| ქალი და მამაკაცი |

"მეიგავე იყო სულხან–საბა, მე კი იგავ–არაკების ავტორი ვარ"
ნიკა წულუკიძე: "მეიგავე იყო სულხან–საბა, მე კი იგავ–არაკების ავტორი ვარ"
ნიკა წულუკიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. იგი ხშირად გვევლინება სხვადასხვა ამპლუაში. პროფესიით თეატრმცოდნეა და როგორც თავად აღნიშნავს, მან თავიდანვე იცოდა, რომ თეატრალურ სამყაროში უნდა ყოფილიყო. ამიტომ ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში. სწორედ მაშინ დაიწყო იგავ–არაკების წერა და ორი ბროშურაც გამოუშვა. ნიკა თავის თავს მეიგავედ არ მიიჩნევს, ამბობს, რომ მხოლოდ იგავ–არაკების ავტორია. გარდა ამისა, იგი ტელე და რადიო გადაცემების წამყვანობას და სერიალის "გოგონა გარეუბნიდან" სცენარისტობასაც ითავსებს. ეს ოცდახუთი წლის ახალგაზრდა საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს. თვლის, რომ ეს ყველაფერი მას არ ღლის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ წლების მერე აუცილებლად წავა თავის მშობლიურ სოფელ ღანირში, იქ გაატარებს მოხუცებულობის პერიოდს და მხოლოდ იგავ–არაკების წერით იქნება დაკავებული. ნიკა წულუკიძეს "იმედში" ვესტუმრეთ და ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ნიკა, მართალია, ამჟამად ბერვი საქმით ხართ დაკავებული და ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. თავიდან კი მინდა, თქვენს ძირითად პროფესიაზე გკითხოთ, რადგან თეატრმცოდნე ბრძანდებით.
– თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი ადგილი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო გარემო იქნებოდა თეატრალურ სამყაროში. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ თეატრალური კულუარები ძალიან მხიბლავდა თავისი შარმით და ინტრიგებით, სითბოთი თუ სიცივით. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი. ამიტომაც შევეცადე თეატრალურ წრეებში მეტრიალა. ძალიან მიხარია, რომ ამ ხალხთან ვარ და ეს ყველაფერი ერთი დიდი ოჯახია. აქ ხანდახან ჩხუბია, როგორც ყველა ოჯახში, ზოგჯერ კინკლაობა და ხანდახან სითბო. ასე რომ ერთი დიდი თეატრალური ოჯახია ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც ადამიანებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ამიტომაც გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა.
– როგორ გახსენდებათ სტუდენტობის პერიოდი?
– ვასო კიკნაძის ჯგუფში ვიყავი სათეატრო კრიტიკის და ჟურნალისტიკის სპეციალობაზე. ჩემს პედაგოგზე უამრავი რამის თქმა შემიძლია. ვინც მის ლექციას არ დასწრებია, მან არ იცის რა არის ლექტორი კათედრაზე შერწყმული მსახიობთან სცენაზე. ბატონი ვასოს ლექცია ერთი მსახიობის თეატრის სცენას ჰგავდა, თვითონვე გადმოსცემდა და თამაშობდა. სხვა ლექტორები ძირითადად იმას ჰყვებიან, რაც წიგნებში წაუკითხავთ, ბატონი ვასო კი თვითონ იცნობდა იმ გარემოს და იმ ადამიანებს, ვინც ქართულ თეატრს ქმნიდნენ. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი პედაგოგი მყავდა, ჩემი სტუდენტობის დროს, თეატრალურ ინსტიტუტში მაშინ ვსწავლობდი, როცა სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე დადიოდნენ, რეზო ჩხეიძე ლექციებს ატარებდა, გურამ საღარაძე მეტყევლების ლექციას გვიკითხავდა და ა.შ. ისეთი სახელების და გვარების ადამიანები დადიოდნენ, რომ მარტო მათი სახელებიც კმაროდა, არათუ მათთან ურთიერთობა. ამ მხრივ სტუდენტობა ჩემთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, რადგან როგორც პიროვნება, მოქალაქე და პროფესიონალი, ყველანაირად ჩამოვყალიბდი. ნებისმიერ სხვა სასწავლებელში რომ მესწავლა, ალბათ ასეთი რეზიუმე არ მექნებოდა, რაც დღეს მაქვს. ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც ყოფნა უყვარს. ახლა სულ რომ ოქროში ჩამაგდონ, არ მინდა იმ საქმის გაკეთება, რაც არ მაინტერესებს.
