| ქალი და მამაკაცი |

"დიდი ქართველები" აუცილებლად უნდა იყოს ყველა ოჯახის ბიბლიოთეკაში

გამომცემლობა "საოჯახო ბიბლიოთეკა" 25 აპრილიდან კიდევ ერთი ახალი პროექტით წარსდგება მკითხველის წინაშე: ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოვა და ჩვენი ჟურნალისა და გამომცემლობის შეთანხმებისამებრ, "გუმბათთან" ერთად გაიყიდება წიგნების სერია სახელწოდებით "დიდი ქართველები". ჩვენ გავესაუბრეთ ამ პროექტის ხელმძღვანელსა და მთავარ რედაქტორს, პროფესორ ზაზა აბზიანიძეს. როგორც მისგან შევიტყვეთ, პირველი ტომი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ იქნება, ყოველი მეორე კი საქართველოს ერთ–ერთ პატრიარქს დაეთმობა. როგორც ბატონმა ზაზამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს პროექტი, მრავალი ფაქტორის გამო, ჩვენს საგამომცემლო სივრცეში სრულიად უნიკალურია და მკითხველი მის მიმართ ინტერესს უსათუოდ გამოიჩენს. ყოველივე ამაზე დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ზაზა, საიდან გაჩნდა იდეა იმისა, რომ ასეთი საინტერესო პროექტი წამოგეწყოთ?
– ამ სააღდგომო დღეებში გამომცემლობა "საოჯახო ბიბლიოთეკა" ჟურნალი "გუმბათის" თანადგომით ქართველ მკითხველს მართლაც ძვირფას საჩუქარს სთავაზობს – "დიდი ქართველების" სერიის პირველ ტომს. სიმბოლურია, რომ ეს ტომი ექვთიმე თაყაიშვილის, ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. პირველი წიგნი მივუძღვენით ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ახსოვს ჩვენს უფროს თაობას (ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წელს გარდაიცვალა), რომელიც თავისი პიროვნული კეთილშობილებით და განუზომელი დამსახურებით სამშობლოს წინაშე, განასახიერებდა უწყვეტ სულიერ კავშირს წარსულის დიდ ქართველთა და უკვე ჩვენს ეპოქამდე მოღწეულ თავდადებულ მოღვაწეთა შორის. ექვთიმე თაყაიშვილი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა: მისმა მუხლჩაუხრელმა შრომამ ქართული ფილოლოგიისა და ისტორიის სფეროში, მისმა თავდადებამ ჩვენი ეროვნული საგანძურის გადასარჩენად განაპირობა მისი ასეთი აღიარება. დღესაც მის მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ თაობები და ბავშვობიდანვე უნდა იცოდნენ, ვინ იყო იგი და რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე. მეშინია ხოლმე იმ სტიქიური გამოკითხვების შედეგების, რომელსაც ქუჩაში ატარებენ ჟურნალისტები და ხალხს საკუთარი ქვეყნის ისტორიიდან ძალიან მარტივ შეკითხვებს უსვამენ. მეშინია, არა კითხვების, არამედ პასუხების. თუნდაც, ახლა რომ ჩატარდეს ასეთი გამოკითხვა: ვინ არის ექვთიმე თაყაიშვილი? ბევრი რესპოდენტი გაგცემთ შესატყვის პასუხს?! თუ გაცილებით უფრო ინფორმირებული იქნება ნებისმიერი უცხოელი თუ "შინაური" პოპ–ვარკვლავის ბიოგრაფიის დეტალებზე?! ამ სამწუხარო რეალობაზე თვალს ვერ დავხუჭავთ და ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი, რომელმაც გადაგვაწყვეტინა მივბრუნებოდით დიდ ქართველთა ბიოგრაფიებს, სწორედ ეს იყო. პირველი ტომის თაობაზე ბევრი ვიმსჯელეთ და შევარჩიეთ ექვთიმე თაყაიშვილის ერთგული თანაშემწის გიორგი ლომთათიძის დაწერილი ბიოგრაფია თავისი მოძღვრის შესახებ, რომელსაც თან ახლავს ავტორის ჩანაწერები და დღიურები. ეს ჩანაწერები შესანიშნავად წარმოგვისახავს ამ, მართლაც დიდი ქართველის პორტრეტს და ცხოვრებისეული დეტალებით ამდიდრებს მის ბიოგრაფიას.
– დღეს, როდესაც ინტერნეტი ასე ფართოდ შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, როგორ ფიქრობთ, წიგნს მკითხველები მრავლად ეყოლება?
– დიახ. ჩემი ღრმა რწმენით, წიგნების ის სერია, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, აუცილებლად უნდა იყოს ყველა ოჯახის ბიბლიოთეკაში. დიდი ხნის განმავლობაში, ქართველი მკითხველი მოწყურებული იყო მსგავსი სახის გამოცემებს. გარდა ამისა, უამრავი ახალი ოჯახი იქმნება. ახალშექმნილ ოჯახებში კი, ყველა იმ საყოფაცხოვრებო საზრუნავთან ერთად, ვგონებ, ბიბლიოთეკაზე ზრუნვაც აუცილებელია. წინა საუკუნეში ასეთი ბიბლიოთეკა თავმოყვარე ქართული ოჯახის სიამაყის საგანი და ინტერიერის განუყოფელი ნაწილი იყო. ისევე, როგორი ახლა კარგი კომპიუტერი და თანამედროვე ტექნიკის შედევრებია. კომპიუტერს ნამდვილად არაფერს ვერჩი, ჩემთვისაც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, მაგრამ, მაინც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის. სწორედ ეს რწმენა ასაზრდოვებს ყველას, ვინც კი წერს ამ წიგნებს, გამოსცემს და ავრცელებს მათ. აი, ეს ჩვენი ახალი სერიაც – თუკი უფროსებისთვის ეს იქნება მიბრუნება საქართველოს წარსულთან.
