფერს ამ პატარა გოგოებს ვერ გაუგებ. ყავას დალევ?
– არა.
კარზე ზარმა დარეკა.
– აჰა, ჭიქა გამომართვი და მე გავაღებ, – ნანამ ნუკას ყავის ჭიქა დააჭერინა ხელში და კარის გასაღებად წავიდა. ნუკა გაჰყვა.
– როგორ, ნინო არ ჩამოსულა? აქ რომ არ არის? მოიცათ. ნუკა! – დაიძახა ნანამ.
– რა იყო?
– ნინოს საქმროა. ნინო სად წავიდა?
– წავიდა, რა.
ნუგზარი ოთახში შემოვიდა.
– ყავა მიირთვით, – ნუკამ ნუგზარს ხელში ყავის ჭიქა დააჭერინა.
– არ მინდა, გენაცვალე, კი მაგრამ, სად წავიდა ნინო? მე ხომ დაბლა ველოდებოდი? – ნუგზარმა ყავის ჭიქა ნანას გადასცა და ნუკას გაკვირვებით შეხედა.
– იცოდა, რომ ელოდებოდით?
– აბა, ხომ არ დავტოვებდი? ხვალ ქორწილი გვაქვს. აქედან კიდევ მაღაზიებში უნდა წავსულიყავით, რაღაცეები ჰქონდა საყიდელი.
– კი მაგრამ, თქვენ ხომ დაურეკეთ ტელეფონზე? – ჰკითხა ნუკამ.
– კი, დავურეკე.
– მერე, ხომ უთხარით, ჩამოდიო?
– არა, მან მითხრა, რაღაცაა გადასაკეთებელი კაბაზეო.
– რა გადასაკეთებელი, გენაცვალე, ნინოს კაბა არც ჩაუცვამს, ისე წავიდა, – აღშფოთდა ნანა.
– კაბა სად არის?
– მობრძანდით. შემოდით აქ, აი, კაბა, აი, კედებიც. ცილინდრი არ შემომიტანია, ლოჯშია.
ნუგზარმა კაბასა და კედებს დახედა და ოთახიდან გავიდა. თან მობილური ტელეფონი აკრიფა.
– ყურმილს არ იღებს, – თქვა და კარისკენ წავიდა, – მე ჩავალ, იქნებ დაავიწყდა, სად დგას მანქანა და ეზოში ყურყუტებს.
ნუგზარი გავიდა.
– ეხ, ნუგო, ნუგო, რა გელის, – დაანებით თქვა ნუკამ.
– რა ელის? შენ რამე იცი?
– რა მოხდა აქ, რა დვიჟენიებია? – ოთახში დოდო შემოვიდა, – წამოდით, ნანულის ბლინები ვჭამოთ. სადაა პატარძალი?
– გათხოვდა, – თქვა ნუკამ და ბლინი თეფშზე გადმოიღო, – ბებო, ამას ტყემლის ჯემი მოუხდება, გვაქვს?
– კი, ბებო, მაცივარშია. რა ქენი, იპოვე ბეჭედი?
– ვიპოვი, სად წავა?
კარზე ისევ ზარმა დარეკა.
– მიდი, დე, გააღე, ეს ისევ ნუგზარია, ალბათ.
– მერე მე რა ვუთხრა?
– ჯერ გაიგე, რა უნდა.
– ოხ, ნანა, სულ შენი ბრალია ყველაფერი. ვერ დაიბარე შენს სახლში? – დოდომ ნანას თვალები დაუბრიალა და სტუმარს მიუბრუნდა, – დიახ, მობრძანდით, ნუგზარ. ვერ იპოვეთ ნინო?
– ვერა. საოცარია, ტელეფონსაც არ იღებს. კი მაგრამ, თქვენთვის არაფერი უთქვამს? – ნუგზარს ოფლი ასხამდა და სახეს ხშირ–ხშირად იწმენდდა.
ნუკა ბლინის ჭამით გამოვიდა.
– ბლინი არ გნებავთ?
– რა ბლინი, გენაცვალე, დამცინი? იმ ბავშვს რომ რამე მოუვიდეს...
– არაფერი იმ ბავშვს არ მოუვა. გათხოვდა თქვენი ბავშვი, – სერიოზულად თქვა ნუკამ.
– როგორ თუ გათხოვდა?
– როგორ და ჭრელად. თავის ძველ შეყვარებულს გაყვა.
– რაებს ბოდავ, ნუკა?
– კი არ ვბოდავ, დედა, საქმეს ვაიასნებ.
– მოიცა, მერე კაბა? – შეწუხდა ნანა.
