| ქალი და მამაკაცი |

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
– შენ და მას ხშირად ერთად გხედავენ!.. – კატეგორიულად გამომიცხადა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, უთავმოყვარეო უნდა ვყოფილიყავი, უარზე დავმდგარიყავი.
– მერე რა მოხდა! – მშვიდად, უდანაშაულო იერით ვუთხარი.
– რა საქმე აქვს შენთან? – მშობლის ხმაში რკინის სიმტკიცემ გაიჟღერა.
– ვუყვარვარ!.. – პირველად გავბედე ამის თქმა, გაკვირვებით შემოჩერებულ ჩუის ბეწვზე ხელი გადავუსვი.
– რისთვის უყვარხარ? – ორაზროვნად იკითხა დედამ და თვალები შემომაშტერა, მიმახვედრა, რასაც გულისხმობდა.
ჩუიმ თავი მუხლზე დამადო, აქოშინდა, ძაღლურად მითანაგრძნო.
– ბავშვობიდან ვუყვარვარ, იმ დროს გამორჩენასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე წარმოდგენა არ ჰქონდა!.. – ცოტა არ იყოს, ირონიით წარმოვთქვი.
– ბავშვობის დროს ყველას ყველა უყვარს! – ცივი წყალი გადამასხა დედამ.
– ჩემ გარდა არავინ უყვარდა! – დაჟინებით გავუმეორე და კედლის წარწერები წარმოვიდგინე.
– ეს იმიტომ, თვითონ არავის უყვარდა... ყველამ მიატოვა... ჩემსავით კი არ მოქცეულან; ამქვეყნად შენ გამო ვარსებობ, თავდავიწყებით მიყვარხარ, ჩემი ქალობა შემოგწირე, დაფიქრდი, როგორ მიხდი სამაგიეროს!.. – თვალები აუწყლიანდა. ჩუიმ თავი გამარიდა და სიბრალულით შეხედა.
– სიყვარულითვე გადაგიხდი, დედა! – ალერსით მივუგე.
შევატყვე, მოლბა.
– შენი თანაგრძნობა არ მჭირდება, უმჯობესია, საკუთარ თავზე იზრუნო... ერთი მითხარი, ის ვაჟბატონი რითი პასუხობს შენს სიყვარულს?.. – გამიკვირდა და თანაც მესიამოვნა, ასე დარწმუნებით რომ მამხილა ლევანის სიყვარულში, ჩემი გრძნობების შესახებ აქამდე სიტყვა არ დამცდენია. არაფერი შევიმჩნიე, არ შევესიტყვე და გამომცდელად დავდუმდი, ისევ განაგრძო, – მას უგანაჩენოდ, ანუ უგონოდ უყვარხარ და სწორედ ეს მაფორიაქებს, შენ კი ეს გაჯადოებს... ამიტომაც არ მჯერა მისი... ასეთმა სიყვარულმა გაფრთხილება არ იცის და საბოლოოდ მსხვერპლით მთავრდება... მოფრთხილებას კი გონება სჭირდება, სწორედ გონიერება ალამაზებს და ინარჩუნებს სიყვარულს, მის სიცოცხლისუნარიანობას ამძაფრებს... – ისევ ვდუმდი, უნებურად ჩუის ფერებით ვერთობოდი, – შენ ბედნიერი რომ ყოფილიყავი, ამისათვის ყველაფერი დავთმე!
– ჩემი ბედნიერებისთვის ისიც ყველაფერს გააკეთებს! – გულუბრყვილოდ წამოვროშე, თითქოს ლევანისგან წინასწარ მქონდა აღებული ასეთი პირობა. ვიფიქრე, სასოწარკვეთილ მშობელს დავამშვიდებდი, მას კი ფერი ეცვალა, სახე მოექუფრა, არაფრით ელოდა, ლევანს თუ გავუტოლებდი.
– ეტყობა, შენც უგანაჩენოდ გიყვარს!.. – გამომცდელად გამომხედა, სინანულით ჩაეღიმა, – საინტერესოა, რისთვის?! ის ხომ არაფერს წარმოადგენს?.. პიროვნებამდე ბევრი აკლია... ხიდთან რომ მათხოვრობდეს ან მკვლელი იყოს, გეყვარებოდა?!
აღარ შევეკამათე. რატომ გგონია, მიყვარს–მეთქი, მხოლოდ ეს ვკითხე.
პასუხი არ გამცა, ისე მომაჩერდა, როგორც წუწკობაში მხილებულ ბავშვს.
– ყველაფერს გავაკეთებ, რომ არც მათხოვარი გახდეს და არც მკვლელი! – აღარ დავიხიე უკან.
კვლავ სინანულით ჩაეღიმა.