– სტუდენტობის დროს თქვენ დაწერეთ წიგნი სპექტაკლზე "მოხუცი ჯამბაზები". ეს ვისი იდეა იყო?
– ერთ მშვენიერ დღეს ვასო კიკნაძემ მითხრა, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგმებოდა სპექტაკლი, სადაც თამაშობდნენ კახი კავსაძე, მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, ზინა კვერენჩხილაძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე, ზაზა ლებანიძე, მარინა ჯანაშია და მარინა კახიანი. მითხრა, ამ სპექტაკლზე წიგნი გააკეთეო. ასე დაიბადა ჩემი "მოხუცი ჯამბაზები". ერთი წლის განმავლობაში, ამ დიდ გენიოსებთან ერთად ვიყავი და ვუყურებდი მათ როლებზე მუშაობას. ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ჩემი თაობის ადამიანი მათი შემოქმედების "კუდს" მაინც მოესწრო.
– თავად ამ მსახიობებმა თქვენი წიგნი როგორ შეაფასეს?
– ძალიან მოეწონათ, რადგან საერთო ჯამში საკმაოდ თბილი წიგნი გამოვიდა. მის პრეზენტაციაზე, ამ მსახიობებმა ისეთი თბილი სიტყვები მითხრეს, რომ ეს ყველაფერზე მეტია.
– როგორც ვიცით, იგავ–არაკების წერა უკვე სტუდენტობის პერიოდში დაიწყეთ.
– იგავ–არაკების წერა 2003 წელს დავიწყე. საერთოდ, სულ იმას ვამბობ, რომ მე ჩემს თავს მეიგავეს არ ვუწოდებ. მეიგავე იყო სულხან–საბა ორბელიანი, ეზოპე, კრილოვი, მე კი იგავ–არაკების ავტორი ვარ. ეს არის ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი გამოხატულება, ჩემი ინტიმი. მინდა გითხრათ, რომ სცენარისტი ნიკა წულუკიძე ცოცხლობს და შრომობს იმიტომ, რომ შეინახოს იგავების ავტორი ნიკა წულუკიძე. ეს ურთიერთდამოკიდებული პროცესია. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ უკვე წელიწადნახევარია იგავ–არაკი არ დამიწერია. უამრავ საქმეს ვაკეთებ, რადიო, ტელევიზია, სერიალი, სტუდენტები, ასევე დისერტაციას ვიცავ და სხვადასხვა პროექტებში ვარ ჩართული. ეს ერთი ადამიანი დილის შვიდი საათიდან ღამის თორმეტამდე ამ ყველაფრის გასაკეთებლად ძალიან ცოდოა. ექვს საათზე ვდგები, რადგან 7–ზე დილის გადაცემას ვიწყებ. სულ ოთხი საათი მძინავს და ერთადერთი დღე, როდესაც შემიძლია დავიძინო, ეს არის კვირა. ისეთი უცნაურობა დამჩემდა, რომ იმ კვირა დღესაც, როგორც კი ექვსი საათი გახდება, მეღვიძება, მივეჩვიე უკვე ამას. მერე მთელი დღე ძალიანაც რომ მოვინდომო, ვეღარ ვიძინებ. ეს რეჟიმი არ მღლის, რადგან ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ვურთიერთობ. დილის ექვს საათზე ყანაში ან ხორცკომბინატში რომ მივდიოდე, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა და დამღლიდა. ასეთი მოუცლელობის გამო, წერისთვის დრო აღარ მრჩება. თუმცა, მიხარია ის, რომ ჩემი იგავ–არაკები ვიღაცეებს მოსწონთ, რომ იგი თეატრალური ინსტიტუტის მისაღები გამოცდების საპროგრამო მასალაშია შესული, ის, რომ ბევრი კარგი მსახიობი ამ ინსტიტუტში ჩემი იგავ–არაკებით მოხვდა.
– იშვიათია მწერალი, რომელიც იგავ–არაკებს წერს. რატომ გადაწყვიტეთ მაინც და მაინც იგავების წერა?
