asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი

2011-04-14 15:16:51



2

ნუკა სკოლაში შევიდა თუ არა, ტატა დაეჯახა.

– ნუკა, ვატო გეძებდა, მაგარი გამწარებული იყო.

– რატომ?

– რაღაცა ვუთხარი და მეორე დღესვე გამიჯაზაო. რაზე ამბობდა, მე რატო არ ვიცი?

– ხომ მოგიყევი, დედამისის დაქალის შვილმა რო...

– ააა, – ტატა კედელს მიეყრდნო, – რა იყო ამაში დასამალი?

– რა იყო და უტყდება, გოგო იქით რომ ეტენება და ამას რო არ უნდა. მგონი, იქ მშობლები აწყობენ რაღაცას, უნდათ, რომ სკოლას როგორც კი დაამთავრებენ, ერთმანეთს შეტენონ.

– რატომ?

– რა რატომ? ორივე ოჯახს იმდენი ფული აქვს, სად წაიღონ, არ იციან და ახლა აერთიანებენ კაპიტალს. ინვესტიციას აკეთებენ, გაიგე? სხვათა შორის, დღეს ჩემი დაბადების დღეა.

– ვაიმე, გილოცავ, მპუ, მპუ, – ტატამ ნუკა გადაკოცნა, – აგერ მოდის ვატო, რას იზამ?

– ფეხები არ მომჭამოს. ვა, ვატო, როგორა ხარ?

ნუკამ ვატო გადაკოცნა.

– შენ მოგკლავ.

– შენ აფრენ.

– იხუმრე, იხუმრე და ნახე, რასაც გიზამ, – ვატომ ნუკას თმა დაქაჩა.

– გაწი ხელი, ნარაშივანიე მაქვს გაკეთებული. სამასი დოლარი ვდღლიზე და ერთი ღერიც რომ დამივარდეს, ვალუტაში აგანაზღაურებინებ.

– რატომ გამიბაზრე ის ამბავი?

– ტატასთვის თქმა გაბაზრებაა? ხო იცი, არავის არ ეტყვის. ჩემი უახლოესი მეგობარია.

– ასე იცით თქვენ, უახლოესი, უახლოესი და მერე... – ვატომ ნუკას ხელის გადაგრეხა სცადა.

– ხელი გამიშვი, დებილო! რა მერე?

– ისიც შენი უახლოესი არ იყო, შენს გიგის ვალენტინობის დღის ფართიზე რომ ეზასავა? – ვატო გვერდით გაიწია, რადგან ნუკასგან ჩანთის ჩაფარებას ელოდა.

– რაო? – ტატამ თვალები დაქაჩა, – ვინ ვის ეზასავა? მე რატომ არ ვიცი?

ნუკამ გვერდით გაიხედა.

– ლიკა გიგის.

– და მე ამას ახლა ვგებულობ? ლიკა ეზასავა გიგის? ლიკა? რა, მთვრალები იყვნენ?

– არა, ექსტაზით აღგზნებულები. მოკლედ, ერთით ერთი, ნუკა. მე მეგონა, ტატამ იცოდა, – ვატო გოგოებს მოსცილდა და დერეფანში გზა განაგრძო. ტატა ნუკას მიუბრუნდა.

– რატომ არ მითხარი? იმიტომ იყო, გუშინ რომ ვკითხე გიგის შენზე, სად არის–მეთქი და...

– მერე რაო?

– საიდან უნდა ვიცოდეო. ესე იგი, უკვე დასცხე?

– წავიდეს მაგისი. ავადმყოფი ეგ, – ნუკამ ფანჯარაში გაიხედა, – შენა, დაბადების დღეს არმსტრონგში ვიხდი.

– ვაუუუ, – დაიკივლა ტატამ, – მაგარი იქნება, მერე ძვირი როა?

– მამაჩემმა გამოიდო თავი.

– აუ, რა კაი ტიპია მამაშენი. რატო გაცილდნენ მაინც შენები ერთმანეთს?

– რატომ და იმიტომ.

– გასაგებია. აი, მოდიააან. შენა, ამათაც დაპატიჟებ?

დერეფანში ნუკას უკვე ყოფილი შეყვარებული გიგი და ლიკა გამოჩნდნენ. ნუკა დაფიქრდა და თვალები მოჭუტა.

– დავპატიჟებ. აბა, იმას ვათქმევინებ, გლოვობსო? ვააა... ამას ვის ვხედავ, როგორა ხარ? – ვითომ მხიარულად შეეგება და ორივე გადაკოცნა.

