| ქალი და მამაკაცი |

"დიდი ქართველები"
"დიდი ქართველები" – წიგნები, რომლებიც ყველა ქართველის ოჯახში უნდა იყოს
ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შექმნეს, საზოგადოებაში საკუთარი კვალი და ანაბეჭდი ხანგრძლივი დროით დატოვეს, ყველა ქვეყანას და ყველა ეპოქას ჰყავდა და ეყოლება. თითოეულმა მათგანმა სახელი და დიდება განსხვავებულად მოიპოვა. საქართველოსაც ჰყავს თავისი დიდი ქართველები, რომლებიც ჩვენს ისტორიაში ნიშანსვეტებად არიან აღმართული და ერისთვის მარადიულ ორიენტირებს წარმოადგენენ. მათი ღვაწლი ერის მიერ მეტნაკლებად აღქმული და დაფასებულია. 25 აპრილიდან დაიწყება სერიალ "დიდი ქართველები"–ს გამოცემა, სადაც მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უშუალოდ გაცნობა უკვე ყველა თაობას შეეძლება. "დიდი ქართველები" ჟურნალ "გუმბათთან" ერთად გაიყიდება.
მრავალტომეულის გამოსვლამდე "სარკე" დაინტერესდა, ვის თვლის ჩვენი საზოგადოება დიდ ქართველებად.
დიმა ჯაიანი, მსახიობი:
– დიდი ქართველი ვაჟა–ფშაველა იყო. ის საუკუნეებს გაუძლებს. ვაჟაზე სრულიად საქართველო უნდა აღიზარდოს. ვაჟა რომ მივიწყებულია, ეს ჩემთვის ტრაგედიაა. ვაჟაში ყველაფერია. მისი მინდია ჰამლეტზე მაღლა დგას! ერთ–ერთ ფრანგულ გამოცემაში ალენ დელონის შესანიშნავი ინტერვიუ წავიკითხე. როდესაც ჰკითხეს, თქვენი სამაგიდო წიგნი რომელიაო, ვაჟა–ფშაველა დაასახელა. თქვა, მისი ნაწარმოებები "ფაუსტზე" მაღლა დგასო. შოთა რუსთაველი ცალკე დგას, მაგრამ მის შემდეგ ვაჟაზე დიდი ქართველი არ გვყოლია. თანამედროვე ადამიანებს შორის რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს დაგისახელებთ. ისინი დიდი ქართველები და დიდი პოეტები არიან.
ეთერ კაკულია, მომღერალი:
– ჩემთვის დიდი ქართველი ექვთიმე თაყაიშვილია. ჩემი აზრით, მან ქართველ ერს უდიდესი საქმე გაუკეთა. მან საქართველოს მთელი საგანძური შეუნახა. შიმშილით კვდებოდა და ჩვენი ერის სიმდიდრე არ გაყიდა. ის უნიკალური პიროვნება გახლდათ. ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ დიდ ქართველად ილია ჭავჭავაძეს მივიჩნევ.
ლევან ღვინჯილია, ენათმეცნიერი:
– დიდ ქართველებს შორის ფარნავაზს, დავით აღმაშენებელს და შოთა რუსთაველს გამოვყოფდი. ფარნავაზმა ერთიანი ქართული ენა განავრცო და ანბანი შემოიღო, დავით აღმაშენებელმა უძლიერესი საქართველო შექმნა, რუსთაველმა "ვეფხისტყაოსანი" დაწერა. ცოცხალთა შორის ჭაბუა ამირეჯიბს დაგისახელებთ.
გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:
– ილია ჭავჭავაძე დიდი ქართველი და დიდი მამულიშვილი იყო. მას ქვეყნისთვის ძალიან დიდი და ბევრი საქმე აქვს გაკეთებული. საბედნიეროდ, ასეთი ქართველები ცოტანი არ არიან. ასე რომ, კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
მაია ბარათაშვილი, მომღერალი:
– დიდ ქართველად დიდი მეფე დავით აღმაშენებელი მიმაჩნია, თანამედროვე ყოფაში კი ჩვენს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია ||–ს გამოვყოფდი. ეს ორი ადამიანი ჩემთვის დიდი კი არა, უდიდესი ქართველები არიან! ილია || ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში მკაფიო ფიგურაა. მას ძალიან რთულ ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა. ის ჩვენი ქვეყნის სულიერი ლიდერია, რომელიც მართლმადიდებლობის სადარაჯოზე დგას. რაც შეეხება დავით აღმაშენებელს, მან საქართველო გააერთიანა და ძალიან ჭკვიანი მონარქი იყო.
