| ქალი და მამაკაცი |

ცუდი ბიჭები
ცუდი ბიჭები
დასაწყისი წინა ნომრებში
კინიმ ხელი გულის ჯიბეში ჩაიყო და იქიდან კონვერტი ამოიღო. იგი ტორტორელის რაღაცას უხსნიდა, რომელიც კონვერტს თვალს არ აშორებდა, და კონვერტს სკამის კიდეს ურტყავდა. ტოციმ წარმოიდგინა, როგორ უკითხავდა კინი ნოტაციას თანამოსაუბრეს, რომელსაც ჩასჩიჩინებდა, რომ მის მიმართ დიდ გულმოწყალებას იჩენდა და რომ ადამიანის მიმართ ასეთ გულმოწყალებას ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იჩენენ და რომ მას იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ეს ჩვეულ მოვლენად იქცევა. კინი ვალდებული იყო პოლისთვის თავისი ადგილი მიეჩინა, სანამ მას ფულს გადასცემდა. კინი აქ ბოსი იყო, ამ მხრივ ეჭვი არავის უნდა შეჰპარვოდა.
როდესაც კინიმ ბოლოსდაბოლოს კონვერტი ტორტორელის გადასცა, იგი ადგილიდან წამოხტა, უამრავი სამადლობელო სიტყვა წარმოსთქვა და შემდეგ სწრაფად გაეცალა იქაურობას. ტორტორელა – ეს ახლა სრულიად აშკარა იყო – მთავარი შეთქმულების ნაწილს არ წარმოადგენდა. ადგილზე დარჩენილი კინი კიდევ ერთი იახტის ცქერით ტკბებოდა, შემდეგ კი თავისი მანქანისკენ გაემართა. სამი განგსტერი უკან მიჰყვა. ისინი "შევროლე–კაპრიზში" ჩაჯდნენ და დაელოდნენ სანამ "ვოლვო" ადგილიდან დაიძვრებოდა. შემდეგ კი როდესაც კინის მანქანა თითქმის თვალს მიეფარა, მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყვნენ უკან.
საჭეს მიკრული ტოცი ძლივს იკავებდა თავს, რათა იმ წამსვე უკან არ გაჰყოლოდა, და მხოლოდ მაშინ დასძრა თავისი მანქანა, როდესაც "შევროლე" თითქმის თვალს მიეფარა. იმედი ჰქონდა, რომ კინი თავს ორმაგად არ დაიზღვევდა, არ იზრუნებდა იმაზე რომ გაერკვია მის მცველებსაც ხომ არ უთვალთვალებდა ვინმე. თავად ტოცი მის ადგილას სწორედ ასე მოიქცეოდა.
საბედნიეროდ კინის ამაზე არ უზრუნია. ტოცი ჩრდილოეთის შოსეზე უკან მიჰყვებოდა ოქროსფერ "შევროლეს", რომელიც ლიბერტა–სტეიტ–პარკში მიდიოდა და პირდაპირ ქანდაკების კვარცხლბეკთან ჩაიარა. ტოცი ყოველთვის მრვალმნიშვნელოვნად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ მართალია ქალბატონი თავისუფლება ნაპირიდან შორს იდგა, იგი ჯერსისკენ უკანალით იდგა. მაშინდელ ოსტატებს მართებდათ იგი ოდნავ შეებრუნებინათ, რათა აქ მცხოვრებთათვის არ ეჩვენებინათ, რომ მას აქაურთა ბედი საერთოდ არ ანაღვლებდა.