– ვარ რა, – თქვა გიგიმ.

– დაბადების დღეზე გეპატიჟებით არმსტრონგში, ამ საღამოს.

– ვაუ, რა მაგარია. შესვლა უფასოა? – იკითხა ლიკამ.

– აბა? გეკადრება? ჩემი დაბადების დღეა, შენი კი არა.

– ჩემი რო იყოს, რა? – ეწყინა ლიკას, მაგრამ შეეცადა, არ გამოეხატა.

– რა და გადაგვატარებდი გაზიან წყალზე ყველას.

– მეეე?

– კაროჩე, მოდით, გელოდებით.

ნუკამ ტატას მკლავში გამოსდო ხელი და დერეფნის სიღრმისკენ გაიყვანა.

– აუ, რა ცივსისხლიანი ყოფილხარ, როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ლაპარაკი? რა გიქნეს მაგ ნაბიჭვრებმა. ერთმა გიღალატა, მეორემ შეყვარებული აგახია...

– როგორ შემიძლია კი არა, აი, ნახე, სულ მიკანკალებს ხელი.

ნუკამ ტატას ხელი აჩვენა.

– მე რას მიჩვენებ, იმათთვის უნდა გედღლიზა. ის შენი ლიკა რა, ისეთი აზაბოჩენია, რომ საკუთარი დაქალის კაცებზე გადავიდა?

– ვაბშე კი არის აზაბოჩენი, შარშანდელს მერე ძუძუ ერთი ნომრით გაეზარდა. ჩემს ძმას რომ კალთაში ჩაუჯდა ჩემთან, მაშინ მივხვდი, რომ ვერ იყო საქმე კარგად.

– მერე შენმა ძმამ რაო?

– რაო და ეღლაბუცა ისიც, უსვა ხელები, აბა რას უზამდა? ქალი იქით აჯდები კაცს და... კაცია ისიც, რა ქნას? მერე მითხრა, დაანებე მაგ წაკლას თავი, ნუ მეგობრობ მაგასთანო, და მე ისეთი ამბავი ავუტეხე, რო... კბილებით დავიცავი. თურმე, რას იცავ, ბოზია.

– ვითომ, მისცემდა შენს ძმას?

– ეგ კი მისცემდა, მაგრამ ჩემი ძმა არაა მაგის მკადრებელი. აუ, ახლა მე გაკვეთილებზე შემსვლელი არა ვარ, არადა, ხალხი უნდა დავპატიჟო.

– მერე, გუშინ ვერ დაპატიჟე?

– გუშინ რა ვიცოდი, ამ დილით დამირეკა მამაჩემმა.

– შენა, მაინც რატო გაცილდნენ შენები ერთმანეთს? თითქოს ორივე კაი ტიპები იყვნენ.

ნუკამ სიგარეტი ამოიღო შარვლის ჯიბიდან და ტატას დაანახვა.

– გინდა?

– კი, მარა დილით რომ არაფერი არ მიჭამია? უზმოზე რო ვეწევი, ხო იცი, თავბრუ მეხვევა.

– თავბრუ არა კიდე ის, წამო ტუალეტში.

გოგოები ტუალეტისკენ წავიდნენ.

– ორივე კაი ტიპია, მაგრამ ცალ–ცალკე. ერთად მაგათი ცხოვრება არ შეიძლებოდა. მეც გამიმწარეს სიცოცხლე. ყოველდღე ჩხუბი გაგონილა? შენ რა გგონია? ჩემი ძმა მაგათი გულისთვის დაითესა აქედან საბერძნეთში. დაიღალა, გაიგე?

– გინდა ჩესნად? – ტატამ ნუკას უცნაური ღიმილით შეხედა.

– რა?

– შენი ძმა მაგრა მევასებოდა. რაღაცნაირი კაი ბიჭი იყო, მამაკაცური, ამ დორბლიანებს კი არ გავდა.

– მერე, გეთქვა, აქამდე.

– რომ მეთქვა, რა?

– რა ვიცი. გავაჟიმინებდი მაინც შენს თავს.

ნუკამ გემრიელად გაიცინა, ტატა მის ჩანთას დაეკიდა და ნჯღრევა დაუწყო:

– კრეტინო, შე კრეტინო.

