asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქალაქო სასამართლომ ჟურნალ "ლიბერალის" წინააღმდეგ "აისექ საქართველოს”  სარჩელი არ დააკმაყოფილა
სასამართლო
საქალაქო სასამართლომ ჟურნალ "ლიბერალის" წინააღმდეგ "აისექ საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა

2012-02-22 15:17:00



თბილისის საქალაქო სასამართლომ იურიდიული პირის "აისექ საქართველოს" სარჩელი ჟურნალ "ლიბერალის" წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ მირანდა ერემაძემ განაცხადა, რომ სასამართლო განხილვისას დადგინდა, ჟურნალ "ლიბერალში" ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე დაწერილი სტატიის გამოქვეყნება განპირობებული იყო "აისექ საქართველოს" სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესით. მომზადებული სტატია მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას მოსარჩელის საქმიანობაში არსებულ გარკვეულ ხარვეზებზე, ასევე დადგენილ იქნა, რომ სტატიის გამოქვეყნებამდე შპს "ლიბერალი" შეეცადა მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმებას "აისექ საქართველოს" ხელმძღვანელობასთან, თუმცა მათგან უარი მიიღო.
მოსარჩელის მოსაზრებით, 2011 წლის 28 მარტს "ლიბერალში" ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოქვეყნებულმა სტატიამ შელახა მისი საქმიანი რეპუტაცია და გამოიწვია მასთან ურთიერთობის მსურველ პირთა რაოდენობის შემცირება. იგი ითხოვდა ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 6.500 ლარის ოდენობით და ამ ინფორმაციის უარყოფას ჟურნალ "ლიბერალის" მიერ.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემის დღიდან 14 დღის ვადაში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online