asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ისრაელის ექსპრეზიდენტი გაუპატიურებისთვის ციხეში ჩასვეს
ისრაელის ექსპრეზიდენტი გაუპატიურებისთვის ციხეში ჩასვეს

2011-12-08 11:56:43



ისრაელის ყოფილ პრეზიდენტ მოშე კაცავს, გაუპატიურებისთვის, სექსუალური იძულებისთვის და რიგი სხვა დანაშაულისთვის შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის სასჯელს რამლაში, `მაასიაგის~ ციხეში მოიხდის. დაწესებულებაში შესვლის წინ, მან კირიატ-ალახიში საკუთარი სახლის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს წინასწარ მომზადებული სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა საკუთარ უდანაშაულობას, სასამართლო სისტემა და პრესა ადამიანების მოწამვლაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ კეთილი სახელის დაბრუნებას შეძლებს. ჟურნალისტების წინაშე გამოსვლა ცხრის ნახევრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მოშე კაცავი სახლიდან მხოლოდ ცხრა საათზე გამოვიდა. ექსპრეზიდენტის მომხრეები მას ოვაციებით შეხვდნენ, ისინი ყვიროდნენ: `მოშე, გვიყვარხართ!~, `ის უდანაშაულოა~, `ის ცადიკია~ (ივრითზე `უცოდველი ადამიანი~, `წმინდანი”). კაცავის ათეულობით მომხრე ჟურნალისტებს თავს ესხმოდა, რამდენიმე ფოტოკორესპონდენტისგან კამერების წართმევას შეეცადნენ. თავის სიტყვაში კაცავმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ `სახრჩობელაზე უშვებენ~. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ მისი უდანაშაულობის მტკიცებულებები ერთიმეორის მიყოლებით უარყო. ამას გარდა, სასამართლომ საყურადღებოდ არ მიიღო ამ საქმით დაკავებული იერუსალიმის ოლქის პროკურორის მოსაზრება, რომელიც თვლიდა, რომ ის ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უნდა დახურულიყო. მისივე თქმით, სასამართლომ არ მოუსმინა ოც რეალურ მოწმეს და დაუჯერა ამდენივე მოწმეს, რომლებიც აქტუალურ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდნენ, - განაცხადა კაცავმა. მან ყველას შეახსენა, რომ სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და გამოთქვა აზრი, რომ ამ გზით სასამართლოს ვიღაცის დაცვა სურდა. _ ყველა ჩემი ახლობელი დარწმუნებულია, რომ ბრალდებები ყალბია, რადგან ისინი მე მიცნობენ, - განაცხადა სახელმწიფოს ექს-მეთაურმა. კაცავმა პირობა დადო, რომ კეთილი სახელისთვის ბრძოლას გააგრძელებს: _ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა. არასოდეს არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია, ყველას სიფრთხილით და პატივისცემით ვეპყრობოდი: კაცებს და ქალებს, უფროსებს და ბავშვებს. გულმოწყალებას არ ვითხოვ, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ სასამართლოების ბრმა გადაწყვეტილებებს ნუ დაუჯერებთ~. მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გასცა და პირდაპირ ავტომობილისკენ გაეშურა, რომელიც ციხის მხარეს გაემართა. კაცავს ოჯახის წევრები და ციხის სამმართველოს თანამშრომლები ახლდნენ. `მაასიაგის~ ციხეში კაცავი ათ საათზე უნდა მისულიყო, მაგრამ რამდენიმე წუთით დააგვიანა. შენობასთან ასევე ათეულობით ებრაელი და უცხოელი ჟურნლისტი მორიგეობდა, თუმცა ამაოდ. ჟურნალისტების გარდა, ციხის წინ მოშე კაცავის ათეულობით მომხრე და ნათესავი შეიკრიბა, რომლებიც მის მხარდამჭერ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ისინი ირაელის სამართალდამცავ ორგანოებს უკანონობაში ადანაშაულებდნენ. ცნობისთვის, მოშე კაცავი დაიბადა იაზდში. მისი ოჯახი გადავიდა თეირანში, როდესაც ის ჯერ პატარა იყო; 1951 წლის აგვისტოში მთელი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ისრაელში. ის მსახურობდა ჯარში, მუშაობდა ქნესეთში (საკანონმდებლო ორგანოში) და საბოლოოდ პრეზიდენტიც გახდა. მოშე კაცავი პრეზიდენტის პოსტიდან სექსუალური სკანდალის გამო გადადგა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ციხე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online