ვანო ჯავახიშვილი, იუმორისტი:
– ჩამოთვლა ძალიან მიჭირს. ილია ჭავჭავაძე უდიდესი ქართველი და პატრიოტი გახლდათ. ასევე დიდი ადამიანები იყვნენ დავით აღმაშენებელი, ექვთიმე თაყაიშვილი, თამარ მეფე. დღევანდელი ქართველებიდან ჭაბუა ამირეჯიბს დავასახელებ. საბედნიეროდ, ასეთი ქართველი ბევრი გვყავს.
სოფო ხალვაში, მომღერალი:
– ჩემთვის უდიდესი ქართველი ილია ჭავჭავაძეა. ის წმინდანია. მან მთელი ეპოქა შექმნა. დღემდე თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია. თანამედროვეობას რაც შეეხება, ილია ჭავჭავაძის შემდეგ ერთადერთი, ვისაც დავასახელებ, ჩვენი პატრიარქი ილია ||–ა.
ეკა კვალიაშვილი, მომღერალი:
– ჩემთვის ადამიანის, პიროვნების და მამაკაცის სიმბოლო და იდეალი დავით აღმაშენებელია. ერეკლე ||–საც დავასახელებ, რადგან ის ნამდვილი პატრიოტი, უვაჟკაცესი, საოცარი მებრძოლი იყო. თანამედროვეობაში მწერალ გურამ დოჩანაშვილს გამოვარჩევ. მისი "სამოსელი პირველით" ვიძინებდი და ვიღვიძებდი, ამ წიგნს დღემდე სათუთად ვუვლი. ის საოცარი, უჭკვიანესი, დიდი ქართველია!
მარინა ბერიძე, მუსიკოსი, კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– უდიდესი ქართველი ილია ჭვჭავაძეა. ასე მგონია, რომ ის ყველაზე გონიერი, ბუმბერაზი ადამიანი იყო. მას საქართველოსთვის ყველაზე დიდი საქმე აქვს გაკეთებული. თანამედროვე ეპოქაში ვინმეს დასახელება ცოტა რთულია. ალბათ ეს რომ ვთქვათ, ცოტა დრო უნდა გავიდეს, ამიტომ ამ საკითხს ღიად დავტოვებ.
რატი ამაღლობელი, პოეტი:
– ილია ჭავჭავაძეს დაგისახელებთ. ჩემს ქართულ იდენტობას ის განსაზღვრავს. მის გამო მომწონს ქართველობა.
მამუკა ლომაშვილი, იუმორისტი:
– დიდი ქართველები ყველა ეპოქაში იყვნენ, არიან და იქნებიან. იმ ადამიანებს ჩამოვთვლი, რომლებმაც საკუთარი თავი საქართველოს კეთილდღეობას, საქართველოს მომავალს შესწირეს, რაც დიდ ქართველობას ნიშნავს. ჩემთვის დიდი ქართველია ვაჟა–ფშაველა. ვთვლი, რომ ის განსაკუთრებული მოვლენაა, სიტყვებიც არ მყოფნის, რომ მასზე ვილაპარაკო. მან ხალხს თავისი სამშობლო სხვანაირად შეაყვარა. მასზე დიდი ქართველი არავინ მეგულება. ჩემი აზრით, ის განსაკუთრებული ფენომენი იყო, რომელიც აღარასდროს განმეორდება. თანამედროვე ყოფაში კი ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია ||–ს დავასახელებ და თუ რატომ, ამას, მგონი, დიდი ახსნა არ სჭირდება.
მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი:
– დიდი ქართველი ილია ჭავჭავაძეა. შესაძლოა, ღვაწლი და თავგანწირვა დავით აღმაშენებლის მხრიდან უფრო მეტი იყო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ილიამ სულიერად შეცვალა ქართველი ერი. ახალ ეპოქას, ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. თანამედროვეობაში ასეთი არავინ მეგულება. დღევანდელი ეპოქა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ვინმემ ასეთი თავგანწირვის მაგალითი აჩვენოს. რაც შეეხება სულიერ ლიდერობას, ამაზე პრეტენზია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია ||–ს შეიძლება ჰქონდეს.
ეკა ლემონჯავა

კავშირი ტეგთან: ქართველები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 