ეს შოსე ასევე მიემართებოდა მაგისტრალისკენ, რისი წყალობითაც აქ საკმაოდ დიდი მოძრაობა იყო იმისთვის, რათა ეჭვი არავისთვის აღეძრა ტოცის "ბიუიკს", მაგრამ როდესაც "შევროლე–კაპრიზმა" იმის მაგივრად, რომ პარკში შესულიყო, მარცხნივ გადაუხვია, ტოცი იძულებული გახდა მანქანის სიჩქარე დაეგდო. აქ მანქანები პრაქტიკულად არ მოძრაობდნენ. ტოციმ დაიცადა, სანამ იმავე გზაზე მისაბმელიანმა მძიმე სატვირთო მანქანამ არ გადაუხვია და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო დევნა, ხოლო მის წინ მიმავალ სატვირთოს საფარად იყენებდა. თუმცა მალე სატვირთომ ქაღალდის ფაბრიკისკენ გადაუხვია. ტოციმ გზა გააგრძელა, იმის იმედით, რომ "შევროლეში" მჯდომი განგსტერები ვერ მიხვდებოდნენ თუ ვის მისდევდა ყავისფერი "ბიუიკი". ახლა მას უკვე აღარ შეეძლო ნელა ეტარებინა მანქანა, ვინაიდან ასეთ გზაზე ეს უკვე უაღრესად საეჭვო იქნებოდა. უკაცრიელი ადგილი იყო: მდინარის ერთ ნაპირზე მდელო სიცოცხლის ნიშანწყალის გარეშე და მანქანების სასაფლაო, სადაც უსარგებლო რკინის ნივთები, რომლებიც ერთ დროს მანქანის მოვალეობას ასრულებდნენ, ერთმანეთზე იყო დაყრილები და თითქმის ექვსი ფუტის სიმაღლეზე აღმართულიყო. ტოციმ ჯართად ქცეული მანქანების უზარმაზარ საბარგულებს შეავლო თვალი და გაიხსენა, რომ მაფიას სწორედ ასეთ ადგილებში უყვარდა მოკლულთა სხეულების გადამალვა და გიბსონი გაახსენდა. მას გაუხარდა, როდესაც "შევროლემ" მანქანების სასაფლაოს გვერდით ჩაუარა და შიგნით არ გადაუხვია.
გზა უსწორმასწორო იყო, თითქოსდა მდინარის დინებას იმეორებდა. განგსტერების მანქანა თვალთახედვიდან გაჰქრა მაღალი და ხშირი ბალახების გამო. ტოცი ამ ადგილის მთავარ გზაზე მიდიოდა. ამ ადგილზე იგი კარგად ორიენტირებდა. გზა ძველი რკინიგზის სადგურისკენ მიემართებოდა, სადაც ოდესღაც ელის–აილენდიდან ემიგრანტები მიჰყავდათ. ტოცის გაახსენდა, როგორ უყვებოდა ბაბუა, რომ ელის–აილენდში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ემიგრანტებს ყველას ერთსა და იმავე კითხვას უსვამდნენ: სად სურდათ დაფუძნება – ქალაქში და სოფელში? თუ თქვენ ქალაქს ირჩევდით, მაშინ ზღვით ქვემო ისტ–საიდში მიჰყავდით. თუ სოფელს აირჩევდით, მაშინ ჯერსი–სიტიში გაგზავნიდნენ. ბაბუამ სოფელი აირჩია, მაგრამ მას ფული მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ ნიუ–იორკამდე ჩაეყვანათ და ორი თაობის შემდეგ ტოციმ ვერ მოახერხა დასავლეთისკენ გადაენაცვლებინა.
უცბად მოხრეშილი გზა თიხნარმა შეცვალა და ძველი "ბიუიკი" აჯაყჯაყდა. ტოციმ წინ ხიდი შენიშნა, ხოლო მის უკან რამდენიმე მიტოვებული ფაბრიკა და საწყობი, რომლებიც მეტად უსახურად გამოიყურებოდნენ შავი ლითონის კონსტრუქციის მიღმა. და იმ წამსვე მან ისევ შენიშნა ოქროსფერი "შევროლე–კაპრიზი" და ვერცხლისფერი "ვოლვო". ისინი გაჩერებული იყვნენ ძველი აგურის ორსართულიანი საწყობის გვერდით მდებარე სადგომზე, რომელიც სავსე იყო ერთ რიგად ჩამწკრივებული ჩამოწერილი ტრეილერებით. ტოციმ, იმ შემთხვევისთვის, თუ მას ვინმე უთვალთვალებდა, ძრავა არ გამორთო. ამავე დროს ხიდის გადაღმა ჯერ კიდევ იყო ისეთი ფაბრიკები და საწყობები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობდნენ. ტოცი პირველივე მოსახვევში გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით უკან გამობრუნდა.
