asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვალერი გელბახიანი დააკავეს
ოფიციალური ინფორმაცია
ვალერი გელბახიანი დააკავეს

2012-02-20 11:20:00



საქართველოს შინაფან საქმეთა სამინისტრომ ვალერი გელბახიანის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული ვალერი გელბახიანი დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. დღეს კი, ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმესთან დაკავშირებით შემდეგ განმარტებას აკეთებს:
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება. სამოქმედო გეგმის თანახმად ორგანიზებული ჯგუფების მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არჩევნების ჩაშლის მიზნით ძალადობრივი პროვოკაციების მეშვეობით უნდა მომხდარიყო თითქოსდა უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოყვანა და დაწყებულიყო მასობრივი არეულობები.
პარალელურად დიდი ოდენობით თანხების შეთავაზების გზით უნდა მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადმობირება, შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება რასაც მოყვებოდა სხვა სახელისუფლო რგოლების ფუნქციონირების მოშლა. აღნიშნულის მიზნით მარინა გაბუნია რამოდენიმეჯერ შეხვდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს ერეკლე კოდუას. ამ უკანასკნელმა საქმის კურსში ჩააყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, რის შემდეგაც დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენისა და ქმედების აღსაკვეთად დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიება.
2007 წლის დეკემბრის თვეში მ. გაბუნია და ვ. გელბახიანი კვლავ შეხვდნენ ე. კოდუას, აუხსნეს თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა და შეპირდნენ რამოდენიმე მილიონ დოლარს, სანაცვლოდ კი ე. კოდუას უნდა დაეკავებინა შინაგან საქმეთა მინისტრი. ვ. გელბახიანმა ე. კოდუას უთხრა, რომ წინასწარ ყავდა მომზადებული დაახლოებით 80 000 კაცი ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და მასობრივი მანიფესტაციების მოსაწყობად, საარჩევნო უბნების დასარბევად და ქვეყანაში მასობრივი მღელვარების გამოსაწვევად, მიმდინარე პროცესების ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ყველა აღნიშნული საკითხი შეთანხემბული იყო პრეზიდენტობის კანდიდატ ა. პატარკაციშვილთან.
2007 წლის 23 დეკემბერს ა.პატარკაციშვილის თანხმობით ე. კოდუა ლონდონში შეხვდა ამ უკანასკნელს, სადაც განიხილეს საქართველოს ხელისფლების დამხობის გეგმის დეტალები და ე. კოდუას კონკრეტული დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზების გეგმის ჩათვლით, სანაცვლოდ კი ე. კოდუა მიიღებდა ფინანსურ და პოლიტიკურ გარანტიებს".


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვალერი გელბახიანი
კავშირი ტეგთან: დაკავება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online