asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცუდი ბიჭები
ცუდი ბიჭები
ცუდი ბიჭები

2011-04-11 14:06:51



დასაწყისი წინა ნომრებში

თავი ოცდამეთერთმეტე

ტოცი ხშირ ბუჩქნარში იდგა, ფეხები რბილ ნიადაგში ეფლობოდა, ზურგით ქვის ღობეზე იყო მიყრდნობილი. აქედან ის მთელ სახლს ხედავდა. კრისი პირველ სართულზე ტელევიზორს უყურებდა. სხვა ბავშვებს ალბათ უკვე ეძინათ, დაახლოვებით თერთმეტი საათი იქნებოდა. მისის კინი ზევით საძინებელში ხალათში გამოწყობილი წინ და უკან დადიოდა. კინი თავის კაბინეტში საწერ მაგიდასთან იჯდა. ბოლო ნახევარი საათი ის ტელეფონზე ლაპარაკობდა.

აქ რომ მოძვრებოდა ღობის გასწვრივ, რომელიღაც ტოტზე ლოყა გაიფხაჭნა და ახლა ის ადგილი ეწვოდა. იმ მომენტში მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან უფრო მეტად ძაღლებთან შესაძლო შეხვედრას უფრთხოდა. ეზოს ამ ნაწილში გაზონი სწორი იყო და სახლის უკანა კედელთან ძაღლის ჯიხური მოჩანდა. მას ეშინოდა, რომ წყეული ძაღლი ყეფას ატეხავდა და იქაურობას ააწრიალებდა. მაგრამ საბედნიეროდ, როგორც ჩანს ძაღლი სახლში შეიყვანეს, ვინაიდან ტოციმ ეზო დაუბრკოლებლად გაიარა. მან გადაწყვიტა, რომ კინის სახლთან შეუმჩნევლად მიღწევას მხოლოდ უკანა ეზოს მხრიდან შესძლებდა. მას არც კი უზრუნია იმაზე, რომ წინასწარ შეეთვალიერებინა ქუჩა. ის დარწმუნებული იყო, რომ შესასვლელის მახლობლად მდგარ მანქანაში, ორი–სამი ვარგას კაცი იჯდა და მას ელოდებოდა. ამ ავანტურაზე წასვლისას ის იმით ხელმძღვანელობდა, რომ არც უკანა ეზოში, არც თავად სახლში ჩასაფრება არ იქნებოდა. კინის რომ მებრძოლები სახლში მიეწვია, მეუღლისთვის ბევრი რამის განმარტება მოუწევდა. ბიურო კატეგორიულად არ ურჩევდა თავის თანამშრომლებს სამსახურის და პირადი საქმეების ერთმანეთთან დაკავშირებას, და ალბათ მისის კინისთვის ეს ცნობილი იყო, ხოლო თუ ვარგას ყველა მებრძოლი ისე საცოდავად გამოიყურება, როგორც ის ორი ნაძირალა, რომელიც ტოციმ ამ დილით შენიშნა, მაშინ კინისთვის ადვილი არ იქნებოდა მეუღლე დაერწმუნებინა, რომ ისინი მისი კოლეგები იყვნენ ფბრ–დან.

ადევნებდა რა თვალს კინის სატელეფონო საუბრებს, ტოციმ გაიფიქრა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მის საკუთარ პერსონას უკავშირდებოდა. ალბათ რაც შეიძლება მეტი ბიჭებისთვის თავის მოყრას ცდილობს, რათა მათ რაც შეიძლება სწრაფად მოძებნონ "მეორე".

ტოცი დაიღალა. ის გიბსონის გამო ნერვიულობდა. მას საშინლად უნდოდა, რომ პირდაპირ ახლავე ჩაეჭედებინა ტყვია შუბლში კინისთვის. მთელი ღამე და დღე შექმნილ ვითარებაზე ფიქრში გაატარა და ასევე შესაძლო საკუთარ მოქმედებაზე, რათა როგორმე ეშმაკობით ეჯობნა ამ ძაღლის შვილისთვის. ახლა კი მას ყველაფერი მობეზრდა და დაიღალა განუწყვეტელი ფიქრისგან.