ის საფარველად მაღალ ბალახს იყენებდა, გარშემო შემოუარა სასაწყობე შენობას. მან სატვირთო პლატფორმა და ორივე მანქანის სახურავი დაინახა. ტრეილერების უკან მაღალ ბალახში მესამე მანქანაც იდგა – შავი "ფაირბერდ–ტრანს–ემი". სამიდან ორი განგსტერი "შევროლეზე" ზურგით მიყრდნობილი იდგნენ. სამი არც თუ სასიამოვნო შესახედაობის ყმაწვილი სატვირთო პლატფორმის ნაპირზე იყო ჩამომჯდარი, ისინი ორ თეთრი ფერის ტომარაში იქექებოდნენ და რაც იქიდან ამოჰქონდათ პირში იტენიდნენ. მაღალი ირლანდიური გარეგნობის ყმაწვილი ისე იყურებოდა, რომ იფიქრებდით ტომრებიანად აპირებდა შეჭმას. ტანდაბალი ლათინოამერიკელი ცდილობდა მუსაიფი გაება "შევროლესთან" მდგარი განგსტერებისთვის, მაგრამ ისინი მას ყურადღებას არ აქცევდნენ. ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ მაფიოზურ იერარქიაში ისინი გაცილებით მაღლა იდგნენ და ამიტომ ამ ყმაწვილებთან ურთიერთობის გაბმა არ სურდათ. ტოცი ამ ყველაფერს მანამდე ადევნებდა თვალს, სანამ დამნაშავეებმა ჭამა არ დაასრულეს და შენობაში არ შევიდნენ. მან გაიგონა სატვირთო ლიფტის ზანზალაკის ხმა, რომლიც მის ჩამოსვლას იტყობინებოდა. სამეული ლიფტში შევიდა, ამ დროს ლათინოამერიკელი მოტრიალდა და მანქანასთან მდგომ განგსეტერებს თითების კომბინაცია დაანახვა.
ორი წუთის შემდეგ ლიფტი ისევ ქვევით ჩამოვიდა და იქიდან კინი და მესამე განგსტერი გამოვიდნენ. ისინი თავიანთ მანქანებში ჩასხდნენ, მათი მომლოდინე ორი განგსტერიც ჩაჯდა მანქანაში, ძრავები აამუშავეს და მანქანები ადგილიდან დაიძრნენ. იქაურობა მტვერმა დაფარა. ტოცის ჩაეცინა. თუ გიბსონი აქ მოიყვანეს, ე.ი. ის ჯერ კიდევ ცოცხალია. მიცვალებულს დაცვას არ დაუყენებდნენ.
ტოცი სატვირთო პლატფორმაზე შედგა და ლიფტის ცარიელ ღრმულს გახედა. მან გადაწყვიტა იმპოვიზაციისთვის მიემართა. ჯერ ყურადღება უნდა მიეპყრო. თავისი 38 კალიბრიანი ქამარში გაირჭო, ხელები პირთან მიიტანა და პირველი რომელი სიმღერის ტექსტიც გაახსენდა, იმის ძახილი დაიწყო:
– "ოოო, რას დაინახავ დილის სინათლეში!"
მან კიდევ უფრო აუწია ხმას, იმისთვის, რათა ზევით მყოფებს მისი ხმა გაეგოთ.
ორი წამის შემდეგ ლიფტის ხმა გაიგონა. ტოციმ ჩაიცინა. სატვირთო პლატფორმიდან ჩამოხტა და დაჟანგებული ტრაილერებისკენ გაქანდა და ამავე დროს სიმღერას აგრძელებდა.
ლიფტი დაეშვა და პლატფორმაზე მაღალი ირლანდიელი ლათინოამერიკელები გამოჩნდნენ, რომლებიც თავებს აქეთ–იქით ატრიალებდნენ. ისნი ფრთხილად ადგავდნენ ნაბიჯებს, ხელში პისტოლეტები ჰქონდათ მომარჯვებულები. ლათინოამერიკელი აშკარად გაღიზიანებული ჩანდა, ხოლო ირლანდიელი შეშინებული. ტოცი კი სიმღერას აგრძელებდა:
– "ღამის ბინდბუნდში ჩვენი დროშა დაინახე..."
ლათინოამერიკელმა იარაღი ტრეილერებისკენ მიატრიალა. მათ გადაწყვიტეს იქაურობა დაეთვალიერებინათ.
– ეი შენ, ნაბიჭვარო, – იღრიალა ლათინოამერიკელმა, – გამოდი! შენი ავტოგრაფი გვინდა, სამახსოვროდ.
სიმღერა კი არ წყდებოდა. ისინი ფრთხილად მიუახლოვდნენ ღია ტრეილერებს, მზად იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ ყველაფრისთვის რაც კი გაინძრეოდა, მაგრამ უცბად სიმღერა შეწყდა.
– გამოდი, ნაბიჭვარო! – იღრიალა ლიუისმა.
მას ძალიან უნდოდა, რომ მაგარი ბიჭი ყოფილიყო.
– მოკეტე, – დაუღრინა ლათიონამერიკელმა.
ფინი ზევით დარჩა, მოხუცთან, ამიტომ ახლა აქ უფროსი თვითონ უნდა ყოფილიყო და არა ლიუისი.
