asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ამერიკელ მილიონერს ქართველი მოცეკვავის ცემის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
შემთხვევა
ამერიკელ მილიონერს ქართველი მოცეკვავის ცემის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

2012-02-17 10:51:00



ამერიკელ მილიონერს ქართველი მოცეკვავის ცემის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა New York Post .
ინციდენტი 42 წლის ტომას ჰარტმანსა და 37 წლის სოფია კანდელაკს შორის გასული წლის აპრილში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში მოხდა. მათ შორის კამათი დაიწყო, რომლის დროსაც, მილიონერმა ქალს სახეში გაარტყა. დაზარალებულის განცხადებით, მიყენებული დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ექიმებმა მას შუბლზე 16 ნაკერი დაადეს. სასამართლო გარჩევის დროს ბრალდება აცხადებდა, რომ ჰარტმანმა კანდელაკს სხეულის განზრახ დაზიანება მიაყენა. ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალდების არგუმენტი გაიზიარა და ჰარტმანს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით განაჩენი შეამსუბუქა და მილიონერის სასჯელიუს ვადა ორ თვემდე შეამცირა.
ჰარტმანის დაცვის განცხადებით, კანდელაკი მილიონერის გაძარცვას ცდილობდა. თავად მილიონერი კი, რომელსაც ერთ ფეხზე პროთეზი აქვს, ირწმუნება, რომ წონასწორობა დაკარგა და კანდელაკს შემთხვევით დაეჯახა.
ტომას ჰარტმანი მილიონერი 2004 წელს შემთხვევით გახდა. მას პოლიციელები, რომლებიც ცოლის ცემის გამო მისდევდნენ, მანქანით დაეჯახნენ. ჰარტმანს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს და სასამართლომ მის სასარგებლოდ 16 მილიონი დოლარის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. გამდიდრებამდე ჰარტმანი ორჯერ იხდიდა სასჯელს – ავტომობილის მოპარვისა და ჩხუბის გამო.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქართველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online