ამ დროს სკოლის ზარმა დარეკა. ნუკა გაიქცა და ტუალეტში შევარდა. ტატამ კლასში შეიხედა და პირველ მერხზე გოგოს უთხრა:

– შენა, მე რომ მიკითხოს, უთხარი, აქ იყო და მალე მოვა–თქო. კარგი?

– მაინც გვიცდება და რაც გინდა, ის ქენი.

– ვააა, გაიხარე. წავედი მაშინ, მოვწევ.

ტატა ტუალეტის სარკმელთან მდგომ ნუკას მივარდა.

– მომე სიგარეტი.

ნუკამ მიაწოდა. მოუკიდეს.

– აი, ხომ გითხარი, უკვე თავბრუ დამეხვა.

– შენ შიშისგან გეხვევა თავბრუ, დირექტორი არ შემოვიდეს, – გაიცინა ნუკამ.

– შენ რა, არ გეშინია დირექტორის?

– არა. დედაჩემმა უკვე გაიგო, რომ ვეწევი და რატო უნდა მეშინოდეს?

– მერე, რა გითხრა?

– არაფერი. შენს ასაკში მეც ჩუმად ვეწეოდი და მირჩევნია, ჩემ წინაშე მოწიო, ბარემ ვიცოდე, ჩემი შვილი რას აკეთებსო.

– აუ, რა ჯიგარია დედაშენი, აბა ჩემები დენიკინის დროინდელი ხალხია. სიგარეტი კი არა, ათი საათის მერე სახლში არ მიშვებენ. განსაკუთრებით ბაბუაჩემი ხიპიშობს. არ ვიცი, რა ვქნა. როდის დავამთავრებ სკოლას, რომ ცალკე გადავიდე საცხოვრებლად.

– ვინ გაგიშვებს ცალკე.

– გამიშვებენ კი არა, მე თვითონ წავალ.

– მერე, ფული?

ტატა დაფიქრდა.

– ვიმუშავებ.

– მერე, სწავლა?

ტატა ისევ დაფიქრდა.

– შენ რა, ბაბუაჩემი ხარ თუ დაქალი?

ნუკამ ბოლი სარკმელში გაუშვა.

– დღეს რეპეტიცია გვაქვს, თუ იცი?

– გვაქვს, მაგრამ ტექსტის სწავლა ვერ მოვასწარი. ნათია რომ ისევ ფურცლით ხელში დამინახავს, გაგიჟდება, – ტატამ ნახევარი სიგარეტი კედელზე ჩააქრო.

– ეეე, რას აფუჭებ, თუ არ შეგიძლია.

– ეს ძაან მაგარია, ლაითი ვერ იყიდე?

ამ დროს კარი გაიღო და ვატომ შემოყო თავი.

– წადი, შე იმბეცილო, ეს გოგოების ტუალეტია, ახლა რომ ჩახდილი ვიყო, არ შეგრცხვება?

– გოგოებო, მეორე გაკვეთილი გვიცდება, წამო, ქიმიის ლაბორატორიაში მანაგუას ხარშავენ.

– შენ ვის აშაყირებ?

– არა, მართლა, სახლში მაქვს, წამო, დაგალევინოთ, გინდათ?

– წამო, დღეს მაინც ჩემი დაბადების დღეა და მანაგუა ხომ უნდა გავსინჯო. რძეშია?

– რძეშიც და ლიმონშიც. ლამაზ ჭიქაში ჩაგისხამ და დაჭრილ კივისაც ჩაგიყრი შიგ. გიგის ვუთხრა?

– მაგის დანახვაც არ მინდა, – აიმრიზა ნუკა.

– რეპეტიციაზე რომ უნდა წავიდეთ? – შეყოვნდა ტატა.

– ჩემგან წადით, ტექსტის სწავლა აღარ დაგჭირდებათ, ისეთ რამეებს იტყვით იქ, გადარევთ თქვენს რეჟისორს.

– კიდე ვინები მოდიან?

– რეზიკო, ვანო და ლალა.

– ვა, სამი სამზე? – ჩასჩურჩულა ნუკამ ტატას.

– მე მგონი, ვატოს ევასები.

– ზელიონი ეშო. შენა, მანაგუამ რომ ჰალუცინაციები იცისო.

– იმათ დალიონ და ჩვენ ვუყუროთ.

გოგოებმა გაიცინეს, ახალი თავგადასავალი არ გვაწყენსო და ვატოს გაჰყვნენ.