უცბად ლიუისი განზე გახტა, მას მოეჩვენა, რომ რაღაც შეირხა რიგის ბოლოს მდგარ ტრეილერში. იგივე მოეჩვენა ლათიონოამერიკელსაც. ის მიაჩერდა შავ ხვრელს, რომელიც მოგლეჯილი კარის ადგილას დარჩენილიყო და იარაღი გულდასმით დაუმიზნა.
– წავედით, – გადაუჩურჩულა ლიუისს, – აი იქით.
როდესაც ტოციმ დაინახა, როგორ წყდებოდა მათი ფეხები მიწას და ქრებოდნენ შუაში მდგარი ტრეილერის კარის ჭრილში, მან საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. ის ახლა შორეული ტრეილერის ქვეშ ზურგზე იწვა. მან რევოლვერის ტარი ტრეილერის ფსკერს დასცხო, რათა მათი ყურადღება მიეპყრო და ეიძულებინა ახლოს მოსულიყვნენ. მაშინ იგი შესძლებდა მათთვის ფეხებში ეტაცნა ხელი და მიწაზე დაეგდო, მაგრამ ისინი უბრალოდ სასაცილოდ იქცეოდნენ. თავის გასულელების საშუალება მისცეს. ახლა მას ესმოდა, თუ როგორ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს შუაში მდგარ ტრეილერში. "აბა, წავედით!" – თქვა ერთ–ერთმა მათგანმა და მაშინვე ტყვიების სეტყვა დაატყდა შიგნიდან ტრეილერის კედელს. როგორც ჩანს მათ იმედი ჰქონდათ, რომ ასე მისწვდებოდნენ მათი ვარაუდით მეორე ტრეილერში მყოფ მომღერალს. მეზობელ ტრეილერში ტყვიები სხლტებოდნენ და ტოცის ფეხებთან მიწაზე ეცემოდნენ. ამ ბიჭებს აშკარად არაფერი გაეგებოდათ ბალისტიკის. იმისთვის რათა ორი ლითონის კედელი გაეხვრიტა, რომლებიც ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე მდებარეობდნენ, ისე რომ კურსიდან არ გადაეხვიათ ტყვიები როგორც მინიმუმ პატარა საარტილერიო სნარიადები უნდა ყოფილიყო. აი სულელები!
როდესაც სულელები დაწყნარდნენ, ტოცი მათი ტრეილერის ქვეშ შეძვრა, ფეხზე წამოდგა, კარი მიხურა და გარედან გადაკეტა. ტყვიების სეტყვა ახლა ტრეილერის კარს მიაწყდა, მაგრამ ტოცი კარს მთელი ტანით მიაწვა, მოძებნა დაჟანგებული ურდული და კარი იმითაც გადაკეტა.
მაინც როგორი სულელები არიან, კიდევ ერთხელ გაიფიქრა ტოციმ, სატვირთო პლატფორმაზე რომ ბრუნდებოდა.
აქ ფოლადის კარი იყო საკეტით ჩაკეტილი. ტოციმ ესროლა და კარი გააღო. შიგნიდან გამოვარდნილი მყრალი სუნისგან თვალთ დაუბნელდა. ზედა პატარა ფანჯრიდან შენობაში სუსტი შუქი აღწევდა. ისეთი მყრალი სუნი იდგა, რომ აშკარა იყო ტოქსიკური ნარჩენების არალეგალური საწყობი იყო.
ტოციმ კიბეზე ასვლა დაიწყო, ვირთხებს ერიდებოდა და ამიტომ ყოველ ნაბიჯზე ფეხს რაც შეიძლება მაღლა სწევდა და ფრთხილად ადგავდა. ზევით ასულმა გვერდით გასწია, რამდენიმე მძიმე ყუთი, რათა კარისკენ მიმავალი გზა გაენთავისუფლებინა. ყელი ეწვოდა და უშრებოდა. მან მუშტები სახანძრო კიბისკენ მიმავალ კარს დასცხო და მანამდე არ მოეშვა სანამ იმ ზომის ნაპრალი არ გაჩნდა, რომელშიც გაძრომა შესაძლებელი იქნებოდა.
მეორე სართულზე ტოცის ტყვია შეეგება, რომელიც ფოლადის კარს მოხვდა მისი ხელიდან რამდენიმე დუიმში. ტოცი იმ წამსვე იატაკს გაეკრა.
– ნაგავო, შენი იარაღი გადმომიგდე, თორემ შენი მეგობარი მოკვდება! – იღრიალა ფინიმ.
