asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცხინვალში გენერალური პროკურორის ბინა დაცხრილეს
სროლა
ცხინვალში გენერალური პროკურორის ბინა დაცხრილეს

2011-12-06 09:29:00



დღეს, გამთენიისას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის, თეიმურაზ ხუგაევის საცხოვრებელ ბინას ტანკსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევიდან ესროლეს . ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ხუგაევის ინფორმაციით კი, ინციდენტი 05:10 საათზე მოხდა, არავინ დაშავებულა, თუმცა მისსა და მეზობლების ბინებში მინებია ჩამსხვრეული.
ხუგაევის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით, გასროლა მეზობელი სახლიდან განხორციელდა.
მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარ კოკოითიმ მომხდარ ფაქტს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. დე ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, რომ "ოპოზიციასთან მიმდინარე დიალოგი სამართლებრივი ველიდან გამოვიდეს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს".
კოკოითის განცხადებით, ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ცხინვალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online