უკან დარჩა საშინელი ოცდაოთხი საათი. მას შემდეგ რაც გიბსონის ბინაში პიცა მოიტანეს, ტოციმ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა. მას ესმოდა, რომ შესაძლოა უთვალთვალებდნენ, მაგრამ ინტუიციით გრძნობდა, რომ ახლა მის აყვანას არ შეეცდებოდნენ. ჯერ კიდევ არ გააკეთებენ. კინისთვის მეტისმეტად მომგებიანი სიტუაციია, რათა მისი გამოყენება არ სცადოს. ტოციზე ძებნა იყო გამოცხადებული, გიბსონმა კი მისი მოძებნისა და გაუვნებელყოფის დავალება მიიღო. თუ კინის თანამზრახველები მოახერხებენ სადმე ჩაბნელებულ კუთხეში ტოცის მიმწყვდევას და მოწმეების გარეშე მის განადგურებას, ამის შემდეგ გიბსონის ლიკვიდირებას ტოცის იარაღით განახორციელებენ, რათა მთელი საქმე კლასიკური სქემით აეწყოს: მამაცი აგენტი იღუპება დეზერტირთან ბრძოლაში იღუპება. კინი, რა თქმა უნდა განაცხადებს, რომ სასიკვდილო ბრძოლის ერთადერთი მოწმე იყო და ეს მას გმირად აქცევს, ვინაიდან სწორედ ის და არა ვინმე სხვა მოახერხებს ბოლოსდაბოლოს მანიაკი ტოცის ნეიტრალიზებას. ამით კინი არამარტო თავიდან აიცილებს თავისი დანაშაულობების გამჟღავნების საშიშროებას, არამედ ოქროს ვარსკვლავსაც კი მიიღებს და საბოლოოდ დაიმკვიდრებს საუკეთესო აგენტის სახელს, ძაღლისშვილი.

გიბსონის ბინიდან წასულმა ტოციმ, მისი კოლტი თავისი "ბიუიკის" საბარგულში ჩადო დანარჩენ იარაღებთან ერთად და ადგილიდან მოწყვიტა მანქანა და მდინარის გასწვრივ ჩრდილოეთისკენ გააქანა. ის ვიწრო ქუჩებით მიდიოდა, რათა ამით გაადვილებოდა მოთვალთვალის აღმოჩენა. იმ დროისთვის, როდესაც ფორტ–ლიში ჯორჯ ვაშინგტონის ხიდს მიაღწია, იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არავინ მისდევდა. მაგრამ სწორედ ამ დროს იგი პანიკამ შეიპყრო. მოულოდნელად გაათვითცნობიერა, რომ ხელთ არ ეპყრა სულ უმცირესი ძაფიც კი, რომელიც გიბსონზე გაიყვანდა და შიშით გაიფიქრა, იმაზე, თუ რისი გაკეთება შეეძლო კინის მისი მეგობრისა და მეწყვილისთვის. კინი შეშლილი იყო, ყასაბი. ამ დროს შეეპარა ეჭვი ტოცის იმაში, რომ კინი სამოქმედოდ კარგად გათვლილ ინსცენირებას მიმართავდა. შესაძლოა მან უკვე მოაჭრა თავი გიბსონს და შეავსო ის საშინელი სია, რომელშიც იყვნენ ლანდო, ბლენი და ნოვიკი. შესაძლოა მან ყურადღება არ მიაქციოს ტოცის მხრიდან მისი გამოვლენის შესაძლებლობას, იმიტომ, რომ მისი აზრით სერიოზულად არავინ მოეკიდებოდა დეზერტირის ჩვენებებს. მან შესაძლოა უფრო ჭკვიანურად მიიჩნია, ჯერ გიბსონს გასწორებოდა, და უკვე ამის შემდეგ ეზრუნა ტოციზე.

სამხრეთის წრიულ მაგისტრალზე მიმქროლავ მანქანაში მჯდომი ამ ყველაფერზე ფიქრობდა და ტანზე ცივი ოფლი ასხამდა. მან გისბონი უნდა იპოვნოს და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახერხოს. მას თავში აზრად გაუელვა, რომ შესაძლოა კინიმ უკვე მოაწყო ჩასაფრება იმ მოტელში სადაც ტოცის ნომერი ჰქონდა დაქირავებული. ტოცის იმედი ჰქონდა, რომ ასეც იქნებოდა. ვინაიდან მას ფეხებზე ეკიდა კინის მისი ხელში ჩაგდების ნებისმიერი გეგმა, გიბსონის სატყუარად გამოყენებით. ღმერთმა ქნას, თუ მას ასეთი გეგმები მართლაც ჰქონდა, ტოცი აუცილებლად უნდა წასულიყო ამ რისკზე, ვინაიდან ჩასაფრებას იგი შესაძლოა გიბსონის ადგილსამყოფელზე გაეყვანა მანამდე ვიდრე კინის ისევ შეიპყრობდა კაცის კვლის დაუკობელი წყურვილი.