ის გიბსონს თავს დასდგომოდა, რომელიც იატაკზე იყო გართხმული, ხელბორკილებით მილზე მიბმული. ფინის ხელში ავტომატური პისტოლეტი ეჭირა, რომელიც გიბსონისთვის თავში ჰქონდა დამიზნებული.
იატაკზე გართხმული ტოცი წამით გაირინდა, გული ძალუმად უცემდა. ის ღორის სიფათიან ყმაწვილს უყურებდა და გაახსენდა ძველი კინოკადრი: ვიეტკონგოვეცი მიბრჯნით შუბლს უხვრიტავდა სამხრეთვიეტნამელ ოფიცერს. თუ პირიქით იყო?
– ერთმანეთს გამოემშვიდობეთ ბატონო ფებეერელებო. ორივე გამოემშვიდობეთ! – ეს ღორის სიფათიანი ყმაწვილი არ ხუმრობდა, – ახლა შენი იარაღი გადმომიგდე, გეუბნები გადმომიგდე, თორემ, გავაგორე.
– ეგ ვინ არის? – დაიყვირა პასუხად ტოციმ, – მე მას არ ვიცნობ!
– რა ჯანდაბააა...
უცბად გიბსონმა ფინის მაჯაში სტაცა ხელი. ავტომატური პისტოლეტის ტყვია კედელს მოხვდა. გიბსონმა უკან არ დაიხია, ტოცი მათკენ გადახტა, ფინის ფეხი მკერდში ჩასცხო და ორივე ხელი ფინის მარჯვენა ხელში სტაცა, რომელშიც მას იარაღი ეჭირა. ბროლის დროს ისინი ფანჯარას მიეჯახნენ და შუშა ჩაამტვრიეს. ბოლოსდაბოლოს ტოციმ იარაღი ხელიდან გააგდებინა და იატაკზე დაანარცხა.
– აჰ, შე აყროლებულო ნაგავო!
ტოცი ფინის ყელში წვდა, თავი შუშაჩამტვრეულ ფანჯარაში გააყოფინა, შემდეგ ისევ შენობაში შემოაყოფინა და მის ცემას შეუდგა, მონაცვლეობით ხან სახეში ურტყავდა ხან მუცელში, მაგრამ მისი ძალა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა ტოცი კმაყოფილი დარჩენილიყო. მას სურდა ეს ნაძირალა ისეთ დღეში ჩაეგდო, რომ იგი რაც შეიძლება მეტად დატანჯულიყო, მაგრამ ამ დროს მას კინის სახე გაახსენდა იმ წუთას, როდესაც იგი მას ჩაქუჩით დაესხა თავს, და საკუთარი თავი აიძულა შეჩერებულიყო.
ფინი იატაკზე დაენარცხა. ის ახლა იმ ცოცხლად დარჩენილ კიბორჩხალას ჰგავდა, რომელიც მთელი ღამე მაცივარში იყო მოთავსებული, – სიცოცხლის უმცირესი ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა, მხოლოდ ოდნავ ოდნავ უტოკავდა ხელის თითები. მისი ღორის დინგის მაგვარი ცხვირიდან სისხლი თქრიალით მოდიოდა.
– დაამთავრე? დაინტერესდა გიბსონი.
ის საშინლად გამოიყურებოდა, თუმცა მისი ხმა სრულიად ნორმალურად ისმოდა.
– ვგონებ, მოვრჩი, – უპასუხა ტოციმ.
– სახეს გაუფრთხილდი.
გიბსონმა ფინის პისტოლეტი აიღო, ხელბორკილის ჯაჭვთან მიიტანა, სახე მიაბრუნა და გაისროლა. ჯერ კიდევ ცხელი ჯაჭვი გაწყვიტა, ფეხზე წამოდგა და ფინისთან მივიდა. მისი შარვლის ჯიბეში ხელბორკილების გასაღები იპოვნა და ხელბორკილები ხელებიდან მოიშორა.
– გასაღებს მე მოგცემდი, – უთხრა ტოციმ, – რატომ არ მითხარი?
გიბსონმა კითხვაზე არ უპასუხა.
– ამ ნაძირალას ფანჯარაში გადაგდებას ვაპირებდი, როდესაც შენ შემოვარდი, – უთხრა გიბსონმა, თუმცა ეს ნათქვამი არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა, – მთელი გეგმა გამიფუჭე.
– მაპატიე, – უპასუხა ტოციმ.
კარგი იყო, რომ ეს ბებერი ცოცხალი გადარჩა.
– წავედით.
გიბსონი კიბისკენ გაემართა.
