asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჩინეთში რუს ნარკომოვაჭრეებს სიკვდილით სჯიან
მკაცრი კანონი
ჩინეთში რუს ნარკომოვაჭრეებს სიკვდილით სჯიან

2011-11-28 21:36:30



ჩინეთის სასამართლომ ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბრალდებულ 38 წლის რუს ქალს სიკვდილი მიუსაჯა, აღსრულების ორი წლით გადავადებით.

ხაბაროვსკის მაცხოვრებელ მარინა ლოპატინასთან მიმართებაში ვერდიქტი ქალაქ ჩჟუხაის სასამართლომ გასულ კვირას გამოიტანა. რუსი სპეციალური ადმინისტრაციული რაიონ აომენიდან (მაკაო) ჩინეთის მატერიკულ ნაწილში 2 კილოგრამი ძლიერმოქმედი ნარკოტიკის გადატანაშია ბრალდებული. ლოპატინასთან ერთად, ჩინეთში ნარკოვაჭრობისთვის მსჯავრდებული რუსკების საერთო რიცხვმა შვიდს მიაღწია. 2011 წლის ივლისში ჩინეთის უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ილდარ სულტანოვს სიკვდილი მიუსაჯა, ასევე სასჯელის ორწლიანი გადავადებით. ის ცენტრალური აზიიდან ჩინეთში 2,8 კგ. ჰეროინის გადატანისთვის დააპატიმრეს. მანამდე, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანში რუსეთის ოთხი მოქალაქე დააპატიმრეს და გაასამართლეს. მათგან ყველაზე უფროსი, 1951 წელს დაბადებულია. მოგვიანებით ისინი რუსეთთან მოსაზღვრე პროვინციის ციხეში გადაიყვანეს. კიდევ ერთი მამაკაცი, 1,9 კგ. ჰეროინისთვის დაკავებული პეკინის ციხეში იმყოფება. ჩინეთში ნარკოტიკების გადატანა ძალიან მკაცრად ისჯება – სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გამოიტანონ, თუ პირს 50 და უფრო მეტ გრამ ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებას აღმოუჩენენ. ჩინური კანონების თანახმად, სასიკვდილო განაჩენი შეიძლება უვადო პატიმრობით შეიცვალოს, თუ მსჯავრდებული მოინანიებს და განაწესს არ დაარღვევს. როგორც `როსიისკაია გაზეტა~ აღნიშნავს, მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება უცხოელების მიმართ, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულს სჩადიან. ზოგიერთი რუსი მსჯავრდებული ამბობს, რომ `გაუმართლათ~, როდესაც სასიკვდილო განაჩენი უვადო პატიმრობით შეუცვალეს. ჩინეთში არის შემთხვევები, როდესაც უცხოელებსაც სიკვდილით სჯიან. თუმცა, როგორც ნაწილობრივ შეწყალებულები აღიარებენ, საეჭვოა, რომ მათ ჩინური ციხიდან გამოსვლის შანსები ჰქონდეთ. გასული წლის აპრილში, ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს იაპონიის ოთხი მოქალაქე. 2009 წლის დეკემბერში ანალოგიური დანაშაულისთვის ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს ბრიტანეთის ქვეშევრდომთან მიმართებაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რუსები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online