– სხვათაშორის, ამ თემაზე სულ ვხუმრობ ხოლმე. რომ გითხრათ, რომ სულხან–საბა დამესიზმრა და მითხრა, შენ მიხედე ამ საქმესო, ასე ნამდვილად არ ყოფილა. თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებლად აუცილებლი პირობაა, რომ წაიკითხო იგავ–არაკი. მოხდა ისე, რომ მხოლოდ კრილოვის იგავები იყო, რომელიც აკაკი წერეთელმა თარგმნა. ამიტომ მთხოვეს, დამეწერა იგავ–არაკი და მას შემდეგ დღემდე ასე მოვდივარ. სულ ორი ბროშურა გამოვეცი და ვიღაცეებს მოსწონთ, მეტი არაფერი.
– თქვენ ხშირად ამბობთ, რომ წერა დაგაძალეს.
– პირველი იგავ–არაკი მე თვითონ დავწერე, მერე კი სულ სხვისი თხოვნებით ვწერდი. ერთხელ ერთმა მსახიობმა მთხოვა, რომ ჩემი შვილიშვილი თეატრალურში აბარებსო და იგავი დაუწერეო. ამის შემდეგ სულ ასე ბწკენა–ჩქმეტით დავწერე იგავ–არაკები და ასე გავხდი მათი ავტორი.
– რა სჭირდება ნიკა წულუკიძეს იმისთვის, რომ იგავი დაწეროს?
– განწყობა, გარემო და დრო. როდესაც არც ერთი გაქვს, არც მეორე და არც მესამე, რაც უნდა დაწერო, ისეთი არ გამოვა. შედეგს შეეტყობა, რომ მას რაღაც აკლია. ახლა ამ წუთას შეიძლება რაღაც დავწერო, მაგრამ ეს, ის არ იქნება. ალბათ, მოვა დრო, როდესაც მთლიანად წერით დავკავდები. ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს. ეს იქნება მაშინ, როდესაც ნიკა წულუკიძე წავა სოფელში და ბოლო პერიოდს იგავ–არაკების წერაში გაატარებს. თუ ცოცხალი ვიქნები, ეს აუცილებლად მოხდება. ამისი იმდენად მჯერა, რომ ყველანაირად ვეცდები, ასე გავატარო ჩემი ცხოვრება. როდესაც ამ სიბინძურით ისვრები, რაშიც გარეული ხარ და მისი შემადგენელი ნაწილი ხარ, მერე ამ ყველაფრისგან განწმენდა გინდა. ამის საუკეთესო საშუალება, ჩემი აზრით, სოფლად ცხოვრებაა. ამასწინათ, "ნანუკას შოუში" ჯემალ ღაღანიძე ჰყავდათ სტუმრად და ამასთან დაკავშირებით, გადამღებ ჯგუფთან ერთად სოფელ ღანირში წავედი. იქ ისეთი კეთილშობილი და უბოროტო ადამიანები ცხოვრობენ, რომ გაოცდებით. ისეთი ხალხია, სტუმარს რომ ხედავენ, უნდათ გაუმასპინძლდნენ, თავიანთ თავს მოაკლებენ და შენ გასიამოვნებენ. ამიტომაც, ღანირში აუცილებლად წავალ საცხოვრებლად. შეიძლება ხვალ უცებ ქვა დამეცეს და ვეღარ მოვასწრო, მაგრამ მაინც ძალიან მინდა. იქ არაჩვეულებრივი ორსართულიანი სახლი გვაქვს, რომელიც ძვეელებურ სტილშია აშენებული, ხის მოჩუქურთმებული სახლია. იქ სახლი სუნთქავს, ხის და სიძველის სუნი ტრიალებს. აქ კიდევ ინტერნეტი, რადიო, ტელევიზია, მობილური ტელეფონი, ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია.
– როგორც ჩანს, წარმოშობით სოფელ ღანირიდან ხართ, თქვენი ფესვები იქიდან მოდის?
