| ქალი და მამაკაცი |

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
4
(გაგრძელება)
ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტისგან შევიტყვეთ, აყალმაყალი ერთი გოგონას გამო მომხდარა. ახალგაცნობილ ბიჭთან ბევრი უცეკვია, ბოლოს პარტნიორს სანაპიროზე გასეირნება შეუთავაზებია და მასთან ერთად სიბნელეს რომ შეფარებია, ქალიშვილი მაშინ გაბრაზებულა, ერთი ამბავი აუტეხავს, შენთან იმიტომ კი არ ვცეკვავდი, სიბნელეში თავი გაგიყადროო და საშველად ნაცნობი ბიჭებისთვის მოუხმია.
– ფუ, რა ხამობაა!.. – ზიზღით გამოცრა სალომ და სიგარეტი შემოგვაბოლა.
– მეტი შეგნება არა აქვთ... თავს გაუყადრებ და მაშინვე ლოგინში ჩაწვენას მოგთხოენ! – მხარი აუბა თაკომ და იმანაც მოგვაბოლა.
მე და დათო ხმას არ ვიღებდით, დამნაშავეებივით ვდუმდით. უფროს კაცს შერისხულებივით მივჩერებოდით, თითქოს ხსნას მისგან ველოდით.
– ვერ დაგეთანხმებით!.. – გამომწვევი ღიმილით თქვა მწერალმა და გოგონებს შემწყნარებლურად გახედა.
– რაში ვერ დაგვეთანხმებით, ძალადობა რომ ცხოველის საკადრისია, ამაში? – ცოტა არ იყოს, უხეშად იკითხა თაკომ და მეგობარს ნიშნისმოგებით გაუღიმა, ნახე, ეს ბიძა რას კადრულობსო.
– ყოველგვარი ძალადობა ადამიანის განუვითარებლობაზე მეტყველებს და, ამას რომ გამართლება არ აქვს, ეჭვიც არავის ეპარება, მაგრამ... – მწერალმა ოდნავ შეისვენა, პათეტიკურად შეგვავლო თვალი და იმ მეცნიერივით განაგრძო, ეს წუთია, უჩვეულო კანონი რომ აღმოაჩინა, – ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგალითად, ძალადობა, რომელიც იძულებითი აუცილებლობიდან გამომდინარეობს. არ გინდა, ჩაიდინო და მიზნის მიღწევის ასეთ არჩევანს მიმართო, მაგრამ სხვა გზას არ გიტოვებენ... ეს კი უფრო მეტი დანაშაულია!
გოგონებმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს, აშკარად ვერ მიხვდნენ, რისი თქმა სურდა მწერალს და უკმაყოფილება ტუჩების აბზუებითა და მხრების აჩეჩვით გამოხატეს.
– თითოეულ ერსა თუ ეთნიკურ ჯგუფს განსხვავებულად დამახასიათებელი კულტურა გააჩნია. ტრადიციული თავისებურება, სულიერებასთან გენეტიკურად ჩაკირული ადათ–წესები, ადამიანში მოულოდნელ გამოვლინებებს არანაირად იწვევს, მისთვის უცხო არაფერია და თავსაც არაფერს აძალებს... უცხოური მუსიკის რიტმი, როკვა და სხეულის ვნებისაღმძვრელად გამაღიზიანებელი ქანქარი კავკასიური ბუნებისთვის ყოვლად მიუღებელია. ესა თუ ის ცეკვა ამა თუ იმ ხალხის სულიერსა და ფიზიკურ მდგომარეობას გამოხატავს, ხოლო უმეტეს შემთხვევაში, ცეკვის მთავარი მიზანი სწორედ მამრისა და მდედრის ურთიერთლტოლვის გამომჟღავნებაა. დღევანდელი მუსიკა სამხრეთამერიკულისა და აფრიკული ტემპერამენტის ნაზავია, ჰოდა, როცა ამ ქვეყნის შვილები ასეთი მუსიკის თანხლებით ცეკვავენ, მათ კარგად იციან, შიშველ ვნებას განასახიერებენ და სხეულის უჩვეულო მოძრაობაში სექსუალურ ნდომას ამჟღავნებენ. ამ დროს მამრსა და მდედრს შორის დაუფლების დაუოკებელი სურვილი დაუფარავად აღიძვრება. ეს არის პრელუდია იმ ცხოველმყოფელური აქტისა, რომელიც სასიყვარულო შვებითა