– მაშინ დროზე იმოქმედე, თორემ გაძარცული სხვა კი არა, შენ დარჩები და მსხვერპლიც შენ იქნები... დაიმახსოვრე, ის შენი მძარცველიცაა და მკვლელიც!.. – გაფრთხილებასთან ერთად ხმაში უჩვეულო სინანულიც გაერია, სანთებელას გაჰკრა და სიგარეტს ხელის ცახცახით მოუკიდა.
– რას ამბობ, დედა?! – აღშფოთება ვეღარ დავფარე. თითქოს ჩუისაც გადაედო მღელვარება და განზე გადგა.
ამ დროს კარი გაიღო და ზღურბლზე ინეზა გამოჩნდა, შვებით ამოვისუნთქე, ისე ორაზროვნად ეღიმებოდა, ნათელი იყო, ჩვენს საუბარს ყური წაასწრო, დაბნეულად ჩაიჩურჩულა, "ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის!"
– ხო, ხო, მკვლელი და მძარცველია!.. – თითქოს მის ჯიბრზე გაიმეორა დედამ და ხმას აუწია, – აშკარად შვილში მეცილება, ვგრძნობ... – და ახლა მე მომიბრუნდა, – შენს სიყვარულს მართმევს... სხვაგვარად არ შეუძლია, მას ჭეშმარიტი სიყვარულის რომ სწამდეს, ნორმალურ ცხოვრებას მოეკიდებოდა, პიროვნებად ჩამოყალიბდებოდა და ამით სიყვარულსაც შეინარჩუნებდა... ის კი ამაზე სულ არ ფიქრობს... ვინც სიყვარულს ეჯიუტება, იგი ყველაფერს იწირავს, ამას უნებლიეთ, გაუაზრებლად აკეთებს... – დედა თანდათან დამშვიდდა, ინეზას თვალებში თანაგრძნობა რომ ამოიკითხა, მოსაზრებები თანდათან გაუმყარდა, – ადამიანს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული დაუსახავს მიზნად და არა მისი შენარჩუნება, ის ამ გრძნობას საბოლოოდ შეეწირება და სხვასაც შეიწირავს, ყველას და ყველაფერს მოინელებს, წინააღმდეგობებს გადათელავს, წინ ვერაფერი დაუდგება... – ბოლო სიტყვებზე საგრძნობლად ანერვიულდა, ჩამქრალ სიგარეტს ძლივს მოუკიდა.
– მამაჩემი ყმაწვილკაცობიდან საქმიანობდა, ნორმალურ ცხოვრებას ეწეოდა, პატრონიც ჰყავდა და არც შენ ყოფილხარ ხელმოცარული, თუმცა ერთმანეთის სიყვარული მაინც ვერ შეინარჩუნეთ! – პირველად შევეხე მშობლების ცხოვრებას, ინეზას მრავლისმეტყველად გავუღიმე და დამნაშავესავით დავდუმდი.
უფროსებმა ერთმანეთს გადახედეს, ძაღლი ისევ მომეტმასნა.
ერთხანს უხერხული დუმილი ჩამოვარდა.
მოგვიანებით კი დედაჩემის უჩვეულო სინანულის ხმამ გამომაფხიზლა.
– ჩვენი უბედურება სწორედ იმაში იყო, ერთმანეთი არასოდეს გვიყვარდა... თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ დაუშვებ შეცდომას, როცა გიყვარს თუ, მაშინ, როცა არ გიყვარს... ნამდვილი სიყვარული რომ შეინარჩუნო, ამის წინაპირობა უნდა არსებობდეს, თორემ ყველაფერი შუა გზაში დაინგრევა... ჩვენი ურთიერთობა დაწყებისთანავე მცდარი იყო და ამიტომაც დავმარცხდით, შენარჩუნებისთვის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა... სამაგიეროდ შვილის სიყვარული შევინარჩუნეთ, ანუ ღმერთმა გამოსავალი მაინც გვაპოვნინა... იმ ვაჟბატონს კი შენს იქით გზა არ აქვს, – ჯიქურ მომაჩერდა, – ამქვეყნად არავინ ჰყავს, შენით არსებობს და შენზეა დამოკიდებული... ამიტომაც მეშინია, მეშინია, არ შეგიწიროს... მას უკან დასახევი აღარ დარჩენია, გესმის?.. – ხმას აუწია დედამ და მკაცრი მოლოდინით დამაკვირდა, დასჯილივით ვდუმდი, არც ინეზა იღებდა ხმას, – ცხოვრება რომ გაიტანო, ამას მარტო ქალის სიყვარული არ შველის!.. – რაკი არ შევეპასუხე, შედარებით მშვიდად დასძინა, – სიყვარული ქმედითუნარიანობით თუ არ კვებე, დაჭკნება და არსებობის ხალისს დაკარგავს; გრძნობა რომ არ მოგყირჭდეს, ამქვეყნად რაღაცას უნდა წარმოადგენდე და სხვა რამეც უნდა გიყვარდეს, სხვა რამესაც უნდა ეწირებოდე, სხვა რამისთვისაც უნდა იღვწოდე; თავის თავი რომ არ ამოწურო, კეთილი უნდა ინებო და დროსა და ჟამს მოერგო... ლევანი თუ მართლა გიყვარს, კარგად დაფიქრდი, წინდაწინ მოამზადე ნიადაგი, სულიერად რომ არ გაიძარცვო და ხორციელად არ დაჭკნე!..
