asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნათია მაქაცარია სამოსს დღეში სამჯერ იცვლის
ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო ინტელექტია
ნათია მაქაცარია სამოსს დღეში სამჯერ იცვლის

2011-06-04 12:27:07



 

მოდელები ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ იმიჯზე . ცდილობენ , ყველგან და ყოველთვის იდეალურ ფორმაში იყვნენ . ამ თვისებას არც მაშინ კარგავენ , როცა პოდიუმიდან მიდიან . ლამაზი ვიზუალი ყოველთვის მათი " სამარკო ნიშანი " უნდა იყოს . გამონაკლისი არც ნათია მაქაცარიაა , რომელიც , მართალია , უკვე ყოფილი მოდელია , მაგრამ ხანდახან მეგობარი დიზაინერების დეფილეებში მონაწილეობს . კარგად ჩაცმა მასაც უყვარს , ოღონდ აუცილებლად საკუთარი სტილის და შეხედულებების გათვალისწინებით . ფერების შეხამებაში ექსპერიმენტებს ატარებს . ამას " ფერების არევას " უწოდებს . თვლის , რომ მოდისთვის ბრმად აყოლა გოიმობაა და ინდივიდუალური სტილი ყველას სჯობია .

ნათიამ ახლახან ოცნება აისრულა , საკუთარი სამოდელო სააგენტო " დნეიმსი " დააარსა და დამწყებ მოდელებს თავის გამოცდილებას უზიარებს .

ნათია , რატომ გადაწყვიტეთ , სამოდელო სააგენტო დაგეარსებინათ ?

– 17 წლიანმა სამოდელო გამოცდილებამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე , რომ ჩემი სააგენტო უნდა მქონოდა . რატომღაც საზოგადოება ჩვენი თაობის მოდელებს უფრო კარგად იცნობს , ვიდრე ახალ თაობას . ჩემს სააგენტოში ისეთ მოდელებს მოვამზადებ , ვინც ღირსი იქნება , რომ დიდ პოდიუმზე გავიდეს და წარმატებული გახდეს .

მოდელები ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ , რომ ყველა სიტუაციაში უნაკლოდ გამოიყურებოდნენ . ეს თქვენთვისაც ასეთივე მნიშვნელოვანია ?

არა მარტო მოდელი , ნებისმიერი ქალი სარკეში რომ ჩაიხედავს , საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი უნდა დარჩეს . რა თქმა უნდა , გემოვნებაზე არავინ დავობს . მე , თქვენ წარმოიდგინეთ , მოდას არასოდეს მივყვებოდი . მიმაჩნია , რომ მოდის აყოლას ჯობია , ყველამ ჩვენი ინდივიდუალური სტილი შევქმნათ , ჩავიცვათ ის , რაშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ და , რაც მთავარია , სასიამოვნოდ უნდა გამოვიყურებოდეთ . ყოველთვის მიხარია და მსიამოვნებს მოხდენილი ქალის ან თუნდაც მამაკაცის დანახვა .

თქვენს ინდივიდუალურ სტილს რა ჰქვია ?

ჩემი სტილი , პირველ რიგში , კომფორტს ითვალისწინებს . ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ , იტყვიან , რა კომფორტზე ლაპარაკობს , ყოველთვის მაღალ ქუსლებზეა შემხტარიო , მაგრამ მე 13 წლიდან მაღალ ქუსლებზე ვდგავარ და ეს დისკომფორტს არ მიქმნის . ჩემი ფეხსაცმლის ქუსლის სიგრძე არასოდეს გამიზომია , მაგრამ საკმაოდ მაღალზე თავისუფლად შემიძლია სიარული . არ ვიცვამ პლატფორმას , რადგან ნამეტანი მაღალი გამოვდივარ . ისედაც მაღალი ვარ და მეტი სიმაღლე აღარ მიხდება . ზაფხულში მაქსიმალურად ღია ფეხსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას , სიცხეს ვერ ვეგუები .