– ჩვენ ფუძე ღანირში გვაქვს. ეს სახლი მამაჩემის მამას ეკუთვნოდა. ჩვენი წინაპრები საერთოდ ხონის რაიონის სოფელ ნამაშევიდან არიან. სხვათაშორის, ჭაბუა ამირეჯიბი რომ წერს, წულიკიძეების ადგილ–მამულებზე ნამაშევში, ეს კაცი ბაბუაჩემის მამა იყო. იგი დახვრიტეს და მისი შვიდი შვილი აქეთ–იქით მიმოიფანტა. ბიძაშვილებმა ერთმანეთი სამოცდაათი წლის ასაკში გაიცნეს. თავად ღანირი სამტრედიის რაიონშია და ულამაზესი სოფელია. იქ არის ნოეს კიდობნის ფორმის ეკლესია, რომელიც უძველესია. მასში მოღვაწეობს მამა ვახტანგი, რომელიც შესანიშნავი მღვდელია. სოფელი ძალიან ფასეული ადგილია, რადგან მან უნდა გადაგვარჩინოს. არ მესმის, ყოველი მეორე თბილისში რატომ მორბის. ჰგონიათ, აქ რომ ჩამოვლენ, გამდიდრდებიან და მილიონებს იშოვიან. ერთ კილო პომიდორს ერთ ლარად იყიდიან და ერთ ლარად და ოც თეთრად გაყიდიან. არადა სოფელში დარჩენით და მიწის მოვლით, უფრო წელში გამართულად ყოფნა შეუძლიათ. შენს სტრატეგიას სწორად თუ წარმართავ, სოფელში მშიერი არ მოკვდები, გამორიცხულია.
– რამდენიმე დღით სოფელში ჩასვლას ვერ ახერხებთ ხოლმე?
– საბედნიეროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ქვეყნიდან წასვლა ხშირად მიწევს და შესაბამისად, დასვენების პერიოდიც მაშინ გადის. სოფელში წასვლის დრო კი აღარ მრჩება. ცოტა ხნის წინ იტალიაში გახლდით, კერძოდ ტურინში. მერე კი ხუთი დღით ალპებში ავედით, საფრანგეთი–იტალიის საზღვარზე. ლამაზ სახლში ვცხოვრობდით და რომ გავაღებდით ხის დარაბებს, ღრუბლების ზემოდან ვიყავით. ეს სილამაზე ძალიან ჰგავს საირმეს, თითქოს საირმეში ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა. მე ვთვლი, რომ საქართველოზე ლამაზი ქვეყანა ბევრია და საქართველოც მათ შორის, ერთ–ერთი ულამაზესია.
– ნიკა, რადგანაც თქვენს მრავალმხრივ საქმიანობაზე ვსაუბრობდით, ახლა მინდა წამყვანობაზეც გკითხოთ. რადიო და ტელეგადაცემების წამყვანიც ხართ.
– თავიდან ტელევიზიით დავიწყე. სამი წლის წინ პირველ არხზე გადიოდა გადაცემა "ერისთავის სათვალე", რომელიც მე და ლევან ერისთავს მიგვყავდა. ლევანი არაჩვეულებრივი და ღირსეული პიროვნებაა. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში, ვისთანაც კი შემოქმედებითი კავშირი მქონია, ყველა ერთმანეთზე უკეთესი ყოფილა. ხომ არიან უვარგისი ადამიანები, საბედნიეროდ, ასეთებთან საქმიანი ურთიერთობა არასდროს მქონია. ამის შემდეგ რადიო "იმედში" გადმოვედი, სადაც გენერალური დირექტორი ახალ პროეტს იწყებდა და მან შემომთავაზა, რომ წამყვანი მე ვყოფილიყავი. ამას კი ტელეკომპანია "იმედში" მოსვლა და მთელი ამბები მოჰყვა.
– ახლა სერიალის "გოგონა გარეუბნიდან" სცენარისტი ბრძანდებით.
– დიახ, შემომთავაზეს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და მეც დავთანხმდი. მე რომ ვინმეს აქეთ შევთავაზო საკუთარი თავი, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. თუ ადამიანს დასჭირდები, ის თვითონ გაგიხსენებს. რა მინდა ისეთ ადგილას, სადაც საჭირო და სასურველი არ ვარ? ამიტომ მომწონს ეს გარემო, სადაც ვარ, ხალხიც არაჩვეულებრივია. თავად ირაკლი კაკაბაძე ხომ საერთოდ გამორჩეული პიროვნებაა. მან მასწავლა სერიალის სცენარის შექმნა. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშია წასული და ჩვენ აქ ობოლი ბავშვებივით ვართ დარჩენილნი. ისეთი უფროსი გვყავს, რომელიც ყველა თანამშრომელს აგრძნობინებს, რომ სწორედ იგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დამლაგებელს ჰგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპერატორს ჰგონია, რომ ყველაზე მთავარია და ა.შ. ასეთ უფროსთან მუშაობა ძალიან კარგია. მე რასაც ვაკეთებ, ეს ხალხის სიამოვნებისთვის კეთდება, რადგანაც ვხედავ, რომ ხალხს ეს მოსწონს, ამით კი ბედნიერი ვარ.