– დაიცადე.
ტოცი ცალ მუხლზე დაეშვა და შარვლის ტოტი აიკაპიწა. წვივზე დამაგრებული შალითიდან რევოლვერი და მის მფლობელს გაუწოდა.
– აი, აიღე, მომბეზრდა მისი თრევა.
გიბსონმა იარაღი გამოართვა და შეათვალიერა. შემდეგ ტოცის თვალებში შეხედა.
– გმადლობ.
ტოცის მოეჩვენა, თითქოს მის მეწყვილეს სახეზე მადლიერმა ღიმილმა გადაურბინა. თუმცა არა, ალბათ უფრო მოეჩვენა.
გიბსონმა რევოლვერი პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო. მან ფინის ავტომატური პისტოლეტი აიღო, ხელში შეათამაშა, შემდეგ კი ფანჯრიდან მაღალ ბალახებში მოისროლა. შუშის ნამსხვრევები ფინის მკერდსა და სისხლიან სახეზე დაეყარა.
– ის ბიჭებიც აქ ამოვიყვანო? – იკითხა ტოციმ.
ფინის მიჩერებული გიბსონი წუთით ჩაფიქრდა მის ნათქვამზე.
– ისინი მხოლოდ კინის დაცვისთვის თუ გამოდგებიან. ერთი მაგათიც.
ტოცი შეყოვნდა. ქვედა სართულიდან სუნი უკვე ზევით აღწევდა.
– კარგი, გეყოფა, წავედით, – უთხრა გიბსონმა.
თავი ოცდამეცამეტე
– აბა ამაზე რას ფიქრობ? – ჰკითხა გიბსონმა და პირთან უკვე გაციებული ყავის ჭიქა მიიტანა.
– ნახვა კარგი იქნებოდა, – უპასუხა ტოციმ, რომელიც უსაქმურობისგან თითებს მანქანის საჭეს უკაკუნებდა.
ისინი მანქანაში ისხდნენ და უყურებდნენ, თუ როგორ ასრულებდნენ თავიანთ საქმეს სახანძრო დაცვის ინსპექტორები. ისინი აქ უკვე რამდენიმე საათია ტრიალებდნენ. ინსპექტორი ორი იყო: უფროსი კოსტუმსა და მაღალყელიან რეზინის ჩექმებში იყო გამოწყობილი, ხოლო უმცროსი, რომელიც ფაქტიურად მთელ შავ სამუშაოს ასრულებდა, – ხაკისფერ სპეცტანსაცმელში იყო გამოწყობილი. უმცროსი უკვე მანქანაში ტვირთავდა ყუთებს, რომლებსაც იგი დაწყებული შუადღიდან ნაპოვნი ნივთებით ავსებდა, რომლებსაც ბრონკსში ჯერ კიდევ მხრჩოლავი აგურის შენობის ნანგრევებში პოულობდა, რომელშიც აქამდე სამხედრო და საზღვაო–სამხედრო აღჭურვილობის საწყობი და აუდიო და ვიდე ტექნიკის გაქირავების პუნქტი იყო. ეს ყოველივე ჯერომ–ავენიუზე ხდებოდა. ტომ მაკანის ფეხსაცმელების საწყობიც დაზარალდა. ქალაქის მშენებლობათა ინსპექტორი, რომელიც აქ ადრე მოვიდა, გარკვეული დროის მანძილზე მისჩერებოდა ფეხსაცმელების საწყობს და გადაწყვიტა, რომ ისიც აუცილებლად ჩამოინგრეოდა. სახანძროს ინსპექტორები, უფრო გულდასმით და მეთოდურად მოქმედებდნენ. მათ გულდასმით დაათვალიერეს დანაშაულის შესაძლო ადგილი და საკუთარ თავს აჩქარების უფლებას არ აძლევდნენ. კოსტუმში გამოწყობილი ინსპექტორი, რომელიც უსაფრთხო ადგილას იდგა, გამუდმებით ესაუბრებოდა თავის ხელქვეითს, რჩევებს აძლევდა და დროდადრო, წითელ ფურგონში შესული რადიოკავშირზე გადიოდა. უფრო ხშირად კი იგი იქვე მყოფ პოლიციელებს ესაუბრებოდა, რომლებიც შემთხვევის ადგილს იცავდნენ. გიბსონმა შენიშნა, რომ როგორც კი ხელქვეითს უფროსის მითითებების მოსმენა ყელში ამოუვიდოდა ნანგრევების შუაგულში შედიოდა და იქ სულის მოთქმამდე რჩებოდა. მის უკან გაყოლას უფროსი ვერ ბედავდა.