მოტელში მისულმა ჯერ ავტოგასამართ სადგურზე შეუხვია და ავზების შევსება მოითხოვა. სწორედ ამ მომენტში შენიშნა ისინი. ისინი მისგან სულ რაღაც ოცდაათ იარდში იმყოფებოდნენ და ახლა იგი მათ პირდაპირ უყურებდა. ორი სასიამოვნო შესახედაობის ყმაწვილი, რომლებიც საცეკვაო მოედნიდან ახლად გამოსულებს ჰგავდნენ, მოტელის მახლობლად გაჩერებულ ლურჯი ფერის მანქანაში ისხდნენ და მას ელოდნენ. რა თქმა უნდა ის დარწმუნებით ვერ იტყოდა, რომ ისინი სწორედ მას ელოდებოდნენ, მაგრამ ინტუიციურად იცოდა, რომ ასე იქნებოდა. მთელი მათი ისტორია ადვილად იკითხებოდა მათ სახეზე, – ორი ახალგაზრდა განგსტერი, რომლებიც თავს არ ზოგავენ ბოსის წინაშე თავის გამოჩენისთვის, რათა ამით ვარგას ოჯახში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავების შანსი გაიუმჯობესონ. ისინი ერთმანეთისკენ ხაზგასმით ზურგშექცევით ისხდნენ, როგორც ნაჩხუბარი ძველი მეგობარი. მარტო მათმა სახემ უკვე გააცოფა ტოცი. იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რამდენად დიდი იქნებოდა იმის შანსი, რომ ამ პირზე რძეშეუმშრალ ლაწირაკებს სცოდნოდათ თუ სად ჰყავდათ გამომწყვდეული გიბსონი. შანსები არც თუ სერიოზული იყო. მათი კარგად შეჯანჯღარება სარისკო საქმე იყო. უძლურებისგან გაცოფებულმა ტოციმ მუშტი რამდენჯერმე საჭეს დასცხო. ასე თუ ის მას რაღაც უნდა ეღონა.

ავტოგასამართი სადგურის თანამშრომელი გამოჩნდა ფანჯარაში და ტოციმ მას ოც დოლარიანი მიაწოდა. სანამ ის ხურდას ითვლიდა, ტოციმ რაღაც მოიფიქრა. არა რაიმე ეშმაკური გეგმა ან მთელი სტრატეგია, არამედ უბრალოდ როგორ უნდა მოქცეულიყო, რათა კინისთვის გზავნილი გაეგზავნა. მას სურდა კინისთვის ეგრძნობინებინა, რომ მართალია დევნილობაში იყო, მაგრამ სულაც არ იმალებოდა.

ამ ყოველივემ გონებაში ბუნდოვნად გაუელვა, თითქოსდა ახლა რაიმე კინოფილმს უყურებდა; ის გონებაში აკვირდებოდა თუ რა ხდებოდა ეკრანზე, ისე რომ მასზე არც კი ფიქრობდა. მან "ბიუიკის" ძრავა ჩართო, ავტოგასამართ სადგურს შემოუარა, მოტელის უკანა ეზოში შევიდა და შენობის უკან გაჩერდა, შემდეგ უკანა სვლა ჩართო, ვიწრო გზაზე გავიდა და ოცდახუთი ფუტიდან გააქანა მანქანა და იმ მანქანას დააჯახა, რომელშიც ორი ახალგაზრდა განგსტერი იჯდა. მას ფეხი აქსელერატორისთვის არ აუშვია და მაფიოზების მანქანა სავალ ნაწილზე გადააგდო. გაიგონა, როგორ აყვირდნენ მძღოლი და მგზავრი, როგორ აღრჭიალდა ბამპერი, აწივლდნენ საბურავები, შემდეგ ძლიერი დარტყმა იგრძნო და კინაღამ საჭე ხელიდან გაუშვა. სატვირთო მანქანა დაეჯახა განგსტერების მანქანას და ავტოსადგომის მეორე ბოლოს მდებარე მოტელის წარწერისკენ მოისროლა. ტოციმ საჭე დაიმორჩილა, მანქანა მოატრიალა, შოსეზე გავიდა და გვერდით ჩაუქროლა სატვირთო მანქანასა და ლითონის ბოძებს შორის ჩაჭედილ დალეწილ მანქანას.