– სხვას შევიკერავო. ამის ფული ნუგზარს აქვს გადახდილი და მაგრად მიტყდება წაღებაო. მართლა გაქვთ გადახდილი, ნუგზარ?
– კი მაგრამ, როგორ, რანაირად. მოვკლავ, ერთსაც და მეორესაც. თქვენ იცით, ვინ არის ის ბიჭი? – აღრიალდა ნუგზარი.
– მე საიდან უნდა ვიცოდე, თქვენი საცოლე დღეს პირველად ვნახე.
– სახელი არ უხსენებია? თუმცა, მაინც გავიგებ, რა მნიშვნელობა აქვს. ამას არავის არ ვაპატიებ!
ნუგზარი კარისკენ წავიდა.
– ის მიყვარს და რა ვქნაო, – დააწია ნუკამ.
ნუგზარმა კარი გააღო.
– კი მაგრამ, კაბას არ წაიღებთ? – გაეკიდა ნანა.
– წადით თქვენი... და თქვენი კაბაც.
ნუგზარმა კარი ისე მოაჯახუნა, კედლების ზანზარზე ნანული ბებია გამოვიდა.
– რა მოხდა?
– არაფერი, ბებო, მაგარი კაბა დავირტყი დღევანდელი საღამოსთვის. ახლა წავალ და ჩავიცვამ.
– როგორ თუ დაირტყი, ნუკა, რაებს ამბობ? – დოდო ნუკას გაეკიდა.
– როგორ და ნინომ მაჩუქა. შენი იყოსო.
– კედებიც?
– კედებიც.
– დოდო, რა მოხდა, შვილო, არ გამაგებინებ? – შეწუხდა ნანული ბებია.
– შენს შვილიშვილს კითხე. მე არაფერი არ ვიცი.
– ეს კაცი ვინღა იყო, ეგეც სპეცრაზმელია?
– არა, ეგ სასიძო იყო, – ახსნა ნანამ.
– მერე?
– მერე საცოლე გაეპარა.
– საიდან?
– ჩვენი სახლიდან. ახლა კი ნამდვილად აგვაფეთქებენ, – დაიწუწუნა დოდომ.
საძინებლიდან ნინოს ნაჩუქარ კაბასა და კედებში ჩაცმული ნუკა გამოვიდა.
– ნანა დეიდა... უკაცრავად, ნანაჩკა, ცოტა გრძელი მაქვს. შეგიძლია დამიმოკლო?
– შენ მართლა ამ კაბას იცვამ?
– ხალხო, თქვენ მართლა არ გესმით? მაჩუქეს–მეთქი, გეუბნებით, მე მარადიორი კი არა ვარ, მა–ჩუ–ქეს.
– გავგიჟდები, – თქვა დოდომ.
– ნანაჩკა, მომისწარი რა საღამოსთვის.
– კი, ბატონო, ახლავე შემოვკეცავ.
ნანა ნემსით და ძაფით მივიდა ნუკასთან და კაბა შეკეცა.
– ასე?
– არა, ცოტა ზემოთ.
– ასე?
– ჰო, ასე. ვა, რა მაღალი გოგო ყოფილა ნინო.
– ჰო, თან ძალიან ლამაზი იყო. ნეტა ის ბიჭი თუ ვარგა, ვისაც ახლა გაყვა?
– ამ ნუგზარას, დარწმუნებული ვარ, აჯობებს, მაგრამ ის უფულოა.
– ჰოდა, შტერი ყოფილა.
– ეს შენი გაგებითაა შტერი, ნანა დეიდა.
– გითხარი, დეიდას ნუ მეძახი–მეთქი.
– შენ გაყვებოდი ნუგზარას?
ნანას სიტყვა არ უთქვამს.
– ნანა დეიდა, გაყვებოდი?
– პატარაა ეგ, გოგო, ჩემზე, რას გადამეკიდე.
– მერე რა. შენც რომ პატარა იყო, გაყვებოდი?
– რატომაც არა?
– ფული რომ არ ქონდეს?
– მაშინ არა.
– აი...
– რა არი, რა აღმოჩენა გააკეთე ახლა? ფული ყველას უნდა. მით უმეტეს, შენისთანა გოგოებს, იმდენი მოთხოვნები გაქვთ, ყველაფერი გინდათ, – გაბრაზდა ნანა.
– მერე სიყვარული?
– ინგლისელებს აქვთ ერთი ასეთი ანდაზა – როცა სიღარიბე კარიდან შემოვა, სიყვარული ფანჯრიდან იპარებაო.
