| ქალი და მამაკაცი |

მუზა მდედრობითი სქესის არსებაა
მუზა მდედრობითი სქესის არსებაა
ახალგაზრდა პოეტებმა ირაკლი გაფრინდაშვილმა და ბიჭი ივანიშვილმა ერთმანეთი "ნანუკას შოუში" გაიცნეს და მას შემდეგ თითქმის ყველა საღამოსა და ღონისძიებაზე ერთად ჩნდებიან. საკმაოდ მოკლე დროში დამეგობრდნენ და თვლიან, რომ ერთმანეთის მიმართ ძალიან თბილი და არაკონკურენტული დამოკიდებულება აქვთ.
როგორ და როდის დაიწყეს წერა, როგორი დამოკიდებულება აქვთ მუზებთან და როდის აპირებენ პოეტური კრებულის გამოცემას, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
– როდის დაიწყეთ წერა?
ბიჭი: – წერა დავიწყე დაახლოებით, ორი წლის წინ. ზუსტად მახსოვს პირველი ლექსის დაწერის პროცესი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ უსაქმურობის გამო უფრო მოხდა ეს, ვიდრე ჩემი განსაკუთრებული მონდომებით. წყნეთში ვიყავი, ვიჯექი და არ ვიცოდი რა მეკეთებინა. მერე ავიღე ფურცელი და რაღაც დავჯღაბნე. რა თქმა უნდა, პირველ ჯერზე არ მომეწონა და დავხიე. მეორესაც იგივე ბედი ეწია. აი, მესამე, ცოტა არ იყოს, მომეწონა, ჩემთვის დავიტოვე და მას მერე გადავწყვიტე, არც ერთი ლექსი აღარ გადამეგდო. პირველი ლექსი, რომლის შინაარსიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ფურცელს ეხებოდა, მახსოვს დედას ვაჩვენე. მასაც ძალიან მოეწონა და აი, ასე მოვედი დღემდე.
ირაკლი: – მე ცოტა განსხვავებული მიზეზი მაქვს წერის დაწყების. ერთხელ, მოხდა ისე, რომ ხელით წერის დროს ძ–ს ნაცვლად დავწერე დზ (კომპიუტერისა და სოციალური ქსელების გავლენით). რასაკვირველია, იმთავითვე გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და ჩემი პირველი ლექსიც სწორედ მაშინ შეიქმნა "ოცდა13 მარგალიტი".Ô
– პირველი მიძღვნა გახსოვთ?
ირაკლი: – კი, როგორ არა, პირველი ლექსი, რომელიც მივუძღვენი, თბილისში ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონს ეკუთვნოდა. მას უნდა შევხვედროდი და ფოტოები გადამეღო. იმ საღამოს იყო მიძღვნაც. ისე, რომ ვთქვათ, ამ ტიპის ლექსები ძალიან ცოტა მაქვს, დანარჩენი იმ ერთს ეძღვენება, მერე რომ იქნება, მომავალში.
ბიჭი: – მე ამ ამბავში ირაკლიზე უფრო გამოცდილი ვარ. უმრავლესობას ჩემი ლექსებიდან ჰყავს გარკვეული ადრესატი – ჩემი შეყვარებული. თუმცა, მაქვს ლექსებიც, რომლებიც არავის ეძღვნება ან ლექსები, რომლებიც მეგობრებს ეძღვნება და ასე შემდეგ.
– რომელიმე პოეტის ზეგავლენა განგიცდიათ?
ირაკლი: ალბათ, ყველაზე უფრო ნიკო გომელაურის.
ბიჭი: – მეც ზუსტად ასე ვთვლი. მიმაჩნია, რომ თუ ვინმესგან რამე ვისწავლე, დიდწილად ნიკოსგან.
– ნაწილი პოეტებისა აღიარებს მუზების არსებობას, ნაწილი კი – არა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
ბიჭი: – ჩემთვის მუზა არის აბსტრაქტული მდედრობითი სქესის არსება, რომელიც ხანდახან მაბრაზებს კიდეც..