ტოცი მოტელს შორდებოდა და ძლივს იჯერებდა, რომ მან მართლაც გააკეთა ეს ყოველივე. ეს ყოველივე ნამდვილ სიგიჟედ მოჩანდა. ავარიაში შესაძლოა სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაშავებულიყვნენ. თავად ეს სულელური საქციელი იყო. ერთი საათის შემდეგ რადიოში მოისმინა, რომ ამ ავარიაში სერიოზულად არავინ დაშავებულა. რადიოკომენტატორმა ისიც კი შენიშნა დამცინავად, რომ განგსტერები ჩიოდნენ თითქოსდა ისინი სავალ ნაწილზე სპეციალურად გადააგდეს. პოლიცია იტყობინებოდა, რომ მათ მანქანაში დიდი რაოდენობით თეთრი ფხვნილი იქნა აღმოჩენილი, რომლის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. ტოცის იმედი ჰქონდა, რომ რადიოკომენტატორის სკეპტიციზმს პოლიციაც იზიარებდა და აქედან გამომდინარე არავინ იყო დაკავებული მუქი ფერის "ბიუიკის" ძებნით, რომელსაც წინა ბამპერი შეჭეჭყილი ექნებოდა.

მოტელთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტოცი უბრალოდ ქალაქში მოძრაობდა, რათა ყველაფერი აეწონ–დაეწონა, ყველა ფაქტი თავი ადგილზე დაეყენებინა, რათა რაიმე გეგმის მსგავსი შეემუშავებინა. პირველი რიგში და მას ეს კარგად ესმოდა, ღამის გასათევი ადგილი უნდა მოეძებნა, თუნდაც ერთი ღამით და ჯოანას ბინა მას ამ პრობლემის ყველაზე ბუნებრივ გადაწყვეტად წარმოუდგებოდა, მაგრამ იქითკენ მიმავალს ეჭვები მოეძალა. სრულიადაც არ იყო გამორიცხული, რომ იგი ასე თუ ისე ამ საქმეში იყო გარეული, გაიფიქრა ტოციმ. ბოლოსდაბოლოს ის ვარგაზე იყო გათხოვილი და ახლა რაც არ უნდა ელაპარაკა მასზე, ისინი ფორმალურად გაყრილები არ იყვნენ. შესაძლოა ის ვარგასთან თანამშრომლობს, შესაძლოა მათ პირველ ღამის იგი განზრახ აყოვნებდა მას თავისთან, რათა ვარგას ხალხს მოესწრო მისი ბიძაშვილის მანქანაზე ბომბის დამონტაჟება. ამის გამორიცხვა შეუძლებელი იყო. მან ჯოანასთან მისვლა გადაიფიქრა. ბოლოსდაბოლოს მან ღამე თავისი "ბიუიკის" უკანა სავარძელზე გაათია, რომელიც ვინს ლომბარდის ტექმომსახურების სადგურის შესასვლელთან გააჩერა. თუმცა სანამ დაიძინებდა, კვლავ ჯოანა გაიხსენა. უბრალოდ ის ისევ დევნის მანიამ შეიპყრო, გაიფიქრა ტოციმ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იგი მას უამრავჯერ შეხვდა და ვარგას მისი ამ შეხვედრების დროს დაჭერის უამრავი შანსი ჰქონდა. გამოდის, მის შემთხვევაში ყველაფერი წესრიგშია. ის კი ისევ დევნის მანიამ შეიპყრო, და მეტი არაფერი და საერთოდ ნამდვილი პარანოიკივით იქცეოდა.

და აი ახლა ის ბუჩქების ჩრდილში იდგა; კინის სახე, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა პირდაპირ თვალწინ ჰქონდა. კინი ახლა ზედმეტ საათებს მუშაობდა და ტოცის ესმოდა რომ ეს სულაც არ ხდებოდა ფბრ–ს დავალებით. ეჰ, ეს აპარატი მოსასმენი აპარატურით რომ ყოფილიყო აღჭურვილი, გაიფიქრა მან. ეჰ, ასე რომ ყოფილიყო!.. ტოცი ძლივს ახერხებდა გადაადგილებას ეზოს ტერიტორიაზე, რომელ მოსასმენ აპარატურაზე იყო საუბარი?