– რა უნდა გავაკეთო?! – უნებლიეთ წამოვიყვირე.
დედას მწარედ ჩაეღიმა, ინეზას მრავლისმეტყველად გახედა, რაღაც უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ფიქრიანად თქვა:
– შენ კი არა, ყველაფერი მან უნდა გააკეთოს... მუქთახორობას და ქუჩა–ქუჩა წანწალს თავი დაანებოს, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს და კაცად ჩამოყალიბდეს; სხვანაირად გაუჭირდება და შენც გაგაწამებს... თუ მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს, მით უფრო, თუკი ასე ძლიერ უყვარხარ!.. – სავარძლიდან ჩემკენ გადმოხრილი მშობელი მწველად მომჩერებოდა, მის მზერას ვერიდებოდი და ინეზას ვუცქერდი, მის თვალებში კი აშკარად ვგრძნობდი, დედაჩემს ეთანხმებოდა.
– ყველაფერი გასაგებია! – გულწრფელად ვთქვი და ამ ხნის განმავლობაში პირველად დავფიქრდი, რა შეგნებული დედა მყოლია–მეთქი.
ცოტა ხანს უხმოდ ვიჯექი, მერე ავდექი, უფროსებს ვაკოცე, არც ჩუი ვაწყენინე, ზურგზე ხელი გადავუსვი და საძინებელში გავედი. საწოლში ვერ მოვისვენე, ავწრიალდი, რული არ მეკარებოდა, დედაჩემის სიტყვებზე ვფიქრობდი, თითქოს ყველაფერში ვეთანხმებოდი და თანდათან მომავლის შიში მიპყრობდა. ლევანს რომ გულწრფელად ვუყვარდი, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ცხოვრებას გაუმკლავდებოდა თუ არა, ეს არ ვიცოდი... მისი ამაყი ბუნება შეშფოთების საფუძველს მართლაც მაძლევდა, მუშაობა რომ ითაკილოს, თავს როგორღა გავიტანთ–მეთქი.
გამთენიისას ჩამეძინა.
ლევანს ვერცხლის ქუჩის დასაწყისში შევხვდი. "რიყეზე კონცერტია, ქართული ესტრადის ვარსკვლავები მღერიან!" – ისეთი მოჩვენებითი კმაყოფილებით მითხრა, თითქოს მოსაწვევები ჯიბეში ედო. ხმა არ ამომაღებინა, მკლავზე ფრთხილად მომკიდა ხელი და ძველი უბნის გავლით მტკვრის სანაპიროსკენ წამიყვანა.
გრილი ნიავი ქროდა, ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო.
გორგასლის ხიდზე ახალგაზრდები ხალისიანად სეირნობდნენ, რიყეზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი; მოშორებით სოკოსავით ამოზრდილიყო სცენა და ფერადი შუქები ერთმანეთში ირეოდა, მუსიკას მუსიკა ენაცვლებოდა, ხოლო მომღერალს – მომღერალი. იყო ერთი გნიასი და ზღვარგადასული მხიარულება. წინა რიგები ზღვასავით ღელავდა, ექსტაზში შესული გოგო–ბიჭები მომთვარულებივით ქანაობდნენ, აჩქარებულ რიტმს ტანს აყოლებდნენ, ხელებს მაღლა იშვერდნენ და უაზროდ ყიჟინებდნენ – კიოდნენ. მეტეხის ტაძრის მიმდებარე ბექობზე საშიშრად შემოსკუპებული ახალგაზრდები სცენაზე გამოსულ მომღერლებს სტვენითა და ოვაციებით ეგებებოდნენ. გოგონები ბიჭებს კისერში ჩასკუპებოდნენ და ქვედატანს ისე არხევდნენ, თითქოს საჯირითოდ ემზადებოდნენ.