– ახსენეთ, რომ სტუდენტებიც გყავთ...
– კი, მომავალი ჟურნალისტების ჯგუფი მყავს. მათთან შეხვედრა და ურთიერთობით ვიგებ, როგორი თაობა მოდის. არც თუ ისე ცუდი ბავშვები არიან, შედარებით კარგი ნაკადია. მართალია, არაფერი არ იციან იმ სფეროში, რასაც უნდა დაეუფლონ, მაგრამ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. მათთან ძალაინ კარგი ურთიერთობა მაქვს და ზედმეტად მზრუნველი ვარ. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რად გინდა, რომ გადაჰყვები თან, ხან სად წაიყვან და ხან – სადო. მე რომ ვხედავ, რომ ამ სფეროში არაფერი იციან, მინდა დავეხმარო მათ და ამ მხრივ განვანათლო. თეატრებში და მუზეუმებში დამყავს. ისინი ამ სიკეთეს მიფასებენ, რასაც მათ ვუკეთებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმარო ახალ თაობას გზის გაკვალვაში.
– ადამიანი, რომელიც ამდენ საქმეს აკეთებს, აუცილებლად მრავალფეროვნების მოყვარული იქნება...
– მრავალფეროვნება მიყვარს. ერთ საქმეს ვერაფრით გავაკეთებ. შემომთავაზეს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური ერთ–ერთ კერძო სექტორში, რომელიც მოითხოვდა, რომ დილის 10 საათიდან საღამოს 8–მდე იქ უნდა ვყოფილიყავი. მანამდე რომ მოვმკვდარიყავი, მაინც ვერ გამოვიდოდი. უარი ვთქვი ასეთ წინადადებაზე, რადგან ასეთ ადგილას ვერაფრით გავჩერდები. მაგალითად, რომ მომისაჯონ ბანკში იმუშავეო, ვერ ვიმუშავებ. ისევ ის მირჩევნია, ეს ბევრი და მრავალფეროვანი საქმე ვაკეთო, რადგან დაღლილი ნიკა წულუკიძე უფრო კარგია, ვიდრე უსაქმური. ასეთი რეჟიმი კარგია, რადგან გულის დასაწყვეტად, სანერვიულოდ, რაღაცეების შესაფასებლად და გასაანალიზებლად დრო აღარ გრჩება. ამ ყველაფერს შემდეგისთვის იტოვებ. აი, მერე კი უკვე ფუნქცია დაკარგული იქნები და მოსაგონებელი უფრო მეტი გექნება.
– ტელე და რადიო წამყვანობა, სცენარისტობა, იგავ–არაკების წერა, ლექციების კითხვა... ამ ყველაფრიდან თქვენთან ყველაზე ახლოს რომელი საქმეა?
– რასაც აკეთებ ადამიანი, თუ ეს ყევლაფერი შენთან ახლოს არაა, ალბათ არაფერი გამოგივა. მხოლოდ იმიტომ, რომ გააკეთო რაღაც, რომ ამაში გარკვეული თანხა აიღო და მორჩა, ასეთი მიდგომა იმას ნიშნავს, რომ შენ ის საქმე არ მოგწონს და მარტო ფულის გამო აკეთებ, ამიტომ, ისეთი არ გამოგივა, როგორიც საჭიროა. ახლა გულწრფელად ვამბობ, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახლობელია. ეს სრულებით საკმარისია, თუმცა მე ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომელიც სულ ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი მომავლის ერთ–ერთი გეგმა უკვე გაგიმხილეთ, რომ მინდა სიბერე სოფელ ღანირში გავატარო. ამ ეტაპზე კი თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და არსად წასვლა არ მინდა.
თეონა კენჭიაშვილი

კავშირი ტეგთან: ნიკა წულუკიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 