– მაშინ მე ასე ვიზამ. პირველად გავთხოვდები სიყვარულით, მეორედ – ანგარებით. ხო კაი გადაწყვეტილებაა?
– დოდოშკი, მოდი ერთი აქ, ნახე, შენი შვილი რას ფილოსოფოსობს. მოდი, მოუსმინე.
დოდო ბლინის ჭამით შემოვიდა.
– რაო?
– აბა, გაიმეორე, ნუკა.
– რა გავიმეორო?
– რაც თქვი გათხოვებაზე.
– მე არასოდეს არ გავთხოვდები, რადგან მთელი ცხოვრება ვერავის აყროლებულ წინდებს ვერ გავრეცხავ–მეთქი.
– რას ერჩი ამ ჩემს შვილს, ნანა? შენც ასე არ აზროვნებ?
– ოხ, ოხ, ოხ, ესე იგი, ეს თინეიჯერები რა ნაროდია, ვერაფრით ვერ გავიგე. ორი წუთის წინ სულ სხვა რამე თქვა. კოჭი გამოგიჩინო, გოგო?
– არა, ზედ კოჭზე გააჩერე.
ნანამ კაბა შეკეცა და ქინძისთავებით დაამაგრა.
– რა თქვა? – იკითხა დოდომ.
– ორჯერ გავთხოვდებიო, ერთხელ სიყვარულით, მერე იმას გავცილდებიო და მეორედ ფულიან ბიძას გავყვებიო.
– რა გინდა, სწორი უთქვამს. აბა, მე რომ სიყვარულით გავთხოვდი, რა მოვიგე? ბლინები გინდათ კიდე?
– არა. დე, ცილინდრი მომაწოდე, რა.
დოდომ ცილინდრი მიაწოდა. ნუკმა დაიხურა და სარკეში ჩაიხედა. – აუ, რა ავანგარდია, მაგრამ ცილინდრი არ უხდება. დე, ჩანთაში ქუდი მიდევს და ის მომე, რა.
დოდომ ნუკას ზურგჩანთიდან პლანისფოთლიანი ქუდი ამოიღო.
– აი, ამას დავიხურავ. აუ, გლიჯავს.
– ეს რა ქუდია?
– მაჩუქეს. ჰოლანდიიდანაა ჩამოტანილი.
– მერე ეს რა ფოთოლი ახატია?
– ეს ის ფოთოლია, ნანა დეიდა, ევას და ადამს თვალი რომ აეხილათ და წინ აიკრეს.
– მე ვიცოდი, რომ ის ლეღვის ფოთოლი იყო. ეს კიდე ლეღვისას არ გავს.
– ლეღვამდე ეს ეფარათ. და საერთოდ, სად იყო ლეღვის ხე, ჯერ ეს რომ ხარობდა სამოთხეში.
– რა ქვია მერე ამ ფოთოლს?
– კანაპლია.
– შაყირობ? ეგ ხომ იგივე პლანია.
– მერე?
– მერე ამ ქუდით უნდა გახვიდე გარეთ? თანაც გოგო.
– კარგი რა. ქუდზე მახატია, პირში ხომ არ მიდევს. ეეე...
კარზე ისევ ზარი დარეკეს.
– ვინ უნდა იყოს?
– აუ, ეს თუ ისევ ნუგზარაა, თავს მოვიკლავ, – დოდო კარის გასაღებად წავიდა.
ოთახში ნუგზარი შემოვარდა.
15
ნუგზარი ხორცსავსე მამაკაცი იყო და ზემოთ–ქვემოთ სირბილის თუ ნერვიულობისგან სუნთქვა ეკვროდა.
– ვერსად ვიპოვე. მობილურიც გამორთული აქვს. თქვენ არ გითხრათ, მაინც სად მივდივარო?
– არა. ბატონო ნუგზარ, თქვენ ხომ არა ხართ წინააღმდეგი, ეს კაბა რომ მაცვია? – აუღელვებლად ჰკითხა ნუკამ.
– არა. მაინც არ მომწონდა. აბა, ქორწილში ეს რა ჩასაცმელია?
– დაბრძანდით, ახლავე ბლინებს და ყავას მოგართმევთ. რით გინდათ ბლინი, ჯემით თუ არაჟნით? – დაუყვავა დოდომ.
– არაჟნით. ოღონდ ყავა არ მინდა, ჩაი მირჩევნია.
დოდო სამზარეულში გავიდა. ნანა ნუგზარს დაუჯდა წინ.