"ვარსკვლავს მთელი მსოფლიო ხედავს, ამათ ზესტაფონს იქით არავინ იცნობს... სადაური ვარსკვლავები ესენი მყვანან!.." – დამცინავი ღიმილით ჩაილაპარაკა ვიღაცამ და ლევანს ასანთი სთხოვა, სიგარეტს მოუკიდა და ერთ–ერთი ბიჭის კისერში მოკალათებულ გოგონას მწყრალად ახედა. "ასეთ შვილს მტკვარში გადავაგდებდი!" – უკმაყოფილოდ თქვა და თავის გზას გაუყვა. "მართალია ეს კაცი!" – კვერი დაუკრა ლევანმა და გოგონას თვითონაც ალმაცერად ახედა. "წავიდეთ აქედან!" – მიჩურჩულა და "მეიდნისკენ" მიმაბრუნა.
საგრძნობლად ვღელავდი, ლევანთან სერიოზული ლაპარაკი მელოდა და საიდან დამეწყო, აღარ ვიცოდი. "ამათ ალბათ საზრუნავი არაფერი აქვთ!" – თითქოს ჩემს წისქვილზე დაასხა წყალი, სანაპიროსკენ შებრუნდა და მეტეხის ტაძარს ნაღვლიანად გახედა. "შენ ხომ დღედაღამ ჭაპანწყვეტაში ხარ?!" – აღარ დავაყოვნე და გამომწვევი სათქმელი დროულად მივაგებე.
გვერდულად გამომხედა, ორაზროვნად ჩაიღიმა.
– ჩემი უპირველესი საზრუნავი შენი სიყვარულია, ისინი კი ერთობიან! – ისევ მეტეხისკენ გაიხედა.
– მათთვის გართობა საქმეც არის და სიყვარულიც... თუმცა, საბოლოოდ ვინ რას მოიმკის, მთავარი ეგაა, – ვშიშობდი, სხვა რამეზე არ ჩამოეგდო სიტყვა.
დიდხანს არ გაუღია ხმა, ვგრძნობდი, რა პრობლემაზეც უნდა მესაუბრა, კარგად ხვდებოდა და ალბათ მოსალოდნელ კამათს ამიტომაც გაურბოდა, თუმცა ვერც თავის არიდებას ახერხებდა.
ქვაფენილიან აღმართს ფიქრიანად მივუყვებოდით.
– ჯერ შენს სიყვარულს მივხედავ და სხვა რამეზე მერე ვიზრუნებ! – გონს მოსულივით დაარღვია დუმილი.
– ასე შორს ვერ წავალთ, მართალია, სიყვარული ღვთიური საქმეა, მაგრამ ამ საქმეს გამყარება უნდა... მალე ოცის გახდები, რაღაცას ხომ უნდა წარმოადგენდე?.. თუ ოჯახის შექმნაზე ფიქრობ, მაშინ პროფესია გჭირდება, თავი რომ გავიტანოთ... – ამ დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედაჩემის სათქმელს ვამბობდი.
– ჩემთვის შენი სიყვარული პროფესიაცაა და თავის გატანის საშუალებაც... სხვაგვარად, ერთგულება რომ დაგიმტკიცო, არაფერში მჭირდება. შემიძლია თუ არა ოჯახის რჩენა და ჩვენს მომავალზე ზრუნვა, ამის უნარი ჩემშივე უნდა დაინახო, წინდაწინ განჭვრიტო... უნდა მიწამო და მენდო ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ; ჩემს მორჯულებას ნუ შეეცდები, ნუ მაიძულებ, თავისუფლების დაკარგვით ერთგულება დაგიმტკიცო და მომავლის გარანტია მოგცე. ჩემი გამოსწორებით ნუ იმედოვნებ ბედნიერების მოპოვებას. შენთან ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებ, მაგრამ ჯერ უნდა მენდო, ბოლომდე იწამო ჩემი და მერე ნახავ, გარდავიქმნები თუ არა... ვერ გავამართლებ?.. მაშინ ღვთისპირიდან გადავარდნილი ვყოფილვარ და ჩემი დაკარგვა არც უნდა დაგენანოს, ბოლოს და ბოლოს, გაერკვევი, სამუდამოდ მოისვენებ, მიხვდები, უღირს ადამიანს ყვარებიხარ და გაფლანგული დრო იმ მწარე გამოცდილებად მაინც გამოგადგება, რომელიც სხვა დროს შეცდომას არ დაგაშვებინებს... წაგებული მხოლოდ ის დარჩება, ვინც თავის თავთან წააგებს... შენ არაფერს დაკარგავ, მე დავიღუპები მხოლოდ, შენი სიყვარულის გარეშე ცარიელ–ტარიელი, სულიერად დაცლილი არარაობა გავხდები... ამაზე კი ცოცხალი თავით არ წავალ!.. – დინჯად, ოდნავ დაძაბულად დაასრულა ლევანმა და გამომცდელად მომაჩერდა.