3

ნატო სამზარეულოში ფუსფუსებდა. დანარჩენებმა მუსიკა ჩართეს და სავარძლებზე მიეყარნენ. ლალამ მობილური ტელეფონი დაიჭირა და შეტყობინებების აკრეფა დაიწყო.

– აუ, როგორ ტეხავს, არა?

– რა ტეხავს? – რეზიკო ლალას მიუჩოჩდა.

– რა და, ვაააბშე, ყველაფერი.

– მაშინ რას მოდიოდი? – გულწრფელად გაუკვირდა რეზიკოს.

– მაინც ყველგან ტეხავს და რა მნიშვნელობა აქვს, სად გატეხავს?

– შენ რა შექსპირის ნაშასავით ლაპარაკობ. დაანებე რა მაგ ტელეფონს თავი.

– მაცადე, მესიჯს ვგზავნი.

– მერე, მაგსიგრძე მესიჯს ვინ წაიკითხავს?

– შენ ნუ დარდობ, წამკითხველები არიან.

რეზიკომ ლალას ტელეფონში ჩაყო ცხვირი და რამდენიმე სიტყვა ხმამაღლა ამოიკითხა, – ეეე... კაროჩე, ლალა, რა მოსაწყენი ხარ. ვატო, მოხმარება გინდა?

რეზიკომ ლალა მიატოვა და სამზარეულოში გავიდა.

– ვაა, ნუკა, შენი დაბადების დღეა დღეს? – ლალამ ტელეფონს მოსწყვიტა თვალი და ნუკას შეხედა.

– ჰო, შენ რა იცი?

– ახლა, ამ წუთას მივიღე მესიჯი, დღეს ნუკას დაბადების დღეა და სადღაც გვეპატიჟებაო.

– ვაა, რა პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, აზრზე ხარ? – გაიცინა ტატამ.

– აუ, გილოცავ, რა, მპუ, მპუ, – ლალამ ნუკა გადაკოცნა, – იხდი?

– არმსტრონგში!

– დაგლიჯა, აუ, რა კაია, რუსოს ეტყვი?

– კი.

– მაშინ მესიჯს მე გავუგზავნი. აუ, რას ვიფიქრებდი, რომ დღეს რამე გამიხარდებოდა. ერთი პაჩკა ტრუსარდი მაჩუქეს, ამას წინათ, და ვინახავდი, მეთქი სად მოვწიო, სად მოვწიო და დღეს იქ წამოვიღებ. ბენდი უკრავს თუ ჩანაწერი იქნება?

– რა ვიცი.

– ისე, მართლა, რა მნიშვნელობა აქვს.

– აიიი, მოვიდა კოქტეილი, – ვატომ და რეზიკომ ლანგარზე დაწყობილი ჭიქებით მომწვანო–მოყვითალო სითხე შემოიტანეს. ვანო საპირფარეშოდან გამოვიდა.

– შენა, კუჭი რომ აშლილი მაქვს, რამეს მიზამს?

– შეგკრავს, – უპასუხა რეზიკომ.

– მაშინ მაიტა. ჰო, მართლა, დამწყებებს გაფრთხილება, ვინც პირველად სვამს, თითო ყლუპზე მეტი არ დალიოს. თქვენი მობრუნების თავი მე არა მაქვს.

– რა ვქნა? – იკითხა ლალამ.

– რა უნდა ქნა?

– მოდი, მე არ მინდა, რუსოს დავურეკავ, გაგიჟდება, ისე ევასება ეგ.

– არც მე მინდა, – თქვა ტატამ, – საერთოდ, ვერ ვკაიფობ მასეთ რაღაცეებზე, ერთხელ მაქვს გასინჯული და კრეტინობა იყო.

– ეეე, გოიმები ხართ, – რეზიკომ მოსვა და ნუკას გადასცა. ნუკამ ერთი ყლუპი გააკეთა. რეზიკომ კიდევ რამდენიმე ყლუპი მოსვა.

– ბევრი არ მოგივიდეს, – გააფრთხილა ვატომ და თვითონაც დალია.

– რად გინდოდათ ეგ? ამას ერთი პლანის ფოთოლი არ ჯობდა? – ლალამ მესიჯი გააგზავნა და ბიჭებს შეხედა.

ვატო საძინებელში შევიდა და იქიდან უზარმაზარი ქუდით გამოვიდა, რომელსაც წინა მხარეს პლანის ფოთოლი ჰქონდა ამოქარგული.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online