


| ქალი და მამაკაცი |







შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის შეფასებით, საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმპცია არ არსებობს.
ამის შესახებ, საქართველოში არსებული ვითარებაზე, მაინა კიაის წინასწარ ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაციაც მან სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართა.
"ჩემში გაკვირვებას იწვევს განცხადებები, რომლებიც მიუთითებს სამართლებრივი გარანტიების არარსებობაზე და იმ ფაქტზე, რომ სასჯელის გამოტანა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით. სასამართლო ხელისუფლებასთან რიგი საუბრების შემდეგ მე ერთობ შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია აშკარად არ არსებობს და ძირითადად, მნიშვნელობა ენიჭება პოლიციისგან მიღებულ ჩვენებებს", - განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა.
ამასთან, მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში იმის თაობაზეც, რომ "90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება ხშირად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხდება.
"მე შეშფოთებული ვარ დაკავების აღნიშნული ფორმის ასეთი სიხშირით, ფაქტობრივად, მუდმივად გამოყენებით. ეს უმნიშვნელო დანაშაულები გახლავთ და არ არის საჭირო, ხელისუფლებამ ისინი ცუდ და დამამცირებელ პირობებში ამყოფოს", - აღნიშნა მაინა კიაიმ.
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საბოლოო ანგარიშს ივნისში გამოაქვეყნებს.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს










კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 























































































































































