გიბსონმა საათს დახედა.
– მალე წავლენ.
– ეგ ვინ გითხრა?
– უკვე თითქმის ხუთი საათია. ის კოსტუმიანი კანტორაში ზის, ხოლო მათ ზედმეტ საათებს არ უნაზღაურებენ.
ტოციმ თავი გადააქნია.
– კიდევ ერთი განათლებული სახელმწიფო მოხელე. ფიქრობ, რომ მათ რაიმეს მიაგნეს?
– ეჭვი მეპარება. ისინი ხვდებიან, რომ ეს განზრახ ცეცხლის წაკიდებაა, მაგრამ ამის დამტკიცება მათთვის რთული იქნება. თუ წამკიდებელი ნამდვილი სულელი არ აღმოჩნდა და ყველგან ბიდონები არ მიმოფანტა.
– ტორტორელა – თავისი საქმის ოსტატია. მინახია მისი მუშაობა.
გიბსონმა ყავა მოსვა.
– შენ თითქოსდა აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ ეს ტორტორელას ნახელავია.
– დარწმუნებული არაფერში ვარ, – ტოციმ კეფა მოიქექა, – ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ საკუთარი თვალით ვნახე როგორ წაუკიდა ცეცხლი ტორტორელამ ზუსტად ასევე საწყობს ედისონში, შემდეგ კი მოვისმინე, როგორ მოილაპარაკეს მან და კინიმ რაღაც საქმის თაობაზე ბრონკსში.
ტოცი დაღლილად გამოიყურებოდა.
– დაძინება გინდა? – ჰკითხა გიბსონმა.
გასული ღამე მათ ლორეინის სახლში გაატარეს. ეს გიბსონის წინადადება, იყო, მისი თქმით ისინი სასოფლო დასახლებაში თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდნენ. თუმცა იქ იმაზე უსაფრთხოდ თავი არ უგრძვნიათ, ვიდრე სხვა ადგილას იგრძნობდნენ, უბრალოდ იქ ლორეინი იყო, ხოლო მას შემდეგ რაც გიბსონმა ორი ღამე მილზე მიჯაჭვულმა იატაკზე გათენა, მას მოუთმენლად სურდა მის გვერდით ყოფნა. ამასთან მას სურდა მისთვის ეჩვენებინა, რომ მისი ბიძაშვილი სრულ წესრიგში იყო.
– კარგად გამოვიძინე, – უპასუხა ტოციმ, – იქ ყოფნით კმაყოფილი ვარ. მსურდა მენახა მანამდე, სანამ... ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ მის ნახვით.
გიბსონმა თავი დაუქნია.
– ჰო. კარგი.
სპეცტანსაცმელში გამოწყობილმა ინსპექტორმა ყველა ყუთი მანქანაში ჩატვირთა და თავადაც წითელ ფურგონში ჩაჯდა. კოსტუმში გამოწყობილი ინსპექტორი კი უკვე საჭესთან იჯდა. მათ მანქანა დაძრეს და პირველივე გზაჯვარედინზე მარჯვნივ გადაუხვიეს. როგორც კი მათ მანქანა თვალს მიეფარა, ერთ–ერთი პოლიციელი საპატრულო მანქანაში ჩაჯდა და ჯერომ–ავენიუს იმავე მიმართულებით გაუყვა, თავისი მეწყვილე კი შემთხვევის ადგილზე დატოვა. მხოლოდ მანქანიდან გადმოსვლისა და ქუჩის მეორე მხარეს გადასვლის შემდეგ შენიშნა გიბსონმა, რომ ადგილზე დარჩენილი პოლიციელი ქალი იყო. მაღალი, მშვენიერი აღნაგობის, უნიფორმაში გამოწყობილი სხვის ტანსაცმელში ჩაცმული მოზარდივით გამოიყურებოდა. რა ჯანდაბად ვერ ახერხებს დეპარტამენტი თავის თანამშრომლების წესიერად ჩაცმას, გაიფიქრა გიბსონმა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დამნაშავეები მათ აინუშშიც არ აგდებენ.
გიბსონმა ტოცის გაუსწრო და პოლიციელს მიუახლოვდა.
– ფბრ, – წარმოსთქვა მან და თავისი პირადობის მოწმობა უჩვენა. ტოცი მის ზურგს უკან აუღელვებელი გამომეტყველებით იდგა, – შენობა უნდა დავათვალიეროთ.
პირადობის მოწმობის თვალიერებისას ი გი შემთხვევით მას ხელით შეეხო.
