asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯამბოლატ თედეევის დასაკავებლად თვითმფრინავი უკან დასვეს
მოსკოვი-სიმფეროპოლის რეისი
ჯამბოლატ თედეევის დასაკავებლად თვითმფრინავი უკან დასვეს

2012-02-21 16:48:00



  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი აცხადებს, რომ იგი მოსკოვში სპეცსამსახურებმა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ლაივნიუსი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თედეევი მოსკოვი-სიმფეროპოლის რეისიდან ამ დილით მოხსნეს და ეს თან ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავი უკვე აფრინდა.


ეკიპაჟი იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო და ერთი მგზავრი დაეტოვებინა.
"სიმფეროპოლში დედაქალაქიდან მივფრინავდი, ჰაერში უკვე 40 წუთის განმავლობაში ვიყავით. უცბად თვითმფრინავის სალონში ფორმიანი ადამიანები შემოვიდნენ და განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერალური სამსახურის მოთხოვნით თვითმფრინავი მოსკოვში ბრუნდება იმისათვის რათა მე ჩამომსვას", _ აცხადებს თედეევი.

ერთი საათის შემდეგ ეკიპაჟი შერემეტიევოს აეროპორტში დაბრუნდა. "როდესაც დავჯექით, მე პრაქტიკულად ძალით გამათრიეს სალონიდან", _ აცხადებს თედეევი.

აღსანიშნავია, რომ თედეევის ადვოკატმა თედეევის დამკავებლებისგან რაიმე სახის ახსნა-განმარტების მიღება სცადა, თუმცა მას სიტუაციის კომენტირებაზე უარი განუცხადეს. "ეფ-ეს-ბე"-ში მითხრეს, რომ თუ რამით უკმაყოფილონი ვართ შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ", _ აცხადებს თედეევის ადვოკატი ალექსანდრე ვერშინინი.

მასალის გამოყენების პირობები

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online