asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

აიშა კადაფი მამის გამო სამაგიეროს გადახდას აპირებს
მოწოდება
აიშა კადაფი მამის გამო სამაგიეროს გადახდას აპირებს

2011-11-30 20:40:01



ლიბიის ჯამაჰირიის ყოფილი ლიდერის ერთადერთი ქალიშვილი აიშა კადაფი თანამემამულეებს გარდამავალი ნაციონალური საბჭოს მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებს. `ჩრდილოეთ აფრიკის კლაუდია შიფერი~ (როგორც მას დასავლური მედია მოიხსენიებს) მამის დასაცავად ადრეც აქტიურად გამოდიოდა. ახლა კი, ალჟირში პოლიტიკური თავშესაფრის დაკარგვით რისკავს, რომლის ხელისუფლებასაც დაპირდა, რომ საჯარო გამოსვლებს არ გააკეთებდა. თუმცა, სირიის ტელევიზიამ აიშა კადაფის აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელიც მან მამაზე ორმოცდღიანი გლოვის შემდეგ გააკეთა. აიშა კადაფი მამის ხელისუფლების დასაცავად თანატომელებს ადრეც მიმართავდა. მაგრამ ადრე ამას სახალხოდ აკეთებდა. მაგალითად, მარტის ბოლოს ტრიპოლის ქუჩებში ჯამაჰირიის მწვანე დროშით ავტომობილზე ამხედრებული გამოჩნდა, მან ადამიანების ბრბო შემოიკრიბა და ბრძოლისკენ მოუწოდა. მოგვიანებით 25 აპრილს, ლიბიაში ნატოს სამხედრო ოპერაციის წლისთავზე, როდესაც მისი ნახევარდა დაიღუპა, აიშა კადაფიმ ტრიპოლის მაცხოვრებლებს ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მიმართა. მან თანამემამულეებს შეახსენა, რომ მისი დიდი ბაბუა ჯერ კიდევ 1911 წელს, იტალიური თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. _ ახლა მამაჩემის მოკვლა სურთ! ღმერთო შეაჩვენე ისინი!, - განაცხადა აიშა კადაფიმ. დღესდღეობით ექსლიდერის ქალიშვილს, რომელიც 29 აგვისტოდან ალჟირში იმყოფება, თანამემამულეებისთვის ღია მიმართა აღარ შეუძლია. _ მამაჩემი არ წასულა, ის ჩვენს შორის სამუდამოდ დარჩება. არ დაივიწყოთ მისი მოწოდებები ბრძოლისკენ, დაე აღარ გესმოდეთ მისი ხმა, - განაცხადა აიშა კადაფიმ. ამასთან, ლიბიის ახალ ხელისუფლებას `ნატოს თვითმფრინავებით მოსული~ უწოდა. შესაძლოა ამ ბოლო გამოსვლისთვის კადაფის ქალიშვილის ლიბიაში ექსტრადაცია მოახდინონ, სადაც მას, ალბათ, გასამართლებენ; რაც უახლოეს მომავალში მის ძმასთან, სეიფ ალ-ისლამთან მიმართებაში მოხდება. ლიბიის ხელისუფლებამ სურვილი გამოთქვა, რომ `კადაფის კლანის~ ყველა წევრი სამშობლოში იხილოს, თუმცა ალჟირმა ოქტომბრის ბოლოში მათ ექსტრადაციაზე უარი თქვა. როგორც მაშინ ალჟირის ხელისუფლებამ განაცხადა, მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ სასტიკად მოკლეს მუამარ კადაფი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კადაფი
კავშირი ტეგთან: კადაფი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online