და გრძნობათა შეხამებით უნდა დასრულდეს. როკვა და მუსიკა სწორედ სექსუალური კავშირის ფონია. მეწყვილე თითქოს წინდაწინ ამოწმებს პარტნიორს, ირჩევს და ინტიმური ურთიერთობისთვის ამზადებს... ამას საქართველოში წაწლობას ეძახიან. ასე რომ, ნუღა გვიკვირს, იმ ბიჭს მოთმინებამ თუ უღალატა, უნებლიეთ აღძრულმა სურვილმა გონება აუმღვრია, ძალადობისკენ უბიძგა და საქმის ბოლომდე მიყვანა აიძულა. როცა ასეთ გართობაზე მიდიხარ, ე.ი. უცხოური ცეკვის ტემპერამენტით ტკბები, მაშინ კეთილი ინებე და ბოლომდე იცეკვე, ანუ ბოლომდე დატკბი!.. – მწერალმა ამ მომენტში რატომღაც ხმას აუწია და მოურიდებლად დასძინა, – იმპროვიზირებული სექსი ნამდვილ სექსში უნდა გადაზარდო, თუ გინდა, ამ ცეკვის არსსა და დასაბამს ჩასწვდე... გაიგეთ, ჩემო კარგებო?.. – გოგონებს აღარ უყურებდა, მთელი გულისყური მოცეკვავეებისკენ გადაეტანა, თითქოს მათ გასაგონადაც ლაპარაკობდა.
გოგონებს ხმა არ გაუღიათ, საფერფლეში თითქმის ერთდროულად ჩაასრისეს სიგარეტის ნამწვავები და ისე გაიხედ–გამოიხედეს, თითქოს გასაქცევს ეძებდნენ.
– ხომ არ გვეცეკვა? – თითქოს სასტარტო ნიშანი მისცა დათომ და შემწყნარებლურად გაუღიმა.
– გვაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ! – ჩაილაპარაკა ორაზროვანი შეთავაზებით ნირწამხდარმა თაკომ და სალოსთან ერთად "საბადან" გავიდა.
დათომ გოგონები კაფეს გასასვლელამდე მიაცილა.
– ამ როკვაში მართლაც არის უჩვეულოდ ზებუნებრივი, სიცოცხლის მომაჯადოებელი გამოვლინება... თითოეული მოცეკვავის მთვარეულ მოძრაობას კარგად თუ დააკვირდები, მასში უსათუოდ ეშმაკის გავლენას აღმოაჩენ, ადამიანის გონებას უხილავი ძალით რომ მართავს!.. – სინანულით ჩაილაპარაკა მწერალმა და იძულებული გაგვხადა, მოცეკვავეებს მივჩერებოდით.
უშფოთველი ინტერესით ვუთვალთვალებდი ექსტაზში შესულ გოგო–ბიჭებს და მართლაც მეჩვენებოდა, თითქოს მათ სხეულებში ეშმაკები ჩაბუდებულიყვნენ, ხელებს და ფეხებს მარიონეტებივით აქნევინებდნენ და მუსიკის სასიამოვნო ჟღერადობით გონებას უბნელებდნენ.
მეორე დღეს ბათუმში წავედი. შუადღემდე ზღვის სანაპიროზე ვიხეტიალე, მერე ლელას დავურეკე...
5
ტელეფონზე გკითხულობენო, გამომძახა ბებიაჩემმა, შეთქმულივით გამიღიმა, "ალბათ, შენი თბილისელი მეგობარია" – ჩურჩულით მითხრა და მამაჩემს დამნაშავესავით გახედა. გული სიამით ამიძგერდა, სახეზე ალმურმა გადამკრა, ხმაში მღელვარება რომ არ დამტყობოდა, ყურმილი ცოტა ხნით შევაყოვნე – დაძაბულ სუნთქვას მთელი არსებით მივაყურადე, ლევანის ხმა გარკვევით მომესმა, რაღაც დაბნეულად ამოვილუღლუღე, დაუფიქრებლად ვუპასუხე და ბულვარის შესასვლელთან შეხვედრაზე დავთანხმდი – ისე სწრაფად დავკიდე ყურმილი და ისე სწრაფად ჩავიცვი, თითქოს რკინიგზის სადგურში მაგვიანდებოდა, მატარებლისთვის უნდა მიმესწრო; ბებიაჩემის გაფრთხილებას, გოგო, ჩრდილ–ჩრდილ იარე, არ დაგსიცხოსო! – ყური არ ვათხოვე და ქუჩაში გავვარდი; თითქმის მივრბოდი, ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, სად მიმეჩქარებოდა, რა მაშინებდა, ამხელა ბიჭს გზა აებნეოდა თუ რა!..