მრავალფეროვანი სამოსი მიყვარს . დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვიცვლი . დილით , როცა სავარჯიშოდ მივდივარ , სპორტულად ვიცვამ . ჩემს სამოდელო სააგენტოში რომ მოვდივარ , სამუშაოს შესაფერისად , კლასიკურად მაცვია . საღამოს , როცა მეგობრებთან ერთად მივდივარ გასართობად , ტანსაცმელს აუცილებლად ვიცვლი . ასე რომ , დღის განმავლობაში სამჯერ მაინც მიწევს გამოცვლა . რაც გარდერობში მაქვს , ყველაფერს ვიყენებ . უპირატესობას სისადავეს ვანიჭებ , თუმცა ჩემი უზარმაზარი საყურეები და სამაჯურები შეიძლება საწინააღმდეგო რამეზე მეტყველებს .

სამკაულები თქვენი სისუსტეა ?

იშვიათად ვიყენებ მძივებს , არ მიყვარს ბეჭდები . აი , დიდი საყურეები კი ძალიან მომწონს . ვერაფრით ვიხდენ პატარას და სადას . არ მომწონს და რა ვქნა ! საყურე რაც უფრო დიდი და ფერადია , მით უფრო მომწონს . ბევრს არ უხდება , მაგრამ მე ძალიან ვიხდენ . ვგიჟდები კლიფსებზე , უზომო რაოდენობით მაქვს .

რამდენად უხამებთ აქსესუარებისა და სამოსის ფერებს ერთმანეთს ?

რა თქმა უნდა , ვუხამებ , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ თუ ნაცრისფერ ფეხსაცმელს ჩავიცვამ , შარვალიც ნაცრისფერი უნდა მეცვას და საყურეც ნაცრისფერი მეკეთოს . ასეთი შეხამება ძალიან ცუდია . მე კარგად ვახამებ ფირუზისფერს ყავისფერთან , წითელს შავთან . ძალიან უხდება ერთმანეთს რუხი და ფირუზისფერი . ძალიან მომწონს ჩემი ამ კომბინიზონის ფერიც , რომელშიც ახლა ფოტოები გადავიღე . ეს კომბინიზონი მოხარშული აბრეშუმია , რომელსაც ძალიან მოუხდა ვერცხლისფერი სამაჯური . ფერების არევა მომწონს . როგორც ყველა ქართველს , შავი ფერი მეც მიყვარს , მაგრამ უპირატესობას მაინც ფერად სამოსს ვანიჭებ . მიყვარს ვარდისფერი , ვგიჟდები ფირუზისფერზე . უამრავი წითელი საყურე მაქვს ... მოკლედ , სიჭრელე მიყვარს .

კლასიკური სამოსი უფრო მოგწონთ თუ სპორტული ?

უპირატესობას კლასიკურ სამოსს არ ვანიჭებ , ბევრი ჯინსიც მაქვს . თუ ვიპრანჭები , სპორტულ სამოსს არასოდეს ვიცვამ . ახლა თქვენ გაგეპრანჭეთ და ამიტომაც ჩავიცვი კლასიკურად . ხანდახან შეიძლება ჯინსებითაც გაიპრანჭო , მაგრამ დამეთანხმებით , ეს ისე ეფექტური არ არის , როგორც კლასიკური სამოსი . როგორც იქნა , ამინდი გამოვიდა და ვარჩიე , ჰაეროვანი ნაჭრებისგან შეკერილი კაბები ჩამეცვა .

ზაფხულისთვის განაახლეთ გარდერობი ?

ამ ბოლო დროს რამდენიმე ძალიან კარგ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა . დიზაინერმა მანანა ანთელიძემ არაჩვეულებრივი ფეხსაცმელი და ის რუხი , ყვავილებიანი კაბა მაჩუქა , რომელიც ფოტოსესიის დროს ჩავიცვი . ჯერჯერობით გარდერობის განახლებაზე არ მიზრუნია , იმდენი საჩუქარი მივიღე დიზაინერებისგან , რომ ძალიან კმაყოფილი ვარ . ქუთაისში ჩემი სამოდელო სააგენტოს ფილიალი მაქვს და იქ გამართულ ჩვენებაშიც მივიღეთ მონაწილეობა . სწორედ ამ ჩვენებაზე მაჩუქა ეს კომბინიზონი ნათია კიკნაძემ . წლების წინ ფანტასტიკური რაღაც აღმოვაჩინე ჩემს ძვირფას , სხვადასხვა მსოფლიო ბრენდის სამოსს ქართველი დიზაინერების ნაწარმს ვუხამებ ხოლმე . შეიძლება ითქვას , სამოსს " ვმიქსავ ". ასევე შემიძლია ძალიან ძვირადღირებულ შარვალს , მსოფლიოში ცნობილ ბრენდს , აბსოლუტურად იაფფასიანი ზედა შევუხამო .