ირაკლი: – მდედრობითი სქესის რომაა, ამაზე არც მე ვდავობ. იცით როგორი პროცესია? რაღაც ემოცია მწიფდება შენში. ამ დროს თუ რამე არ დაწერე, მერე სახეზე ასოებად გამოგაყრის. თუ ამას კარგად დააკვირდები, იგრძნობ, რომ თანდათან წერის მოთხოვნილება გიჩნდება, ძალიან სასიამოვნოა ამ ემოციის გარეთ გამოშვება. რაღაც სხვა ამბავია.
– როცა, ვთქვათ, რაღაც არ გამოგდით, ანებებთ თავს თუ ისევ უბრუნდებით ხოლმე?
ბიჭი: – ორივენაირი შემთხვევა მქონია. დავბრუნებივარ ხოლმე ნაწერს, საერთოდაც, დამინებებია თავი და პირველივე ცდაზეც დამიწერია.
ირაკლი: – მე ძალიან მიყვარს, როცა ლექსს, ასე ვთქვათ, ერთი ამოსუნთქვით ვწერ. არასდროს აღარ ვუბრუნდები მერე. ერთადერთი, რომელზედაც ცოტა ვიწვალე, იყო ჩემი პირველი ლექსი. ჯერ ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს, აქამდე ასე იყო, ახლა რა შეიცვლება, არ ვიცი.
– კრიტიკას ხშირად იღებთ ხოლმე? ან როგორ ხვდებით?
ბიჭი: აბსოლუტურად ჯანსაღად. კრიტიკა როგორ არ მიმიღია, მაგრამ, ასე რომ ვთქვათ, მის ქარ–ცეცხლში ჯერ არავის გავუტარებივარ.
ირაკლი: – 4000 კაციდან, ჩემს სოციალურ ქსელში, ვიღაცას თუ ჩემი გაკრიტიკება მოუნდება, ჩემი აფსუიწწლ–ი ღიაა ყველასთვის, მე მგონი ყველაზე სოციალურია. ასე რომ, კრიტიკას ცუდად ნამდვილად არ ვხვდები. აი, მაგალითად, ჩემს ახალ, ბოლო ლექსზე დღესაც მივიღე კრიტიკა მანანა მანჯგალაძისგან – ამაზე უკეთესებიც დაგიწერიაო. არადა, მე ყველა დანარჩენზე მეტად ეს მომწონდა.
– ლექსის წერა თქვენთვის საქმიანობაა, თუ?
ირაკლი: – არა, ლექსის წერა ჩემთვის ერთ–ერთ ყველაზე დიდი გატაცება და ჰობია. მე მაქვს სხვა საქმიანობა, სხვა სამუშაო (ზგიდშს კუდფეშწტთ), რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ პირიქით, ხელს მიშლის წერაში.
ბიჭი: – მე, ჩემი პროფესიაც კი, სიმართლე გითხრათ, ზუსტად თავადაც არ ვიცი. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი, მერე აღმოსავლეთმცოდნეობაზე გადავედი, ბოლოს კი, მანქანათმშენებლობამდეც მივაღწიე. თუმცა, აგვისტოდან ცვლილებას ისევ ვგეგმავ და მეც, ირაკლის მსგავსად, პიარის არჩევა მინდა. საქმიანობა ესაა, ლექსის წერა სხვა რამეა.
– "ნანუკას შოუმ" თქვენს ცნობადობას შეუწყო ხელი. ზოგადად, როგორ შეაფასებთ ასეთ ფაქტს, როცა პოეტი საზოგადოებისთვის ცნობილი ამ გზით, ამგვარი საშუალებით ხდება?
ირაკლი: – აღარ მინდა ისევ პიარს დავუბრუნდე, მაგრამ რეალურად ასეა. ნებისმიერ სიკეთესა და დადებით მოვლენასაც კი კარგად შეფუთვა სჭირდება და ისე გაშუქება, თორემ სხვაგვარად ნაკლებად მიდის ხალხამდე. ნანუკამ ის სამსახური გაგვიწია, რომ ჩვენი პოეზია რამდენიმე წუთში გააცნო უზარმაზარ აუდიტორიას, რაღაც ტალღა ააგორა, რომელიც ინერციით ჯერ კიდევ მიგორავს. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი რამ დასაწყისისთვის აუცილებელიც კია და ძალიან მწყდება გული, რომ ამის საშუალება ყველას არ ეძლევა.