როცა ბულვარს მივუახლოვდი, მამაჩემის მაშინღა შემრცხვა, თავი უხერხულად ვიგრძენი, ჩემი სულსწრაფობით ხომ არ შეურაცხვყავი–მეთქი; ნაბიჯ–ნაბიჯ დავმშვიდდი და, რატომღაც წარმოვიდგინე, თითქოს დედაჩემი მითვალთვალებდა – ტანში გამაცია, ჩემივე უსაფუძვლო შიშმა ღიმილი მომგვარა, დედაჩემის ალერსიან, სიყვარულით სავსე თვალებს გონებით გადავწვდი და მომნანიებელივით ჩავჩურჩულე: "შენსავით ამქვეყნად არავინ მიყვარს და არც არავინ შემიყვარდება!..". მისმა თვალებმა გამიღიმა, მეც დავმშვიდდი და პატიება ვიგრძენი.
– გამაჯობა, ლევან! – დაზეპირებულივით წარმოვთქვი და ყურებამდე გაბადრულს ღიმილითვე შევეგებე, რატომღაც, საჯარო ბიბლიოთეკის უკანა კედლის წარწერები გამახსენდა.
მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა, ტანში უჩვეულო სიმხურვალემ დამიარა – ისეთი თვალებით მომჩერებოდა, მონუსხულივით გავშეშდი, სიტყვა ვერ დავძარი.
მერე ჩოგბურთის კორტებისკენ გავუყევით, უხერხულად ვდუმდით; იმ ბიჭის გვერდით მივაბიჯებდი, რომელსაც მხოლოდ ბავშვობაში ვიცნობდი და რომელიც ბავშვობიდანვე სიყვარულს მიმტკიცებდა – არავის და არაფერს ეპუებოდა, ხმამაღლა, ყველას გასაგონად შეეძლო გაეცხადებინა, ლელა მიყვარსო; მე კი მთელი არსებით ვგრძნობდი, როგორი დამოუკიდებელი იყო ჩემს სიყვარულში და ქვეცნობიერად მშურდა მისი თავისუფლების – უჩვეულო რიდიც მბორკავდა, თითქოს კიდეც მეშინოდა მასთან სიახლოვის, მეშინოდა იმ წმინდა გრძნობის გააზრების, რომლის გამოც ცისკიდურში მომაგნებდა, შემომხედავდა და გამიღიმებდა, მეტყოდა, მე ის ლევანი ვარ, კედლებს შენი სახელით რომ ვაჭრელებდიო. ამას რომ ვფიქრობდი, დაუოკებელი ჟინი მიპყრობდა, შინაგანი დაბრკოლება გადამელახა, თავის თავში გავრკვეულიყავი, მისგან გაცხადებული სიყვარულის თავბრუხვევა მეგრძნო ან ბოლომდე იმედგაცრუების სიმწარე მეწვნია, რაც სამომავლოდ ჩემს ბედისწერას მოასწავებდა.
– დედაშენმა რომ დაგვინახოს? – თითქოს ჩემს დუმილს ვიღაცამ ნავთი დაასხა.
"სამებასთან" დასმული კითხვის გამეორებამ უნებლიეთ გამომიწვია, ავენთე.
– შენ, მგონი, დედაჩემის გეშინია და ამ შიშის გასაქარწყლებლად გინდა მშობელი დამიპირისპირო!.. – საგრძნობლად განზე გავიწიე.
– მაპატიე... ეს ისე, გაუაზრებლად გკითხე, ვერ ამიხსნია... – დაბნევით მიპასუხა და მანძილი, რომელიც მასთან მაშორებდა, ერთი მოძრაობით შეავსო, ფრთხილად მომწვდა და ჩემი თითები ხელისგულში მოიმწყვდია.
გავიტრუნე, ბრაზმა მსწრაფლ გამიარა.