– შენს სიყვარულში ეჭვის შეტანა არც მიფიქრია... ქუჩას უნდა ჩამოშორდე, დროა, საქმეს მოეკიდო, მერე გვიანი იქნება... სიყვარულის შენარჩუნება მარტო დროსტარებითა და ლამაზი სიტყვებით არ განისაზღვრება... – რატომღაც ხმა ამიკანკალდა, კვლავ დედაჩემი გამახსენდა და ყურადღება დავძაბე, ლევანის პასუხში დადასტურდებოდა თუ არა მისი სიმართლე.
– ჩემთვის საქმე და სიცოცხლე მხოლოდ შენი სიყვარულია, როგორ გგონია, საკუთარ სიცოცხლეს არ გავუფრთხილდები?! – შეკითხვა და სიყვარულზე გამოთქმული აზრი იმდენად შეუვალი და ლოგიკური იყო, გაჩუმება ვარჩიე.
მის გვერდით ფარ–ხმალდაყრილი მივაბიჯებდი, ვერ ვამტყუნებდი, მაგრამ ქვეცნობიერად უკმაყოფილებას მაინც ვგრძნობდი, ჩვენი საუბარი ამით არ ამოიწურებოდა. მისი თავდაჯერებულობა და ჩემი სიყვარულით გაყოყოჩება კარგს არაფერს მიქადდა, წინააღმდეგობა ნელ–ნელა უნდა დამეძლია, მებრძოლა – საბოლოოდ გონს მომეყვანა.
"მოდი, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ!" – უნებლიეთ ვთქვი და მკლავზე თბილად შევეხე.
გაეცინა, ოდნავ დაწინაურდა, მომიბრუნდა, შემაყოვნა, ჯერ თვალებში ჩამხედა, თითები ყელთან მომიახლოვა, მსუბუქად შემომაჭდო და მოჩვენებითი გაგულისებით მითხრა: "გაჩერდი, გოგო, თორემ დაგახრჩობ!". თავშეკავებით გამეღიმა. "დამახრჩობ და ციხეში ჩაგსვამენ!" – გამომწვევად მივუგე.
ისევ გაეცინა.
ვიდრე სადარბაზოს კიბეს ავუყვებოდი, გავიფიქრე: "ორ ადამიანს, დედას და ლევანს, უსაზღვროდ ვუყვარვარ, ისინი კი ერთმანეთს ექიშპებიან, იდუმალი ბრძოლა გაუმართავთ, მეც ორივენი მიყვარს, თავს მირჩევნია, ხოლო ეს სიყვარული მათი მორიგებისთვის საკმარისი რომ არ დარჩეს, რა წყალში ჩავვარდე?!".
15
ქუჩიდან ხმაური შემომესმა, ფანჯარა გამოვაღე, სახეში გრილი ნიავი შემომეფეთა, "სამებისკენ" გავიხედე და რამდენიმე ახალგაზრდა კაცს შორის ლევანის სილუეტი დავლანდე – თითქოს რაღაცას ედავებოდნენ, გვერდზე გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდომას აიძულებდნენ.
– ნუ მეძალავებით, სად უნდა წამოგყვეთ?! – წინააღმდეგობდა იგი.
– ყველაფერს იქ გავარკვევთ! – ჯიუტად უმეორებდა ვიღაც.
– რა გაქვთ ჩემთან გასარკვევი, არ გადამრიოთ! – მოთმინებას კარგავდა ლევანი.
დანარჩენები ყურს არ უგდებდნენ, დამშვიდდი და გამოგვყევიო, მუქარანარევი გამოწვევით ურჩევდნენ.