– რა თქმა უნდა, მიბრძანდით.
– თქვენ აქ მარტო ხართ? – ჰკითხა გიბსონმა.
ქუდის ქვეშ ქალის თვალების გამომეტყველება არ ჩანდა.
– ჩემი მეწყვილე სადილად წავიდა.
გეტოს თავზე მზე ჩადიოდა. ქუჩის წვრილმანი დანაშაულობების დრო ახლოვდებოდა. იმის თქმა გინდა, რომ შენი მეწყვილე რამდენიმე კათხა ლუდის დასალევად წავიდა, გაიფიქრა გიბსონმა. აქ ამ ადგილას გადიოდა საზღვარი ცუდსა და ძალიან ცუდს შორის.
გიბსონმა პოლიციელს ალმაცერად გადახედა და ნანგრევებისკენ გაემართა. ტოცი უკან მიჰყვა, ქალისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვია. ადგილზე მისულები ერთმანეთს დაშორდნენ და ნახანძრალის სხვადასხვა მონაკვეთების თვალიერებას შეუდგნენ.
გიბსონს ფეხებქვეშ ხვდებოდა დამტვრეული აგურები, სველი ხალიჩები, დამდნარი პლასტმასები, სველი მუყაოს ყუთები, ჩაშავებული ელეტროტექნიკის ნარჩენები. იმის მიხედვით თუ როგორ ვრცელდებოდა ხანძარი, შეიძლებოდა მისთვის ბუნებრივი გეწოდებინათ, მაგრამ ფბრ–ს აგენტები ცეცხლის წაკიდებაში ასე თუ ისე ერკვეოდნენ. ასეთი საქმეებით ყოველთვის ადგილობრივი პოლიციაა დაკავებული, თუ რა თქმა უნდა, საქმე ფედერალური ქონების განადგურებას არ ეხება, მაგრამ იგი მაინც ყოველნაირად ცდილობდა. ვინ იცის, იქნება გამართლებოდა. წინასწარ ვერასოდეს ვერაფერს განსაზღვრავ.
– აქ არაფერია, მეგობარო. როგორც ყოველთვის.
გიბსონმა თვალები ასწია. ნაგავში ზანგი ბავშვები იქექებოდნენ, ალბათ რაიმე გამოსადეგს ეძებდნენ. ისინი ბრაზიანად ისროდნენ აქეთ–იქით ყველაფერს რაც მათ გზაზე ხელს უშილადათ.
– ნაგავი... ნაგავი... ნაგავი...
შუბლზე შავი ნეილონის ბაფთაშემოხვეული ყმაწვილი ყოველ ჯერზე იგინებოდა, როდესაც მორიგი აგურის ქვეშ ვერაფერს პოულობდა.
– ფლეერი მაინც გადარჩენილიყო, რომელიმე, – თქვა მოზარდმა, – მხოლოდ ნაგავია.
და ამ დროს გიბსონი მიხვდა, რომ მის წინ სულაც არ იდგნენ მოზარდები. ასე ყმაწვილებს გაზეთებში "ახალგაზრდებად" მოიხსენიებენ, ხოლო პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან არ ზრუნავენ თავიანთ ხელმეორედ არჩევაზე, – "ახალგაზრდული უმუშევრობის პროდუქტს" უწოდებენ. პოლიციელები კი მათ "სახიფათო ნაძირლებად" მოიხსენიებენ.
– მასეო, – დაიყვირა ერთ–ერთმა, წითელ პერანგიანმა დაკუნთულმა ყმაწვილმა, – შენ ამბობ, რომ არც იმ საწყობში არ აღმოჩნდა არაფერი?
– არაფერი, – უპასუხა მეორემ, – "კინგის ხმისჩამწერი", ას სამოცდა ცხრაზე, გახსოვს? სულ მთლად დაიწვა, როგორც ეს და იქაც არაფერი გადარჩა, მაგრამ ახლა აქ ჩემამდე ხომ არავინ ყოფილა. რა ჯანდაბაა.
– ხელები მექავება! – თქვა შავ სამკლაურიანმა ყმაწვილმა, – ეი, შენ, თეთრო! აქ რას აკეთებ?
ბიჭებმა კუთხიდან გამოსული ტოცი შენიშნეს და საბრძოლო მდგომარეობა მიიღეს, როგორც კატამ ძაღლის დანახვაზე. ტოცის ეცვა ჯინსები, შავი პერანგი, სპორტული ქურთუკი. პოლიციელს არ ჰგავდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 