მან ბილიკს გვერდი აუარა და "ვოლვოსა" და პატარა სატვირთოს შორის გაიარა, შავ კართან მიმავალი სამი საფეხური აიარა. სამზარეულოში ბნელოდა. მას გაახსენდა, რომ იქ კედელზე ჩამოსაკიდი ტელეფონი იყო, წითელი კედლის ტელეფონი მაცივრის გვერდით. ტოციმ ფრთხილად გასწია დარაბები და კარი მოსინჯა. კარი ჩაკეტილი არ აღმოჩნდა. ამ სახლში კარს ალბათ მხოლოდ თავად კინი კეტავდა. კარს კეტავს ის ვინც ყველაზე გვიან წვება დასაძინებლდა, ოჯახის უფროსი კი ჩვეულებრივ გვიანობამდე რჩებოდა თავის კაბინეტში.

ჩაბნელებულ სამზარეულოში მეზობელი ოთახიდან სინათლის ზოლი აღწევდა. ოთახიდან რომელიღაც როკ–სიმღერის ხმა გამოდიოდა, რომელიც ადრეც მოესმინა, მაგრამ ახლა ვერ გაეხსენებინა. ალბათ კრისი მტვ–ს უყურებდა. ის ოთახის კართან მივიდა და შიგნით შეიხედა. ეკრანზე გრძელქერათმიანი შემოტმასნილ ჯინსებში გამოწყობილი სცენაზე დახტოდა, კამერების წინ იკლაკნებოდა. მან დივანზე მჯდომი კრისის მუხლისთავებიც კი შენიშნა. ახლა იმის იმედად უნდა ყოფილიყო, რომ გოგონას უცბად თავისთვის რძის კოქტეილის მომზადება არ მოუნდებოდა.

ტელეფონი კარიდან მარჯვნივ ეკიდა. მის გვერდით პატარა კედლის კარადა იყო ჩამოკიდებული რომელშიც სხვადასხვა განყოფილებებში ჩაყრილი იყო ანგარიშების ფურცლები, სამახსვროები, რეცეპტები და სხვა სისულელეები. აქვე იყო უბის წიგნაკიც, რომელშიც წერდნენ შეძენილ საქონელს. ზედა ფურცელზე რამდენიმე სტროფი იყო დაწერილი, მაგრამ ძალიან მცირე, აშკარად არაა სრული სია იყო. ტოციმ შესაბამისი განყოფილებიდან ანგარიშების შეკვრა ამოიღო და სწრაფად გადაავლო თვალი. არაფერი უჩვეულო: გაზი, ელექტროობა, ადგილობრივი აფთიაქი, სატელეფონო კვანძი. მან ჯერ გაიფიქრა, ხომ არ წაეღო სატელეფონო საუბრების ანგარიშის ფურცელი, მაგრამ შემდენ ამ განზრახვაზე უარი თქვა. რა თქმა უნდა ყოველთვის სასარგებლოა საქალაქთაშორისო საუბრების ანგარიშის შემოწმება, მაგრამ მას ამის არც დრო ჰქონდა და რაც მთავარია არც საშუალება. სპეციალურ აგენტს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არა აგენტ–დეზერტირს. სპეციალურ აგენტს როგორიც კინია. ტოციმ ანგარიშები უკანვე დააბრუნა.

მან ხელი ტელეფონისკენ გაიწვდინა, ფრთხილად აიღო ყურმილი, მიკროფონს ხელი დააფარა და ყურთან მიიტანა. კინი ჯერ ისევ ხაზზე იყო.

– ...თქვენს ანგარიშზე გადმოირიცხება ოპერაციის დასრულების შემდეგ. ასევე ვიქცევით ყოველთვის, – წარმოსთქვა კინიმ.

– აჰა, გასაგებია, პირდაპირი დეპოზიტი, მაგრამ ცოტათი კედელთან მიმაყენეს, მიხვდი ყმაწვილო? და მხოლოდ ორი შეკვრაა საჭირო, თავის დასაღწევად. ორი შეკვრა წინასწარ – რა, ბევრია? რას ვითხოვ, რაიმე შეუძლებელს?

