| ქალი და მამაკაცი |

დღეს ვალერი გელბახიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გელბახიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, 15:00 საათამდე გაიმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც მოხდება აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის დადასტურება. გელბახიანის დაცვის მხარე სასამართლოზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დაკავებულს დედის ავადმყოფობის გამო, აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს.
ხაჭაპურიძე ასევე აცხადებს, რომ ვალერი გელბახიანი მზად არის, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს. ადვოკატი ვალერი გელბახიანს #8 საგამოძიებო იზოლატორში გუშინ შეხვდა.
"ვალერი გელბახიანმა საქართველოში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჩვენ ორი დღის წინ სასამართლოს მივმართეთ და მოვითხოვეთ, რომ დედის ავადმყოფობის გამო, აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, შეცვლოდა პირადი თავდებობით, მაგრამ სასამართლომ უარი განაცხადა. სასამართლოს უარის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც დააკავეს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ და აღნიშნა, რომ ვალერი გელბახიანი სამართალდამცავ სტრუქტურებს არ ჩაბარებია - ის დააკავეს.
ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს. საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, "ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. დღეს კი, ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს".
"საქემეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება",- აღნიშნულია სამინისტროს განმარტებაში.
ამასთან, გუშინ ბრიფინგი გამართა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძე. მისი თქმით, გელბახიანმა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ მძიმედ არის ავად მისი დედა, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში იმყოფება.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 












































































