თბილისის მაღაზიებში რამდენად ხშირად დადიხართ ?

ჩვეულებრივი ტანსაცმლის მაღაზიებშიც დავდივარ . თუკი რაღაც მომეწონება , თვალს მომჭრის და თან ფასიც მისაღებია , ვყიდულობ . ხანდახან მაღაზიებში ისეთი ფასი ადევს ტანსაცმელს , რომ ყველანაირ ზღვარს სცილდება . თუ ფასი ჩემში პროტესტს არ იწვევს , ვყიდულობ . თუ ვიტრინაში რაღაც მომეწონება , მაშინვე შევდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ . ტანსაცმლის უმეტესობა ასე მაქვს შეძენილი .

– 8 წლის ბიჭუნა გყავთ . მას როგორ აცმევთ ?

ჩემს შვილს ძალიან უყვარს პერანგები . ერთხელ მის კლასში შევიხედე და ჩემი შვილის კლასელები აბსოლუტურად ჩვეულებრივ ფორმაში იყვნენ , ის კი პერანგით იჯდა . არ არსებობს , სკოლაში ისე წავიდეს , კარგად გაუთოებული პერანგი არ ეცვას . ისეთ რაღაცაზე მეტყვის ხოლმე , აუ , დე , რა კარგიაო , რომ ვხვდები , ერთნაირი გემოვნება გვაქვს , ერთნაირად ვაზროვნებთ . ან ორივეს გვაქვს გემოვნება , ან მეც და ისიც უგემოვნოები ვართ . მასაც ჩემსავით უყვარს ფერადოვნება . ჩემ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს , ძალიან ვუყვარვარ . საყიდლებზე ხშირად ერთად დავდივართ . არასოდეს აპროტესტებს , თუ ჩემი შოპინგი საათობით გრძელდება . მე და ჩემი შვილი ვმეგობრობთ . უყვარს , როცა კომპანიონობას მიწევს . ყოველთვის მპატრონობს . რომ დამეძინება , პლედსაც კი მომაფარებს ხოლმე . ძალიან მზრუნველი ბავშვია .

რომელი ქვეყნის მოდაა თქვენთვის ყველაზე მისაღები ?

ყველგან შეხვდებით კარგად და ცუდად ჩაცმულ ადამიანებს . მოდა ყველგან პირობითია . ჩაცმა ყველას თავისებურად უყვარს . განსაკუთრებულ პატივს ვცემ იმ ადამიანებს , ვინც ტანსაცმელსა და მოდაზე არ არიან დამოკიდებული . ხმამაღლა ვაცხადებ , რომ მოდის აყოლა გოიმობაა ! როცა ამას ვამბობ , ვერავინ ხვდება , რას ვგულისხობ . როგორ შეიძლება ადამიანი ნაჭრებზე იყოს დამოკიდებული ?! სამწუხაროდ , მე ასეთი ვარ .

ეს როგორ გავიგოთ , თქვენც " ნაჭრებზე ხართ დამოკიდებული "?

მეც გოიმი ვარ და იმიტომ ! ამას ვაღიარებ .

ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო რაში მდგომარეობს ?

ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო ინტელექტია . სწორედ გონება გვკარნახობს , როგორ უნდა მოვიქცეთ , რა ჩავიცვათ , როგორ ვიკეკლუცოთ . ინტელექტზეა დამოკიდებული , როგორ უნდა ჩავიცვათ ზომიერად გამომწვევად და ამავე დროს სადად . მოკლედ , ეს მთელი ხელოვნებაა . მიყვარს , როცა ზომიერად ვარ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online