asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ალექსანდრე ანქვაბის პირადი დაცვის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა
თავდასხმა
ალექსანდრე ანქვაბის პირადი დაცვის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა

2012-02-22 10:55:00



გარდაიცვალა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პირადი დაცვის კიდევ ერთი წევრი, რომელიც დღევანდელი თავდასხმისას დაიჭრა. ამის შესახებ "აპსნი პრესი" იუწყება.
დე-ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმა დღე 08:30 საათზე, გუდაუთა-სოხუმის ტრასაზე განხორციელდა. თავდაპირველად გზაზე დადებული ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ცეცხლი ყუმბარმტყორცნიდან და ავტომატიდან გაუხსნეს. ერთი ავტომობილი მთლიანად დაიწვა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა დაჭრილი იყო მისი დაცვის ორი წევრი. ერთი მათგანი თავდასხმიდან მცირე ხანში, გუდაუთის საავადსმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც მეორე მცველის გადარჩენა შეძლეს.
თავდასხმის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან დე-ფაქტო შს მინისტრი ოთარ ხეცია და დე-ფაქტო გენერალური პროკურორი საფარბეი მიქანბა.
ეს 2005 წლის შემდეგ ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი გახსნილი არ არის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანქვაბი
კავშირი ტეგთან: დაცვა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online