asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პატიმარი მორგში ჩაიყვანეს და აწამეს
რას ჰყვება ადვოკატი
პატიმარი მორგში ჩაიყვანეს და აწამეს

2011-11-30 19:39:00



სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ცემა-წამებას კარგა ხანია, პერმანენტული ხასიათი აქვს მიღებული. ამჯერად, პატიმარ კახა ბარათაშვილზე მოხდა ანგარიშსწორება.

მისი ადვოკატი კახაბერ მუმლაძე აცხადებს, რომ პატიმარი მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში აწამეს. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ თირკმლის შეტევის გამო ექიმის დახმარება მოითხოვა. - პატიმარი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს პალატიდან, ჩაიყვანეს საავადმყოფოს მორგში და სასტიკად სცემეს. მთელი ღამე გაკოჭილი ჰყავდათ. სცემდნენ, თან ვედროებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. წამებაში მონაწილე თანამშრომელთა შორის განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ავსაჯანიშვილი გამოირჩეოდა, - აცხადებს ადვოკატი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატიმარი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online