მეორე მოსაუბრის ხმა ძალიან წააგავდა პოლი ტორტორელის ხმას.

– ჩვენ ასე საქმეს არ ვაკეთებთ, – მშრალად წარმოსთქვა კინიმ.

– უყურე შენ, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ! განა ოდესმე დაგაღალატეთ? არა. ახლა ერთ რამეს გთხოვთ, თქვენ კი უჭერთ. როგორ მიბრძანებთ თქვენი საქმის გაკეთებას, თუ იმ ტიპმა თავისი მებრძოლი მომიქსია? ამიხსენით, როგორ?

საუბარში პაუზა წარმოიქმნა. კინი ყოყმანობდა.

– კარგი, – თქვა მან ბოლოს, – მე მაინც მომიწევს შენთვის ბრონკსში ბინის გასაღების გადმოცემა. იცი სად მდებარეობს ბაიონში კილ–ვან–კულის პარკი?

– რა?

– პარკი ბაიონსის ხიდთან.

– სადაც ნავებია.

– ზუსტად. ხვალ შუადღისას კალათბურთის მოედანზე შევხვდებით. ფულს მოვიტან.

– კარგი. დიდი მადლობა.

– მხოლოდ იმის იმედი არ გქონდეს, რომ ამიერიდან ყოველთვის ასე იქნება. გესმის, პოლი?

– აჰა, ნათელია. მეტი აღარასოდეს. ხვალამდე.

– ზუსტად.

რომელიღაცა მათგანმა ყურმილი დაკიდა და ტოციმ მოიფიქრა, რომ თავისიც დაეკიდა, რათა ყურმილში კინის ზუმერის ხმა გაეგონა. მან დაიცადა, ხომ არ აპირებდა კინი კიდევ ვინმესთან დარეკვას. გავიდა ერთი წუთი, მან ყურმილი ისევ აიღო, მაგრამ მასში მხოლოდ კინის სუნთქვის ხმა გაიგონა. ალბათ უბის წიგნაკში ნომერს ეძებს გაიფიქრა ტოციმ, მაგრამ მოტყუვდა.

– კრისი?

კინის ხმა ერთდროულად გაისმა ტელეფონის ყურმილსა და მეზობელ სასტუმრო ოთახში.

– რაშია საქმე?

– კრისი, მე ვმუშაობ, ჩვენ ვგონებ შევთანხმდით, ტელეფონის თაობაზე, როდესაც ვმუშაობ.

– მაგრამ მე ტელევიზორს ვუყურებ. ის სულელურ ტელეფონს ახლოსაც არ გავკარებივარ.

რა ჯანდაბაა. კინიმ ალაბათ იგრძნო განსხვავება ზუმერის ხმაში ან რაიმე ამის მსგავსი. როგორც ჩანს ბრწინვალე სმენა აქვს! ტოციმ სწრაფად დაკიდა ყურმილი და კარისკენ წავიდა.

მაგრამ როდესაც სახელურს ჩაავლო ხელი, მის თავს ზევით სინათლე აინთო. ის შეტრიალდა და კარის ზღურბლზე კინი დაინახა, რომელსაც ხელში ჩაქუჩი ეჭირა.

– ტოცი, – დაისისინა მან.

თვალებში გააფთრება ეტყობოდა. სახე შეშლილს უგავდა.

ტოცი ცალ მუხლზე დაეშვა და ხელი უკან დამაგრებული 38 კალიბრიანი რევოლვერისკენ წაიღო, მაგრამ კინი მისკენ გაქანდა, მაღლა შემართული ჩაქუჩით და ამ დროს ტომაჰავკ მომაჯვებულ ინდიელს ჰგავდა. ტოციმ დარტყმის აცილება სცადა და ჩაქუჩი, რომელიც პირდაპირ თავში ჰქონდა დამიზნებული, ასცდა, თუმცა მხარში მოხვდა, რამაც საშინელი ტკივილი მოჰგვარა ხელსა და კეფის არეში. ის ზურგზე დაეცა, მაგრამ მოასწრო და კინიც გაიყოლა. კონტრდარტყმის შანსი გამოიყენა და კინის იღლიის ქვეშ მიაყენა დარტყმა. კინიმ სცადა კიდევ დაერტყა მისთვის ჩაქუჩი, მაგრამ ტოცი მუხლით მკერდზე დააწვა და ის ხელი გადაუგრიხა, რომელშიც ჩაქუჩი ეჭირა, ბოლოს კინის ჩაქუჩი ხელიდან გაუვარდა. ტოციმ ჩაქუჩს ხელი სტაცა და კინის თავს ზევით აღმართა, იგი აპირებდა მისთვის ტვინი გაესხმევინებინა. მას საშინლად სურდა იმ წუთას დაენახა თუ როგორ გადაიქცეოდა სამაგალითო აგენტის სახე სისხლიან უფორმო მასად. მას სურდა კინისთვის ერთბაშად ყველაფრისთვის ეზღვევინებინა.