ბიჭი: – ტელევიზიასა და ეკრანს მაგიური ძალა აქვს. ჩემი და ირაკლის რეიტინგი ამ გადაცემის მერე ძალიან გაიზარდა. მანამდე, რატი ამაღლობელმა გამიკეთა საღამო წიგნის სახლში, თუმცა, ფაქტობრივად, საზოგადოებამ შოუს შემდეგ გაგვიცნო. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ამის შემდეგ უფრო აქტიურად ვწერ, ან ასე შემდეგ. ზუსტად ისე მეწერება, როგორც ნანუკას შოუმდე მეწერებოდა.
ირაკლი: – "ნანუკას შოუმ" დრო და მოვლენები ცოტათი ააჩქარა. ისე, საკუთარ თავს ვატყობ, რომ მას მერე ცოტა უფრო დავიხვეწე.
– ყოფილა შემთხვევა, როცა ლექსი ცოტა უცნაურ გარემოში დაგიწერიათ?
ბიჭი: – სიგარეტის კოლოფზე არ ვწერ ხოლმე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მაინც მუზის ამბავია. როცა მოდის, შენც მაშინვე უნდა გადმოიტანო, ფურცელზე იქნება თუ სხვა რამეზე. ის რომ გაუშვა, შეიძლება გაბრაზდეს და მერე საერთოდ აღარ გესტუმროს.
ირაკლი: – მე, თუ ასეთი სიტუაციაა, ტელეფონში ვწერ ხოლმე მესიჯად და შემდეგ გადმომაქვს ფურცელზე.
– თქვენ თავს პოეტებს უწოდებთ?
ირაკლი: – მახსოვს, ძალიან ადრე, თავიდანვე ვამბობდი ხოლმე: პოეტივით ბიჭი ვარ–მეთქი და მერე რაღაცნაირად შემრჩა ეს სახელი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. რეალურად, ეს შორეული ოცნება უფროა. ჯერ ცოტა ადრეა. ლექსების რაოდენობა ამას ნაკლებად განსაზღვრავს, ხარისხია მთავარი. ძველი ლექსები უკვე ნაკლებად მომწონს, ვთვლი, რომ თანდათან ვიხვეწები და ბევრ რამეს ვსწავლობ.
ბიჭი: – როცა ეს კითხვა მესმის, მაშინვე გალაკტიონამდე მივდივარ და შიშით ვპასუხობ რომ, რა თქმა უნდა, არა, მაგ დონემდე, ალბათ, ვერასდროს მივალთ. თუმცა, თანამედროვეობის პოეტად შემიძლია თავი შევრაცხო.
– როგორ ფიქრობთ, ლექსის წერა შეიძლება ისწავლო?
ბიჭი: – მაგაზე არასდროს დავფიქრებულვარ, ძალიან რთული კითხვაა. ხელოვნების სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ ლექსის სწავლა გაცილებით რთულია. ალბათ, შეუძლებელიც. შეიძლება რითმებზე იმუშაო და გამოგივიდეს, მაგრამ ლექსს სხვა რამე უფრო სჭირდება.
– რომანტიკოსები ხართ?
ირაკლი: – წყალწაღებული რომანტიკოსი, რომელსაც არასოდეს არაფერი ეშველება.
ბიჭი: მიუხედავად ამისა, იმ დიდ რომანტიკოსთა შემოქმედება, რომლებიც ქართულ მწერლობას ჰყავს, რატომღაც დიდად არ მიზიდავს. რომანტიკოსი, ალბათ, მაინც ვარ, არ ვიცი, ბოლომდე არც ოპტიმისტი ვარ, არც პესიმისტი, ხანდახან არც ბოლომდე რეალისტი, ცოტ–ცოტა ყველაფრიდან მაქვს რაღაცები ამოკრებილი და ჩემებური ვარ.
თეონა სირბილაძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 