ძელსკამებზე აქა–იქ წყვილები ისხდნენ, ზოგიერთები ერთმანეთს კოცნიდნენ, ზოგიერთები უაზროდ იცინოდნენ.
– კაფეში ხომ არ დავსხდეთ? – მორიდებით იკითხა ლევანმა და ქუჩისკენ შებრუნდა.
– სიცხეა, ჯობს სანაპიროზე, ზვინულში შევიდეთ. – მასპინძლის დამაჯერებლობით ვთქვი, გულში კი გავიფიქრე, ვინმე ნაცნობმა თვალი არ მომკრას–მეთქი.
– ბუნგალოში?.. იქ ხომ თინეიჯერები ცეკვავენ!.. – სიცილით მითხრა და აშკარად დაეტყო, ცეკვას რაღაც ამბავი დაუკავშირა, – შენ არ ცეკვავ? – სიცილითვე დასძინა და იძულებული გამხადა, მეც გამეცინა.
– ვცეკვავ, ოღონდაც კაფეებში არა! – კარგა ხნის შემდეგ ვუპასუხე.
– ჩემთან არ იცეკვებ? – ქვეშიდან გამომხედა.
– მასეთ ადგილებში არც შენ გირჩევ ცეკვას! – ხუმრობით მივუგე და შემწყნარებლურად გავუღიმე.
შემომხედა.
– მხოლოდ შენთან ვიცეკვებ და ისიც განცალკევებით, არავინ რომ გვხედავდეს.
მომეწონა მისი თავდაჭერილობა, სხვათა შორის, არც მე ვიყავი მომხრე თავაშვებული გართობის, ასეთ რამეს ერთმანეთის წაბაძულობად, ზედაპირულობით შეპყრობილი გოგო–ბიჭების ახირებად ვთვლიდი – თანამედროვე ცეკვებს როგორ არ ვაფასებდი, მაგრამ ყველაფერს ზომიერების თვალით ვუყურებდი.
– მოდი, ტბასთან მივიდეთ! – შევთავაზე მას და ხელი მოვკიდე, ტბისკენ წავიყვანე.
ბორცვიან ნაპირთან დავდექით, ჩვენი ლანდები წყალში უჩვეულოდ გაიწელა და ისე ამოძრავდა, თითქოს მეორე ნაპირზე ამოყოფდა თავს; უცებ სახესთან გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი, ტუჩებში საოცარი სიმხურვალე შემომაწვა, სუნთქვა შემეკრა, თავბრუ დამეხვა და მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა – ლევანის და ჩემი ტუჩები ორი ნაკადულივით შეერთდა – ქვეცნობიერმა შიშმა შემიპყრო, ტკბილი სიზმრიდან მალე არ გამოვსულიყავი, ჩვენი ლანდები ერთ აჩრდილად გაერთიანდა; ჯერარგანცდილი ნეტარებით ვკოცნიდი, ამ ცხოველმყოფელურ გრძნობას თავს ვერ ვაღწევდი, იდუმალი ძალა მისდამი ლტოლვით მბანგავდა, მათამამებდა და თავზეხელაღებულს მხდიდა.
ბოლოს გონს მოვეგე, ფრთხილად გავეცალე – წყალში გაწოლილი ლანდები ისევ დაგრძელდა – გარშემო მიმოვიხედე, თითქოს რაღაც მოვიპარე და თუ აქაურობას დროზე არ გავეცლებოდი, უსათუოდ დავისჯებოდი; ტუჩებზე თითი მოვისვი, შევამოწმე, პირველი კოცნის ანაბეჭდი ხომ არ დამეტყო–მეთქი.
– ძელკსამზე ჩამოვსხდეთ, – შემომთავაზა ლევანმა და სიყვარულით სავსე თვალები მომაპყრო.
კვლავ სიზმარში მეგონა თავი – აშკარად ვგრძნობდი, ჩემი ყმაწვილქალობა პირველივე კოცნისას დასრულდა და ჩემს არსებაში უჩვეულო გარდაქმნა მოხდა. ისეთი კრძალვით ვიჯექი, როგორც გაშიშვლებული უმწიკვლო ქალწული, რომელიც უფლისგან სულით და ხორცით სიყვარულს ითხოვდა – თითქოს თვალნათლივ ვხედავდი, როგორ ვივსებოდი, გონება მინათდებოდა და ყმაწვილქალობაში დაბუდებული მიმზიდველობის გამომზეურებას ვლამობდი; აქაოდა ახლაღა ამეხილა თვალი, მივხვდი, რატომაც ვუყვარდი ლევანს, რის გამოც ჩემი სულის სიდიადესაც ვგრძნობდი და – სხეულისადმიც უჩვეულო დამოკიდებულებას განვიცდიდი.