– მამა! – დაიყვირა კარის ზღურბლზე მდგომმა კრისიმ და შეშინებულმა პირზე ხელი აიფარა.

ტოცი გაჩერდა. ძაღლის შვილი. მან ხელი დაუშვა. წყეულიც იყოს, თუ თავადაც ისეთივე ფსიქოპათი გახდება, როგორიც ეს კინია. არა, ის მისი მსგავსი არ არის, რასაც არ უნდა ამბობდნენ მის შესახებ, ის კინის ნაირი არ იქნება. და გიბსონმა ეს იცის. გიბსონი. და ახლა მართალია ამას რაიმე მნიშვნელობა არ ჰქონდა, ტოციმ საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ მას კინი უნდა დაენდო, იმისთვის, რათა გიბსონი ცოცხალი დარჩენილიყო.

ტოცის ხელები უკანკალებდა. მის ტვინს არ შეელო ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსების გაანალიზება, რომლებიც სულის სიღრმიდან და ტვინიდან მოდიოდნენ. მას ამ ნაძირალას განადგურება სურდა, მაგრამ გონება კარნახობდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო.

გოგონამ ისევ შეჰყვირა. ტოციმ გაიგონა, თუ როგორ ახმაურდნენ მეორე სართულზე თავიანთ ოთახებში კინის ოჯახის წევრები. კინი სასოწარკვეთილი იბრძოდა თავისი სიცოცხლისთვის. ბოლოსდაბოლოს ტოცის გააფთრებამ გაიმარჯვა გონებაზე: მან კინის ხელი იატაკზე დაადებინა და ჩაქუჩი თითებში დაუშინა.

კინი აკვნესდა დამტვრეული თითების გამო. ტოცი იმ მომენტში გავარდა კარიდან, როდესაც სამზარეულოში კინის უფროსი ბიჭები შემოცვივდნენ. გარეთ გავარდნილი ტოცი უკანა ეზოში ღობის გასწვრივ გაქანდა. განგსტერები, რომლებიც ალბათ კინის სახლის შესასვლელთან მორიგეობდნენ, ზანტები და გონებაშეზღუდულები აღმოჩნედებოდნენ, ვარაუდობდა ტოცი.

თავი ოცდამეთორმეტე

"ბიუიკის" საჭეზე დახრილი ტოცის შეეძლო ეთვალთვალა ქუჩის, პარკის, კალათბურთის მოედნისა და კილი–ვან–კულის წყნარი დინებისთვის, რომელიც სტეიტენ–აილენდს ნიუ–ჯერსიდან ყოფდა. მან წითელ–შავ ჰავაურ პერანგში გამოწყობილი პოლი ტორტორელი დაინახა: ის სკამის საზურგეზე წამომჯდარი კოლას სვამდა და ნავებს უყურებდა. ტორტორელი აქ უკვე ოცი წუთი იჯდა. ტოციმ კი ღამე სწორედ აქ გაათენა.

ზუსტად შუადღისას მოვიდა ვერცხლისფერი "ვოლვო". ოქროსფერი "შევროლე–კაპრიზი" რომელიც გზასთან ელოდებოდა, ოდნავ მოშორებით გაჩერდა და "ვოლვოსთვის" ადგილი გაანთავისუფლა. "შევროლეში" ტოციმ სამი ყმაწვილი შენიშნა. ისინი აქ დიდი ხნით ადრე მოვიდნენ.