სწრაფად გადავიცვი და ქუჩაში გავედი, მანქანას მივუახლოვდი, თითქოს უცნობები გონს მოეგენ და ლევანს ხმადაბლა გაუმეორეს: "ტყუილუბრალოდ ნუ ხმაურობ, რასაც გეუბნებით, ის გააკეთე!". მაგას რა მიხვედრა უნდოდა, პოლიციაში წაყვანას უპირებდნენ და ამ გადაწყვეტილებას ცოცხალი თავით არ შეცვლიდნენ. ჯერ ყურადღება არ მომაქციეს, როცა ჩემი ვინაობა დავასახელე და რაშია საქმე–მეთქი, სერიოზულად დავინტერესდი, მომიბრუნდნენ და ზრდილობიანად მითხრეს: "პოლიციის განყოფილებაში წავიყვანთ, ყველაფერს გავარკვევთ და მაშინვე გამოვუშვებთ". ერთი ზორბა და მსუქანი იყო, მეორე – გამხდარი, ნაყვავილარი სახით, მესამე რატომღაც მანქანის საჭეს მიუჯდა, მაგრამ მაინც მოვასწარი თვალის შევლება, მოჭიდავეს ჰგავდა, ყურებიც დაჭმუჭნული ჰქონდა. მსუქანმა გვერდზე გამიხმო. მისი აზრით, ჩემი გამოყენება განიზრახა, საქმეს უმტკივნეულოდ მოვაგვარებო. "თქვენ ამ ბიჭის ვინ ბრძანდებით?" – კეთილმოსურნესავით დაინტერესდა. "უფროსი მეგობარი ვარ!" – მშვიდად მივუგე და ისიც ვანიშნე, ადვილად არავის დავაჩაგვრინებდი. "თუ მაგისთვის კარგი გნებავთ, გამოგვყვეს!" – ხმაში მუქარა გაერია, ქვეშ–ქვეშ გამომხედა, ისე აქოშინდა, თითქოს ეს–ესაა აღმართი ამოირბინა. "არ მეტყვით, რა მოხდა?! – აუღელვებლად ვიკითხე. "იქ გაირკვევა!" – პრინციპულად მომიგო მან და ლევანისკენ შებრუნდა. "კეთილი, წავიდეთ!" – ლევანისთვის არაფერი მიკითხავს, გადაჭრით წარმოვთქვი, მანქანას მივუახლოვდი და შიგ პირველი ჩავჯექი. ლევანი თითქოს ჩემს ნებას დაჰყვა, უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და გვერდით მომიჯდა. ამ დროს მანქანას ნარიმანი მოუახლოვდა, სარკმელთან დაიხარა და ნამძინარევი თვალებით მოგვათვალიერა, ჩემს დანახვაზე ოდნავ დამშვიდდა. "ეს ბიჭი არაფერს დააშავებდა!" – ხმამაღლა თქვა და ლევანს გამამხნევებლად გაუღიმა. "ძიაკაცო, ყველაფერს გავარკვევთ!" – დაფარული გაღიზიანებით მიუგო მძღოლმა და მანქანა დაძრა.
– რას გემართლებიან? – ხმადაბლა ვკითხე ლევანს, პოლიციელებს არ მოვრიდებივარ.
– ქვაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიღაც გოგონას ხელჩანთა გასტაცეს და დამნაშავე აღწერილობით შენ გგავსო!.. – უკმაყოფილოდ ამიხსნა.
– მერედა ის ქალბატონი სად ბრძანდება? – გამომწვევად დავინტერესდი.
მაძებრები ქვასავით დუმდნენ, თითქოს არაფერი ესმოდათ.
– ალბათ პოლიციის განყოფილებაშია... – თვითონ ლევანმა გამცა პასუხი.
"სად იყავი?" – თვალებით ვკითხე. "ის გავაცილე!" – გადმომჩურჩულა და თავი ზედა უბნისკენ გაიქნია.
მანქანა მთაწმინდის რაიონის პოლიციის ეზოში გაჩერდა. ვიდრე შენობაში შევიდოდით, მაძებრების ყურადღება მივიქციე და მომთხოვნი კატეგორიულობით ვიკითხე: "თქვენ, რა, ამოცნობას მოქალაქეების გარეშე ატარებთ?" – აშკარად ვაგრძნობინე, უსამართლობას არავის ვაპატიებდი. "ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც წესი და კანონი ითხოვს!" – დაზეპირებულივით მომიგო სახენაყვავილარმა. ლევანი ვიღაცის კაბინეტში შეიყვანეს, მე კი მომიბოდიშეს, ცოტა ხანს სამორიგეოსთან დაგველოდეთო. ორი წუთიც რომ დაგვიანებოდათ, განგაშს ავტეხდი, პოლიციის უფროსთან შეხვედრას მოვითხოვდი და საქმეში სხვა ინსტანციებსაც ჩავრევდი, მაგრამ ზორბა მალე მობრუნდა, მხარზე ხელი დამადო, სამორიგეოს გამომარიდა. "წამობრძანდით" – მასპინძელივით მითხრა და კაბინეტისკენ წამიძღვა. "დაზარალებულს შემოვიყვანთ... თუ ბიჭი ამოიცნო, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!" – მარტო ჩემს გასაგონად დასძინა და ოთახის კარი გააღო. "რა თქმა უნდა, ამოიცნობს, თუკი მისი აღწერილობა წინდაწინ ამცნეთ!" – მოურიდებლად ვთქვი და კაბინეტისკენ შევბრუნდი; ზორბამ ზღურბლთან შემაყოვნა, მოჩვენებითი სინანულით ამიხსნა: "როგორ გეკადრებათ, ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება... სხვათა შორის, იმ გოგონას დამნაშავის დაჭერა სულაც არ აინტერესებს, მას დაკარგული საბუთების დაბრუნება უნდა... ხელჩანთაში პასპორტი და ამერიკის ვიზა ედო...".