ლევანის თავდაჯერებულობაც გონებას მიბნევდა, ისე მაკოცა, თითქოს ამის უფლება მე თვითონ მივეცი, არც დაინტერესდა, კოცნის სურვილი მქონდა თუ არა და, საერთოდ, რა აზრის ვიყავი მასზე – მიყვარდა თუ ზრდილობის გულისთვის ვუთანაგრძნობდი. თითქოს ყველაფერს წინდაწინ ხვდებოდა, დარწმუნებული იყო, თავდავიწყებით შემიყვარდებოდა და სიტყვაძუნწობდა – ქათინაურებითა და გულის მომგები სიტყვებით არ მანებივრებდა.
სიყვარულისთვის ნამდვილად მზად არ ვიყავი, თუმცა ერთ რამეს აშკარად ვგრძნობდი, მოულოდნელად თავსდატეხილი სიყვარულის იდუმალ დინებას მთელი არსებით თუ არ მივენდობოდი, ფონს ვერასოდეს ვიპოვიდი...
შინ დაბნელებამდე დავბრუნდი; პაპაჩემი აივანზე მეზობელ კაცს ნარდს ეთამაშებოდა; დამიძახა, მომეფერა, გვერდით მომისვა და ხუმრობით მითხრა: "შენ, ბაბუ, კარგი ყისმათი გაქვს, არ მომშორდე, თორემ ეს ოხერი ყველა ხელს მომიგებს!" – კამათელს რომ გააგორებდა, ბიჭივით უხაროდა, თავზე მკოცნიდა, მოწინააღმდეგის ნევრებმომშლელად ქილიკობდა.
უხერხულად ვცქმუტავდი, არაფერს ვიმჩნევდი – გონებით სხვაგან ვიყავი, ნეტავ ლევანი სად არის–მეთქი, ეჭვნარევი სინანულით ვფიქრობდი.
ამ დროს ბებიაჩემმა ოთახიდან გამომძახა, ტელეფონზე გკითხულობენო; ყურმილი ავიღე და სასიამოვნო მოლოდინით გავიტრუნე.
– ლელა, შვილო, როგორ ხარ?! – ჩამესმა დედაჩემის შფოთნარევი ხმა.
– ცუდად რატომ უნდა ვიყო? – რომ დამემშვიდებინა, იქით შევუბრუნე კითხვა.
– სად იყავი? – გულახდილობის საკენკი გადმომიყარა.
– ზღვაზე... მცხელოდა და ვიბანავე. – მეც მოჩვენებითი გულწრფელობით ვუპასუხე, საკუთარი მოხერხებულობის გამო შემრცხვა, სახეზე წამოვწითლდი და მივხვდი, სიყვარულს უნდა გავფრთხილებოდი, საჭიროების დროს, საკუთარი მშობელიც გამეცურებინა.
დედაჩემს უტყუარი წინათგრძნობა ჰქონდა, თითქოს ყველაფერს წინდაწინ ჭვრეტდა – ჩემი სულის კუნჭულებს რენტგენივით აშუქებდა და ჩემში მომხდარ უმნიშვნელო ცვლილებებსაც ხედავდა.
– რაღაც შენი ხმა არ მომწონს... – ხმა კი არა, ჩემში დამალული კმაყოფილება არ მოეწონა და გამომცდელად დადუმდა.
– ზღვაში ბანაობისას წყალი თუ გადამცდა! – თითქოს გამოსავალი ვნახე.
ერთხანს სამარისებური სიჩუმე გამეფდა. სხვა დროს უეჭველად შეიცხადებდა, მამაჩემსაც გადაწვდებოდა, მარტო როგორ გაგიშვა ზღვაზეო, გაწიწმატდებოდა, ახლა კი მისი დუმილი მაბნევდა, თითქოს აშკარა ტყუილში მამხელდა.
– ჭკუით იყავი, შვილო!.. – როგორც იქნა, სიჩუმე დაარღვია და ყურმილში წყვეტილი ზარი ისე გაისმა, გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარი.