როდესაც კინი მანქანიდან გადმოვიდა, ტოციმ შენიშნა, რომ მარცხენა ხელი შეხვეული ჰქონდა, ხოლო შუა და უსახელო თითზე ბიმეტალის კორსეტი ჰქონდა წამოცმული, რისი წყალობითაც ხელი ბრჭყალებიან თათს ჰგავდა. ტოცის კინისთან ღამის შეტაკება გახსენდა. ჩაქუჩი მარჯვენა ხელში ეჭირა და კინის მარცხენა ხელის თითები დაუმტვრია. ის ახლა უკვე ნანობდა, რომ მარცხენაზე არ დაუმტვრია თითები.

კინი "ვოლვოთი" მარტო მოვიდა. "შევროლედან" სამივე გადმოვიდა და მის გარშემო წრიალებდნენ, სანამ იგი კალათბურთის მოედანზე მიდიოდა. კინიმ რაღაც უთხრა ერთ–ერთ განგსტერს, რომელმაც მისი ბრძანების მოსმენის, თანავე მის ზურგს უკან დაიკავა პოზიცია. ამ ყმაწვილებმა იცოდნენ, რომ გუნს უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდნენ. რამდენადაც საკვირველი არ უნდა ყოფილიყო ისინი ტიპიურ ნიუარკელ მაფიოზებს არ ჰგვანდნენ. ყველა მუქი ფერის კოსტუმებში, ჰალსტუხებში იყვნენ გამოწყობილნი, ისინი პარლამენტარებს ან ფბრ–ს აგენტებს უფრო ჰგავდნენ.

კინის ცისფერი კოსტუმი ეცვა, როგორც ჩანს მას შუადღის სიცხე სრულიად არ აწუხებდა. მზის ულმობელი სხივები ფოლადისა და თუთიის ზედაპირებზე აირეკლებოდნენ და ტოცი იძულებული იყო მუდმივად ეტრიალებინა თავი, რათა კინი და მისი ხალხი მუდმივად თვალთახედვის არეში ჰყოლოდა. პარკში ბევრი ბავშვი იყო, რომლებიც გაუთავებლად დარბოდნენ ხეებს შორის. რამდენიმე ბავშვი კალათბურთის მოედანზეც თამაშობდა, ზოგიერთი სკეიტბორდით დასრიალებდა. ძნელად წარმოსადგენი იყო სროლისთვის ასეთი შეუფერებელი ადგილი, მაგრამ ტოციმ იცოდა, რომ კინის ასეთი რამ საერთოდ არ ადარდებდა, ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.

გასულ ღამით ტოციმ გაიფიქრა, რომ ხომ არ შეცვლიდა კინი ტორტორელისთან შეხვედრის ადგილს, იმის გამო, რომ შესაძლოა ტოცის მისი საუბარი მოესმინა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა. კინის მისი თავიდან მოშორება იმიტომ სურდა, რომ ტოცისთვის მეტისმეტად ბევრი რამ იყო ცნობილი მისი ვარგასთან კავშირის თაობაზე და ის სამი განგსტერი აქ იმისთვის არ მოსულა, რომ კინი ტორტორელსიგან დაეცვათ. კინიმ იფიქრა, რომ ეს შეხვედრა მას ტოცის ხაფანგში შეტყუებაში დაეხმარებოდა.

ტოცი ახლა ცდილობდა კინის ფიქრებს ჩასწვდომოდა. ამას ასწავლიდნენ პოლიციის აკადემიაში, მაგრამ რა მოხდება, თუ კი თავად კინი შეეცდება ტოცის აზრებს ჩასწვდეს? ამის გაფიქრებამ ააწრიალა.

კინი იმ სკამთან მივიდა სადაც ტორტორელი იჯდა. მან ფეხი სკამზე შემოდგა, ხელით მუხლს დაეყრდნო და მდინარეს გახედა. მდინარეზე წითელი ფერის აფრიანი იახტა მიცურავდა, რომელსაც გვერდზე დიდი ასოთი ეწერა "ქ".

ტოციმ შენიშნა, რომ ტორტორელიმ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია. ალბათ კინიმ კითხა, ვინმე ხომ არ უთვალთვალებდა. სულელური შეკითხვაა. პოლისთვის რომ ვინმეს ეთვალთვალა იმაზეც იზრუნებდა, რომ თვალში არ მოხვედროდა. ამასთან თავად პოლიც აქ არ იქნებოდა. თუმცა ვინ იცის, როგორც ჩანს მას ფული ძალიან სჭირდებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online