ოდნავ დავმშვიდდი.
კაბინეტში ლევანი და ვიღაც საშუალო ასაკის გამომძიებელი დაგვხვდა. მალე ორ მაძებართან ერთად ნამტირალევი გოგონა გამოჩნდა. ლევანი არ განძრეულა, არც დაძაბულობა დატყობია. გოგონამ სათითაოდ მოგვათვალიერა და სკამზე ღონემიხდილი დაეშვა – მერე ლევანს გახედა, დააკვირდა და სახეზე გაურკვეველი სიმშვიდე დაეუფლა, ალბათ იფიქრა, დამნაშავე დაიჭირეს და საბუთებსაც დამიბრუნებენო. "ეგ ბიჭი იყო?" – სიჩუმე დაარღვია მაგიდის თავში მოკალათებულმა კაცმა და დაზარალებულს თვალი მოუწკურა. დანარჩენები ქალიშვილს პირში მიაჩერდნენ, რომელიც ტუჩებს კურდღელივით აცმაცუნებდა და, რა ეთქვა, აღარ იცოდა. ბოლოს ისევ ლევანს შეხედა და მის გულგრილ, არაფრისმთქმელ გამომეტყველებას რომ წააწყდა, ყოყმანი დაეტყო, როგორც ჩანდა, ამოცნობაც უჭირდა და უარის თქმაც – ამერიკაზე ოცნებასაც ვერ ელეოდა, ბოლოს გაჩუმება არჩია. "ეს არის?" – ისევ იკითხა გამომძიებელმა. გოგონა შეცბა, "არც სახეზე ვიცნობ და ვერც მისი ჩაცმულობა დავიმახსოვრე!" – თავი იმართლა მან და ლევანს შეწუხებული თვალებით მიაჩერდა. "ეჭვმიტანილს" მოთმინების ფიალა აევსო, ფეხზე წამოდგა, კედელზე ჩამოკიდებული, "სამი მონადირის" ფერებგახუნებულ რეპროდუქციას თავი აარტყა და კინაღამ ძირს ჩამოაგდო, ახლა უფრო გამწარდა, გოგონას აგდებით მიმართა: "შენ იქნებ არაფერიც დაგკარგვია!". დაზარალებული შეურაცხყოფისგან წამოწითლდა, ლევანს დამნაშავესავით ახედ–დახედა, თავი დაღუნა და უიმედოდ ჩაილაპარაკა: "გამტაცებელი როცა გარბოდა, კარგად დავიმახსოვრე, დაბალი იყო...". ზორბა პოლიციელი უხერხულად შეიშმუშნა, "იქნებ წაკუზული გარბოდა, გოგო?" – უადგილოდ იხუმრა. ქალიშვილმა იძულებით წამოსწია თავი, კედელთან აწოწილ ბიჭს ისევ დააკვირდა, ხელჩაქნეულივით გამოცრა: "არა, ეს ის გამტაცებელი ნამდვილად არ არის!" – და შვებით ამოისუნთქა.
ვიდრე პოლიციის შენობას დავტოვებდით, ზორბამ ჯერ მე შემომხედა, მერე ლევანს და თავის კანტუნით უთხრა: "დღეს ამ კაცს უმადლოდე, აწი კი ჭკუით იყავი, იცოდე, ხელში არ ჩამივარდე... გხედავენ, ძველ ბიჭებთან დაიარები!" – ხმაში მუქარა გაერია. "არაფერს ვაშავებ და ვისთანაც მინდა, იმასთან ვივლი!" – აღარ დაუთმო ბიჭმა, არც დამშვიდობებია, ისე დავტოვეთ იქაურობა.
სამებამდე უხმოდ ვიარეთ. "ხვალ მთელი უბნის სალაპარაკო გავხდები!" – ჭმუნვიანი სახით თქვა. "გეშინია, ეს ამბავი ლელამ არ გაიგოს?" – განგებ გამოვიწვიე. ღიმილით შემომხედა, თავი სინანულით გაიქნია. დავამშვიდე, ყველაფერი აუხსენი და გაგიგებს–მეთქი. ხელი ჩაიქნია, მადლიერებით შემომხედა, შეწუხებისთვის მომიბოდიშა და სახლისკენ გაუყვა.
ოთახის კარი გვიან შევაღე, დათოს ნამძინარევი ხმა შემომესმა: "ხომ მშვიდობაა?" – და კედლისკენ გადაბრუნდა; "არაფერია!" – ჩავილაპარაკე და საწოლზე ჩამოვჯექი.