მეორე დღეს ჩემს ერთ მეზობელ ქალთან, მზიულისთან, გადავედი; მიყვარს უფროსებთან მეგობრობა; მზიული ორმოცს გადაცილებულია, მაგრამ თავშემონახული გარეგნობისაა; ძალიან ვენდობოდი და გადაწყვეტილი მქონდა, ყველაფერი მომეთხრო – წინდაწინ ვიცოდი, რასაც მეტყოდა: "იყოჩაღე, ქალიშვილო, სიყვარულს ბედნიერება მოაქვს და ამისთვის ბრძოლა გმართებს!".
სიყვარულის მწარე გამოცდილება ჰქონდა, ცხოვრებაში არ გაუმართლა. ყოველთვის უბედური მეგონა, მაგრამ ამას არასოდეს ვაგრძნობინებდი და არც თვითონ იმჩნევდა დარდსა და ნაღველს – მისი ქმარი წელქვემოთ მოწყვეტილი იყო და თითქმის ყოველდღე ეტლით დაასეირნებდა.
მზიული დედამ გაზარდა, მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. სკოლაში კარგად სწავლობდა, სანიმუშო ყოფაქცევითაც გამოირჩეოდა; გარეგნობა არ აკლდა და გამჩენს კეთილი ბუნებითაც დაეჯილდოვებინა; ინსტიტუტში რომ ჩააბარა, ერთი "ჭაობელი" ბიჭი, მევლუდ გორგიძე, გადაეკიდა – დიდი გვარისა და შეძლებული ოჯახის შვილი; მევლუდს მთელი ქალაქი იცნობდა, როგორც გამომწვევსა და თავზეხელაღებულ ახალგაზრდას; მზიული მთელი არსებით შეუყვარდა და ისე ამოიჩემა, დღედაღამ კუდში დასდევდა – ინსტიტუტის წინ ელოდებოდა, სახლამდე აცილებდა, სხვა ბიჭს მასთან გამოლაპარაკების საშუალებას არ აძლევდა. მალე ამ უჩვეულო ურთიერთობის ამბავმა მზიულის დედის ყურამდე მიაღწია და დედამ ქალიშვილს ვაჟის თავიდან ჩამოშორება ურჩია. "ვუყვარვარ, განა რამეს მიშავებს", – შეჰბედა შვილმა. დედას სინანულით ჩაეღიმა და ქალური წინდახედულობით უთხრა: "ყველაზე დიდი უბედურება ის არის, როცა ადამიანი თავის თავს უშავებს... მაგ ბიჭს არ აქებენ, ამბობენ, ნარკომანი, ხულიგანი და ღვთის პირიდან გადავარდნილიაო...". მზიულის ხმა არ გაუღია, დამნაშავესავით დადუმდა.
ერთი სიტყვით, მევლუდმა გამოუცდელ გოგონას საშველი არ მისცა და ბოლოს და ბოლოს თავი შეაყვარა. ბიჭმა ქალიშვილი მშობლებსაც გააცნო და, თუ ცოლის მოყვანა მიწერია, იცოდეთ, მზიულის გარდა არავის შევირთავო. გორგიძეები მომავალ პატარძალს თავდაჭერილად შეხვდნენ, საქმე აღარ გაამწვავეს, ვაჟის სურვილს გაგებით მოეკიდნენ, როგორც შენ გენებოს, ისე გადაწყვიტეო.
ერთ დღეს მევლუდი ორ ბიჭთან ერთად დაიჭირეს, საფეხბურთო სტადიონის დირექტორის სახელმწიფო მანქანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დაადანაშაულეს. გორგიძეები მარიფათიანი და გავლენიანი ხალხი იყვნენ, მიდგნენ–მოდგნენ, საქმე გაჩარხეს და ვაჟიშვილი ერთ–ერთ მეწყვილესთან ერთად პატიმრობიდან დაიხსნეს, ხოლო მათ მეზობლად გაზრდილი, ობოლი და უქონელი "შარიკა" ციხეში დატოვეს, ბრალდება შენს თავზე აიღე და ორ თვეში გამოგიყვანთო, დაარწმუნეს. ქალაქში დარხეულმა, გორგიძეების გამკიცხავმა ჭორებმა მზიულის ყურამდეც მიაღწია. გოგონა მწარედ ჩაფიქრდა, გადაწყვიტა, ვაჟისთვის სიმართლე ეთქვა, თქვენი ოჯახის ამგვარ საქციელს არავინ იწონებსო.