– იცით, ძალიან ვწუხვარ. ეგეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს. არც ერთ პატარძალს ამისთანა რამე არ გაუკეთებია. ისე, კაბას რომ მიკვეთავდა, კი გამკრა გულში, ეს რა თამამი გოგოა–მეთქი. არა, ეს ისე, ჩემთვის გავიფიქრე.
– თქვენი სახელი, გენაცვალე?
– ნანა.
– ნანა, – ნუგზარმა სიგარეტი ამოიღო, – შეიძლება მოვწიო?
– რა თქმა უნდა, გენაცვალე.
ნუგზარმა მოუკიდა.
– ნანა, გენაცვალე, ხუთასი კაცი მყავს დაპატიჟებული.
– უი, უი, უი. როგორ მესმის თქვენი, რომ იცოდეთ.
– ტორტი შეკვეთილი. ანტალიის საგზურები აღებული. ამხელა სუფრა "არაგვში". მაგარი რუსული გრუპა ჩამომყავს მოსკოვიდან. ვიფიქრე, ნინოს მეგობრებს ვაძიგძიგებ–მეთქი მთელი საღამო. მინდოდა, გამესწორებინა ბავშვებისთვის.
დოდომ არაჟანმოსხმული ბლინები და ჩაი შემოიტანა, მაგიდაზე დადო და ნუკას შეხედა.
– წადი, გოგო, გამოიცვალე, ამ კაცს კიდე ამ კაბის ყურება უნდა?
ნუკა საძინებელში გავიდა. დოდო ნუგზარს მიუჯდა და ბლინებიანი თეფში ახლოს მიუჩოჩა.
– ეს გოგო თქვენი შვილია? – იკითხა ნუგზარმა.
– დიახ.
– ამან რომ ასეთი რამე გააკეთოს, რას უზამთ?
დოდო დაფიქრდა.
– წარმოდგენაც კი არ შემიძლია.
– არა, მაინც, წარმოიდგინეთ. თქვენ გყავთ შვილი? – ახლა ნანას მიუბრუნდა.
– არა.
– ქმარი?
– არა. მე საერთოდ არც ვყოფილვარ გათხოვილი.
– რომ გყოლოდათ შვილი და ასეთი რამე გაეკეთებინა, რას უზამდით?
– მე მგონი, ვერაფერს ვერ ვუზამდი. აგერ, ნუკა კანაპლიის ფოთლიანი ქუდით მიდის თავის დაბადების დღეზე და დედამისი ვერ უშვრება ვერაფერს და...
– ეგ და ქორწილის ჩაშლა ერთი და იგივეა?
ნუკა საძინებლიდან გამოვიდა და ნანას სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა.
– გინდათ, ერთი კარგი რამე გირჩიოთ, ბატონო ნუგზარ? – დაიწყო ნუკამ.
– გისმენთ.
– ნინო ადრე თუ გვიან მაინც გაგეყრებოდათ. თქვენ ძალიან შეუფერებელი წყვილი იყავით მაინც.
– ნუკა! რაებს ამბობ.
– მაცალე, რა, დედა. ჰოდა, თქვენ თუ მარტო ის გაწუხებთ, რომ ქორწილი არ ჩაგეშალოთ, მოკიდეთ ვინმეს ხელი, დაიყენეთ გვერდით და ყველას უთხარით, რომ პატარძალია. მეორე დღეს კიდევ თუ გინდათ, გამოაცხადეთ, რომ დაშორდით ერთმანეთს, თუ გინდათ, ნუ გამოაცხადებთ. ხალხი მაინც გაიგებს. ის მომღერლებიც ჩამოვიდნენ და ანტალიის გაუქმება მოგიწევთ ბოლოს და ბოლოს. ეგ არი და ეგ.
– კი მაგრამ, თქვენ საიდან ამდენი ფანტაზია?
– დედაჩემს დაემართა ასეთი რამე და მამაჩემის მეჯვარეს თხოვა, ქორწილი არ ჩაეშალა და გვერდით დადგომოდა. მამაჩემი კიდევ სადღაც სვამდა და ისეთი მთვრალი მოვიდა, მთელი ქორწილი ლოგინში გაატარა.
– მართლა, ქალბატონო?
– არა, მთლად ასე არ იყო, მაგრამ...
– როგორ არ იყო, დედა, ამ დილით არ მოყევი, მამაჩემს რომ აგინებდი?
– ნუ, ხო. დაახლოებით ასე იყო. მოკლედ, ეს ტრაგედია არაა, ჩემო ნუგზარ. გამოსავალი ყოველთვის შეიძლება მოინახოს.
ნუგზარი დაფიქრდა.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 