დიდხანს არ დამეძინა, ლუიზას ძაღლი გველნაკბენივით ყეფდა.
მეორე დღეს გამომცემლობიდან ვბრუნდებოდი. ქვაშვეთის ტაძარს როცა გამოვცდი, ბაღის შესასვლელთან ლელას და ლევანს მოვკარი თვალი. გაცხარებით კამათობდნენ და მივხვდი, რაშიც იყო საქმე. შევყოვნდი, ხომ არ ჩავერიო–მეთქი. ამ დროს ლევანის მორიდებული ხმა მომესმა, ჩემკენ წამოვიდა, ხელით ვანიშნე, თვითონ მოვალ–მეთქი და, წყვილს მივუახლოვდი. ლელა ზრდილობიანად მომესალმა, ხელი გამომიწოდა და ნდობით გამიღიმა – საოცრად მეტყველი თვალები შემომანათა.
– არაფრით სჯერა, გუშინ შეცდომით რომ დამაკავეს და უდანაშაულო ვიყავი!.. – შეწუხებული სახით შემომჩივლა ბიჭმა.
ლელა თითქოს დაიბნა, მორცხვად შემომხედა და ლევანს გაეპასუხა:
– მსგავს სისულელეს რომ არ ჩაიდენდი, ნამდვილად მჯერა, მაგრამ როდემდე უნდა ამტკიცო, უდანაშაულო ვარო!.. – თვალები აუწყლიანდა, თითქოს შემემუდარა, იქნებ გააგებინოთ, რასაც ვეუბნებიო.
– ცხოვრება, ჩემო კარგებო, ხიფათითა და მოულოდნელობებითაა სავსე... ამან არ უნდა დაგაფრთხოთ! – დამამშვიდებლად წარმოვთქვი და ლელას მამაშვილურად გავუღიმე.
ლევანი ოდნავ განზე გადგა, თითქოს შეყვარებულთან გასაუბრების საშუალება მომცა.
– მე რატომ არ მიხდება რაიმეს მტკიცება, ან თუნდაც თქვენ? – მოკრძალებული გამოწვევით მკითხა გოგონამ და ლევანს უკმაყოფილოდ გახედა.
– ეს ბედისწერაა, ლელა, კაცმა არ იცის, თითოეულის თავზე როდის რა დატრიალდება... ლევანის ხნის რომ ვიყავი, კაცის მკვლელობას მედავებოდნენ, ორი წელი უდანაშაულოდ მაწამეს ციხეში... მას შემდეგ უნივერსიტეტი დავამთავრე და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ვეწევი, სულ ფეხის წვერებზე დავდივარ, ვცდილობ, ყოველ ნაბიჯზე სიკეთე ვთესო და ასე, მთელი ცხოვრება უნდა ვარწმუნო ადამიანები, მკვლელი კი არა, ერთი პატიოსანი კაცი ვარ–მეთქი!.. – ლელა გაოცებული მომჩერებოდა. ლევანსაც პირი დაეღო, ეს კაცი მართალს ამბობს თუ მწერლურ ფანტაზიას იშველიებსო, – ასე რომ, ამქვეყნად ყველაფერს უნდა მოელოდე და ისიც უნდა ამტკიცო, ბოროტებისთვის არ გაჩენილხარ, სიცოცხლე გიყვარს და მხოლოდ სიყვარულისთვის არსებობ...
– როგორ, ერთმანეთი რომ გვიყვარს, ამასაც დამტკიცება უნდა? – ვეღარ მოითმინა ლელამ და ლევანს მრავლისმეტყველად მიაჩერდა.
– დამტკიცება რომ არ უნდოდეს, არ იკამათებდით, არც ინერვიულებდით და არც ის შეგაწუხებდათ, რას იფიქრებდა თქვენ შესახებ ხალხი, შეძლებდით თუ არა პიროვნებებად ჩამოყალიბებას!.. – ვიგრძენი, დაუსრულებლად შემეძლო მათთან საუბარი, არც დავიღლებოდი და არც დროს დავინანებდი, თუმცა შეყვარებულებს თავს ვერ მოვაბეზრებდი.
წასასვლელად მოვემზადე, წყვილს მოვუბოდიშე, თვითნებურად ჩაგერიეთ–მეთქი.
გულწრფელად შეწუხდნენ, ჩემს შეყოვნებას შეეცადნენ. ლელა შემრიგებლურად შესცქეროდა ლევანს, აშკარად სიამოვნებდა, ასეთი გულშემატკივარი რომ გამოვუჩნდი.
წყვილი ალექსანდრეს ბაღში დავტოვე, ვიდრე ქვაშვეთის ტაძარს გვერდს ავუვლიდი, პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს მათი ბედნიერება შევთხოვე.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 