წაიჩხუბეს, ერთმანეთს გაბუტულები დაშორდნენ. მეორე დღეს მევლუდი ინსტიტუტთან დახვდა, "ყველაფერს აგიხსნი!" – შემრიგებლურად უთხრა და გასეირნება შესთავაზა. მზიული გაჯიუტდა და ყური არ ათხოვა, ცოტა ხანი მადროვე, დაფიქრების საშუალება მომეცი, ყველაფერში კარგად გავერკვიოო. ვაჟი გაცხარდა და შეყვარებულთან შეხვედრა უსიამოვნოდ დაასრულა.
მალე მზიულიმ მეორე სემესტრი დახურა და საზაფხულო არდადეგები თითქმის შინ გაატარა.
მევლუდი გიჟივით დაწრიალებდა, მზიულის ქუჩაზე მანქანით ასჯერ აივლ–ჩაივლიდა – იქაურობას ამტვერებდა, ტელეფონით ურეკავდა, ყველა ხერხს მიმართვადა: ხან ყვავილებს უგზავნიდა, ხანაც სატრფიალო ბარათებს, ებოდიშებოდა, მომხდარი გაუგებრობის გამო გულისტკივილს გამოხატავდა.
ამ დროს მზიულის მეზობლად ერთი თბილისელი ბიჭი ისვენებდა – პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, ირაკლი სოფრომაძე; ზრდილობით სავსე, გარეგნულად მიმზიდველი დამსვენებელი აივნიდან შემჩნეულმა გოგონამ სერიოზულად დააინტერესა. ბოლოს დიასახლისის ქალიშვილს სთხოვა და მისი დახმარებით კიდეც გაიცნო – მზიულის დედას ისე დაუახლოვდა, ქალი მისდამი კეთილგანწყობას ვეღარ მალავდა და ქალიშვილს შეფარვით ეუბნებოდა, პატიოსან ოჯახში გაზრდილი ჩანსო.
ზღვისპირა ქალაქი მალე ალაპარაკდა, მზიული ვიღაც თბილისელ ბიჭს ცოლად მიჰყვებაო.
ერთ საღამოს, ირაკლი პლაჟიდან ბრუნდებოდა, გზაში მევლუდი ორ ძმაკაცთან ერთად დაუხვდა, შენთან საქმე მაქვსო, მანქანაში ჩაისვა და ურეხის სასაფლაოზე წაიყვანა – სასტიკად გაუსწორდა, მზიულიზე ფიქრი აღარ გაბედო და ბათუმიდან დღესვე აიბარგეო. ნაცემი ირაკლი ასეც მოიქცა, დედა–შვილს არც დაემშვიდობა, ბარგი ჩაალაგა და რკინიგზის სადგურს მიაშურა.
მისი გალახვის ამბავი მზიულიმ მაშინვე შეიტყო, თავი უხერხულად იგრძნო, არ ეგონოს, ამ საქმეში წვლილი მიმიძღვისო, ნაჩქარევად ჩაიცვა და უკან გამოუდგა, როგორმე მივუსწრებ და ყველაფერში გავარკვევო. როცა ბაქანზე ფეხი შედგა, მატარებელი უკვე დაიძრა – რომელიღაც ვაგონის ფანჯარასთან დაღვრემილი ირაკლი შენიშნა, მისი ყურადღება ვერაფრით მიიპყრო და, ვიდრე მატარებელი სიჩქარეს მოუმატებდა, მომდევნო ვაგონის საფეხურს შეახტა, ვნახავ და უახლოესი გაჩერებიდან უკან გამოვბრუნდებიო.
საიდანღაც ეს ამბავი მევლუდმა შეიტყო; მატარებელს მანქანით დაედევნა, ალბათ, იფიქრა, მზიულიმ სამუდამოდ მიმატოვაო და ქალაქიდან გასასვლელ ხიდზე გადაჭარბებული სიჩქარით შევარდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოაჯირი გადათხლიშა და ათი მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა.
მზიულიმ შეყვარებული რეანიმაციულ განყოფილებაში ინახულა და მის მშობლებს პატიება სთხოვა. გორგიძეები ამჯერადაც ტაქტიანად მოიქცნენ, მიუხედავად თავს დამტყდარი უბედურებისა, გოგონას გულღიად შეხვდნენ და ცუდ მდგომარეობაში მყოფ ვაჟს მისი მოსვლა ახარეს.
