| ქალი და მამაკაცი |

ცნობილი გახდა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტზე, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ახალი დეტალები. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
კერძოდ, უშუალოდ ანქვაბის ავტომობილის მიმართულებით სროლის პარალელურად, გზაზე, სადაც მისი კორტეჟი მოძრაობდა, რამდენიმე ფუგასი აფეთქდა. აფეთქების შედეგად კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი დაზიანდა.
დე-ფაქტო სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ანქვაბის ავტომობილს ტყვიამფრქვევიდან და ყუმბარმტყორცნიდან ესროდნენ. ამ დროისთვის თავდასხმის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რათა ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე განსაზღვრონ.
თავად ანქვაბი ამ დროისთვის სოხუმში, სამუშაო ადგილზე იმყოფება. იგი ადასტურებს, რომ თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა.
ანქვაბის ავტომობილს გუდაუთის რაიონში ცეცხლი დღეს დილით გაუხსნეს. შედეგად დაიჭრა მისი დაცვის ორი წევრი, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ეს ანქვაბზე უკვე მეექვსე თავდასხმაა და ამ დრომდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 




















































































































