
ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზამ დაწერა წიგნი, საიდანაც მკითხველი შეიტყობს, როგორ ესაუბროს ანგელოზებს. პრინცესამ ეს წიგნი, რომლის სახელწოდებაა ”ანგელოზთა საიდუმლოებანი”, მწერალ ელიზაბეტ ნორდენგთან თანაავტორობით შექმნა და იგი საზოგადოებამ 16 თებერვალს მიიღო. შესავალში ავტორები მკითხველს მიმართავენ და ამცნობენ, რომ ჩვენ ირგვლივ უამრავი ანგელოზია, რომლებიც რეალურად არსებობენ და ჩვენი დახმარება სურთ. წიგნის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ”ანგელოზთა საიდუმლოებანი” ადამიანებს ანგელოზებთან კავშირის დამყარებაში უთუოდ დაეხმარება. ეს მარტა ლუიზასა და ელიზაბეტ ნორდენგის მეორე ერთობლივი წიგნია. პირველს ეწოდება ”იპოვე შენი მფარველი ანგელოზი”, რომელიც 2009 წელს გამოიცა. უნდა აღინიშნოს, რომ პრინცესა მარტა ლუიზამ სამეფო ტიტულზე უარი თქვა და მისი სურვილია, ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად იცხოვროს.

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



დათო მაღრაძის "ჯაკომო პონტი" ნეაპოლში
კაცია თუ ჯოხი?
80 წლის პოეტს მუზა დილის 4 საათზე აღვიძებს
ოტია იოსელიანი – ინტერვიუ, რომელიც მწერლის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა













პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"
ვისთვის გალობს შაშვი? 

გობრონ აგარელს სევდა თან სდევდა
"გალას" 5 წლიან ისტორიაში პირველად გაიმარჯვა პოეტმა
გურამ დოჩანაშვილი: ”სააკაშვილთანაც და ივანიშვილთანაც კარგად ვარ”
უმბერტო ეკო აღარ დაწერს
მსოფლიოს ყველაზე ძვირი წიგნი 30 მილიონი ევრო ღირს
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა
დღეს გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების დღეა
მურმან ლებანიძის დაბადებიდან 89 წელი შესრულდა 

























