მზიულის სინდისი ქენჯნიდა, თითქმის ყოველდღე დადიოდა შეყვარებულის სანახავად და მომავლის იმედს უნერგავდა. მევლუდს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბოდნენ. ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია, თბილისიდან ცნობილი პროფესორიც მოიწვიეს, მაგრამ უშედეგოდ. ვაჟმა წელქვემოთ მგრძნობელობა საერთოდ დაკარგა და საავადმყოფოდან ხეიბრის ეტლით გამოეწერა.
შინ დაბრუნებულ მევლუდს ნაცნობ–მეგობრები თანდათან შემოეცალნენ, მხოლოდ მზიულის არ გაუწყვეტია გორგიძეებთან ურთიერთობა, ლექციების შემდეგ მათთან მიდიოდა და მევლუდს ართობდა – ქუჩაში სასეირნოდ გაჰყავდა; ქალაქში მის ქებას ხშირად მოისმენდი, სიყვარულიც ასეთი უნდა, დავრდომილ ბიჭს თავზე ევლებაო. მის გარშემო თითქოს შეთქმულების იდუმალი ქსელი იხლართებოდა, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა საქციელს უწონებდა, ღვთისნიერი გოგო ყოფილხარო. მევლუდის მშობლები კი დაუფარავად ემადლიერებოდნენ და ხშირად საჩუქრითაც ანებივრებდნენ – ოღონდაც მისთვის ესიამოვნებინათ და თავს ევლებოდნენ. მათი ოჯახის ნათესავები ლოცვას და ქათინაურს არ იშურებდნენ, სამაგალითო გოგო ხარ და, ღმერთი სიკეთეს არ მოგაკლებსო.
მხოლოდ მზიულის დედა იყო გულჩათხრობილი, მამაზეციერს დღენიადაგ ევედრებოდა, შვილი მეღუპება და გონება გაუნათეო – ქალიშვილს თვალაცრემლებით ურჩევდა, შენს გზას დროზე მიხედე, თორემ ბედს ვერასოდეს ეწევიო. მზიულის არსებას თითქოს ეშმაკი დაპატრონებოდა – არაფერი ესმოდა, სინამდვილეში, მშობლის გულისტკივილს კარგად ხვდებოდა, კიდეც ამართლებდა, მაგრამ საკუთარ პასუხისმგებლობას ვერსად გაურბოდა, მევლუდის სავალალო მდგომარეობას თავის თავს აყვედრიდა, იმედს ვერაფრით გაუცრუებდა, ვიდრე დავრდომილი ადამიანი მის სიყვარულს ებღაუჭებოდა, განსაცდელში ვერაფრით მიატოვებდა.
გადიოდა ხანი. მევლუდის მშობლები ყოველდღე იმედს გამოთქვამდნენ, მალე ბიჭს ოპერაცია გაუკეთდება და ფეხზე დადგებაო. გამოჯანმრთელების ნაცვლად ხეიბრის მდგომარეობა უკან–უკან მიდიოდა, დღითიდღე სუქდებოდა, ხორცის მასად ქცეული მოძრაობის უნარს კარგავდა – უნებლიე შარდვითა და წარამარა საფენების გამოცვლით იტანჯებოდა; მზიული ერთ დღეს რომ არ გამოჩენილიყო, მოსვენებას კარგავდა, ტელეფონით უკავშირდებოდა, წელში გაწყვეტილი აღარ გინდივარო, გულსაკლავად წუწუნებდა. ქალიშვილი უხერხულობდა, ვაჟის სიბრალულით იწვოდა, სასწრაფოდ მიაშურებდა, დაუყვავებდა, პატიებას სთხოვდა.
ასე მიილია რამდენიმე ზაფხული და ზამთარი – იმ იმედით, მევლუდს ოპერაციას გაუკეთებდნენ და საბოლოოდ განიკურნებოდა.
ამასობაში გორგიძეებიც მოხუცდნენ, დედაქალი გარდაიცვალა, ავადმყოფი მომვლელის გარეშე დარჩა. მზიულის დედამაც ისე მიაბარა მამაზეციერს სული, ქალიშვილის ბედნიერებაზე ფიქრი სამარეში თან წაიღო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 