– "დიდი ქართველების" შემდგომი ტომები ვის შესახებ იქნება?
– შემდგომი ტომების გამოცემა ისე იგეგმება, რომ ყოველ ერთ ერისკაცს შეენაცვლება ერთი პატრიარქი. ექვთიმე თაყაიშვილის მერე გამოვა კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატე ცინცაძისადმი მიძღვნილი წიგნი, რომლის ავტორიც ქართული ეკლესიის ისტორიის უბადლო მცოდნე, ბ–ნი სერგო ვარდოსანიძე გახლავთ. შემდეგი ტომში ერეკლე მეორეს შესახებ მოგვითხრობს გერონტი ქიქოძე – გასული საუკუნის ერთ–ერთი ბრწყინვალე ლიტერატორი–ესეისტი. მომდევნო ტომი, რომლის ავტორიც ისევ და ისევ სერგო ვარდოსანიძე გახლავთ, პატრიარქ ამბროსის (ხელაიას) ეძღვნება და ა.შ. ვამზადებთ გამოსაცემად აგრეთვე განსვენებული ისტორიკოსის, იოსებ უთურაშვილის ჩინებულ წიგნს, მიძღვნილს დიმიტრი ყიფიანისადმი. ამ დიდი ქართველის სახელი (აკაკი წერეთელმა თავისი "განთიადი" რომ მიუძღვნა), ვგონებ, ყველა ქართველმა იცის სკოლის მერხიდან, მაგრამ ამ წიგნით მკითხველი ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობს მისი დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიის შესახებ. კიდევ ერთი წიგნი იმავე ავტორისა თეკლა ბატონიშვილს ეძღვნება. მოგეხსენებათ, ეს იყო ერეკლე მეორეს უსაყვარლესი ქალიშვილი, რომელიც არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით, არამედ თავისი საზოგადოებრივი ღვაწლითაც გამოირჩეოდა. ჩვენი გამოცემების ერთ–ერთი დანიშნულება ისიც არის, რომ (თუნდაც თეკლა ბატონიშვილის შემთხვევაში) მკითხველს საშუალება მივცეთ, გაიგოს ამა თუ იმ ბიოგრაფიის საინტერესო მომენტები, ისტორიული გმირის სულიერი თვისებები და ა.შ. ვაპირებთ, გამოვცეთ პროფესორ ლეო მენაბდის უაღრესად საინტერესო წიგნი ვახტანგ მეექვსის შესახებ. ამ მეფეს ბევრი დამსახურება ჰქონდა (თუნდა მარტო "ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემა რად ღირს?!), მისმა პოეზიამაც დაიკავა თავისი ნიშა ქართულ ლიტერატურაში. თუმცა, ამავე დროს, წიგნის ავტორი გვერდს არ უვლის ვახტანგ მეფის ტრაგიკულ შეცდომებსაც. ამ მხრივაც საინტერესოა ჩვენი ტომეულები – მხოლოდ იდეალურობაზე არ ვსაუბრობთ და ამა თუ იმ ადამიანის არა მარტო დამსახურებას, არამედ უარყოფით მხარეებს, მარცხსაც მიმოვიხილავთ. ჩვენ ჩანაფიქრში არ გვქონია, ქრონოლოგიას მივყოლოდით და წიგნები ასე გამოგვეცა. გვირჩევნია, რომ ყველა მომავალი წიგნი მკითხველისთვის სიურპრიზი იყოს. მართალია, რამდენიმე წიგნის დასახელება უკვე გაგანდეთ, მაგრამ დანარჩენისგან თავს შევიკავებ.
– თქვენს გამომცემლობაზე ხომ არ იტყოდით რამდენიმე სიტყვას?
– როგორც ითქვა, პროექტს ახორციელებს გამომცემლობა "საოჯახო ბიბლიოთეკა". ეს პროექტი დაახლოებით ორი წელი გვიტრიალებდა თავში მე და გამომცემლობის დამფუძნებლებს, მთავარ მხატვარს. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქ–ნი თეა ინწკირველის როლი "საოჯახო ბიბლიოთეკის" ცხოვრებაში მხოლოდ ჩვენი გამოცემების მართლაც ეფექტური ვიზუალური მხრით (ამაში ადვილად დარწმუნდებით, "ექვთიმე თაყაიშვილს" რომ დახედავთ) კი არ ამოიწურება, არამედ მისი ლიტერატურული გემოვნებით და ასე ვიტყოდი "კულტუროლოგიური განსწავლულობითაც", რაც უკვე მთელს ჩვენს საგამომცემლო გეზს დაემჩნა. ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქართველი მკითხველი მიუბრუნდეს თავისი ქვეყნის ისტორიას, მის გმირებსა და მოწამეებს, მის საამაყო გამარჯვებებსა თუ საბედისწერო შეცდომებს...
ახლა ისღა დამრჩენია, რომ ჩვენს მკითხველს მივულოცო წლევანდელი აღდგომა და ამასთანავე ვისურვებ, რომ ჩვენ მიერ გამოცემულმა წიგნებმა საპატიო ადგილი დაიკავონ მათი საოჯახო ბიბლიოთეკების თაროებზე.
თეონა კენჭიაშვილი

კავშირი ტეგთან: ქართველები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 